IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

სიზარმაცე რომელიც გვანადგურებს

29.03.2021

3695 დათვალიერება

სიზარმაცესა  და  ზარმაც  ადამიანებზე  ბევრი  ანდაზა  არსებობს,  რომელიც ხშირად გვესმის ახლობლებისგან, მაგრამ, აუცილებელია, გავიაზროთ, რომ ზარმაცი ადამიანი დღეს დაკარგულია, ის ჩამორჩება დროს, ჩამორჩება საკუთარ თავსაც კი და არ იცის სიცოცხლის ფასი.

 

გერევათ უმოტივაციო და უნებისყოფო მდგომარეობა? - თქვენ ვერ დააამარცხებთ სიზარმაცეს, თუ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის და სურვილების მართვა. თუ გსურთ რამის გაკეთება და ბოლო დღისთვის მიგყავთ ყველაფერი ეს უდავოდ სიზარმაცის ნიშანია, რომელიც არაფრისმომცემ ყოველდღიურ რუტინას შეგაჩვევთ, საბოლოოდ კი მიგიყვანთ "კატასტროფამდე" და სრულ აპათიამდე. 

 

დასაწყისისთვის, ჩამოყალიბდით, რისი გაკეთება როდის გსურთ და რა გზით, მიეჩვიეთ დროში მუშაობას.

 

სიზარმაცის დასამარცხებლად საჭიროა კომპლექსური ქმედებები:

  • დაგეგმეთ ძილის დრო სწორად
  • შეეცადეთ, ყოველდღიურად  ერთსა და იმავე  დროს იკვებოთ - ეს საფუძველს ჩაუყრის თქვენი ორგანიზებულობის საწყისს
  • მიეჩვევით საკუთარ  განრიგს,
  • ივარჯიშეთ და იყავით ფიზიკურად დატვირთული,
  • ისწავლე რამე ახალი - მაინც და მაინც, ახალი ენის სწავლისკენ ნუ გაიქაჩებით, უფრო პატარა და ფინანსურად სარგებლიანი მიზანი აიღეთ

 

ყოველთვის მიეცით მოტივაცია საკუთარ თავს, გახსოვდეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ლოდინში ატარებენ. ელიან, როდის დაუდგებათ უკეთესი დრო, როდის გაუღიმებთ ბედი, როდის მიაღწევენ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს ან აისრულებენ ნატვრას. ამ მოლოდინში გადის დრო, რომელსაც თან მიაქვს მიუღწეველ მიზნებზე ოცნება და ხანდახან ადამიანს ავიწყდება კიდეც, რაზე ოცნებობდა.

 

სიზარმაცესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ განწყობის ვარჯიშები. გახსოვდეთ, რომ ბევრი რამის კეთება არ არის სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელია. იფიქრეთ არა პროცესზე - თუ რაოდენ რთული და არასასიამონო რამის გაკეთება გიწევთ, არამედ საბოლოო შედეგზე - თუ რას გაძლევთ ამის შესრულება.

 

თუ თქვენი მიზანია, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ, სიზარმაცე გვერდით უნდა გადადოთ და შეისწავლო დროს, ტენდენციებს მორგებული პროფესია, რომელიც ფინანსურად მყარი და სტაბილური ცხოვრების გარანტი იქნება.

 

მაგალითისთვის: თუ ბანალური სილაბუსის და მიმდევრობით ლექციებზე დასწრება "გეზარებათ", შეარჩიე სასწავლებელი სადაც არ მოგთხოვენ ყოველ დილით, 9 საათზე, ლექციაზე დასწრებას და შენთვის მოსახერხებელ გრაფიკს და სწავლების სტილს (დისტანციური/არადისტანციური) შემოგთავაზებენ.

 

წარმატების მთავარი საიდუმლო მუდმივ განათლებაშია, აუცილებელია გინდოდეს სწავლა და განვითარება ისე, როგორც ჯერ არავის სდომებია - შემოგვიერთდი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

გახსოვდეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ელიან სასწაულს, ისინი თავად იღებენ ხელში ვითარების სადავეებს და მიზნის მისაღწევად მოქმედებას იწყებენ. ფუნდამენტური განსხვავება პროაქტიურ (მოქმედ) და რეაქტიულ (მოლოდინის რეჟიმში მყოფ) ადამიანებს შორის სწორედ ეს არის – ერთი ელოდება, მეორე მოქმედებს.


წარმატების ფორმულა იოლი გამოსაყვანია: მიზანს რომ მივაღწიო, საჭიროა, კი არ ველოდო, არამედ ვიმოქმედო. მაგრამ იქვე ჩნდება კითხვა: როგორ? როგორ გამოვიწვიო საკუთარი მოტივაცია იმისთვის, რომ დავისახო მიზნები და სისტემურად ვიმოქმედო მათ მისაღწევად?
 

არ აქვს მნიშვნელობა, გამოწვევა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობა თუ პირიქით – ემოციური სტაბილურობის ბალანსი, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი თუ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ იქნება სახარბიელო, როდესაც წონასწორობა გამოწვევასა და შესაძლებლობას შორის დარღვეულია. ამგვარი დისბალანსი აქვეითებს მოტივაციას, რაც უშუალოდ აისახება ჩვენს პირად თუ პროფესიულ წარმატებაზე.

 

არჩევანი ჩვენზეა: სახლშიკომფორტულ, დოგმატურ, ჩარჩოებში მოქცეულ ზარმაცსა და განვითარებულ, ფინანსურად მდგრად ადამიანს შორის

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა