IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

დისტანციურად მუშაობა - ცხოვრების ახალი წესი

01.04.2021

975 დათვალიერება

დამსაქმებლებს და მათ თანამშრომლებს აქვთ განსხვავებული შედეხულება დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით. კომპანიებისთვის ეს მოცემულობა მუშაობისა და უწყვეტად ფუნქციონირების შესაძლებლობაა. მაშინ როცა თანამშრომლებისთვის ეს ყოველდღიური რუტინაა, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, რომლებიც ნებისმიერ ცხოვრების წესს ერგება.

 

დასაქმებულ ადამიანებს შორის, დისტანციურად ჩართული თანამშრომლების რიცხვი, ევროპასა და ამერიკაში 2005 წლიდან 2020 წლამდე 173% -ით გაიზარდა. Covid-19- მა კიდევ უფრო დააჩქარა ეს ცვლა, თუნდაც დიდი ბიზნესის გაურკვეველი რეაქციის ფონზე. მაშინ როდესაც Fujitsu და Twitter, თანამშრომლებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაურკვეველი დროის განმავლობაში იმუშაონ საკუთარი სურვილით და ეს კომპანიებს დისკომფორტს არ უქმნის, Netflix- ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ რიდ ჰასტინგმა ცოტა ხნის წინ თქვა: ”დისტანციურად მუშაობაში, პოზიტივს ვერ ვხედავ”.

 

იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ბევრ დამსაქმებელს დისტანციურად შრომა არ მოსწონდათ, მათ არჩევანის გაკეთება მოუხდათ სრულ გაკოტრებასა და დისტანციურად ფუნქციონირებას შორის, რა თქმა უნდა არავინ იყო მომზადებული "ჯანმოს" რეკომენდაციების სრულყოფილად შესასრულებლად, თუმცა პანდემია არ აპირებდა უკან დახევას.

 

  • როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა სრულად დისტანციური გუნდით?
  • როგორ ჩავანაცვლოთ კოლეგებს შორის ჩვეულებრივი საუბრები ყავის აპარატთან?
  • როგორ დავიცვათ ტექნოლოგია და ინფრასტრუქტურა?
  • როგორ უნდა დავნერგოთ დისტანციური სამუშაო კულტურა?
  • საჭიროა თუ არა სტრუქტურული ცვლილებების შეტანა ორგანიზაციების შიგნით?

 

კომპანიები, მეორე წელია, ცდილობენ მოერგონ ახალ რეალობას და განაგრძონ ფუნქციონირება თანამშრომლების დაკარგვის გარეშე ”ახალი მიდგომებით”, როგორც ამას ზოგიერთები უწოდებენ. ასეთ უზარმაზარ სამუშაო ცვლას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ეს ვეღარ იქნება ძველებური ცხოვრების სტილი. კომპანიები ყურადღებას ამახვილებენ მუშაობაზე და სამუშაოს შესრულებაზე, მაგრამ თანამშრომლებისთვის დისტანციური მუშაობა ცხოვრებისეული რუტინის თავდაყირა დაყენებაა.

 

უთვალავი კვლევაა ჩატარებული დისტანციურად ჩართულ თანამშრომლებზე  და ტენდენცია აბსოლუტურად პოზიტიურია. დისტანციურად  მომუშავეებს მეტი დრო და ავტონომია აქვთ. ისინი უფრო ბედნიერები არიან და უკეთესად ასრულებენ საქმეს. მაგრამ ამას თან ახლავს იზოლაცია და მარტოობა, რაც აუარესებს ჯანმრთელობას გადაადგილებისა და სოციალიზაციის მხრივ. სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ზღვარი ირღვევა, რისი გაძლებაც ყველას არ შეუძლია, სახლიდან მუშაობისთვის საჭიროა მტკიცე დისციპლინა რომელიც ყველას არ მოეპოვება.

 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

პანდემიამდე  ადრე იღვიძებდით, საუზმობდით ან ვერ ასწრებდით და მხოლოდ ყავას მიირთმევდით, მთელი დღეები მუშაობდით ქაოტურ გარემოში, შემდეგ დამსახურებულად მოგზაურობდით, რეალურ დროში ლანჩზე ესაუბრებოდით კოლეგებს და შემდეგ ხსნიდით ელ.ფოსტას. დისტანციური მუშაკების უმეტესობისთვის ახლა ეს პროცედურები მოიცავს გაღვიძებას გაურკვეველ დროს, ელ.წერილების გახსნას მარცვლეულის ჭამისას, საქმიან შეტყობინებებზე პასუხის გაცემას ყავის მომზადების დროს, ზუმში ტვინის ჭყლეტვას და ზოგჯერ ძილსაც კი გამორთული კამერის უკან.

 

უხალისო დამსაქმებლების მიერ გავრცელებული კლასიკური სტერეოტიპი ისაა, რომ დისტანციური მუშაობა ამცირებს პროდუქტიულობას, მათი აზრით თანამშრომლები მოდუნდებიან, როცა ისინი თვალს მოაცილებენ. თუმცა,სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ერთხმად აჩვენებს, რომ დისტანციურად მომუშავეები უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე მათი ოფისებში მჯდომი კოლეგები.

 

 

ჩაკეტვებამდე და ჯანმრთელობის შეზღუდვებამდე დიდი ხნით ადრე ვარაუდობენ, რომ მუშაობის მომავალი დისტანციური რეჟიმი იქნებოდა. Covid-19- მდე გლობალური კომპანიების 56% უშვებდა დისტანციურ მუშაობას, გლობალური თანამშრომლების 52% კვირაში ერთხელ მაინც მუშაობს სახლიდან. ბუფერმა გამოკითხა 2.500 დისტანციური მუშაკი მათი დისტანციური მუშაობის მდგომარეობის შესახებ - 99% -ს სურდა დისტანციურად მუშაობის გაგრძელება

 

დადასტურებულია, რომ დისტანციური მუშაობა ზრდის თანამშრომელთა ერთგულებას და ლოიალურობას. ასევეამცირებს კვების და გადაადგილების ხარჯებს, განსაკუთრებით საოფისე ფართის ხარჯებს

 

თუ მოვინდომებთ შეგვიძლია შევქმნათ მოქნილი განრიგების რეალობა, რაც გულისხმობს კომფორტს, როგორიც არის ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა, დაგეგმილად 11 საათზე დარბაზში ვარჯიში, შუადღის ძილი ან ბავშვის მოვლა, ელ.ფოსტის შემოწმება საღამოს 9 საათზე, ყველაფერი ეს ტრანსპორტირების გარეშე, სწრაფი კვების და ზედმეტი ხარჯების გარეშე.

 

ახალი რეალობა ჩვენგან ახალ უნარებს მოითხოვს, რომელიც განსხვავდება ოფისში მუშაობისგან, აუცილებელია გამოვიმუშაოთ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და რკინის დისციპლინა.

 

როცა კომპანიებს დისტანციურ მუშაობასთან გარკვეული სირთულეები აქვთ, ისინი ადანაშაულებენ თანამშრომლების არასწორ სამუშაო კულტურას. მენეჯმენტს ხშირად ავიწყდება რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგისთვის დისტანციური სამუშაო იდეალური გამოსავალია, მაშინ როდესაც დასაქმებულ პირთა მცირე ნაწილი ოფისიდან გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე სახლიდან, ყოველ მათგანს სჭირდება ერთი სამუშაო კულტურის ქვეშ გაერთიანება.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი, .ყაზბეგის 34/34

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning) XXI საუკუნეში?

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ერთი პროფესიის ან ერთხელ მიღებული ცოდნის იმედად ყოფნა აღარ არის საკმარისი. გაიგე, რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning), რატომ გახდა ის XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ გვეხმარება მუდმივი სწავლა კარიერულ განვითარებაში.

ცოდნა, რომელიც არასდროს ჩერდება ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და ახალი ციფრული ინსტრუმენტები მუდმივად ცვლიან იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვქმნით მომავალს. ცოდნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკმარისი იყო კონკრეტულ სფეროში წარმატებისთვის, დღეს შეიძლება განახლებას საჭიროე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ხელოვნური ინტელექტი, როგორც შენი თანამშრომელი

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიური დამხმარეა, ის ამარტივებს რუტინულ პროცესებს, გვიზოგავს დროს და გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი ყურადღება დავუთმოთ კრეატიულობასა და განვითარებას. გაიგე, როგორ შეიძლება AI გახდეს შენი ციფრული თანამშრომელი და დაგეხმაროს თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის.

ხელოვნური ინტელექტი - ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აძლიერებს ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. ის, რაც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი გვეგონა, დღეს უკვე რეალური ინსტრუმენტია, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს სწავლაში, მუშაობაში, კომუნიკაციასა და სხვადასხვა პროცესის გასამარტივებ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დავისვენოთ სწორად?

დასვენება პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაიგე, როგორ აღადგინო ენერგია სწორად, შეინარჩუნო ბალანსი სწავლას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და რატომ არის პაუზა განვითარების აუცილებელი ნაწილი.

დასვენება პროდუქტიულობის ნაწილია - რატომ გვჭირდება პაუზა? თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ და მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, დასვენება ხშირად მეორე ადგილზე გადადის. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ დროს დაუთმობს მუშაობას, მით უკეთეს შედეგს მიიღებს, თუმცა რეალობა განსხვავებულია. გადაღლილი გონება კარგავს კონცენტრა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI წიგნიერება ახალი უნარი, რომელიც ყველას სჭირდება

ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და სამუშაო პროცესებს. გაიგე, რატომ გახდა AI წიგნიერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ დაგეხმარება მისი ცოდნა პროფესიულ განვითარებაში.

ტექნოლოგიური ცვლილებები ყოველთვის ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ მომავლის იდეად ჩანდა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია - AI გვეხმარება სწავლაში, მუშაობაში, ინფორმაციის დამუშავებაში, იდეების განვითარებასა და რთული პროცესების გამარტივებაში. დღეს ხელოვნური ინტელ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა