IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

სოციალური მედიის განუზომელი შესაძლებლობები

23.09.2020

822 დათვალიერება

გიფიქრიათ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა და ძალაუფლება აქვს დღევანდელ რეალობაში სოციალურ მედიას? მთავარია აითვისოთ და ეფექტურად გამოიყენოთ, გაიაზროთ თუ რა შესაძლებლობები აქვს სოციალურ-მედია პლატფორმებს თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

 

სოციალური მედიის როლი, სტრატეგია, კონტენტი...

ეს უნიკალური ველიაა, რადგან ბიზნესის ყველა ტიპს შესაძლებლობებისა და მოქმედების სხვადასხვა არეალი აქვს, თუმცა ჩვეულებრივ, მისი მთავარი მიზანი არის ბრენდის გარშემო შემოიკრიბოს რაც შეიძლება დიდი და მისთვის რელევანტური აუდიტორია

 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სოციალური მედია არის შესაძლებლობა ბრენდისთვის, მოუყვეს ხალხს საკუთარი „ისტორია“, წარმოშვას ახალი ასოციაციები კომპანიისა და მისი საქმიანობის მიმართ და გაზარდოს საკუთარი ცნობადობა საზოგადოებაში. ზოგ შემთხვევაში კი, პირდაპირ საკუთარ გვერდზე გახსნანს ონლაინ მაღაზია და მაქსიმალურად გაზარდოს გაყიდვები.

 

შესაძლებლობები უამრავია, არჩევანი კი თქვენზეა - ზუსტად როგორ გსურთ, გააცნოთ თქვენი თავი საქართველოს თითქმის 2.5 მილიონიან თუ მსოფლიოს 3+ მილიარდიან აუდიტორიას?

                

კომპანიებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ხარჯები გაუორმაგდათ უკანასკნელ თვეებში, შესაბამისად, მათ დაიწყეს თანამშრომლების მოზიდვა განვითარებადი ქვეყნებიდან - ეს თქვენი შანსია დასაქმდეთ სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კომპანიაში შინიდან გაუსვლელად!

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი:

  • სოციალური მედია გვერდი არის თქვენი ბრენდის სახე, შესაბამისად, ის, თუ როგორი ტიპის ურთიერთობას დაამყარებთ თქვენს აუდიტორიასთან, უნდა გამომდინარეობდეს თქვენი ბიზნესისა და ბრენდის სტრატეგიიდან
  • პოსტები უნდა გქონდეთ თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის რელევანტური, სხვა შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ თქვენ და თქვენს არსებულ აუდიტორიას სხვადასხვა ინტერესები გაქვთ, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც შეიძლება აინტერესებდეთ თქვენი პროდუქტი თუ სერვისი, ჯერაც ვერ მიაწვდინეთ ხმა
  • უნდა ეცადოთ, თქვენი ბრენდის ელემენტები, იქნება ეს სახელი, ლოგო, ფერები, დიზაინის სტილი თუ კომპანიის მისია, მაქსიმალურად გადაანაწილოთ გვერდზე და აითვისოთ ყველა არსებული საშუალება - ეს საგრძნობლად ზრდის შესაძლებლობას, საზოგადოებაში გაზარდოთ თქვენი ცნობადობა და ადამიანების გონებაში ჩამოაყალიბოთ ახალი დადებითი ასოციაციები თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის მიმართ
  • პოსტის სურათების დიზაინი უნდა იყოს მიმზიდველი და თვალში მოსახვედრი - მიმზიდველი ფოტოები და ფოტოკოლაჟები უფრო მეტად მოგცემთ შანსს, მიიქციოთ მნახველის ყურადღება
  • ეცადეთ, გაზარდოთ თქვენს გვერდზე აქტივობა და მნახველებს შესთავაზოთ კონტენტი, რომლის გაზიარების სურვილიც გაუჩნდება - ამით თქვენ ხმას მიაწვდენთ როგორც თქვენს აუდიენციას, ასევე მათ მეგობრებსაც

 

სოც-მედიისთვის კონტენტის შექმნა, პინციპები

  • მარკეტოლოგების 4/5 ამტკიცებს რომ სათაური და კამპანიის დასახელება არის ერთადერთი რასაც ადამიანების 98% იაზრებს
  • მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ფერადი ეფექტები 80%- ით  ზრდის კონტენტის ნახვის სურვილს.
  • მარკეტოლოგების 96%-ი ამტკიცებს, რომ დამუშავებული ფოტოები მათი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია.
  • კონტენტს, რომელიც შევსებულია ვიზუალური მატერიალებით 94%- ით უფრო ხშირად ნახვადია ვიდრე  ვიზუალური გამოსახულებების გარეშე.
  • ევროპაში აღმასრულებელი დირექტორების 39%-ი  თვლის, რომ  სარეკლამო ბიუჯეტის 2/3 ნაწილი  ვიზუალური კონტენტის შექმნაზე უნდა დაიხარჯოს
  • მარკეტინგის პროფესიონალთა 81,9%-ი თვლის, რომ ვიდეო-რგოლებს ყველაზე მაღალი ROI  (return on investment —ინვესტიციიის უკუგება) აქვს.
  • მომხმარბლებმა, რომლებმაც  კომპანიის ვიდეო მატერიალები ნახეს ყიდვისთვის 77% უფრო მზად არიან.
  • ელექტრონული წერილის გაგზავნისას თუ მის სათაურში წერია სიტყვა "ვიდეო" წერილის გახსნის და ნახვა ალბათობა 19%- ით იზრდება. CTR (click-through rate კლიკების რაოდენობა) —  65%-ით, ხოლო გამოწერის გაუქმების მსურველების რაოდენობა კი 26%- ით იკლებს.
  • 2020 წლიდან მობილური მოწყობილობებით ვიდეოს ყურების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ, უსახელო ვიდეოებს მხოლოდ 11% უყურებს
  • ინფოგრაფიკა სხვა სახის ტექსტთან შედარებით 3-ჯერ მეტ  მოწონებას და გაზიარებას აგროვებს— ყველაზე ხშირად  B2B-ს სფეროში გამოიყენება
  • რადიო და აუდიო არც თუ ისე კარგი საშუალებაა მოსმენილი  ინფორმაციის  დასამახსოვრებლად. როგორც აღმოჩნდა ადამიანს  მოსმენილი ინფორმაციის 90% ორ-სამ დღეში ავიწყდება, მაგრამ თუ ამ ინფორმაციას თან ახლავს რამე სახის გამოსახულება, მაშინ  ისინი  სამი დღის შემდეგ მოსმენილი ინფორმაციის 65%-ის გახსენებას  შეძლებენ, ხოლო თუ ინფორმაცია რეგულარულად შეგვხვდება და მას ექნება საინტერესო ვიზუალი, ის დიდხანს რჩება ჩვენს გონებაში

 

               https://docs.google.com/forms/d/1H7SmbWbjuApCfjj6pjf_CWaI4kpxy752YLZmFVkU3gU/viewform?edit_requested=true

                → დარეგისტრირდი ახლავე!

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რომელი მოქნილი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახა

ШАГ логотип

სერტიფიცირებული პროფესიონალი - რატომ იღებს მეტ ანაზღაურებას?

სერტიფიკატი დამსაქმებლისთვის ნიშნავს გარანტიას, რომ თანამშრომელი უკვე შემოწმებულია და მის ცოდნას დამატებითი მტკიცებულება აქვს. შედეგად, ორგანიზაციები მზად არიან მეტი გადაიხადონ იმ სპეციალისტში, რომელიც მათ ნაკლებ რისკსა და მეტ სანდოობას სთავაზობს.

თანამედროვე შრომის ბაზარზე მთავარი კონკურენცია უკვე მხოლოდ გამოცდილებასა და უნარებში არ არის. დღეს დამსაქმებლები განსაკუთრებით აფასებენ იმას, თუ რამდენად არის სპეციალისტის ცოდნა საერთაშორისო დონეზე დადასტურებული. სწორედ ამიტომ სერტიფიცირებულ პროფესიონალებს თითქმის ყოველთვის უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ – ეს შედეგია იმ სანდოობისა და მაღალი სტანდარტის, რასაც საერთა

ШАГ логотип

5 ძირითადი შეცდომა, რომელსაც დამწყები დიზაინერები ხშირად უშვებენ

გაიგე, რა შეცდომები უშლიან ხელს დამწყებ დიზაინერებს განვითარებაში და როგორ შეგიძლია მათი თავიდან აცილება

დიზაინერის გზის დასაწყისი და პირველი შეცდომები დიზაინერობა თითქოს მარტივად იწყება - გიყვარს ესთეტიკა, ფერები, კომპოზიცია და შენს თავს ხედავ როგორც შემოქმედს, ვინც იდეებს ვიზუალურად აცოცხლებს. მაგრამ სწორედ აქ  იმალება პირველი სირთულე - დამწყები დიზაინერები ხშირად ზედმეტად ცდილობენ სხვების მიბაძვას. მათ ჰგონიათ, რომ წარმატება მოდის მაშინ, როცა შენი ნამუშევარს ჰგავს ათას

ШАГ логотип

ფრინალნსერი დიზაინერის კარიერა: რა უნდა იცოდე?

ფრილანსერი დიზაინერის კარიერა აერთიანებს შემოქმედებით თავისუფლებას და პროფესიულ პასუხისმგებლობას. სწორი ცოდნითა და მუდმივი განვითარებით შეგიძლია შექმნა წარმატებული გზა, რომელიც გლობალურ შესაძლებლობებს გახსნის.

თავისუფლება თუ პასუხისმგებლობა? ფრილანსერი დიზაინერის კარიერა ბევრისთვის მიმზიდველია - თავისუფალი გრაფიკი, შემოქმედებითი პროექტები და შესაძლებლობა იმუშაო მსოფლიო კლიენტებთან სახლიდან გაუსვლელად. მაგრამ ამ თავისუფლებასთან ერთად მოდის პასუხისმგებლობაც: პროექტების მართვა, ვადების დაცვა და საკუთარი დროის სწორად განაწილება. თუ გსურს, შენი ნიჭი რეალურ შემოსავალად აქცი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა