IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ტოპ 10 ვიტალური უნარი, რომელიც დაგჭირდებათ სამუშაოს მომავლისთვის

08.09.2020

6037 დათვალიერება

რადგან ჩვენ ვართ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ტრანსფორმაციული გავლენის შუაგულში, ახლა არის დრო, რომ მოვემზადოთ სამუშაოს მომავლისთვის. ხუთი წლის შემდეგ, ერთი მესამედი იმ უნარების, რომელიც გვჯერა, რომ აუცილებელია სამუშაოსთვის, შეიცვლება, World Economic Forum-ის მიხედვით. ტექნოლოგიური ცვლილებები მიუთითბს, რომ მალე მოგვიწევს სამუშაო გარემოს გაზიარება ხელოვნურ ინტელექტთან. უნდა მივეჩვიოთ მუდმივი სწავლების პროცესს, რომ შევიძინოთ ის  უნარები, რაც დაგვჭირდება მომავალში სამუშაოსთვის.

10 უნარი, რაც დაგჭირდებათ სამუშაოს მომავლისთვის

1. კრეატიულობა

ადამიანები უნდა იყვნენ კრეატიულები, რომ ბოლომდე გაიაზრონ ახალი რაღაცეების უპირატესობა მომავლისთვის - ახალი პროდუქტები, სამუშაო გზები და ტექნოლოგიები. რობოტები ამჟამად ვერ ეჯიბრებიან ადამიანებს კრეატიულობაში. სამომავლო სამსახურები მოითხოვს აზროვნების ახალ გზას, რისთვისაც მნიშვნელოვანია კრეატიულობა.

2.ემოციური ინტელექტი

ადამიანის ინტელექტი, რომ იცოდეს, აკონტროლებდეს და გამოხატავდეს თავიანთ ემოციებს, ასევე, სხვისი ემოციების შემეცნების უნარი აღწერს მათ ემოციურ ინტელექტს. თქვენ აჩვენებთ მაღალ ემოციურ ინტელექტს, თუ გაქვთ თანაგრძნობა, ინტეგრირებულობა და კარგად მუშაობთ სხვებთან. მექანიზმი ადვილად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანის უნარს სხვებთან კომუნიკაციის.

3. ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება

ადამიანს კრიტიკული აზროვნებით შეუძლია შესთავაზოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და იდეები, გადაჭრას კომპლექსური პრობლემები ლოგიკის გამოყენებით და არგუმენტების შეფასებით. კრიტიკული აზროვნების პირველი ნაბიჯი არის ინფორმაციის ანალიზი სხვადასვხა წყაროებიდან. დათვალიერების შემდეგ, ადამიანი, რომელიც არის ძლიერი ანალიტიკური მოაზროვნე დაეყრდნობა ლოგიკურ მსჯელობას და არა - ემოციურს, გაარჩევს უპირატესობას და ნაკლს. ძლიერი ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანები საჭირონი იქნებიან ადამიანური/მამქანური შრომის განყოფილების ნავიგაციისთვის.

4. აქტიური სწავლა ზრდადი აზროვნებით

სამუშაოს მომავალში ნებისმიერ ადამიანს დასჭირდება აქტიური სწავლა და ზრდა. ადამიანს ზრდადი აზროვნებით ესმის, რომ მათი შესაძლებლობები და ინტელექტი შეიძლება განვითარდეს და იციან, რომ მათი ძალისხმევა უნარების ათვისების შედეგად გამოიღებს მაღალ მიღწევებს. ისინი მიიღეენ გამოწვევებს და ისწავლიან შეცდომებიდან.

5. მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება

ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღება გახდება უფრო კომპლექსური მომავლის სამუშაო გარემოში. მექანიზმებს და მონაცემებს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება, თუმცა ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვება დიდი შედეგები, რასაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბიზნესზე, პერსონალზე და ადამიანურ გრძნობებზე, მორალზე.

6. ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები

ინფორმაცის გაცვლის უნარი და იქნება ვიტალური უნარი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დროს. ადამიანებს უნდა შეეძლოთ სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, სწორი რაღაცეების თქმა, სწორი ტონის და სხეულის ენის გამოყენება, რომ მიაწოდონ თავისი მესიჯი.

7. ლიდერობის უნარები

თვისებები, რომელსაც აკავშირებთ ლიდერობასთან, როგორიც არის იყოთ შთამაგონებელი და დაეხმაროთ სხვებს კარგად წამოაჩინონ თავისი თავი, იქნება საჭირო მომავალი სამუშაო გარემოსთვის. ადამიანები აიღებენ ლიდერის როლს პროექტებზე მუშაობისას, სხვა თანამშრომლებთან მუშაობისას.

8. მრავალფეროვნება და კულტურული ინტელექტი

ჩვენი სამუშაო გარემო უფრო და უფრო მრავალფეროვანი და ღია ხდება, ვიტალურია უნარი, რომ ინდივიდებმა გაიგონ, პატივი სცენ და შეეძლოთ მუშაობა რასის, კულტურული განსხვავებულობის, ენის, ასაკის, სქესის მიუხედავად. სხვების გაგების და ადაპტაციის უნარი არამარტო კომპანიაში ადამიანების ურთიერთობას გააუმჯობესებს, არამედ - გახდის კომპანიის პროდუქტს და სერვისს უფრო ინკლუზიურს და წარმატებულს.

9. ტექნოლოგიური უნარები

მე –4 ინდუსტრიული რევოლუცია განაპირობებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, დიდი მონაცემები, ვირტუალური რეალობა, ბლოკჩეინები და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ყველას დასჭირდება რაღაც დონის კომფორტი ტექნოლოგიასთნ მიმართებაში. თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ მოცანემებთან მუშაობა. ეს მოითხოვს ზოგიერთ ტექნოლოგიურ უნარს. უფრო ფუნდამენტურ დონეზე, ყველას უნდა ესმოდეს ხალი ტექნოლოგიების პოტენციური გავლენა მათ ინდუსტრიაზე, ბიზნესზე და სამსახურზე.

10. ცვლილებების მიღება

ცვლილებების სიჩქარიდან გამომდინარე, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ცვლილებების მიღება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ადაპტაცია ახალ სამუშაო გარემოსთან, უნარებთან და გამოცდილებებთან. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მთავარი უნარი არის ცვლილებების, როგორც შესაძლებლობების დანახვის უნარი.

 

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა