IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ოქროს ხანაში

08.04.2021

1059 დათვალიერება

სამყარო, რომელშიც მანძილის დაძლევა არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს. შესაძლოა, შეხვედრა გამართოთ ერთდროულად 150 პარტნიორთან, თქვენ ძველ თბილისში იყოთ, დანარჩენები კი თუნდაც სხვადასხვა კონტინენტზე. ამაში გვეხმარება ტექნოლოგიები,რომელიც უკვე მსოფლიოს ყველა წერტილშია ხელმისაწვდომი - სადაც ინტერნეტია იქ არის წარმატებაც!

 

ჩვენ ვიმყოფებით ციფრული ოქროს ხანაში, რაზეც მეტყველებს, თუმდაც, ბოლო დროს მიღწეული გიგანტური სავაჭო შეთანხმებები:

 

1. Slack-ი 27.7 მილიარდ დოლარად გაიყიდა
სლექი არის 2013 წელს დაარსებული სტარტაპი, საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, შექმნან თემატური ჩეთები, გააგზავნონ შეტყობინებები და დოკუმენტები. ასევე გააკეთონ ხმოვანი ან ვიდეო ზარები ყველა ჩართულ ადამიანთან

 

Salesforce-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ბენიოფიმ აღნიშნა, რომ სლექის შეძენა არის „ღვთიური შეთანხმება“, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობას

„რადგან პროგრამული უზრუნველყოფა უფრო და უფრო კრიტიკულ როლს ასრულებს თითოეული ორგანიზაციის საქმიანობაში, ჩვენ ვიზიარებთ სირთულის შემცირებას, გაზრდილ ძალასა და მოქნილობას, საბოლოოდ კი უფრო სწორ შესაბამისობასა და ორგანიზაციულ შესაძლებლობებს მივიღებთ. პირადად მე მჯერა, რომ ეს არის ყველაზე სტრატეგიული კომბინაცია პროგრამული უზრუნველყოფის ისტორიაში და ვერ ვითმენ, როდის განვაგრძობთ მუშაობას“.

 

2. Boston Dynamics $921 მილიონ დოლარად Hyundai-მ შეიძინა

Boston Dynamics არის ამერიკული საინჟინრო და რობოტების მწარმოებელი კომპანია, მათი რობოტები Hyundai– ს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ოქტომბერში თავმჯდომარედ ჩან იუსანი დაინიშნა. კომპანიის განცხადებით, რობოტიკა მისი მომავალი ბიზნესის 20%-ზე მეტს შეადგენს.

 

 

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

ბაზარზე კიდევ უამრავი პლატფორმაა, რომელიც დისტანციური სამუშაოდ გამოიყენება, მათ შესაძენად იბრძვიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის Apple, Microsoft Corp, Alphabet, Facebook, Alibaba Group Holding, Tencent Holdings, Taiwan Semiconductor Manufacturing Co, Samsung Electronics, Mercedes-Benz International და სხვა

გუნდური მუშაობისთვის ყველაზე პოპულარულია

 

Miro

Miro-სპლატფორმაზე შეგიძლიათ შექმნათ თანამშრომლების განსხვავებული სამუშაო ჯგუფები, მათ კი გაუწეროთ სხვადასხვა პროექტი, რომლებზეც დისტანციურად და თან სინქრონულად იმუშავებენ. პროექტებს დაამატოთ ვიზუალური ელემენტები, დავალებების კალენდარი და ა.შ.ის ერგება უკვე მიმდინარე პროექტებსაც და ინტეგრირდება ისეთ პლატფორმებთან, როგორებიცაა Dropbox, Slack, Google Suite, JIRA და სხვები.

 

Google Drive

ბევრი კომპანია ყოველდღიურად იყენებს Google Drive-ს დოკუმენტების გაზიარებისთვის. განსაკუთრებით დიდი მოცულობის ობიექტებთან ურთიერთობისას, როცა მონაცემების გაზიარება შეუძლებელია ელ.ფოსტით. აქ შეგიძლიათ დაამუშაოთ ტექსტური დოკუმენტები, ცხრილები და პრეზენტაციის სლაიდები. ნებართვების პარამეტრებით შეგიძლიათ, ზუსტად განსაზღვროთ ვის რომელ დოკუმენტებზე ექნება წვდომა და რა დონეზე.

 

Dropbox

Dropbox-იც დოკუმენტების გაზიარების პლატფორმაა. აქ შეძლებთ მიაწეროთ კომენტარი მომხმარებლების მიერ ატვირთულ დოკუმენტებს, მიამაგროთ ფაილები კონკრეტულ თანამშრომლებს და ა.შ. Dropbox-ის კიდევ ერთი მოსახერხებელი თვისებაა, რომ დოკუმენტის ჩამოსატვირთად ადრესატს არ სჭირდება Dropbox-ის ექაუნთის ფლობა, უბრალოდ ლინკის გაგზავნით შეგიძლიათ მიაწოდოთ ფაილი.

 

Zoom

Zoom არის პოპულარული HD ვიდეო კონფერენციების პლატფორმა, რომელიც ასევე შეიძლება გამოიყენოთ ვებინერებისა და ჯგუფური შეხვედრებისთვის. გარდა ვიდეო ზარისა, შეგიძლიათ გააზიაროთ ეკრანები და ინტერაქტიული დაფები. პრემიუმ პაკეტით შეგიძლიათ 100-მდე მონაწილის ჩართვაც კი.


DocuSign

DocuSign საშუალებას მოგცემთ, თქვენ და თქვენმა ბიზნეს პარტნიორებმა ხელშეკრულებებს ხელი ელექტრონულად მოაწეროთ. იმისთვის რომ, მნიშვნელოვანი საქმიანი გარიგებები არც შეფერხდეს და არც გადაიდოს.

 

SignEasy

DocuSign– ის მსგავსად, SignEasy არის ქლაუდზე შექმნილი სისტემა, რომელზეც ასევე შესაძლებელია დოკუმენტების შექმნა და შევსება.

 

Adobe Sign

Adobe Sign (ყოფილი EchoSign) კიდევ ერთი გადაწყვეტაა კორპორატიული ხელმოწერებისთვის. თან, ღია სისტემაა და გთავაზობთ ბევრი სახის ინტეგრაციას.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა