IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

თუ გინდა, რომ განვითარდე

05.10.2020

1073 დათვალიერება

ამბობენ, რომ თუ მუდმივად სწავლობ და მუდმივად ვითარდები, ადამიანის არსებობას საფრთხე არ ემუქრება. სწავლას ბავშვობიდან ვიწყებთ, მერე სკოლაა, უნივერსიტეტი. შემდეგავ ვაგრძელებთ სწავლის პროცესს: ვიღებთ დიპლომებს, სერტიფიკატებს და სწავლის დამადასტურებელ სხვადასხვა დოკუმენტებს.

 

“სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო”- ქართული ხალხური ანდაზაა, რომლის შემოკლებულ ვერსიასაც “სწავლა სიბერემდე” ხშირად მოვიშველიებთ, როცა რაიმე საინტერესო ამბავს მოვისმენთ ან ისეთ გამოცდილებას შევიძენთ, რაც ადრე არ გვქონია.

 

ანდაზის შინაარსი ნამდვილად საინტერესოა და ადამიანებისთვის ობიექტურიც. გარდა ტრენინგ ცენტრში ან სასწავლებელში მიღებული ცოდნისა, ადამიანი მუდმივად იღებს ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებებით, მუდმივად გვაქვს ე.წ ცხოვრებისეული გამოცდილებები, როდესაც “ჭკუას ვსწავლობთ”, მუდმივად გვაქვს ახალი საქმე, რომლითაც ასევე ვსწავლობთ, გვაქვს სირთულეები ხან მეგობრებთან, ხან ახლობლებთან, ხან საქმესთან, ბიზნესში და სხვ. მართლაც მუდმივად სწავლის პროცესში ვართ და საკუთარ თავთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და ზოგადად, გარემოსთან ინტერაქციას ვსწავლობთ. 

 

გარემო ფაქტორებისა თუ მშობლების დახმარების გარდა, არსებობს თვითგანვითარებაც. ესაა ადამიანის სურვილი და უნარი, ისწავლოს უფრო მეტი და მუდმივად  მიიღოს ახალი ცოდნა მისთვის სასურველ თემაზე

 

მთავარი სირთულე კი პროფესიის არჩევანში გვესახება

მეცნიერები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ადამიანზე მოქმედებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი – უნარები, ინტერესები, მოტივაცია, ღირებულებები, ოჯახი...

რთულია არჩევნის გაკეთება, მოტივირებული ადამიანისთვის ბევრი სამუშაო მიმართულება არის მისაღები - სწორად გაკეთებული არჩევანი განაპირონებს ჩვენს წარმატებულ მომავალს

 

                

           → დარეგისტრირდი ახლავე!

გავერკვიოთ მოთხოვნად პროფესიების რეიტინგში 2020-2025 წლებისათვის:

  • IT სფერო – მოცემულ სფეროს მიეკუთვნებიან პროგრამისტები, თანამედროვე მიმართულების SEO – ოპტიმიზატორები, მობილური აპარატებისთვის განკუთვნილი თამაშების და გასართობი ტიპის ვიზუალური პროგრამების შემქმნელები და დიზაინერები, ასევე აღნიშნული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები. ეს არის საუკეთესო სპეციალობა იმ ახალგაზრდებითვის, რომლებსაც ანალიტიკური გონება აქვთ
  • ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები – ანალიტიკური აზროვნება, სტრესული სიტუაციების გამკლავების და რამდენიმე მიმდინარე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი - ეს ის მახასითებლებია რასაც აპლიკაციების დეველოპერის პოზიციაზე მომუშავე ადამიანი უნდა ფლობდეს. ხსენებული მიმართულებებები მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგან დღევანდელობა წარმოუდგენელია მობილური აპლიკაციების გარეშე. მოთხოვნის გათვალისწინებით ამ სფეროში მომუშავე ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ ამ პროფესიებს უახლესი ბარიერების დარღვევაც კი შეუძლია, რომელიც თვითმართვადი ავტომობილებიდან კიდევ უფრო ინოვაციურ სამყაროში გადაგვიყვანს.
  • საინჟინრო სპეციალობები – ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა (მშენებლები, პროექტანტები, სატელეკომუნიკაციო სპეციალისტები და ა.შ.). ამ სფეროს ძველი კადრები მალე გავლენ პენსიაზე და გამომდინარე იქედან, რომ წლების მანძილზე ამ პროფესიის ადამიანები აბსოლიტურად სხვა სფეროში იწყებდნენ მუშაობას, რეალურად ბაზარზე მათი დეფიციტი შეიქმნა. კარგი პროექტანტის, საკანალიზაციო და ელექტრო სისტემის სპეციალისტის ნახვა დღეისათვის ნამდვილად პრობლემაა.
  • ონლაინ გაყიდვები და მაღალი დონის გამყიდველ-კონსულტანტები – ეს ის პროფესიაა, რომლებიც ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. ამ სფეროში, სოც-ქსელების უბადლო ფლობასთან ერთად, თქვენი წარმატების განმსაზღვრელია კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და გაყიდვების თანდაყოლილი ნიჭი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ ტექნიკური სპეციალობები, სოციოლოგია და სხვა მიმართულებები, მაგრამ ვაჭრობის თანდაყოლილი ნიჭის წყალობით, ისინი შესანიშნავი გაყიდვების მენეჯერები არიან.
  • ინტერნეტ-მარკეტინგი – განსაკუთრებულად პერსპექტიული მიმართულებაა, მოიცავს სპეციალობს, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს სამუშაო გამოცდილებას, მაგრამ ბიზნესის ამ სფეროში რომ მოხვდეთ და აქტიურად განვითარდეთ ამ მხრივ, აუცილებლად უნდა მიიღოთ აკადემიური ციფრული განათლება მარკეტინგის განხრით.
  • ბიზნეს-სფეროს კონსალტინგი – ეს მიმართულებაც ძალიან საინტერესოა. დროთა განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესი ხდება უფრო ფართომასშტაბიანი და იღებს კორპორაციის, ასოციაციის და ა.შ. ფორმებს. ასევე, ბიზნესი კიდევ უფრო უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მიღებულია საქმიან სამყაროში. ეს მოვალეობები მოითხოვს სერიოზულ სამუშაო გამოცდილებას. იმისათვის, რომ სამომავლოდ ამ სფეროში შეძლოთ მოხვედრა და წარმატების მიღწევა საჭიროა გქონდეთ მარკეტინგული, ეკონომიური, ანალიტიკური და HR-მენეჯმენტის კუთხით მიღებული განათლება.

 

ვადასტურებთ, რომ არსებობს განვითარებისა და სწავლის უამრავი მეთოდი, მაგრამ ვიდრე სხვები დაგვიჭერენ მხარს სასურველი ცოდნის მიღებაზე, გირჩევთ იფიქროთ მომავლის პროფესიებზე

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა