IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

წარმატებული ადამიანების ყოველდღიური რუტინა

30.11.2020

638 დათვალიერება

ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ პროდუქტიულობა და საქმის სწაფად შესრულება, ეშიანიათ რომ ტემპის დაგდებით შემცირდება შესრულებული საქმის ხარისხი.

 

  • საშუალო სტატისტიკური ოფისის თანამშრომელი დღეში ერთ საათზე მეტს ხარჯავს მხოლოდ მონაცემების ძიებაში.
  • აღმასრულებელი დირექტორების უმეტესობა, მთელს მსოფლიოში, წელიწადში მინიმუმ ექვს კვირას ხარჯავენ არეულ მაგიდებზე, დაუხარისხებელ ფაილებში და არასწორ კონვერტებში მოთავსებული ინფორმაციების მოძიებაში.
  • დასაქმებული ადამიანების 23% ამბობს, რომ აგვიანებს გადასახადების გადახდას, რადგან ქვითრებს კარგავენ.

 

არაორგანიზებულობა ძვირი ჯდება, როგორც ფულის, ასევე დროის თვალსაზრისით. მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ ტემპი შეანელოთ და ორგანიზებული გახდეთ, შედეგით საკმაოდ კმაყოფილი დარჩებით.

 

”ორგანიზებაში დახარჯული ყოველი წუთით ერთ საათს გამოიმუშვებთ.” - ბენჯამინ ფრანკლინი

 

მიუხედავად იმისა, რომ ბენჯამინ ფრანკლინის შეფასება გადაჭარბებულია, ორგანიზებულობისთვის დროის დახარჯვა მაინც მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ექსპერტების შეფასებით, დაგეგმვისა და ორგანიზების დროს გატარებული ყოველი საათი ზოგავს სამ – ოთხ საათს, რაც სხვა შემთხვევაში სხვაგვარად გაიფლანგებოდა.

არსებობს მიზეზი, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ყველაზე მშვიდი და ნაკლებად სტრესულები არიან, ყველაზე ეფექტურები არიან - მათ ესმით ორგანიზების მნიშვნელობა და შესაბამისად მორგებული აქვთ თავიანთი ჩვევები. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენც შეგიძლიათ გახდეთ უფრო ორგანიზებული და პროდუქტიული, მხოლოდ იმ ჩვევების გამომუშავებით, რომლებსაც ისინი ენდობიან.

 

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

1. შემდგარი ადამინები არასდროს ტოვებენ არეულ სამუშაო მაგიდას

შეიძლება იფიქროთ, რომ ზუსტად იცით, სად და ქაღალდის რომელ დასტაში შეგიძლიათ იპოვოთ კონკრეტული დოკუმენტი. თუმცა აქტიურ ადამიანს  ფაილებიც ხშირად უგროვება, საბოლოოდ ეს ყველაფერი აუცილებლად ჩიხში შეგიყვანთ. თქვენს მაგიდაზე ნივთების ორგანიზება დაგეხმარებათ თქვენი გონების ორგანიზებაში. გარდა ამისა, პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ რაც უფრო მეტად იტვირთება ჩვენი ტვინი კონკურენტული სტიმულებით გადატვირთულ მაგიდაზე, მით უფრო ნაკლებად შეგვიძლია ფოკუსირება. და ეს არ არის მხოლოდ სუბიექტური მტკიცებულება; მათ შეძლეს დაენახათ განსხვავება საგნების ტვინის აქტივობის MRI– ში.

 

2. წარმატებული ადამიანები არასდროს არ ეხებიან ნივთებს ორჯერ

ორგანიზებული და პროდუქტიული ადამიანები არასდროს არაფერს დებენ დროებით ადგილსამყოფელზე, რადგან ნივთებზე ორჯერ შეხება უზარმაზარი დროის ფლანგვაა. ნუ შეინახავთ ელ.ფოსტას ან სატელეფონო ზარს, იმიტომ რომ მოგვიანებით გაუმკლავდეთ. როგორც კი რამე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, თქვენ უნდა იმოქმედოთ მასზე, მოაგვარეთ ან წაშალეთ.

 

3. წამატებული ადამიანები არ რეაგირებენ ელ.წერილზე მისვლისთანავე.

პროდუქტიული ადამიანები არ უშვებენ იმას, რომ მათი ელ.წერილი მუდმივად ხელის შეშლის და საქმის შეწყვეტის საბაბი გახდეს. მათი ელექტრონული ფოსტის განრიგის შემოწმების გარდა, ისინი უპირატესობას ანიჭებენ იმ ფუნქციებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს შეტყობინებებს გამომგზავნის მიხედვით. ისინი ანიჭებენ გაფრთხილების ნიშანს მათ ყველაზე მნიშვნელოვან მომწოდებლებს და მათ საუკეთესო მომხმარებლებს, ხოლო დანარჩენებს ინახავენ, სანამ დაწყებულ საქმეს არ დაასრულებენ. ზოგიერთმა  ავტომატური პასუხიც კი შექმნა, რომელიც აცნობებს გამომგზავნებს, როდის შეამოწმებენ მათ ელექტრონულ შეტყობინებას.

 

4. შემდგარი პროფესიონალები ერთი სამუშო სიიდან მუშაობენ

გახსოვთ ის დღეები, როცა ადამიანები ყიდულობდნენ ძვირადღირებულ ტყავით გაფორმებულ სამუშაო დღიურებს და ავსებდნენ მათ ფერით კოდირებული დავალებების ჩამონათვალით პრიორიტეტების მიხედვით? ახლა ეს შეიძლება ცოტა ძველი სკოლა ჩანდეს, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ ის ეფექტური იყო. რატომ იყო ის დღიურები ეფექტური? მათ შეგვახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთი სიის ქონა. როცა ყველაფერს აერთიანებთ ერთ სიაში, ყოველთვის იცით სად უნდა მოძებნოთ და შეგიძლიათ შეწყვიტოთ დროის ფლანგვა იმის გასახსენებლად, თუ რომელ ჩამონათვალშია თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

 

5. აქვთ მაღალი თვითშემეცნების დონე

მაღალპროდუქტიული და ორგანიზებული ადამიანები ნათლად აცნობიერებენ ვინ არიან. მათ იციან თავიანთი სისუსტეები და ქმნიან ორგანიზაციულ სტრუქტურებს პრობლემების დასაძლევად. თუ ისინი შეხვედრებს ძალიან დიდხანს გააგრძელებენ -  დააყენებენ ტაიმერს.  თუ დილით დაივიწყებენ  ფოსტის, შეტყობინებების, გამოტოვებული ზარების შემოწმებას, პროგრამას დააყენებენ, რომ მან ეს შეახსენოს. დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა; მნიშვნელოვანია, რომ ისინი ყურადღებით ფიქრობენ და იყენებენ კონკრეტულ საშუალებებს და სამუშაოებს, რომლებიც მათ სისუსტეებზე მუშაობს.

 

6. ისინი დროს ლანჩზე გამოიმუშავებენ

ჩვენ ყველას გავლილი გვაქვს ეს სიტუაცია - თავდავიწყებით ხართ ჩაფლული საქმეში და სანამ თავს წამოწევთ, უკვე სადილის დროა. საბოლოო ჯამში ან სადილის გარეშე დარჩებით ანდა სწაფ და არაჯანსაღ კვებაზე მოგიწევთ გადავლა. ორივე ნამდვილად ცუდი იდეაა. დონატი ენერგიას გაგიზრდით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მაგრამ ამის შემდეგ, კონცენტრირების შეგრძნება კლდესავით ჩამოიშლება. რაც შეეხება ჭამის გამოტოვებას, ის გავლენას მოახდენს თქვენს კონცენტრაციაზე, პროდუქტიულობაზე და პრობლემების გადაჭრის უნარებზე.

 

7. წარმატებული ადამიანები შესასრულებელ სამუშაოს არ აჭიანურებენ

"საქმის არ გაჭიანურება" საუკეთესო იარაღია სიზარმაცესთან ბრძოლაში, ულტრაპროდუქტიული ხალხი ყოველ დილას ამ გემრიელი "მკურნალობით" იწყებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი აკეთებენ ყველაზე ნაკლებად მადის აღმძვრელ, ყველაზე საშინელ საქმეებს პირველ რიგში, სანამ სხვა საქმის კეთებას შეუდგებიან. ამის შემდეგ ისინი თავისუფლდებიან იმ საკითხების მოსაგვარებლად, რაც მათ მღელვარების შეგრძნებას აძლევს და შთაგონების წყაროს ხდის.

 

8. ორგანიზებული ადამიანები ყველაფერს აწესრიგებენ ყოველი დღის ბოლოს

10 წუთის გამოყოფა წვრილმანების მოსაწესრიგებლად სავსებით საკმარისია, მთავარია არ გავჩერდეთ როდესაც ტელეფონი დარეკავს ან ვიღაც შემოგვხვდება სასაუბროდ.

 

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

9. პროფესიონალები დღეს წინა საღამოს გეგმავენ.

ორგანიზებული და პროდუქტიული ადამიანები ის პროფესიონალები არიან, ყოველ საღამოს მშვიდად რომ იძინებენ ცოდნით - რას მიაღწევენ შემდეგ დღეს!

მათ თავიანთი პრიორიტეტები წინა ღამით დაალაგეს, ასე რომ არ განიცდიან ყურადღების გაფანტვას იმ პატარ-პატარა სასწრაფო საქმეების გამო, რომლებიც ჩნდება და ხელს უშლის მათი რეალური პრიორიტეტების შესრულებას.

 

10. ისინი სრულად იყენებენ ტექნოლოგიას

ბევრი ითქვა იმის შესახებ, თუ როგორ აგრძელებს თანამედროვე ტექნოლოგია სამუშაო დღეს და გვაიძულებს ყოველთვის საათს ვუყუროთ. მართალია ეს სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ტექნოლოგიამ შეიძლება უფრო პროდუქტიულიც გაგვხადოს. მნიშვნელობა არ აქვს ეს ელ.ფოსტის ფილტრის დაყენება იქნება, რომ თქვენს შემოსულ შეტყობინებებში სპამი არ იყოს თუ ისეთი აპლიკაცია, როგორიცაა Evernote, რომელსაც გამოიყენებთ იმ ინფორმაციის ორგანიზებისთვის, რაც თქვენ დაგჭირდებათ, ტექნოლოგიების სწორად გამოყენებამ შეიძლება დაზოგოს ბევრი დრო.

 

თქვენ რა საშუალებებს იყენებთ იმისთვის, რომ იყოთ ორგანიზებულობის და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად?

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის - ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს ბავშვებს სჭირდებათ პრაქტიკული გამოცდილება,

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ არის IT ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი თქვენი შვილისთვის

დღევანდელ სწრაფად ცვლებად სამყაროში, ტექნოლოგიური განათლება აღარ არის მხოლოდ დამატებითი უნარი , ის წარმატებული მომავლის ფუნდამენტია. გაიგეთ, როგორ ეხმარება IT სფერო ბავშვებს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებასა და იმ პროფესიების დაუფლებაში, რომლებიც ხვალ სამყაროს მართავენ.

თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიები ყველგანაა, შესაბამისად, IT მიმართულების ცოდნა ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, იყოს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ პროცესების შემოქმედიც. როდესაც ბავშვი ეუფლება პროგრამირების საფუძვლებს, ის სწავლობს პრობლემების ლოგიკურ გადაჭრას და რთული ამოცანების მარტივ ნაწილებად დაშლას. IT აკადემია Step-ის IT კურსები ბავშვებისთვის სპეციალურად არის შექმნილი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა