IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

10 რჩევა წარმატებული მომავლისთვის

1000

მოტივაცია

29.10.2023

898 დათვალიერება

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მხოლოდ ინტუიციურად, რა ჯობს და რა არ ჯობს გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე შეუძლებელია და ხანდახან ამ ნაწილში სხვა ადამიანების რჩევის გათვალისწინება არა მხოლოდ ამარტივებს ჩვენს ცხოვრებას, არამედ გვაძლევს მიმართულებას შევცვალოთ მომავალი უკეთესობისაკენ - ამ ბლოგში ჩამოთვლილი გამოცდილი ადამიანების რჩევები დაგეხმარებათ შეიქმნათ წარმატებული კარიერა და ბედნიერი ცხოვრება, გადადგათ პრაქტიკული ნაბიჯები შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად

 

1. ფოკუსირდი შედეგზე

გაარკვიე, რისი მიღწევა გსურს და იმოძრავე სწორი მიმართულებით. არავის მისცე უფლება გაგაჩეროს და ნუ გაითავისებ სხვების ოცნებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოაჩენ, რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, ფოკუსირდი ყველაზე მნიშვნელოვანზე - ყოველი დღე ბევრად უფრო პროდუქტიულია, როცა იცი კონკრეტულად რა გაქვს გასაკეთებელი და რაზე უნდა კონცენტრირდე

 

2. აიღეთ პასუხისმგებლობა ყოველდღიურ მოქმედებებზე

ყოველდღიური პატარ-პატარა გადაწყვეტილებები ქმნიან ჩვენს დღეს და ჩვენს ცხოვრებას. ყოველ საღამოს გაანალიზე მიღებული გადაწყვეტილებები, რა გააკეთე და რატომ, რა შედეგი მოიტანა სადღაც წასვლამ ან არ წასვლამ, განხორციელებულმა ზარებმა ან მოკლე ტექსტურმა შეტყობინებებმა, რაღაცის გაკეთებამ ან არ გაკეთებამ და შემდეგი დღე ამის მიხედვით შეეცადე დაგეგმო. ჩვენი გადაწყვეტილებების ყოველდღიური ანალიზი გვეხმარება, ყოველი შემდეგი დღე იყოს მეტად ხარისხიანი.

 

3. იცხოვრე აწმყოში

დაივიწყე მსგავსი წინადადებები „როცა ვისწავლი ინგლისურს, მოვძებნი ახალ სამსახურს“ „როცა მექნება სავარჯიშო ტანსაცმელი, დავიწყებ სირბილს“ „როცა დათბება, წავალ ლაშქრობაში“. ხშირად სწორედ იმიტომ ვრჩებით ის სადაც ვართ, რომ მთელი ჩვენი ყურადღება გადატანილი გვაქვს მომავალზე, არადა იქიდან დაწყება სადაც ვართ და იმითი დაწყება რაც გვაქვს ბევრად უფრო შედეგის მომტანია, ვინაიდან გზადაგზა გამოჩნდება, ხოლმე რომ სირბილით, ინგლისურით ან იმ „რაღაცით“ რასაც ამდენი ხანია ველოდებით, შედეგი ვერ მიიღწევა.

 

4. მოაწესრიგე გარემო, რომელშიც ცხოვრობ

ეს შეეხება როგორც ნივთებს ასევე ადამიანებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ თავს დაუსვი შეკითხვა განიჭებს თუ არა სიამოვნებას ამ ნივთთან ან კონკრეტულ ადამიანთან ურთოერთობა. მოიშორე ყველაფერი რაც უფრო მეტ პრობლემას გიქმნის ვიდრე კომფორტს - მანქანა, ტელეფონი და ა.შ. მოაწესრიგე ყველაფერი რაც გჭირდება. ჩამოშორდი ყველას ვინც ენერგიას გაცლის და გაატარე დრო იმ ადამიანებთან ვისთანაც თავს კარგად გრძნობ

გახსოვდეს, ყველა ადამიანი როდია შექმნილი იმისთვის, რომ დაგეხმაროს და მხარი დაუჭიროს შენს ნებისმიერ წამოწყებას, ეს სავსებით ნორმალურია. ყველა მათგანს საკუთარი აზრი გააჩნია. და შენც გაგაჩნია. ამიტომ ნუ მისცემ სხვებს უფლებას გაგაჩეროს ოცნებისაკენ მიმავალ გზაზე. ეს შენი ცხოვრებაა და შენ ხარ მასზე პასუხისმგებელი.

 

ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

5. დაგეგმე

 

რთული და არაპროდუქტიულია თავში იმ ყველაფრის შენახვა, რისი მიღწევაც გსურს. აიღე ბლოკნოტი, სადაც ფიქრების და გრძნობების გადატანას შეძლებ. როჩესტერის სამედიცინო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ აზრების და გრძნობების ფურცელზე გადატანა არა მხოლოდ გვეხმარება აზრების მოწერსრიგებასა და ჩვენი ცხოვრებისთვის სწორი მიმართულების მიცემაში, არამედ კარგი საშუალებაა დეპრესიის სიმპტომების შესამსუბუქებლად, სტრესისა და შფოთვის დასაქვეითებლად.

 

6. შეადგინე სია

ჩამოწერეთ რისი გაკეთება, რისი სწავლა, სად წასვლა და რისი ნახვა არის მიზანი, სურვილები, რომლის ასრულების შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ყოველ დღე აკეთებთ რაღაცას სურვილების ასასრულებლად - საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობთ და წარმატებული მომავალი გარანტირებულია!

 

7. ისწავლე რაღაც ახალი

იქნება ეს მხოლოდ ახალი უნარ-ჩვევის სწავლის გასართობად თუ გსურს შენი CV-ის გაძლიერება, ახალი უნარების შეძენა აუცილებელია. სამყარო აგრძელებს სწრაფი ტემპით ცვლილებას და ერთადერთი, რაც განგასხვავებს შენ დანარჩენი კონკურენციისგან, არის უნარები, რომელიც გაქვს წარსული კვალიფიკაციის მიღმა.

მოიძიე მომავლის პროფესიები, შეისწავლე ქსელები და კიბერუსაფრთხოება, პროგრამირება Python-ის გამოყენებით, შეისწავლე ინტერიერის დიზაინი, ისწავლეთ YouTube უნარები და სხვა... დაჯავშნეთ თქვენი ადგილი რომელიმე ონლაინ ჯგუფში

 

8. ჯანმრთელი სხეულის და ფსიქიკის გარეშე შეუძლებელია გქონდეს წარმატება

იკვებეთ სწორად, დალიეთ საკმარისი წყალი და იძინეთ საკმარისად, რათა დილას გაღვიძებულს მოტივაცია და ცხოვრების ხალისი არ მოგაკლდეთ. უარი თქვით ყველაფერზე, რაც თქვენს ჯამრთელობას აზიანებს.აქვე აღსანიშნავია, რომ შენობებში გამოკეტვამ ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანა. გამოიყენეთ ყველა შანსი: ბავშვთან ერთად სეირნობა, ძაღლის გასეირნება, ჰობი და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ხეებზე, ცაზე და გარემოზე დაკვირვება სრულიად ცვლის ჩვენს განწყობას სამყაროსადმი და მკვეთრად აუმჯობესებს ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას.

 

9. აკეთე ის რაც მოგწონს და გსიამოვნებს

დღეში 2-3 საათის დათმობა იმ საქმისთვის რაც მოგვწონს, გამოგვდის და გვისიამოვნებს, ჩვენს ცხოვრებას განსხვავებულ დატვირთვას სძენს და საკუთარი თავის რეალიზების შეგრძნებას გვმატებს. ამდენად, თუ ვერ ახერხებთ, რომ თქვენი ძირითადი შემოსავლის წყარო იყოს ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, ჰობის სახით მაინც შეეცადეთ მისი შენარჩუნება და იზრუნეთ, რომ ნელ-ნელა სრულად მასზე გადაერთოთ.

 

10. დაიწყე წიგნის კითხვა

კვლევები აჩვენებს, რომ ყოველდღიური კითხვა გარდა იმისა, რომ ზრდის ცოდნას და შემეცნებას, აუმჯობესებს ადამიანის ტვინის მუშაობას, ამცირებს სტრესსა და ტვინის დაბერების პროცესს, ხოლო წიგნები, რომელსაც კითხულობთ დაკავშირებულია თქვენს პროფესიასთან ან საქმიანობასთან, ეს 20 წუთიანი პროცესი გაამდიდრებს თქვენს წარმოსახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს იმედს, რომ ყველაფერი გამოვა

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა