IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

10 კომპანია დიდ ბრიტანეთში რომელშიც შეგიძლიათ დასაქმდეთ შინიდან გაუსვლელად

1000

მოტივაცია

ტექნოლოგიები

24.02.2024

1323 დათვალიერება

დიდი ბრიტანეთის ტექნიკური სცენა ასეთია -  დიდ ბრიტანეთში დიდი მოთხოვნაა მოაზროვნეებზე, გაბედულ დაკრეატიულ კადრებზე. ეს ქვეყანა უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ტექნოლოგიური ნიჭით დაჯილდოებულ სპეციალისტებს.  ციფრული სამუშაოები და უნარები საფუძვლად უდევს გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური სექტორის ზრდას, რაც თავის მხრივ ქმნის მაღალი პროდუქტიულობის სამუშაო ადგილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გაერთიანებული სამეფო შესამჩნევი სისწრაფით იზიდავს ნიჭიერ სპეციალისტებს ტექნოლოგიების სფეროში, რაც ერთის მხრივ აქ არსებული საემიგრაციო პოლიტიკის დამსახურებაა. ბრიტანეთი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა გლობალურად ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ტალანტების მოსაზიდად და ასევე წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში პირველი ტექნოლოგიური ვიზით, წამყვანი მიგრაციის სისტემით, რომელიც მოიცავს Tier 1 Exceptional Talent, Startup და Innovator ვიზებს.

 

საუკეთესო ტექნიკური კომპანიები დიდ ბრიტანეთში:

ეს არის უახლესი სია საუკეთესო ტექნიკური კომპანიების შესახებ, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ სამუშაოს დასაწყებად. დიდ ბრიტანეთში, ვენჩურული კაპიტალი ტექნოლოგიაში მესამეა, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, ასე რომ დროა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

 

ServiceNow

ყოველი დიდი გამოცდილების უკან დიდი სამუშაო პროცესი დგას. ყოველ შემთხვევაში, ეს არის Servicenow -ს ფილოსოფია. ეს არის პლატფორმა ყველა ციფრული სამუშაო ნაკადისთვის, რომელიც აკავშირებს ადამიანებს და მოქმედებებს და ეხმარება სისტემების ინტეგრირებას ორგანიზაციებში. თუ  API-ების და სისტემური სამუშაო ნაკადების მოყვარული ხართ, Servicenow იქნება შესანიშნავი ადგილი თქვენი ტექნიკური უნარების გასაუმჯობესებლად.

ServiceNow დებს შეთანხმებას თავის ყველა თანამშრომელთან, რომ იცხოვრონ საუკეთესოდ, გააკეთონ თავიანთი საქმე საუკეთესოდ და მოახდინონ მიზნების რეალიზება ერთად, როგორც ძლიერი გუნდი. როდესაც უერთდებით ServiceNow-ს, იღებთ წვდომას რესურსებზე, რომლებიც გეხმარებათ თქვენი სამუშაო და პირადი სივრე დაასტაბილუროთ, ასევე იღებთ მოქნილობას და ნდობას, რაც საშუალებას  გაძლევთ შეათავსოთ სამსახური და პირადი ცხოვრება. 

 

Salesforce

დღესდღეობით კომპანია Salesforce მოძველებულ პლატფორმას წარმოადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მიისწრაფვის ინოვაციებისკენ. მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის ორგანიზაციამ, მნიშვნელოვანი თანხების ინვესტიცია განახორციელა ლონდონის ფილიალში .  Fortune-ის თანახმად 2021 წელს კომპანია აღიარეს როგორც საუკეთესო სამუშაო ადგილი არამარტო ლონდონში, არამედ ბრიტანეთში და მსოფლიოშიც კი. 

"ჩემი საქმე, ეს არის ის რაზეც ვოცნებობდი, მე სიამოვნებით ვუწევ კონსულტაციას მსოფლიო დონის კომპანიებს მომხმარებელთა გამოცდილების სტრატეგიების შესახებ და ვაჩვენებ, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ტექნოლოგიები თავიანთი ბიზნეს მიზნების მისაღწევად. დღევანდელ დღეს ჩვენ გვზღუდავს არა ტექნოლოგიები, არამედ წარმოდგენები და შესაბამისად მიწევს მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე არაჩვეულებრივ ხელმძღვანელებთან იდეებზე მუშაობა . ყველაზე სასიამოვნო ნაწილი არის თქვენ მიერ შექმნილი გამოცდილების გამოყენება. ” - სალი ნოვრუზი, მთავარი ბიზნეს კონსულტანტი EMEA, ლონდონი

 

Adobe

თუ დიზაინით ხართ დაინტერესებული, Adobe ის არის რაც თქვენ გჭირდებათ. კიდევ ერთი კლასიკური ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო.  Great Places to Work and Fortune-ის მიერ Adobe დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო სამუშაო ადგილად ექვსი წლის განმავლობაში ზედიზედ. კომპანია ეხმარება ყველა სახის "კონტენტ - კრეატორს" შექმნან მნიშვნელოვანი ციფრული გამოცდილება.

კომპანია Adobe-ის ძირითადი პრინციპებია - ადამიანები, მიზანი და ინოვაციები. ის ცდილობს დადებითი გავლენა მოახდინოს იმ საზოგადოების ცხოვრებაზე რომელშიც ის ოპერირებს, რაც კომპანიის 35 ოფისს მოიცავს მათ შორის ლონდონის ოფისს. კომპანია ამაყობს თავისი პოლიტიკით როგორიც არის მშობლის შვებულებით 26 კვირამდე ხელფასის 100%-ის ანაზღაურებით, ასევე პროგრამა "Welcome Back", როდესაც ახალ მშობლებს ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას ეხმარება. Adobe-ის თანამშრომლები წელიწადში 1000 აშშ დოლარს იღებენ განათლებისთვის და უნაზღაურდებათ გამაჯანსაღებელი პროცედურები.  გარდა ამისა, კომპანიის ტერიტორიაზე თანამშრომლობისთვის bootcamps-ს და იოგის გაკვეთილები ტარდება.

 

ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია! შეისწავლე პროგრამირება 0-დან და დაეუფლე უახლეს პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

Meta

ყოფილი Facebook, დღეს კი კომპანია Meta მოგცემთ საშუალებას გავლენა მოახდინოთ ძირითად ტექნოლოგიებზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, ესენია - Facebook, Messenger, Instagram, WhatsApp, Meta Quest, Workplace და Meta Portal. თუ მუშაობას  Meta -ში დაიწყებთ, გარდა კარიერული ზრდისა გაგეხსნებათ ბევრი ახალი შესაძლებლობა ტექნოლოგიურ სფეროში.

Meta ეძებს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მრავალფეროვანი  გამოცდილება, მათ შორისაა რეკლამა, ხელოვნური ინტელექტი, უსაფრთხოება, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, კონფიდენციალურობა და სხვა. ამჟამად გახსნილია ვაკანსიები ნებისმიერი უნარების მქონე პროფესიონალებისთვის.  Glassdoor-ზე როდესაც Meta-ს მიმოიხილავენ აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კომპანიაში Meta-შო, წარმოუდგენლად "ნათელი, კეთილი და თავმდაბალი" თანამშრომლები არიან, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერის და ზრდის ატმოსფერო სუფევს.

 

Wise

Wise ( ყოფილი TransferWise) კომპანიაა მათთვის, ვინც ფინტექით არის დაინტერესებული, ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი კომპანია რომელსაც  ოფისები ლონდონში აქვს. ისინი საკუთარ თავს აღწერენ, როგორც გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას "სტარტაპ-გულით" და მათი დევიზია „ჩვენ ვართ ხალხი საზღვრებს გარეშე“.

გლობალურად დისტანციურ სამუშაოზე გადასვლამ, ხელფასის ანაზღაურების წესები, ფულის მიღება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვალუტით, დიდი გაუგებრობა გამოიწვია. კომპანია Wise მუშაობს უსაფრთხო ფულის გადარიცხვის მექანიზმის შექმნაზე რომელსაც მინიმალური ხარჯები ექნება.

Wise დამწყებებს სთავაზობს რამდენიმე პროგრამას, ასე რომ ეს შესანიშნავი ვარიანტია, თუ ახლა იწყებთ ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწეობას. მათ შესაძლებლობა აქვთ სრულ განაკვეთზე მიიღონ თანამშრომლები უნივერსიტეტის ბოლო კურსიდან, მაგრამ კიდევ უკეთესი, ისინი გვთავაზობენ სტაჟირებას, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ და განვითარდეთ უშუალოდ მუშაობის პროცესში. სტაჟირება ხელმისაწვდომია მხოლოდ Wise-ის ლონდონის კამპუსში და მას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. სტაჟირების  დროს, თქვენ  დროის 80%-ს სამუშაო სივრცეში ატარებთ, ხოლო 20%-ს კლასში ახალი უნარების შესასწავლად, სადაც გეყოლებათ ხელმძღვანელი, რომელიც დაგეხმარებათ სწავლაში და ზრდის პროცესში.

 

Hopin 

„თუ სწრაფი მოძრაობა, ჭკვიანურად მუშაობა და დიდი გამოწვევების გადაჭრა გიყვართ “, კომპანია Hopin თქვენთვის არის. Hopin ძირითადად დისტანციური კომპანიაა, თუმცა აქვთ ოფისები ბრიტანეთში . მისი მთელი იდეა არის ხელი შეუწყონ გუნდურ მუშაობას ვირტუალურ სივრცეში და კომპანიის შიგნითაც ამას ცდილობენ. მათი ღირებულებებია: ზემოქმედების პრიორიტეტულობა - ეგოსგან გათავისუფლება, უნარი დიდი პრობლემების თავიდან აცილების და მათი გადაჭრის, ლიდერობა ემპათიის გრძნობით და მომხმარებლებზე ფოკუსირება.

Hopin -ს მართლაც კარგი ბენეფიტები აქვს. ისინი სთავაზობენ შეუზღუდავ შვებულებას და მოქნილ დროს, 1000 აშშ დოლარს სახლის ოფისის მოსაწყობად, 1500 დოლარს სწავლა/განვითარებისთვის და 100 აშშ დოლარის ყოველთვიურ სტიპენდიას დისტანციური მუშაობისთვის. იმის საშუალებასაც კი  გაძლევენ თვითონ  გადაწყვიტოთ, გსურთ იმუშაოთ Mac-ზე თუ Dell-ზე!

 

Revolut

Revolut  კიდევ ერთი ფინტექ კომპანიაა, რომელიც პერსონალურ საბანკო და ფინანსურ ოპერაციებს აადვილებს. კომპანია ფარავს ყოველდღიურ ფულად საჭიროებებს, ინვესტიციებს, დაზღვევას, უსაფრთხოებას და მოგზაურობას. Revolut-ს შეუძლია გაუმკლავდეს გადახდებს, ბიუჯეტირებას და ანალიტიკას, რათა თვალყური ადევნოს ხარჯვის ჩვევებს და დაადგინოს დაზოგვის შესაძლებლობები. თქვენ კი დაეხმარებით  მომავალ თაობას ისწავლონ როგორ გააუმჯობესონ თავიანთი ფინანსები და დახარჯონ ჭკვიანურად.

Revolut-ის საინჟინრო და მონაცემთა გუნდს აქვს ყველაზე ღია ვაკანსიები ამიტომ კარგი დროა იფიქროთ მათ "საოცნებო გუნდში" გაწევრიანებაზე. Revolut-ში მუშაობა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ უმაღლესი პროფესიონალი, რადგან ისინი მხოლოდ ტოპ კლასის სპეციალისტებს იღებენ. ლოგიკა, მიზეზი და საღი აზრი მათი მამოძრავებელი ფაქტორებია და აქცენტი კეთდება სიმკაცრეზე, მიზანდასახულობაზე, ჭკუაზე და საზღვრების გადალახვის გამბედაობაზე. თქვენ შეუერთდებით გუნდს, სადაც ისწავლით მხოლოდ საუკეთესოებისგან.

 

Microsoft

Microsoft-ი ერთ-ერთ მთავარ მოთამაშე ტექნოლოგიების სფეროში, ყველასთვის კარგად ნაცნობია. კომპანია ბრიტანეთში  ინტერნატურას და სტაჟირებას გთავაზობთ იმის მიხედვით, თუ რა საფეხურზე იმყოფებით კარიერულად. ინტერნატურა განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, ხოლო სტაჟირება გათვლილია სამუშაო ბაზარზე ახალწვეულებისთვის, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ უნივერსიტეტის ხარისხი. Microsoft-ში შეძლებთ იმუშაოთ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და შერეული რეალობა, რაც ინოვატორებს მისცემს საშუალებას შექმნან სრულიად ახალი სამყარო.

Microsoft გთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკს, დიდ შვებულებას და არდადეგებს. ის  მხარს უჭერს თანამშრომლების ზრდას ონლაინ და IRL ტექნიკური, მენეჯმენტისა და პროფესიული განვითარების კურსების საშუალებით. კომპანია გთავაზობთ მსოფლიო დონის ჯანდაცვის პაკეტს და თანამშრომლების ფინანსურ პროგრამას, რათა თანამშრომლებმა შეძლონ დაზოგვა და ინვესტირება. Microsoft გთავაზობთ მშობლის შვებულებას, ოჯახის აღმზრდელის შვებულებას, შვილად აყვანის დახმარებას, მშობლების კურსებს და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამებს. ეს შესანიშნავი კომპანიაა,რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიზარდოთ როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

 

Google

ლონდონში Google-ის პირველი ოფისი 2003 წელს გაიხსნა და მას შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უესტმინსტერის/სოჰოს უბანში მდებარე ოფისები 5000 კვადრატულ მეტრზე მეტ არატრადიციულ სამუშაო გარემოს მოიცავს. ოფისები აღჭურვილია უცნაური სახელებითა და თემებით, მათ შორის „ბებიას ბინა“ და „ლალა ბიბლიოთეკა“. სახურავზე ტერასაც კი არის მათთვის, ვისაც გარეთ გასვლა სურს , როცა ლონდონის მზე ანათებს.

რაც შეეხება ბენეფიტებს, Google გთავაზობთ ანაზღაურებად შვებულებას, მათ შორის ახლობლის გარდაცვალების, ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესრულების, ავადმყოფობის, მშობლის შვებულების, ქმედუუნარობის და გლობალური გადატვირთვის/კეთილდღეობის დღეებს. მათი სამუშაო მოდელი ჰიბრიდულია, რომელიც კვირაში 2 დღეს სახლიდან მუშაობას გულისხმობს. ხელმისაწვდომია დისტანციური მუშაობის რამდენიმე შესაძლებლობა. მაგრამ რატომ გსურთ გამოტოვოთ შანსი მათ გასაოცარ ლონდონის ოფისებში ყოფნის?

 

Monzo

ამ სიის ჩამონათვალს კომპანია Monzo ასრულებს, რომელმაც მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო როგორც Mastercard-ის წინასწარ გადახდის ბარათი, რომლის შევსებაც Monzo-ს აპლიკაციით არის შესაძლებელი  და უცხოეთში ყოფნის დროს  უფასოდ თანხის მოხსნის საშუალებას იძლევა.

აპი ეხმარება მომხმარებლებს ხელფასის სორტირებაში, ბიუჯეტების შედგენაში, დანაზოგის გაკეთებაში, გადაიხადონ გადასახადები და მიიღონ შეტყობინება მყისიერი ხარჯების შესახებ, რათა იცოდნენ, თუ რას ხარჯავენ რეალურ დროში. აპი ოვერდრაფტისგანაც კი იცავს მის მომხმარებელს, ინტეგრირდება Apple-თან და Google Pay-თან, სთავაზობს სესხებს და ეხმარება მომხმარებლებს ვადაზე ადრე მიიღონ ანაზღაურება.

კომპანია Monzo-ში მუშაობა ნიშნავს, რომ ოფისი ლონდონის ცენტრში გექნებათ და ააშენებთ საბანკო საქმის მომავალს. Monzo-ს თანამშრომლებს "მონზონავტებს" ეძახიან  და ისინი საუკეთესო ბენეფიტებით სარგებლობენ. კომპანიას აქვს მოქნილი სამუშაო საათები და ყოველწლიურად 24 დღე ანაზღაურებად შვებულებას გთავაზობთ, პლუს ერთი თვის ანაზღაურების გარეშე შვებულებას. თუ Monzo-ში ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებთ, სამთვიან ანაზღაურებად შვებულებას მიიღებთ! ასე რომ, ეს შესანიშნავი კომპანიაა იმისთვის, რომ შეუერთდეთ მის გუნდს და განავითაროთ თქვენი კარიერა ტექნოლოგიების სფეროში.

 

არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიაში დასაქმებაზე ოცნებობთ, ერთი რამ უდავოა, ახლა საუკეთესო დროა ახალი უნარების შესაძენად და თქვენი კარიერის დასაწყებად. შემოგვიერთდით ახლავე, დაიწყეთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა და დასაქმდით მსოფლიოს წამყვან კომპანიებში 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა