IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როდის შევიცვალოთ სამსახური?

15.05.2021

818 დათვალიერება

ამბობენ„სამსახურში მინიმუმ 1-2 წელი უნდა დარჩე, არ წამოხვიდე სანამ უკეთესი სამსახური არ გამოჩნდება“, ალბათ ყველასთვის ნაცნობი რჩევაა ! ცვლილებების დაგეგმვისას, ამას ხშირად გვიმეორებენ, მაგრამ როგორ უნდა მიხვდეთ, ვენდოთ თუ არა შემოთავაზებულ “გეგმას”? ისიც არ დაგვავიწყდეს, ბევრ კომპანიაში ‘სწრაფად იცვლის სამსახურს” ადამიანები ნდობასაც ნაკლებად იმსახურებენ..

 

დღევანდელი ბიზნეს სამყარო განუწყვეტლივ იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ტექნოლოგიებზე დამოკიდებული, 10 წლის წინ პოპულარული მიდგომები ეტაპობრივად კარგავს აქტუალურობას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამუშაო ბაზარი კანდიდატზე დამოკიდებული გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს მაძიებლებს გაცილებით დიდი ძალაუფლება გააჩნიათ, ვიდრე დამსაქმებლებს. შესაბამისად, როცა სამსახურის გამოცვლას დააპირებთ, ძველი თაობის რჩევებს არ დაეყრდნოთ – იცოდეთ, რომ გადაწყვეტილება ახლა თქვენს ხელშია, რამეთუ თქვენ ხართ პროფესიონალი რომელიც ჩვენი დროის ყველა სფეროს ჭირდება!

 

არსებობს ბევრი გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიცვალოთ სამსახური:

 

1. არასდროს არ უთხრათ თქვენს მენეჯერს რომ ახალ სამსახურს ეძებთ

– როგორც წესი, კომპანიიდან წასვლის შესახებ უფროსს მხოლოდ ახალი სამსახურის მოძიების შემდეგ აცნობებენ ხოლმე, რადგან არავის სურს მენეჯერის განაწყენება. თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა; HR ექსპერტი, ჯონ სალივანი, ამბობს: “როდესაც სამსახურს ტოვებთ, მოღალატედ არავინ აღარ აღგიქვამთ.” ბევრმა კომპანიამ დამოკიდებულება გამიზნულად შეიცვალა, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ისე მიდის სამსახურიდან, რომ ყოფილ კოლეგებთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. გარდა ამისა, თუ თანამშრომელს ძველ სამსახურში დაბრუნება მოუნდა, ასეთი კომპანიები ყოველთვის მზად არიან დაიბრუნონ “წასული” თანამშრომელი

 

2. გახსოვდეთ, ხშირი ცვლილებები თქვენს რეზიუმეს არ წაადგება

„სამსახურში 2 წელი მაინც უნდა გაჩერდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელი თქვენს CV-ს დაიწუნებს“ – სალივანის აზრით, ეს პოზიცია სიმართლეს აღარ შეესაბამება. ცხოვრებაში ბევრჯერ დგება შემთხვევა, როცა სამსახურის დატოვება უპირობოდ გიწევთ; ამის ბევრი მიზეზი არსებობს! უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ პოზიციაზე მცირე პერიოდით მუშაობა თქვენს რეზიუმეს არ აზარალებს, პირიქით, დამსაქმებლების 32% მოელის კიდეც, რომ თანამშრომელი მალე შეიცვლის სამუშაო ადგილს!

 

ვების და პროგრამული დეფელოპერები, ციფრული მარკეტინგები, დიზაინერები, განსაკუთრებით სწრაფად იცვლიან სამსახურებს; როგორც კვლევა მოწმობს, მათი 70%-ზე მეტი მაქსიმუმ 1 წელი ჩერდება ერთ კომპანიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, არც უმუშევრობა წარმოადგენს პრობლემას, თუ ცხადად აჩვენებთ, რომ ეს პერიოდი ტყუილად არ გაგიფლანგავთ და თავისუფალი დრო ახალი უნარის ათვისებას ან ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას დაუთმეთ. თუმცა სალივანი მაინც გირჩევთ, თავიდან აირიდოთ კომპანიების ხშირი მონაცვლეობა, არა იმიტომ, რომ თქვენს რეზიუმეს დააზარალებთ, არამედ იმიტომ, რომ ემოციურად გადაიღლებით და გამოიფიტებით.

 

3. უფროსისგან ახალ შემოთავაზებას დაელოდეთ

თუ მნიშვნელოვანი თანამშრომელი ხართ, კომპანია აუცილებლად ეცდება თქვენი აზრის შეცვლას! კონტრ-შემოთავაზებები განსაკუთრებით ხშირი ბოლო პერიოდში გახდა ისეთ ინდუსტრიებში, სადაც ტალანტების ნაკლებობაა. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი შემოთავაზებები ყველა მხარისთვის საზიანოა და ამას ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ახალი სამსახურის ძებნა რადგან დაიწყეთ, ამისთვის კონკრეტული მიზეზები გქონდათ, რომელსაც უბრალო დანაპირები ვერ შეცვლის; ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ ახალ კომპანიას უკვე გაეცანით, მათი რესურსი დახარჯეთ და პატივი უნდა სცეთ თქვენს შეთანხმებას. ამის მიუხედავად, კარგად გაანალიზეთ ორივე ალტერნატივა და გადაწყვეტილების მიღებამდე გრძელვადიან ეფექტებზე, მომავლის წარმატებაზე იფიქრეთ.

 

4. მუდმივად ეძებეთ ახალი გამოწვევები!

ნებისმიერი ადამიანი სტაბილურობას ეძებს. იდეალურ სიტუაციაში სრულებით არ ხართ ვალდებული ყოველთვის ახალ სამსახურზე გეჭიროთ თვალი მითუმეტეს მაშინ, როცა თქვენი საქმე მოგწონთ! მაქსიმალური პროდუქტიულობა ჩვენი ტვინის მცირე ენერგიის მოხმარებით მიიღწევა – ასეთ დროს ადამიანის ტვინი მთლიანად ჩართულია საქმეში, რასაც საუკეთესო შედეგები მოაქვს. თუ ასეთ საქმიანობას იპოვით, არ არის აუცილებელი ახალი სამსახური ეძებოთ. თუმცა როგორც სალივანი ამბობს, სწავლა და კარიერული ზრდა არასდროს უნდა შეწყვიტოთ, თუნდაც ერთ პოზიციაზე და ერთი და იმავე კომპანიაში: „სამყარო სწრაფად ვითარდება, ამიტომ ჩვენც ამ სისწრაფესთან ადაპტურები უნდა ვიყოთ; მუდმივად უნდა გსურდეთ ისეთ პროექტებში ჩართვა, რომელიც განავითარებს თქვენს უნარებსა და კომფორტ ზონას არ შეგიქმნით.“

 

შემოგვიერთდით და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ წარმატებისკენ სავალ გზაზე, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით. სულ რაღაც 6 თვეში თქვენ აითვისებთ რამდენიმე დამატებით პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი

 

როცა საქმე ეხება განვითარებას, ცვლილებებს არ უნდა შეუშინდე, დაეუფლე ტრენდულ პროფესიებს, როგორიც არის:  IT მხარდაჭერაინტერიერის დიზაინიბრენდ დიზაინი

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Motion Designer

გაიგე, რა არის Motion Design და რატომ ითვლება ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიად. აღმოაჩინე ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების სამყარო, სადაც შენი იდეები ცოცხლდება.

მოუშენ დიზაინი (Motion Design) გრაფიკული დიზაინის, ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების სინთეზია, რომელიც სტატიკურ გამოსახულებას სიცოცხლეს სძენს. დღეს, როდესაც ვიდეო კონტენტი ინტერნეტ ტრაფიკის უდიდეს ნაწილს იკავებს, მოუშენ დიზაინერის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. ციფრული სამყარო აღარ კმაყოფილდება მხოლოდ უძრავი ფოტოებით. ბრენდებს სჭირდებათ დინამიკა, რათა მომხმარებლის ყურ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა