IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მოდის, მოდის … მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მოდის!

07.06.2020

1678 დათვალიერება

გსმენიათ ალბათ Industry 4.0 ანუ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ. ზოგი მას სულ მალე მოელის, ზოგიც თვლის რომ უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს. ზოგი სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით შესცქერის მის დადგომას. ზოგი კი მოუთმენლად მოელის ახალი შესაძლებლობებისა და შანსების გამოჩენას. მაინც რა არის ეს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია? ან რატომ მაინცდამაინც მეოთხე და არა ორმოცდამეორე?

რევოლუცია?

მე სკოლაში ესეთი რევოლუცია მაწსავლეს: ბატონყმობის გადავარდნას მუშათა კლასის ექსპლუატაცია მოყვაო რამაც, ხალხი უკმაყოფილება და ჯანყი გამოიწვიაო. მერე ავრორამაც გაისროლა მოვიდა ლენინი და ყველანი ტკბილად და ბედნიერად ავცხოვრდითო.

 

“ავრორა” — ოქტომბრის რევოლუციის სიმბოლო

 

სინამდვილეში იმ ეპოქაში ფრანგულსა თუ რუსულ რევოლუციაზე, მსოფლიო თუ სამოქალაქო ომზე გაცილებით დიდი რევოლუცია უკვე კარგა ხანია ჩუმად მიმდინარეობდა ევროპასა და ამერიკაში. რევოლუცია რომელმაც შეუდარებლად მეტი ადამინის ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალა — მიმდინარეობდა ინდუსტრიული რევოლუცია.

 

ევროპა ინდუსტრიულ რევოლუციამდე

ინდუსტრიულ რევლუციამდე ევროპის მოსახლეობს 80%-ზე მეტი სოფლისმეურნეობით იყო დაკავებული (ამჟამად 1%-ია სოფლიმეურნეობაში) და უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა. დანარჩენი 20%-დან 15%-ი პროცენტი სამხედრო/სახლემწიფო/სასულიერო აპარატში მსახურობდა და მხოლოდ რაღაც 5%-ი, დიდგვაროვნები და ა.შ. დღევანდელი გადასახედიდან მეტნაკლებად მისაღები ცხოვრებით ცხოვრობდა.

ინდუსტრიულ რევოლუციამდე ქვანახშირის საბადოებში ხშირად მცირე ტანის ზომის გამო ბავშვებს ამუშავებდნენ

 

რა სიტუაცი იყო საქართველოში?

სამშობლოს სადღეგრძელოებიდან და პოპულარული იტორიის ნარკვევებიდან ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება თითქოს, ჩვენი წინაპრები შაჰ-აბასთან ბრძოლებსა და სხვაგვარ გმირობებს შორის პაუზებში ან ვეფხისტყაოსანს ციტირებნენ ზეპირად, ან კიდე მტკვრის ხეობაში ხოხბებზე ნადირობით იქცევდნენ თავს. სინამდვილეში სამწუხაროდ ისინიც, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ი თავის არსებობას უკიდურეს სიღატაკეში, გამოკვებისათვის საჭირო მინიმალური მოსავლის მოსაპოვებლად ბუნებასთან ჭიდილში ატარებდნენ. უთვალავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა არა დამპყრობელთან ბრძოლას არამედ ყოვლად ბანალურად შიმშილსა და უმძიმესი საცხოვრებელი პირობებით გამოწვეულ დაავადებებს.

ლუკა რაზიკაშვილი მიწათმოქმედებით არჩენდა ოჯახს და სიდუხჭირეში დალია თავისი წლები.

 

და კიდე ვისაც ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები ჩემსავით სიყრმისეულად ზერელედ აღქმული უმალვე მიგვიწყებიათ, შეგიძლიათ გადაიკითხოთ და ხელახლა შეძრწუნდეთ იმდროინდელი უბრალო ადამიანების ყოფით.

პირველი ინდუსტრიული რევოლუცია

პირველი ინდისტრიული აფეთქების გამაჩაღებელი ტექნოლოგიური ნაპერწკალი ორთქლის ძრავის აღმოჩენა იყო. ორთქლის ძრავმა მანამდე უნახავი სიმძლავრეები გახადა ადამიანისათვის მისაწვდომი. შესაძლებელი გახდა ჭაობების ამოტუმბვა და ტორფისა, ქვანახშირის იოლი მოპოვება, სატვირთო მატარებლით მადნის გადატანა. ამან მასშტაბური მეტალურგია გახადა შესაძლებელი. მეტალურგიამ თავის მხრივ ბევრად ეფექტური მიწათმოქმედების იარაღები შექმნა. წარმატებული გლეხები რომლებიც ამ იარაღებს შეიძნედნენ უდიდესი კონკურენტული უპირატესობის წყალობით მდიდრდებოდნენ. თავისი უუნარო თანაგლეხებისგან ყიდულობდნენ მიწებს იაფად. ესენი კიდე უმუშევრად დარჩენილები მიედინებოდნენ ქალაქში. იქ საბედნიეროდ უამრავი სამუშაო ადგილი იქმნებოდა ახალ გახსნილ ქარხნებსა და ფაბრიკებში.

 

ტექნოლოგიამ საკვების წარმოებაში დასაქმებული ადამიანების დრო (იგვე რესურსი) გამოათავისუფლა. ეს რესურსი მიიმართა დოვლათის შესაქმნელად.

 

ანუ ადრე ადამიანები რასაც აწარმოებდნენ იქვე ჭამდნენ. ეხლა დაიწყეს ისეთი ნივთების წარმოება რომელების დაგროვებაც გახდა შესაძლებელი და რომლებიც მათთვის მანამდე მიუწვდომელი იყო. მაგალითად წესიერი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, ავეჯი და ა.შ.. ევროპასა და ამერიკაში წარმოებული დოვლათის რაოდენობამ მსოფლიოში წარმოებული დოვლათის 85% შეადგინა.

 

რა თქმა უნდა იმდროინდელი ევროპისა და ამერიკის საშუალო მოსახლე სამოთხეში არ ცხობრობდა. ბევრს ჩვეული ცხოვრების სტილისა და გარემოს დათმობის შედეგად დიდი ტრამვის გადატანაც მოუწია მაგრამ, ჯამში ურბანიზაციის შედეგად სოფლიდან ქალაქში გადაცხოვრებული მოქალაქე ბევრად უფრო ჩაცმულ-დახურული და მაძღარი გამოდგა.

 

ავსტრიელი ბიჭი რომელმაც საჩუქრად პირველი ქარხნული ფეხსაცმელი მიიღო და ცამდე ბედნიერია.

 

სკოლა და ბავშვები

განათლების სისტემაც, ისეთი როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ, ინდუსტრიალიზაციის ხანის პროდუქტია. ბავშვები რომლებიც ადრე მინდვრებზე და მაღაროებში მუშაობდნენ ეხლა ქალაქებში უსაქმურად დაეხეტებოდნენ, მაშინ როცა მათი მშობლები ქარხნებსა და ფაბრიკებში შრომობდნენ. საჭირო იყო მათი დასაქმება და ფაბრიკა-ქარხნების მშრომელთა შემდეგი თაობის გაზრდა. ამიტომ შეიქმნა სკოლები ქარხნის მოდელით. ცვლებით, დილას ადრე მოსვლითა და დროზე წასვლით, გამოზომილი შესვენებებით, გამაყრუებელი ზარით რომელიც, გაკვეთილის დაწყებას მოასწავლებდა და ცვლის ზედამხედველის მოდელით შექმნილი მკაცრი მასწავლებლის როლით. ეს ცალკე თემაა თავისთავად და სხვა დროს იყოს. ეხლა ისევ ჩვენს ტექნოლოგიებს მივხედოთ.

მიწა გლეხებს

მართალია ინდუსტრიული რევოლუციის ტექნოლოგიური ბიძგი ორთქლის მანქანა კი იყო მაგრამ, მთელი ამ ამბის ჭეშმარიტი სოციალურ-ეკონომიკური საწყისი ფეოდელიზმის (გლეხი მიმაგრებული იყო მიწაზე რომელიც ფეოდალს ან ეკლესიას ეკუთვნოდა) მოშლა და კერძო საკუთრების შემოტანა გახლდათ. ადამიანები აღარ იყვნენ მიბმული მიწაზე. მათ თავისუფალი არჩევანი გაუჩნდათ გაეყიდათ თავისი მიწა და ბედის საძებრად ქალაქის გზას გასდგომოდნენ.

მომდევნო ტექნოლოგიური რევოლუციები 2.0 და 3.0

შემდეგი დიდი ნახტომი ელექტრო დენის გმოგონება და მასთან დაკავშირებული მსგავსი მასშტაბური თუმცა, ნაკლებად დრამატული მოვლენების ჯაჭვის განვითარება გახლდათ.

ელექტროობას ელექტრონიკის შემნა მოყვა რომელმაც ურთულესი საწარმო პროცესების ავტომატიზაციის საშუალება მოგვცა.

თითოეული ამ ნახტომის შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის დრო თავისუფლდებოდა. ამ დროის (რესურსის) მიმართვა ხდებოდა სხვა რამეებზე. მაგალითად ხელოვნებაზე, კულტურაზე მეცნიერებაზე, მედიცინაზე, გართობაზე. ვიღაც იტყვის ეჰჰ, სადაა ეხლა კულტურა, ვინ დადის ბალეტზეო. ბალეტი მეჩვიდმეტე საუკუნეა. ეხლანდელი ხელოვნება ფილმებია, პოდკასტები, ბლოგები ბოლობოლო ინსტაგრამიც ხელოვნებაა თავისებური არა? ხალხი კუბებში დადის, ცეკვავს ურთიერთობს, ჩატაობს, კომპიუტერზე თამაშობს.

მეოთხე ნახტომი

კარგი. ეს შრომის ავტომატიზაცია გავიგეთ. მუშები არ გვჭირდება დოვლათს თითქმის სულ რობოტები აწარმოებენ. მაგრამ რა არის შემდეგი ეტაპი?

ალბათ შენიშნეთ რომ, ინდუსტრიული რევოლუციის ყოველი ეტაპის გამომწვევი რაიმე ტექნოლოგიური გარღვევა გახლდათ. ჯერ იყო ორთქლი, მერე ელექტროობა, მერე ელექტრონიკის შექმნა. ეხლა კი სახეზე გვაქვს ახალი გარღვევა ციფრული ტქნოლოგიების სფეროში. კერძოდ ბოლო 5 წელიწადში შესაძლებელი გახდა ძალზე იაფად მონაცემების უზარმაზარი მოცულობის შეგროვება, სწრაფად გადაცემა, დაცულად შენახვა და ეფექტურად დამუშავება.

 

გარღვევა დიგიტალურ ტექნოლოგიაში

რატომ და როგორ შეცვლის ეს ინდუსტრიას?

პროდუქტის დამზადება დიდწილად უკვე მანქანების ხელში გადავიდა (ამას ქვია ავტომატიზაცია და 3.0). ამჟამად ჩვენ ადამიანები ძირითადად პროდუქტების დიზაინსა და ამ პროდუქტების წარმოებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების შექმნით ვართ დაკავებული.

პროდუქტისა ან დანადგარის დიზაინის შესაქმნელად საჭიროა გამოცდილება რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება.

 

ის ვინც მცოდნე და გამოცდილია კარგ პროდუქტს ქმნის და წარმატება აქვს ბაზარზე. პროდუქტს არ აქვს მნიშვნელობა. ეს შეიძლება ფიზიკური პროდუქტი იყოს როგორც მაგ. ფეხსაცმელი ან ე.წ. საბანკო პროდუქტი მაგ. სამომხმარებლო კრედიტი. კარგი რპოდუქტის შესაქმნელად და მომხმარებლამდე მისატანად საჭიროა გამოცდილი და ჭკვიანი ხალხის მოსაზრება. ასე არ არის? ეს არის ე.წ. opinion driven decision making.

 

გამოცდილება ძალზე ძვირფასი რამ იყო ოდითგანვე. მაგიტომ იყვნენ ნეანდერტალელი ადამიანების ტომის ბელადები ყოველთვის ბრძენი, გამიცდილი ბებერი მონადირეები. რა არის გამოცდილება? ეს არის მონაცემები. დროის განმავლობაში რუდუნებითა და წვალებით დაგროვილი მონაცემები. ალბათ რამდენი მონადირე დაიბრიდა სანამ დაადგინეს თუ სად უნდა შეურჭო მამონტს შუბი. ან როგორ უნდა იყნოსო აღმოსავლეთის ქარი მამონტების ჯოგის გადაადგილების მიმართულების დასადგენად.

 

ეხლა წარმოიდგინეთ რომ ყველა ტომს წვდომა აქვს რეალურ დროში ყველა მამონტის ადგილმდებარეობასა და მათზე თავდასხმის წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. ეს ბელადის გამოცდილებას თითქმის არასაჭიროს ხდის.

 

ადამიანების მიერ გამოცდილების საფუძველზე შექმნილი პროდუქტის დიზაინს ანაცვლებს მონაცემების საფუძველზე კომპიუტერის მიერ შექმნილი დიზაინი. ეს არის ე.წ. Data Driven Decision Making.

 

ეს ტექნიკა დღესდღეობით მხოლოდ ზოგიერთ ინდუსტრიაში გამოიყენება მაგრამ მალე ტრადიციული წარმოების სფეროსაც დაიპყრობს.

ადამიანი / კომპიუტერი / მონაცემები

იხ.: The Alien Style of Deep Learning Generative Design

მაგალითისათვის ავიღოთ ეხლანდელი ტრადიციული პროდუქტის, მაგალითად ფეხსაცმლის წარმოება. ვიღაც ქმნის რევოლუციურ დიზაინს (Converse), მერე ინჟინრები ქმნიან მანქანებს ამ ახლებური დიზაინის მქონე ფეხსაცმლის დასამზადებლად. შენდება ქარხანა რომელიც ასობით სხვადასხვა ზომისა და ფერსი ერთნაირ ფეხსაცმელს ამზადებს. მე მივდივარ მაღაზიაში და 5 მოზომვის მერე ვპოულობ (ან ვერ ვპოულობ) ფეხსაცმელს რომელიც კარგად მაქვს და არ მიჭერს. ფეხსაცმელი ძველდება, იხევა — ვყიდულობ ახალს.

 

ეხლა რა მოხდება მეოთხე რევოლუციის შემდეგ. ფეხსაცმელში იქნება ჩაშენებული სენსორები. ჩემი ფეხსაცმლის სერვისის მომწოდებელ ფირმას ეცოდინება ჩემი ფეხის ზუსტი ზომა, ფორმა, ტემპერატურა, ჩემი სიარულის ჩვევები. როცა ჩემი ფეხსაცმელი დაიწყებს ოდნავ რღვევას მაშინვე დაგროვილი მონაცემის საფუძველზე მოხდება ჩემი ფეხისათვის იდეალური ფეხსაცმლის დათვლა. უნივერსალური მანქანები რომლებიც ეხლა მხოლოდ ერთი ტიპის ფეხსაცმელზე კი არ არიან აწყობილი არამედ ბევრად უფრო მოქნილები არიან დამიმზადებენ ჩემს ინდივიდუალურ ფეხსაცმელს რომელსაც, დრონი მომიტანს სახლში და იქვე წაიღებს ძველს უკან.

 

ეს დამიზოგავს დროს და გამოანთავისუფლებს ჩემს დროით რესურსს. ისევე როგორც იმ ადამიანების რესურსს ვინც ფეხსაცმლის დიზაინსა, მის მარკეტინგში, გაყიდვასა და ლოჯისტიკაში იყო ჩართული. უტოპიურად ჟღერს? არც ისე. დღეს მაგალითად ჩემი პრინტერი მელნის გათავებისას თვითონ უკვეთავს მელანს რომელიც ფოსტით მოდის წინასწარ. აბონემენტი მაქვს ნაყიდი. ანუ მე მოწყობილობა პრინტერს და მის მელანს კი აღარ ვყიდულობ არამედ ბეჭდვის სერვისს. გვერდების მიხედვით.

 

ბევრი პროდუქტი გადაიქცევა სერვისად

შესაძლებელი გახდება მონაცემების საფუძველზე პროდუქტის განუწყვეტელი მოდიფიკაცია და გაუმჯობესება (იხ. Office 365) ამიტომ პროდუქტის ერთჯერად გაყიდვაზე ხელსაყრელი მისი სერვისად გადაქცევა გახდება.

 

ერთ ერთი მაგალითია ენერგიის წარმოება. კომპანია Siemens-ი ადრეც აშენებდა ელექტროსადგურებს. ააშენებდა და მიყიდიდა ქვეყანას და მერე იმათ ეტეხათ თავი იმის ექსპლუატაციით და იქიდან გამომუშავებული დენის გაყიდვით. ასე გვირემონტებდა Siemens-ი 90 იან წლებში მეცხრე ბლოკს რომელიც მერე წარამარა იწვებოდა.

 

ეხლა თამაშის წესები შეიცვალა. ელექტრო ენერგიის ქსელებისა და ენერგო-ბაზრების დემონოპოლიზაციამ შესაძლო გახადა ელექტროენერგიის წარმოების როგორც სერვისის გაყიდვა. ეხლა შენდება თვითოპტიმირებადი ჰიბრიდული ელექტროსადგურები.

აი ჰიბრიდი პრიუსები რომაა ტაქსები, ხო გიმგზავრიათ. ხან მოტორი რომ ტენის ბატარეას ხან მარტო ბატარეა რო მუშაობს და ხან კიდე ორივე რო ექაჩება აღმართში.

 

აი ეგეთი რამ ოღონდ ბევრად უფრო რთული წარმოიდგინეთ. ენერგიის წყარო ორის ნაცვლად აქ ოთხი ან ხუთია. თან მათი გადართვ გადმორთვის გადაწყვეტილება მინიმუმ ნახევარი საათით წინასწარ ხდება მონაცემების საფუძველზე. მონაცემები ამინდის, ენერგიის მოხმარების, ღრუბლიანობისა და ქარიანობის შესახემ სხვადასხვა წყაროდან მიიღება. ელექტრო სადგური თვითონ სწავლობს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას. ხან ქარი ტენის აკუმულატორს, ხან დიზელი ეხმარება მზის პანელს და ხანაც ღამით აკუმულატორზე გადადის მთელი მომარაგება. ამის შედეგად დენი ძალზე იაფდება. უხარია ყველას, ცეკვავს დაცვა.

 

ჩვენ რა ვქნათ?

ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში ეს ტრენდი უკვე იგრძნობა. ჩინეთი საოცარ სიტუაციაშია. ქვეყნის ნაწილი ინდუსტრიალიზაციის 2 და 3 ეტაპზე ჩალიჩობს, ზოგი ქალაქი კიდე მეოთხეშია უკვე გადაჭრილი.

 

ეს ყველაფერი კარგი და პატიოსანი მაგრამ, საქართველოზე როცა ვფიქრობ ვერ ვხვდები სად ვართ და საით მივდივართ?

 

რატომღაც მგონია თუ არ გავჭედეთ, ჯერ კიდევ მეოთხე რევოლუციის მატარებელზე შემოხტომის შანსი გვაქვს. განვითარებულ ქვეყნებს თან მესამე აქვთ მოსავლელი და თან მეოთხე ასაშენებელი. საქართველოს კიდე შეუძლია მთელი რესურსი (ადამიანების დრო, ფული და ძალისხმევა) მეოთხის მშენებლობისაკენ მიმართოს. როგორც ვნახეთ ყოველ შემდეგ ბიძგს ტექნოლოგიური წინსვლა და შემდგომი რესურსის გამოთავისუფლება იწვევდა.

 

საიდან მოვიტანოთ ეს რესურსიო იკითხავთ?

ამ რესურსის მოპოვება მხოლოდ ახალი პრემიერმინისტრისა და ინოვაციების სააგენტოს თავდაუზოგავი მოწადინებით ვერ უნდა იყოს მემგონი მოხერხებადი.

 

პრობლემა მემგონი იმაშია რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოსაახლოებლად ძაან ცოტა ადამიანი მუშაობს ამჟამად. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მიწათმოქმედებითაა გატაცებული. ამჟამად უამრავი ჭკვიანი და უნარიანი ადამიანი ან რაზიკაშვილივით მიწას თოხნის ან კიდე რომელიმე სამინისტროში ვაჟა-ზაზაევიჩს ორი სათაურისა და მარკშეიდერის საჭიროებაზე ედავება. გაუშვათ ეს ხალხი, მიხედონ რევოლუციას. ასე მგონია ეს გამოთავისუფლებული ხალხი წავა საქმეს მიხედავს და სოფელიც აშენდება...

თქვენ რას ფიქრობთ?

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა