IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

სიზარმაცე რომელიც გვანადგურებს

29.03.2021

3276 დათვალიერება

სიზარმაცესა  და  ზარმაც  ადამიანებზე  ბევრი  ანდაზა  არსებობს,  რომელიც ხშირად გვესმის ახლობლებისგან, მაგრამ, აუცილებელია, გავიაზროთ, რომ ზარმაცი ადამიანი დღეს დაკარგულია, ის ჩამორჩება დროს, ჩამორჩება საკუთარ თავსაც კი და არ იცის სიცოცხლის ფასი.

 

გერევათ უმოტივაციო და უნებისყოფო მდგომარეობა? - თქვენ ვერ დააამარცხებთ სიზარმაცეს, თუ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის და სურვილების მართვა. თუ გსურთ რამის გაკეთება და ბოლო დღისთვის მიგყავთ ყველაფერი ეს უდავოდ სიზარმაცის ნიშანია, რომელიც არაფრისმომცემ ყოველდღიურ რუტინას შეგაჩვევთ, საბოლოოდ კი მიგიყვანთ "კატასტროფამდე" და სრულ აპათიამდე. 

 

დასაწყისისთვის, ჩამოყალიბდით, რისი გაკეთება როდის გსურთ და რა გზით, მიეჩვიეთ დროში მუშაობას.

 

სიზარმაცის დასამარცხებლად საჭიროა კომპლექსური ქმედებები:

  • დაგეგმეთ ძილის დრო სწორად
  • შეეცადეთ, ყოველდღიურად  ერთსა და იმავე  დროს იკვებოთ - ეს საფუძველს ჩაუყრის თქვენი ორგანიზებულობის საწყისს
  • მიეჩვევით საკუთარ  განრიგს,
  • ივარჯიშეთ და იყავით ფიზიკურად დატვირთული,
  • ისწავლე რამე ახალი - მაინც და მაინც, ახალი ენის სწავლისკენ ნუ გაიქაჩებით, უფრო პატარა და ფინანსურად სარგებლიანი მიზანი აიღეთ

 

ყოველთვის მიეცით მოტივაცია საკუთარ თავს, გახსოვდეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ლოდინში ატარებენ. ელიან, როდის დაუდგებათ უკეთესი დრო, როდის გაუღიმებთ ბედი, როდის მიაღწევენ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს ან აისრულებენ ნატვრას. ამ მოლოდინში გადის დრო, რომელსაც თან მიაქვს მიუღწეველ მიზნებზე ოცნება და ხანდახან ადამიანს ავიწყდება კიდეც, რაზე ოცნებობდა.

 

სიზარმაცესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ განწყობის ვარჯიშები. გახსოვდეთ, რომ ბევრი რამის კეთება არ არის სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელია. იფიქრეთ არა პროცესზე - თუ რაოდენ რთული და არასასიამონო რამის გაკეთება გიწევთ, არამედ საბოლოო შედეგზე - თუ რას გაძლევთ ამის შესრულება.

 

თუ თქვენი მიზანია, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ, სიზარმაცე გვერდით უნდა გადადოთ და შეისწავლო დროს, ტენდენციებს მორგებული პროფესია, რომელიც ფინანსურად მყარი და სტაბილური ცხოვრების გარანტი იქნება.

 

მაგალითისთვის: თუ ბანალური სილაბუსის და მიმდევრობით ლექციებზე დასწრება "გეზარებათ", შეარჩიე სასწავლებელი სადაც არ მოგთხოვენ ყოველ დილით, 9 საათზე, ლექციაზე დასწრებას და შენთვის მოსახერხებელ გრაფიკს და სწავლების სტილს (დისტანციური/არადისტანციური) შემოგთავაზებენ.

 

წარმატების მთავარი საიდუმლო მუდმივ განათლებაშია, აუცილებელია გინდოდეს სწავლა და განვითარება ისე, როგორც ჯერ არავის სდომებია - შემოგვიერთდი!

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

გახსოვდეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ელიან სასწაულს, ისინი თავად იღებენ ხელში ვითარების სადავეებს და მიზნის მისაღწევად მოქმედებას იწყებენ. ფუნდამენტური განსხვავება პროაქტიურ (მოქმედ) და რეაქტიულ (მოლოდინის რეჟიმში მყოფ) ადამიანებს შორის სწორედ ეს არის – ერთი ელოდება, მეორე მოქმედებს.


წარმატების ფორმულა იოლი გამოსაყვანია: მიზანს რომ მივაღწიო, საჭიროა, კი არ ველოდო, არამედ ვიმოქმედო. მაგრამ იქვე ჩნდება კითხვა: როგორ? როგორ გამოვიწვიო საკუთარი მოტივაცია იმისთვის, რომ დავისახო მიზნები და სისტემურად ვიმოქმედო მათ მისაღწევად?
 

არ აქვს მნიშვნელობა, გამოწვევა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობა თუ პირიქით – ემოციური სტაბილურობის ბალანსი, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი თუ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ იქნება სახარბიელო, როდესაც წონასწორობა გამოწვევასა და შესაძლებლობას შორის დარღვეულია. ამგვარი დისბალანსი აქვეითებს მოტივაციას, რაც უშუალოდ აისახება ჩვენს პირად თუ პროფესიულ წარმატებაზე.

 

არჩევანი ჩვენზეა: სახლშიკომფორტულ, დოგმატურ, ჩარჩოებში მოქცეულ ზარმაცსა და განვითარებულ, ფინანსურად მდგრად ადამიანს შორის

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რას ნიშნავს “სწავლის უნარი” მომავალში?

სწავლა აღარ არის მხოლოდ წიგნების ზეპირად დამახსოვრება — მომავლის უნარია სწრაფი ადაპტაცია და ახალი ცოდნის მუდმივი ათვისება. თუ გინდა შენი შვილი იყოს წარმატებული პროფესიულ სამყაროში — ასწავლე სწავლის სიყვარული.

მომავლის პროფესია იწყება სწავლის უნარით დღეს „სწავლის უნარი“ აღარ ნიშნავს მხოლოდ წიგნის გახსნას და ზეპირად დამახსოვრებას. ტექნოლოგიების ეპოქაში ეს გულისხმობს სისწრაფეს, რომლითაც ახალი ინფორმაციას ითვისებ, და გონებრივ მოქნილობას, რომ სწრაფად მოერგო ცვალებად გარემოსა და ახალ რეალობებს. თანამედროვე და განსაკუთრებით მომავლის პროფესიული კარიერა მოითხოვს უწყვეტ განვითა

ШАГ логотип

News

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

"ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას:

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

მოტივაცია

მინდა ვაკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია – მაგრამ ჯერ არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი

თუ გსურთ აკეთოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი გზა, ეს სტატია დაგანახებთ, როგორ შეიძლება ინტუიციაზე დაყრდნობილი პირველი ნაბიჯები, მრავალფეროვანი გამოცდილება და მენტორის მხარდაჭერა გახდეს თქვენი უნიკალური მიმართულების აღმოჩენის გასაღები.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ გამოწვევას ებრძვის. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მათში არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მაგრამ ჯერ ვერ აღმოუჩენიათ ზუსტად სად ან როგორ უნდა მოახდინონ ამ პოტენციალის რეალიზება. ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს სისუსტეს, პირიქით, ეს არის ძალიან ძლიერი საწყისი წერტილი პიროვნული განვითარებისათვის. თუ არ გსურთ უბრალოდ სამსახური დ

ШАГ логотип

ახალი პროფესიები, ახალი წესები 7 უნარი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალს დასჭირდება 2030 წლამდე

შვიდი ფუნდამენტური უნარი, რომლებიც 2030 წლამდე ნებისმიერი პროფესიონალისთვის გადამწყვეტი გახდება. ეს უნარები სცდება ტექნიკურ ცოდნას და ეხება აზროვნების სტილს, თანამშრომლობას, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ახალ წესებს. თუ გსურთ მომავლის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, აუცილებელია სწორედ ამ კომპეტენციების განვითარება.

თანამედროვე რეალობაში უკვე არავის უკვირს, როდესაც ერთი ადამიანის პროფესიული იდენტობა მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ როლს: პროგრამისტი, კონტენტის მენეჯერი, ხელოვნური ინტელექტის ტრენერი და პარალელურად სოციალური პროექტის განმავითარებელი. ეს მრავალმხრივობა არ წარმოადგენს ქაოტურ გამონაკლისს - ეს არის ახალი, სისტემური წესრიგი, სადაც პროფესიული საზღვრები იშლება, ტრანსფორ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა