IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსია ტექ. ინდუსტრიაში 2022 წელს

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსია ტექ. ინდუსტრიაში 2022 წელს

Techfacts

16.03.2022

3808 დათვალიერება

თუ 2022 წელს სრულად მობილიზებული ხართ თქვენს კარიერაზე, გინდათ დარწმუნდეთ, რომ აზღვევთ თქვენს მომავალ უნარებს ან იქნებ ფიქრობთ ახალ სფეროში გადასვლას, მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT სამუშაოს შესახებ.

 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT სამსახურები

 

10. პროდუქტ მენეჯერი

ამრიგად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურების სიაში, თქვენ უთუოდ გაგიგიათ ამ სამუშაოს შესახებ - პროდუქტ მენეჯერი. პროდუქტ მენეჯერი ხელს უწყობს პროდუქტის ირგვლივ პარამეტრების დადგენაში და ეხმარება ინჟინრებს მის წარმოაბაში, შემდგომ წარმართავს ამ პროდუქტის განვითარებას კონცეფციის წერტილიდან გაშვებამდე. რამდენიმე საჭირო უნარი პროდუქტ მენეჯერისთვის, არის:

 

  • პროდუქტის სიცოცხლის ციკლის მართვის (PLM) კონცეფციის მყარი ცოდნა 
  • პროდუქტის მენეჯმენტის ინსტრუმენტების შესახებ ცოდნა, როგორიცაა PivotalTracker, JIRA, და Asana
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები
  • ბრწყინვალე დროის მართვის უნარები

 

პროდუქტის მენეჯერები პასუხისმგებელნი არიან საოპერაციო გეგმის მიწოდებაზე, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, პროდუქტის პორტფოლიოს შექმნა, მარკეტინგული აქტივობების მართვა/განხორციელება და წვლილის შეტანა პროდუქტის სტრატეგიასა და მის ხედვაში.

პროდუქტ მენეჯერების საშუალო წლიური ხელფასი აღემატება $100,000 - ს.

 

9. ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერი

ხელოვნური ინტელექტის (AI) არქიტექტორი ავითარებს, მართავს და ზედამხედველობს AI ინიციატივებს ორგანიზაციაში. AI არქიტექტორს უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა მათემატიკაში და სტატისტიკაში. გარდა ამისა, AI არქიტექტორს უნდა:

  • ჰქონდეს მყარი პროგრამირების უნარები და უნდა იცოდეს Python, R და Torch
  • ესმოდეს როგორ მუშაობს TensorFlow და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები  
  • უნდა ჰქონდეს მკაფიო ცოდნა AI-თან დაკავშირებული ტექნოლოგიების შესახებ, მათ შორის მაქნანური სწავლების, ნეირონული ქსელების და ღრმა შესწავლის შესახებ.

 

ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორის საშუალო წლიური ხელფასი $110,000-ზე მეტს აღემატება.

 

8. Full-Stack დეველოპერი

დღეს მსოფლიოში 23 მილიონზე მეტი დეველოპერია და 2023 წლისთვის ის 27,7 მილიონს მიაღწევს - ეს ნამდვილად გახდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT სამუშაო ინდუსტრიაში! Full-Stack დეველოპერისთვის ძნელია განმარტების მოძებნა, მაგრამ უახლოესი აღწერა იქნება ის, ვინც კარგად ერკვევა როგორც front-end და back-end განვითარებაში, ან ვინმე, ვისაც აქვს განვითარების ყველა ეტაპზე საჭირო უნარი დაწყებული კონცეფციიდან საბოლოო პროდუქტამდე.

 

გარკვეული ცოდნა და უნარები Full-Stack დეველოპერად ჩამოსაყალიბელად არის შემდეგი:

  • ტექნოლოგიები როგორიცაა MongoDB, Express.js, AngularJS, და Node.js
  • როგორ შევქმმანთ და შევიმუშვოთ API
  • კოდირება და სკრიპტი
  • ვებ დეველოპმენტის საფუძვლები
  • მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიების საფუძვლები

 

Full-Stack დეველოპერი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი API-ების დიზაინზე და შექმნაზე MEAN stack ტექნოლოგიების გამოყენებით, უზრუნველყოფდეს, რომ შექმნილი აპლიკაციები რეაგირებენ და იცავენ საჭირო სტანდარტებს, დარწმუნდნენ, რომ შექმნილი კოდი სრულყოფილია და დანერგოს მონაცემთა უსაფრთხოება.

 

Full-Stack დეველოპერის საშუალო წლიური ხელფასია $106,000.

 

7. ღრუბლოვანი არქიტექტორი

შემდეგი საუკეთესო ანაზღაურებადი სამუშაოების სიაში ტექნოლოგიის სფეროშია ღრუბლოვანი არქიტექტორი. ღრუბლოვანი არქიტექტორი ახორციელებს და აკონტროლებს ორგანიზაციის ღრუბლოვანი გამოთვლის სტრატეგიას. ღრუბლის არქიტექტორის მიერ მოთხოვნილი ზოგიერთი უნარ-ჩვევები და ცოდნა მოიცავს:

  • ღრუბლოვანი აპლიკაციის არქიტექტურის შესახებ ვრცელ ცოდნას
  • Amazon Web Services (AWS), Azure ან Google cloud პლატფორმის ცოდნა
  • კარგი საკომუნიკაციო უნარები

 

ღრუბლოვანი არქიტექტორის საშუალო წლიური ხელფასი 107,000 დოლარია. 

 

6. DevOps ინჟინერი

ტექნოლოგიაში საუკეთესო ანაზღაურებადი სამუშაოების სიაში შემდეგია DevOps ინჟინერი. ეს შეიძლება ეხებოდეს ვინმეს დეველოპმენტის გუნდში, რომელიც მონაწილეობს განთავსებასა და ქსელის ოპერაციებში, ან ვინმეს ოპერაციების გუნდიდან, რომელიც მუშაობს აპლიკაციის შემუშავებაზე. DevOps ინჟინერისთვის საჭირო ზოგიერთი უნარ-ჩვევები მოიცავს: კოდირება და სკრიპტირება,  განთავსების და ქსელის ოპერაციების გაგება DevOps ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Git და Jenkins, Linux ან Unix სისტემის ადმინიტრირების ცოდნა, DevOps ინჟინრები შეიძლება პასუხისმგებელნი იყვნენ განთავსების ინფრასტრუქტურის შექმნაზე და შენარჩუნებაზე, ღრუბლოვანი მომსახურებების ინტეგრაციაზე, ისე რომ პროცესები შეიძლება იყოს ავტომატიზირებული ან PHP/Python-ში და Ruby-ში შელ სკრიპტირებაზე. DevOps ინჟინრის საშუალო წლიური ხელფასი მერყეობს $95,000-დან $140,000-მდე.

 

პროგრამირების სწავლა, ყველაზე სწრაფი და გარანტირებული გამდიდრების საშუალებაა ახალგაზრდებისთვის. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

5. ბლოკჩეინის ინჟინერი

ბლოკჩეინის ინჟინერი სპეციალიზირდება არქიტექტურისა და გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. 2023 წლისთვის ბლოკჩეინის გადაწყვეტილებებზე მსოფლიო ხარჯები, სავარაუდოდ, 15,9 მილიარდს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ დიდი მოთხოვნა იქნება ბლოკჩეინის ექსპერტებზე ყველა ინდუსტრიაში თუ ადგილას.

 

დიდ სურათს რომ შევხედოთ, ბლოკჩეინის ინჟინერს უნდა ჰქონდეს მყარი პროგრამირების უნარები და საფუძვლიანი გააზრება Ripple-ის, R3-ის, Ethereum-ისა და Bitcoin-ის მიღმა არსებული ტექნოლოგიების, ასევე კონსენსუსის მეთოდოლოგიებისა და უსაფრთხოების პროტოკოლების სტეკების, კრიპტო ბიბლიოთეკებისა და ფუნქციების შესახებ.

 

ბლოკჩეინის ინჟინრის საშუალო წლიური ხელფასი $150,000-ზე მეტია. 

 

4. პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი

შემდეგი საუკეთესო ანაზღაურებადი სამუშაოების სიაში არის პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი. პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი ოპტიმიზაციას უკეთებს განვითარების პროცესს დიზაინის არჩევანის გაკეთებით და ტექნიკური სტანდარტების კარნახით, როგორიცაა კოდირება, ინსტრუმენტები და პლატფორმები. როგორც მათი როლის ნაწილი, ისინი იდენტიფიცირებენ მომხმარებლის მოთხოვნებს და ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს პროტოტიპების შესაქმნელად.

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორისთვის საჭირო ზოგიერთი უნარი მოიცავს:

  • Data modelling მონაცემთა მოდელირება
  • პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის ცოდნა
  • პროგრამირების კარგი უნარები
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები

 

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის საშუალო წლიური ხელფასი $114,000-ზე მეტია.

 

3. დიდ მონაცემთა (Big Data) ინჟინერი

ინტერნეტ მომხმარებლები აწარმოებენ დაახლოებით 2.5 კვინტილიონ ბაიტ მონაცემებს ყოველდღე. ამ უზარმაზარი მოცულობის მონაცემების გამოსაყენებლად და ინფორმაციის მისაღებად, ორგანიზაციების 97 პროცენტზე მეტი ინვესტიციას ახორციელებს Big Data-სა და AI-ში.

ცხადია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT სამუშაოების სიაში შემდეგი არის დიდ მონაცემთა არქიტექტორი. დიდ მონაცემთა არქიტექტორი გეგმავს, შეიმუშავებს და მართავს დიდ მონაცემების აპლიკაციების ფართომასშტაბიანი განვითარებისა და განთავსების მთელ სასიცოცხლო ციკლს. საჭირო უნარებია:

  • Hadoop, Spark და NoSQL-ის ასევე როგორც მოანცემთა სასაწყობე ტექნოლოგიების ცოდნა 
  • პროგრამირების უნარები
  • მონალცემთა ვიზუალიზაციის უნარები
  • ბრწყინვალე კომუნიკაციის უნარები

 

დიდი მონაცემთა არქიტექტორის საშუალო წლიური ხელფასი არის $140,000.

 

2. ნივთების ინტერნეტი (IoT) გადაწყვეტილებების არქიტექტორი

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო დღეს ტექნოლოგიაში არის IoT გადაწყვეტილებების არქიტექტორი. IoT გადაწყვეტილებების არქიტექტორი წარმოადგენს ლიდერის როლს IoT გადაწყვეტილებების განვითარებისა და დანერგვის სტრატეგიის ზედამხედველობისთვის. IoT გადაწყვეტილებების გააზრების გარდა, ადამიანს ასევე უნდა ჰქონდეს პროგრამირების ძლიერი უნარები, მანქანური სწავლების ცოდნა და ტექნიკის დიზაინისა და არქიტექტურის ცოდნა.

 

IoT გადაწყვეტილებების არქიტექტორი პასუხისმგებელია ხელმძღვანელობაზე და მონაწილეობაზე არქიტექტურისა და დიზაინის ირგვლივ აქტივობებში, ეხმარება განავითაროს საერთო IoT ეკოსისტემის ჩართულობა IoT Solution Framework-ზე დაყრდნობით და ბიზნესის საჭიროებების გადაყვანა გადაწყვეტილებების არქიტექტურის მოთხოვნებში.

 

და აღნიშნულ მაღალანაზღაურებად სამუშაოში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ  $130,000 -ზე მეტი წლიურად.

 

1. მონაცემთა მეცნიერი

მონაცემთა მეცნიერი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოა ინდუსტრიებსა და სექტორებში. მონაცემების მეცნიერებზე მოთხოვნა ყოველწლიურად 29 პროცენტით იზრდება და 2013 წლიდან აღინიშნება დრამატული ზრდა (344%) და ყველაფერი ეს სწორი მიზეზის გამო. მონაცემთა მეცნიერი აანალიზებს და განმარტავს კომპლექსურ მონაცემებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს უკეთესი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაში. მონაცემთა მეცნიერს უნდა შეეძლოს:

  • მანქანური სწავლების ალგორითმების გაგება
  • მონაცემთა მოდელების შექმნა
  • კოდირება ენებში როგორიცაა Python, R, SAS და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტები
  • ბიზნეს პრობლემების იდენტიფიცირება და სათანასო გადაწყვეტილებების შეთავაზება

მონაცემთა მეცნიერის წლიური ხელფასი შეიძლება აღწევდეს $150,000-ს, რაც მას აქცევს 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოდ. 

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა