IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

10 სახალისო ნივთი, რომელიც ყველა პროგრამისტს უნდა ჰქონდეს

30.09.2021

909 დათვალიერება

როგორც პროფესიონალს, კოდირებისას მე მაქვს მხოლოდ IDE, ვებ-ბრაუზერი, საფოსტო კლიენტი და ტერმინალი სრულ ეკრანზე, ასევე გრაფიკული პროგრამა, პაროლის მენეჯერი და მუსიკა, გვერდით მიდგას ფინჯანი ყავა ორცხობილით, სხვა არაფერი არ მჭირდება რომ სამუშაო ფორმაში ვიყო

 

თუმცა, უამრავი სახალისო ნივთი არსებობს, რომელსაც შეუძლია ჩვენი ენერგიის გაზრდა და პროდუქტიულობის გაორმაგება, როგორებიცაა:

 

1. მექანიკური კლავიატურა

მექანიკური კლავიატურა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკრეფისათვის, არამედ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების მიერ აღსაქმელად. იმიტომ, რომ თუ 100 მეტრის რადიუსში მყოფ ადამიანებს არ ესმით კლავიშების ხმა, დარწმუნებული ხართ, რომ მართლა კოდს წერთ? - ასე რომ,  ახლავ შეიძინეთ ეს ნივთი.

 

2. ყურსასმენები ხმის დამხშობი ფუნქციით

ხმის იზოლაცია უმნიშვნელოვანესია პროგრამისტისთვის.  ხმაური კოდის წერისას გონებას არ გაგიფანტავთ, ვერც იმას გაიგებენ სხვები თუ ჩუმად როგორ უყურებთ თამაშებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ AirPods Pro, ან რაიმე სხვა მსუბუქი და მოდური ხელსაწყო.

 

3. „პროგრამისტის წინდები“

სერიოზულად! პროგრამირება სრულად აღჭურვილი სპორტია. ფეხბურთს ხომ არ ვთამაშობთ სამუხლეების გარეშე? ხოდა, რატომ უნდა დავწეროთ კოდი „პროგრამისტის წინდების“ გარეშე?

 

სიმართლე გითხრათ, ეს წინაპირობაა, რომლის ქონაც საკმაოდ გამოსადეგია. მას შემდეგ რაც ისწავლით C-ში კოდირებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ „პროგრამისტის წინდები“ სხვა ენებშიც, როგორიცაა Python, JS, C# და სხვ.

 

მოტივაცია  მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ნებისმიერი სერიოზული კოდის შემქმნელისთვის. თუ არ იცით რა არის „პროგრამისტის წინდა“, დროა გაეცნოთ მას.
 

4. დამატებითი მონიტორები

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ თქვენი კოდის რედაქტორი ერთ ეკრანზე და 69 ქრომის ფანჯრები მეორეზე - ნამდვილად გამოსადეგი იქნებოდა კიდევ ერთი მონიტორის ქონა მხოლოდ StackOverflow-ის სიყვარულისთვის.

 

ჩვენი სტრიქონები 80–100 სიმბოლოთი შემოიფარგლება, და თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სრული ფაილი და არ დაგჭირდეთ ბევრი სქროლვა. რაც უფრო მეტი კოდია ეკრანზე, მით უკეთესი.

 

არ გაქვს ვერტიკალური მონიტორი? და შენ ნამდვილი პროგრამისტი ხარ?

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

5. სათამაშო ოთახი

იმიტომ, რომ სხვა რა უნდა აკეთოთ, როდესაც ერთი დავალების გაკეთებას აგერ უკვე მეხუთე დღეა აჭიანურებთ.  

 

6. ერგონომიული ნივთები

ჩვენ შეგვიძლია რესტორნებში, 1 - 2 საათით ქვასავით მაგარ სკამებზეც კი დავსხდეთ არ იქნება პრობლემა, თუმცა, როდესაც საქმე საათობით ჯდომას ეხება კოდირების დროს, ძალიან მოსახერხებელია ერგონომიული, რბილი და კომფორტული სკამი, სიმაღლის რეგულირებადი მაგიდით

 

შეძლებისდაგვარად განსაზღვრეთ სხეულის პარამეტრები, თუ რომელ პოზიციაში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად, შედეგად მიიღებთ რეგულირებების ჩამონათვალს, რომელსაც სკამი ან მაგიდა უნდა აკმაყოფილბდეს, რათა თქვენი ტორსის შესაბამის პოზიციაში მოთავსდეთ, ასევე სიმაღლის რეგულირებადი მაგიდა მოგცემთ შესაძლებლობას პერიოდულად ფეხზე მდგომმა განაგრძოთ მუშაობა.

 

7. ყავის და წყლის დისპენსერი

არ არის აუცილებელი ძვირადღირებული, მოდური ყავის აპარატი ან წყლის დისპენსერი, უბრალოდ იქონიეთ ისეთი რამ, რაც ახლოს იქნება თქვენი პროგრამირების ოთახთან და დაგეხმარებათ ჰიდრატირებაში.

 

სასურველია იქონიოთ ჭიქა წარწერით „პროგრამირება მაგარია, როცა ყავაში შაქარია“ ან საყვარლი კოდის სტრიქონებით. ?

 

8. რეზინის იხვი ?

ვერასდროს შევძლებდი პროექტის დასრულებას, ჩემს მაგიდასთან "ჭყვიტინა" რეზინის იხვი რომ არ მყავდეს გასამხნევებლად. პროგრამირების დროს არსებობს მეთოდი, რომელსაც ეწოდება "რეზინის იხვის მეთოდი".

 

არსებითად, ზოგჯერ პროგრამირების შესწავლა გაცილებით მარტივია როდესაც სხვას უხსნით, ვინაიდან რეზინის იხვს სხვა საქმე არ აქვს, თქვენ პროგრამას უხსნით იხვს და ამ პროცესში შესაძლოა მიხვდეთ რას აკეთებთ არასწორად. თუ იხვს დაისვამთ მაგიდაზე, ეს შესაძლოა თავიდან სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვევით.

 

9. სინათლის თერაპიული ნათურა

არასამუშაო საათებში მუშაობა,ოფისში ან ოთახში ხანგრძლივი პერიოდის გატარება პროგრამისტებისთვის რუტინული მოვლენაა. მაგრამ ბუნებრივი, გარე შუქის ზემოქმედების ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ბიოლოგიურ რიტმზე და გაგრძნობინოთ დაღლილობა, სევდა და გადაწვის შეგრძნება.

 

სინათლის თერაპიული ნათურები ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი უებარი საშუალებაა. შეგიძლიათ სცადოთ.

 

10. კომპიუტერთან გამოსაყენებელი სათვალე

ლურჯი სინათლე, რომელსაც მონიტორი ასხივებს, შეიძლება ბევრი სხვადასხვა პრობლემის მიზეზი გახდეს, როგორიცაა თავის ტკივილი და თვალის დაძაბვა/გამოშრობა, თუ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობთ ეკრანებთან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამირების სამუშაო მხოლოდ კომპიუტერებზე სრულდება, შეიძინეთ კომპიუტერის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა