IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ოქროს ხანაში

08.04.2021

718 დათვალიერება

სამყარო, რომელშიც მანძილის დაძლევა არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს. შესაძლოა, შეხვედრა გამართოთ ერთდროულად 150 პარტნიორთან, თქვენ ძველ თბილისში იყოთ, დანარჩენები კი თუნდაც სხვადასხვა კონტინენტზე. ამაში გვეხმარება ტექნოლოგიები,რომელიც უკვე მსოფლიოს ყველა წერტილშია ხელმისაწვდომი - სადაც ინტერნეტია იქ არის წარმატებაც!

 

ჩვენ ვიმყოფებით ციფრული ოქროს ხანაში, რაზეც მეტყველებს, თუმდაც, ბოლო დროს მიღწეული გიგანტური სავაჭო შეთანხმებები:

 

1. Slack- 27.7 მილიარდ დოლარად გაიყიდა
სლექი არის 2013 წელს დაარსებული სტარტაპი, საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, შექმნან თემატური ჩეთები, გააგზავნონ შეტყობინებები და დოკუმენტები. ასევე გააკეთონ ხმოვანი ან ვიდეო ზარები ყველა ჩართულ ადამიანთან

 

Salesforce-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ბენიოფიმ აღნიშნა, რომ სლექის შეძენა არის „ღვთიური შეთანხმება“, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობას

რადგან პროგრამული უზრუნველყოფა უფრო და უფრო კრიტიკულ როლს ასრულებს თითოეული ორგანიზაციის საქმიანობაში, ჩვენ ვიზიარებთ სირთულის შემცირებას, გაზრდილ ძალასა და მოქნილობას, საბოლოოდ კი უფრო სწორ შესაბამისობასა და ორგანიზაციულ შესაძლებლობებს მივიღებთ. პირადად მე მჯერა, რომ ეს არის ყველაზე სტრატეგიული კომბინაცია პროგრამული უზრუნველყოფის ისტორიაში და ვერ ვითმენ, როდის განვაგრძობთ მუშაობას“.

 

2. Boston Dynamics $921 მილიონ დოლარად Hyundai- შეიძინა

Boston Dynamics არის ამერიკული საინჟინრო და რობოტების მწარმოებელი კომპანია, მათი რობოტები Hyundai– ს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ოქტომბერში თავმჯდომარედ ჩან იუსანი დაინიშნა. კომპანიის განცხადებით, რობოტიკა მისი მომავალი ბიზნესის 20%-ზე მეტს შეადგენს.

 

 

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

ბაზარზე კიდევ უამრავი პლატფორმაა, რომელიც დისტანციური სამუშაოდ გამოიყენება, მათ შესაძენად იბრძვიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის Apple, Microsoft Corp, Alphabet, Facebook, Alibaba Group Holding, Tencent Holdings, Taiwan Semiconductor Manufacturing Co, Samsung Electronics, Mercedes-Benz International და სხვა

გუნდური მუშაობისთვის ყველაზე პოპულარულია

 

Miro

Miro-სპლატფორმაზე შეგიძლიათ შექმნათ თანამშრომლების განსხვავებული სამუშაო ჯგუფები, მათ კი გაუწეროთ სხვადასხვა პროექტი, რომლებზეც დისტანციურად და თან სინქრონულად იმუშავებენ. პროექტებს დაამატოთ ვიზუალური ელემენტები, დავალებების კალენდარი და ა.შ.ის ერგება უკვე მიმდინარე პროექტებსაც და ინტეგრირდება ისეთ პლატფორმებთან, როგორებიცაა Dropbox, Slack, Google Suite, JIRA და სხვები.

 

Google Drive

ბევრი კომპანია ყოველდღიურად იყენებს Google Drive-ს დოკუმენტების გაზიარებისთვის. განსაკუთრებით დიდი მოცულობის ობიექტებთან ურთიერთობისას, როცა მონაცემების გაზიარება შეუძლებელია ელ.ფოსტით. აქ შეგიძლიათ დაამუშაოთ ტექსტური დოკუმენტები, ცხრილები და პრეზენტაციის სლაიდები. ნებართვების პარამეტრებით შეგიძლიათ, ზუსტად განსაზღვროთ ვის რომელ დოკუმენტებზე ექნება წვდომა და რა დონეზე.

 

Dropbox

Dropbox-იც დოკუმენტების გაზიარების პლატფორმაა. აქ შეძლებთ მიაწეროთ კომენტარი მომხმარებლების მიერ ატვირთულ დოკუმენტებს, მიამაგროთ ფაილები კონკრეტულ თანამშრომლებს და ა.შ. Dropbox-ის კიდევ ერთი მოსახერხებელი თვისებაა, რომ დოკუმენტის ჩამოსატვირთად ადრესატს არ სჭირდება Dropbox-ის ექაუნთის ფლობა, უბრალოდ ლინკის გაგზავნით შეგიძლიათ მიაწოდოთ ფაილი.

 

Zoom

Zoom არის პოპულარული HD ვიდეო კონფერენციების პლატფორმა, რომელიც ასევე შეიძლება გამოიყენოთ ვებინერებისა და ჯგუფური შეხვედრებისთვის. გარდა ვიდეო ზარისა, შეგიძლიათ გააზიაროთ ეკრანები და ინტერაქტიული დაფები. პრემიუმ პაკეტით შეგიძლიათ 100-მდე მონაწილის ჩართვაც კი.


DocuSign

DocuSign საშუალებას მოგცემთ, თქვენ და თქვენმა ბიზნეს პარტნიორებმა ხელშეკრულებებს ხელი ელექტრონულად მოაწეროთ. იმისთვის რომ, მნიშვნელოვანი საქმიანი გარიგებები არც შეფერხდეს და არც გადაიდოს.

 

SignEasy

DocuSign– ის მსგავსად, SignEasy არის ქლაუდზე შექმნილი სისტემა, რომელზეც ასევე შესაძლებელია დოკუმენტების შექმნა და შევსება.

 

Adobe Sign

Adobe Sign (ყოფილი EchoSign) კიდევ ერთი გადაწყვეტაა კორპორატიული ხელმოწერებისთვის. თან, ღია სისტემაა და გთავაზობთ ბევრი სახის ინტეგრაციას.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი, .ყაზბეგის 34/34

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ინტერვიუს ხელოვნება: რა სახის კითხვები გვეხმარება ნამდვილი ტალანტის აღმოჩენაში?

თანამედროვე დასაქმების ბაზარზე, სადაც კონკურენცია მაღალია და კანდიდატების რეზიუმეები ხშირად მსგავსია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ინტერვიუს პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ სწორად დასმული კითხვები ეხმარება HR სპეციალისტებს არა მხოლოდ კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, არამედ მისი პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და კომპანიის კულტურასთან თავსებადობის შეფასებაში.

თანამედროვე დასაქმების ბაზარზე, სადაც კონკურენცია მაღალია და კანდიდატების რეზიუმეები ხშირად მსგავსია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ინტერვიუს პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ სწორად დასმული კითხვები ეხმარება HR სპეციალისტებს არა მხოლოდ კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, არამედ მისი პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და კომპანიის კულტურასთან თავსე

ШАГ логотип

თანამშრომელთა პერსონალური უკუკავშირი, როგორც განვითარების

თანამშრომელთა პერსონალური უკუკავშირი დღეს მხოლოდ შეფასების ინსტრუმენტი არ არის - ის აუცილებელი პროცესია, რომელიც თანამშრომლის პროფესიულ განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს. უკუკავშირის მეშვეობით თანამშრომელი უკეთესად იცნობს საკუთარ თავს პროფესიულ კონტექსტში, გრძნობს მხარდაჭერასა და ხედავს რეალურ შესაძლებლობებს განვითარებისთვის.

შესაძლებლობა  თანამშრომელთა პერსონალური უკუკავშირი დღეს მხოლოდ შეფასების ინსტრუმენტი არ არის - ის აუცილებელი პროცესია, რომელიც თანამშრომლის პროფესიულ განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს. უკუკავშირის მეშვეობით თანამშრომელი უკეთესად იცნობს საკუთარ თავს პროფესიულ კონტექსტში, გრძნობს მხარდაჭერასა და ხედავს რეალურ შესაძლებლობებს განვითარებისთვის.

ШАГ логотип

Employee Experience: რატომ გადადის ფოკუსი თანამშრომლის კმაყოფილებაზე?

ბოლო წლების განმავლობაში HR სფეროში მთავარმა აქცენტმა თანდათან გადაინაცვლა თანამშრომლის გამოცდილებაზე (Employee Experience). თუ ადრე ყურადღება ძირითადად რეკრუტინგსა და HR პროცესების მართვაზე იყო კონცენტრირებული, დღეს კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ბიზნესის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად კმაყოფილი, მოტივირებული და ჩართულია თანამშრომელი სამუშაო პროცესში.

ბოლო წლების განმავლობაში HR სფეროში მთავარმა აქცენტმა თანდათან გადაინაცვლა თანამშრომლის გამოცდილებაზე (Employee Experience). თუ ადრე ყურადღება ძირითადად რეკრუტინგსა და HR პროცესების მართვაზე იყო კონცენტრირებული, დღეს კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ბიზნესის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად კმაყოფილი, მოტივირებული და ჩართულია თანამშრომელი სამუ

ШАГ логотип

AI და HR Tech: როგორ მარტივდება ტექნოლოგიების დახმარების რეკრუტინგის პროცესი

თანამედროვე დასაქმების ბაზრისთვის HR ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოში, სადაც კომპანიების უმეტესობა მცირე და საშუალო ზომისაა, HR პროცესები ხშირად მოიცავს ათასობით CV-ის დამუშავებას, კანდიდატებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციასა და კომპანიის სპეციფიკურ მოთხოვნებზე მორგებას.

თანამედროვე დასაქმების ბაზრისთვის HR ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოში, სადაც კომპანიების უმეტესობა მცირე და საშუალო ზომისაა, HR პროცესები ხშირად მოიცავს ათასობით CV-ის დამუშავებას, კანდიდატებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციასა და კომპანიის სპეციფიკურ მოთხოვნებზე მორგებას. AI ხელს უწყობს ამ პროცესების ოპტიმიზაციას — ავტომატურა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა