IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

დრონები თვეში 40,000 ხეს დარგავენ. 2028 წლისთვის, მათ 1 მილიარდზე მეტი ხე ექნებათ დარგული

23.06.2020

691 ხედი

გადარჩენისთვის, ძალიან მოკლე დროში, პლანეტაზე ხე-ტყის მასიურად ნერგვის დაწყება და ამაზონის სრულიად აღდგენა გვჭირდება,. Flash Forest– ის დრონებს შეუძლიათ ხის დარგვა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანების დიდ ჯგუფებს

 

პროცესები დაიძრა ტორონტოს ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მანამდე ხანძრის შედეგად დაიწვა, რამოდენიმე დღეა დრონები მინდვრების თავზე დაფრინავენ და თესლს მიწაში ყრიან, რგავენ ადგილობრივ ფიჭვსა და ნაძვის ხეებს,  რათა დაეხმარონ ფრინველების საცხოვრებელი გარემოს აღდგენას.

 

Flash Forest კანადური სტარტაპია

კომპანია გეგმავს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას 1 თვეში 40,000 ხის დასარგავად. მალე ეს პროექტი სხვა რეგიონებშიც გავრცელდება და მილიონობით ხეს დარგავს, მიზანი - 2028 წლისთვის 1 მილიარდი ხის დარგვაა

 

კომპანია, ისევე როგორც სხვა უამრავი სტარტაპი, რომლებიც ასევე იყენებენ დრონებს ხეების დასარგავად, თვლის, რომ ტექნოლოგიას შეუძლია დაეხმაროს მსოფლიოს -  მიაღწიოს ამბიციურ მიზნებს ტყეების აღდგენის სახით, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის დაძლევის და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი ჯგუფის განცხადებით, საჭიროა 1 მილიარდ ჰექტარზე ხეების დარგვა -  ეს არის დაახლოებით მთელი შეერთებული შტატების ზომის ტყე, რათა გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე შემცირდეს.

 

მნიშვნელოვანია, არსებული ტყეების დაცვაც ახალი ხეების დარგვისას

”მრავალი მცდელობაა პლანეტაზე ტყის მასივების აღსადგენად, მაგრამ უმეტესობა მარცხს განიცდის და სუფთა ზარალი ყოველწლიურად 7 მილიარდი ხეს შეადგენს.”- ამბობს Flash Forest-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიის მთავარი ოფიცერი Angelique Ahlstrom

 

დრონები არ აზიანებენ ბუნებას, არ ახდენენ ტყის განადგურებას, რაც, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ვიდრე ხეების დარგვა, ძველ ხეებს შეუძლიათ გაცილებით მეტი ნახშირბადის შენახვა. თუმცა, უკვე დაკარგული ტყეების აღდგენის მიზნით, დრონებს შეუძლიათ ადამიანებზე რომლებიც ნიჩბებით რგავენ ხეებს ორჯერ სწრაფად და სამჯერ იაფად იმუშაონ

 

ამჟამად Flash Forest-ის ტექნიკას შეუძლია დარგოს 10,000-დან 20,000 თესლი დღეში; ტექნიკის განვითარების შედეგად, ორ პილოტს დღეში შეეძლება 100,000-ზე მეტი ხე დარგოს

 

როცა კომპანია იწყებს მუშაობას გარკვეულ მხარეში, ჯერ შემსწავლელ დრონს აგზავნის ტერიტორიის დასათვალიერებლად, პროგრამის გამოყენებით იკვლევს სად არის საუკეთესო ადგილი ხეების დასარგავად, ნიადაგის და არსებული მცენარეების საფუძველზე. შემდეგ, დრონების გუნდი იწყებს თესლის ზუსტ ადგილებზე ჩამოყრას, რომელიც შეფუთულია მესაკუთრის მიერ შექმნილ ნარევში. აღნიშნული კომპანიის განცხადებით, ისინი ხელს უწყობენ თესლების აღმოცენებას რამდენიმე კვირის განმავლობაში მანამ, ვიდრე ამას სხვაგვარად გააკეთებდნენ. თესლი ასევე შექმნილია ისე, რომ შეინარჩუნოს ტენიანობა, ამიტომ ნერგები შეიძლება მრავალთვიანი გვალვის შემდეგაც გადარჩეს. ზოგიერთ რაიონში, მაგალითად მთიან რელიეფზე ან მანგროს ტყეებში, დრონები იყენებენ პნევმატურ ცეცხლსასროლ მოწყობილობას, რომელიც ნიადაგში ღრმად ისვრის თესლს. ”ეს საშუალებას მოგცემთ დარგოთ ხეები რთულ, მიუღწევად ტერიტორიებზე.” - ამბობს Angelique Ahlstrom-ი.

 

გამწვანების შემდეგ, კომპანია უბრუნდება ნერგების პროგრესის დადგენას

”პროექტიდან გამომდინარე, ჩვენ დავბრუნდებით რომ მოვრწყათ თუ იქნება გვალვა, ასევე, დავბრუნდებით ორი თვის შემდეგ, ერთი ან ორი წლის შემდეგ, აუცილებლად სამი-ხუთი წლის შემდეგ” ამბობენ კომპანიაში

 

აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ხეები სინამდვილეში იმდენ ნახშირბადს გამოყოფენ, რაც წინასწარ დაგეგმილია, კომპანია ირჩევს ადგილობრივ სახეობებს და მის თესლს გვალვისგან დასაცავად იყენებს, ჩვეულებრივ შემთხვევებში ეს პროცესი არ მოითხოვს ადამიანების შრომას ნერგების შესანარჩუნებლად; ამის ნაცვლად, სტრატეგიის მიხედვით მიზანშეწონილია დიდი რაოდენობით ხეების დარგვა და ბუნებრივად გადარჩენის მეთოდი.

 

”ჩვენ მეტად პრიორიტეტულად ვაქცევთ ბიომრავალფეროვნებას, ამიტომ ვცდილობთ მცენარეების ისეთი სახეობების დარგვას, რომლებიც ადგილობრივი მიწისთვის არის გათვლილი, მონოკულტურებისგან განსხვავებით... ვმუშაობთ ადგილობრივ სათესლე ბანკებთან და ასევე ვითვალისწინებთ იმას, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ცვლილებები ტემპერატურის მომატებას იწვევს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება კლიმატი ხუთიდან რვა წელიწადში, როდესაც ეს ხეები უფრო დაძველდება და უფრო მომწიფებულ ეტაპზე გადავა და რა გავლენას მოახდენს ეს მათზე”  - ამბობს Angelique Ahlstrom

 

კომპანიის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის ბოლოს, მცირე გუნდს ჰქონდა სამუშაო პროტოტიპი წლის შუა პერიოდამდე. მათ გაუშვეს საპილოტე ტესტირება, რასაც მოჰყვა უფრო დიდი ტესტები, Ahlstrom-ი ამბობს, რომ მათ უნახავთ გადარჩენის მაღალი მაჩვენებლები კონტროლირებად კვლევებში და იმედოვნებენ, რომ რეაგირებას მოახდენენ რეალურ სამყაროში.

 

ტორონტოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის მახლობლად მიმდინარე დარგვის შემდეგ, კომპანია დაიწყებს აღდგენის პროექტს ჰავაიში, მოგვიანებით მიმდინარე წელს, სადაც დაგეგმილია 300000 ხის დარგვა. ის ასევე გეგმავს ხის დარგვის პილოტირებას ავსტრალიაში, კოლუმბიასა და მალაიზიაში. შემდეგ კი მოდის ამაზონი !

 

ტრილიონამდე ხის სწრაფად დარგვა, ეს არის მიზანი, რომლის თანახმადაც ზოგიერთმა მკვლევარმა დაიანგარიშა, რომ მათ 200 გიგატონაზე მეტი ნახშირბადის შენახვა შეუძლიათ, ხეები უნდა გაიზარდონ 10-20 წლის განმავლობაში, სანამ ისინი ეფექტურად შეინახავენ ნახშირბადს, ამიტომ შუა საუკუნის პერიოდში კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად, საჭიროა ხეები რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს

 

”ვფიქრობ, რომ დრონები და ტექნოლოგიები აუცილებელია იმ ტიპის მიზნების მისაღწევად, რასაც ჩვენ ვისახავთ, როცა დრონების პოტენციალს ვუყურებთ, ჩვენ 1 დრონით 1 საათში უფრო მეტ ხეს ვთესავთ, ვიდრე ადამიანების 20 კაციანი ჯგუფი მთელი დღის მანძილზე”  - ამბობს Angelique Ahlstrom

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა