IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რობოტიკის შესწავლის სარგებელი ბავშვებისთვის

23.03.2020

2801 ხედი

ტექნოლოგიური განვითარება ყოველდღიურად წინ მიიწევს და ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარება

 

შესაძლოა არ იცოდეთ, მაგრამ რობოტიკამ ჩვენი კულტურის ყველა ასპექტში შეაღწია. ჩვენს სასკოლო სისტემებში არსებული რობოტების ჩართვა ადრეულ პერიოდში, ხელს უწყობს შემოქმედებითობის, პროდუქტიულობის და ინოვაციების განვითარებას ახალგაზრდა თაობებში.

 

ბევრმა ქვეყანამ აღიქვა რობოტიკის მნიშვნელობა და მისი ინტეგრირება მოახდინა საჯარო განათლების სისტემაში. პატარა ასაკიდან ბავშვებისთვის რობოტიკის საფუძვლების სწავლებით, ჩვენ მათ გონებას ვუხსნით და პლატფორმას ვაძლევთ უამრავი საინტერესო შესაძლებლობებით, რომლებთან წვდომა სხვაგვარად არ ექნებოდათ.

 

განვიხილოთ სპეციფიკა.

მსოფლიოში რობოტიკის კურსები პოპულარობის პიკზეა – მთავარი რამ რასაც ბავშვები სწავლობენ არის ის, თუ როგორ მუშაობს ტექნოლოგიები. პედაგოგები ეხმარებიან ბავშვებს შექმნან საკუთარი მექანიზმები და ისწავლონ შრომა. როცა ბავშვები აწყობენ რობოტს, ისინი ხშირად აწყდებიან ბარიერებს და იძულებული არიან მოიფიქრონ ახალი გზები პრობლემის გადასალახად, უწევთ მანევრირება, რაც ავითარებს ახალგაზრდებში პრობლემების გადაჭრისა და ბრძოლის უნარს!

 

რობოტიკა სახალისოა

საერთოდ, ბავშვებს, როგორც კი იბადებიან, უყვართ სათამაშოებით თამაში. ასე რომ, რობოტიკის კლასში ჩარიცხვა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ გასართობი საშუალებაცაა.

მაშინ, როცა ბავშვი შედის რობოტიკის კლასში და მას ნაკრებს გადასცემენ, ისინი მაშინვე აღიქვამენ ამას, როგორც საინტერესო საქმიანობას. ამასთან, რობოტიკა თქვენს შვილებში ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) დანერგვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია.

 

რობოტიკა ხელს უწყობს შემოქმედებითობას და ინოვაციას

რობოტიკა, სხვა სასწავლო მოდულისგან, წარმოებაზე დაფუძნებული მიდგომით გამოირჩევა. ბავშვებს ეძლევათ საშუალება რობოტების შექმნით გამოაჩინონ თავიანთი შემოქმედების და ინოვაციების უნარი. ამასთან, სწავლა ამით არ სრულდება. ამ რობოტებმა უნდა შეასრულონ ის კონკრეტული დავალებები, რომელთა შესასრულებლადაც ისინი დააპროგრამეს.

 

ბავშვებს უხარიათ როდესაც ეძლევათ ასეთი შესაძლებლობები, აქტიური ახალგაზრდები კი ხალისიანები არიან, რაც  ზრდის მათ ჩართულობის ხარისხს. ჩართულობის გაზრდით, ბავშვებს შეუძლიათ მეტი ინფორმაციის ათვისება და შენახვა.

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც თქვენი ბავშვის გაზრდილი შემოქმედებითობა.

 

რობოტიკა ასწავლის პროგრამირებას

დიჯიტალიზაცია სწრაფად მოძრაობს ჩვენი ეკონომიკის ყველა ასპექტში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანები დამოკიდებული იქნებიან ტექნოლოგიაზე, რომ შეასრულონ ყოველდღიური სხვადასხვა დავალებები.

 

რობოტიკა არის ბავშვისთვის პროგრამირების გაცნობის შესანიშნავი გზა ადრეულ ასაკში. პროგრამირების ენები ხშირად ძალიან რთულია ბევრი ადამიანისთვის, თუნდაც მოზარდებისთვის. ამასთან, რობოტიკა გთავაზობთ პროგრამირების საფუძვლების შესწავლის უფრო მარტივ გზას.

 

გარდა ამისა, რობოტიკა მომავალში ბავშვებს მისცემს კონკურენტუნარიან უპირატესობას, როცა ისინი სამუშაოს მოძიებაზე ზრუნვას დაიწყებენ.

 

რობოტიკა გთავაზობთ სამუშაოს უსაფრთხოებას

რობოტია აქ დარჩება. ეს მომავალია, რომელიც სამუშაო უსაფრთხოებას გვთავაზობს ამ სამყაროში, სადაც ტექნოლოგია მუდმივად ცვლილებებს განიცდის. ის ბავშვებს შესძენს ტექნიკურ და სხვა პიროვნულ უნარებს, რაც აუცილებელია სრულყოფილი და განათლებული ინდივიდის აღზრდისთვის.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა