IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

10 ტექნოლოგიური გამოგონება, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ss

11.04.2022

5608 დათვალიერება

 

ბორბალი - მსოფლიოს პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულში შუმერებს ეკუთვით. მას შემდეგ სამყაროს განვითარების ტემპი აჩქარდა. ჯერ მიწის დასამუშავებელი მოწყობილობები შეიქმნა, შემდეგ კი პირამიდების აშენება გახდა შესაძლებელი. დღეს კი მეზობელ პლანეტაზე - მარსზე გასაფრენად ახალი პროგრამა იქმნება.

მოდით, გავიხსენოთ 10 ტექნოლოგიური გამოგონება, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

 

1. Apple iPhone

მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ი პირველი სმარტფონი არ არის, მან სრული გადატრიალება მოახდინა ტექნოლოგიურ სამყაროში. Apple-იმ 2007 წელს შეძლო და კომპიუტერის შესაძლებლობების დიდი ნაწილი ერთ პატარა ტელეფონში მოაქცია.

ახალმა გამოგონებამ ადამიანებს სამყაროს შეცნობის მეტი საშუალება მისცა: კამერა, რომლითაც წამებში შეგიძლია გარემოს აღბეჭდვა, GPS შენს ხელში, პერსონალური ციფრული ასისტენტი და MP3, რომლის საშუალებითაც მუსიკას სასურველ ადგილას და დროს მოუსმენ.

პირველი iPhone-ის გამოსვლიდან თითქმის 15 წელი გავიდა. დღეს კი ახალი მოდელების შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო იზრდება.

 

2. Wi-Fi

 

სმარტფონები და ინტერნეტი, რომლებსაც დღეს ვიყენებთ, ასეთი სახით  ვერ იარსებებდა Wi-Fi-ის გარეშე. 1995 წელს ინტერნეტში შესასვლელად ქსელთან დაკავშირებული კაბელის გამოყენება იყო საჭირო. 1997 წელს კი Wi-Fi გამოიგონეს, რომლის საშუალებითაც ინტენერტ ქსელს უსადენოდ შეგვიძლია დავუკავშირდეთ. დღეს უსადენო როუტერების დამსახურებით, ინტერნეტს ვუკავშირდებით სახლიდან, ოფისიდან, ავტობუსიდან და კოსმოსიდანაც კი.

Wi-Fi აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური პერსონალური თუ პროფესიული ცხოვრებისთვის. დღეს უკვე იშვიათად შეხვდებით ისეთ ადგილს, სადაც Wi-Fi არ არის.

 

3. ნივთების ინტერნეტი (IoT)

 

Wi-Fi-იმ ადამიანებს მხოლოდ E-mail-ების შემოწმებისა და გართობის საშუალება არ მისცა. მისი დამსახურებით, მილიონობით სამომხმარებლო მოწყობილობა უკავშირდება ერთმანეთს და ცვლის ინფორმაციას (ადამიანის ჩარევის გარეშე). სწორედ ასე იქმნება სისტემა, რომელსაც „ნივთების ინტერნეტი“ ეწოდება. ეს ტერმინი 1999 წელს გამოიყენეს პირველად, თუმცა იდეა მხოლოდ ბოლო ათწლეულში გახდა პოპულარული.

დღეს, დედამიწაზე მილიარდობით ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობაა, რომლებიც სხვადასხვა საქმის შესრულებაში გვეხმარება: სახლის სმარტ მოწყობილობები ყოველდღიურ ცხოვრებას გვიმარტივებენ. ახლა ერთი ადგილიდან არის შესაძლებელი სინათლის ანთება, შემოსასვლელთან დამონტაჟებული კამერის შემოწმება ან იმის შეხსენება, რომ საყიდლებზე ვართ წასასვლელი.

 

4. Bluetooth

 

Bluetooth - კიდევ ერთი უსადენო ტექნოლოგიაა, რომელიც თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელია. ის 1999 წელს შექმნეს, მთავარი მიზანი კი ტელეფონისა და უსადენო მიკროფონიანი ყურსასმენების დაკავშირება იყო. მისი დამსახურებით შეგეძლო ტელეფონზე გესაუბრა და თან სხვა საქმე გეკეთებინა.

თუმცა, მას შემდეგ მისი ფუნქციები გაიზარდა, ახლა კი მრავალ ტექნოლოგიასთან უსადენოდ დაკავშირების საშუალებას იძლევა. 2012 წლიდან 2018 წლამდე Bluetooth-იანი მოწყობილობების რიცხვმა 10 მილიარდს გადააჭარბა.

 

5. VPN

 

VPN -  იგივე ვირტუალური კერძო ქსელი, კომპიუტერსა და ინტერნეტს შორის ინფორმაციის უსაფრთხოდ გადაცემაში გვეხმარება. ის 1996 წელს შეიქმნა და მას ძირითადად დიდი ბიზნესები იყენებდნენ, რათა დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს კომპანიის მონაცემებზე უსაფრთხო წვდომა ჰქონოდათ.

მას შემდეგ მის მოხმარებელთა სია გაიზარდა. VPN-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია IP მისამართების, ჩვენი ონლაინ აქტივობის და მსგავსი მოქმედებების დამალვა. რაც უფრო იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა და შესაძლებლობების რიცხვი, მით უფრო საჭიროა მონაცემების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. VPN კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი საშუალებაა.

 

6. Blockchain

 

Blockchain - ბლოკების ჯაჭვი, არის მზარდი ჩანაწერების - „ბლოკების“ სია, რომელიც კრიპტოგრაფულად არის დაცული. ამის დამსახურებით, მასში მონაცემების შეცვლა თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ტექნოლოგიას თანამედროვე სამყარო სხვადასხვა მონაცემების შესანახად თუ ტრანზაქციებისას იყენებს - ხმის მიცემის სისტემები, ლატარეები, ID ბარათები და სხვა მსგავსი სისტემები სწორედ Blockchain ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული.

 

7. ხელოვნური ინტელექტი (AI)

AI - ხელოვნური ინტელექტი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილად მიიჩნეოდა. თუმცა, ბოლო ათწლეულებში ის ჩვენს სამყაროშიც შემოიჭრა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ტექნოლოგიად იქცა. სწორედ მასზეა დაფუძნებული სახის ამომცნობი სისტემები, თუმცა მისი ფუნქციები ამით არ შემოიფარგლება. ხელოვნური ინტელექტი წარმატებით გამოიყენება სამედიცინო სამყაროში, ტრანსპორტირებისას, ვაჭრობისას და სხვა. ინტერნეტში კი გამოიყენება ყველაფერში - ხმის ამომცნობის სისტემიდან დაწყებული, Spam შეტყობინებების გაფილტვრით დამთავრებული.

თუმცა, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ამ ყველაფერზე დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მთავარი არსი - ადამიანის ინტელექტის დონის მიღწევაა, მისგან სხვა უამრავ შესაძლებლობას უნდა ველოდოთ.

 

8. კვანტური კომპიუტერი

 

დღეს კომპანიები და ქვეყნები კვანტური კომპიუტერების შესაქმნელად მილიარდობთ დოლარს ხარჯავენ. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია, მასზე ძალიან დიდი იმედების დამყარება შეგვიძლია. კვანტურ კომპიუტერს ექნება შესაძლებლობა, რომ მოუხერხებელი პრობლემები გადაჭრას თითქმის ყველა დარგში: ქიმია, ფიზიკა,  ვაჭრობა, მატერიებს დიზაინი, ფინანსები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

ახალმა ტექნოლოგიამ უკვე რამდენჯერმე შეძლო თავისი შესაძლებლობების დამტკიცება. Google-მა უკვე გამოსცადა კვანტური პროცესორი „Sycamore“, რომელმაც დავალების შესრულება 200 წამში შეძლო. Google-ის მონაცემების მიხედვით, კი ანალოგიური დავალებს შესრულებას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი 10 000 წელი მოუნდებოდა.

 

9. 3D პრინტერი

3D პრინტერები - იმ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება, რომლებიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მათი დამსახურებით ყველაფრის შექმნა არის შესაძლებელი.

მისი გამოყენება უკვე დაიწყეს დიდმა კომპანიებმა. Adidas-მა უკვე შექმნა 3D პრინტერით დამზარებული ფეხსაცმელის  ახალი კოლექცია. Porsche კი გეგმავს, რომ მოხმარებლებს ახალი მანქანების სავარძლები სწორედ 3D პრინტერის საშუალებით დაუმზადოს.

თუმცა, მისი შესაძლებლობები აქ არ მთავრდება. მას ძალიან დიდი მომავალი აქვს მედიცინის განვითარებაში. მეცნიერები უკვე მუშაობენ 3D პრინტერით კანის, კუნთებისა და სხეულის სხვა ნაწილების ანალოგების შექმნაზე - რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლება.

 

10. ვირტუალური რეალობა (VR)

VR - კომპიუტერულად შექმნილი რეალობა უკვე დიდი ხანია ჩვენს გარშემოა. ვიდეო-თამაშების კომპანიები, სამხედრო-საწვრთნელი ბაზები, მედიცინა - უკვე დიდი ხანია მას იყენებს.

მაგრამ, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართოვდება. მეტავერსის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მალე უნდა ველოდოთ ახალ ვირტუალურ რეალობას, რომელშიც ცხოვრება იქნება შესაძლებელი.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

→ დარეგისტრირდი 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა