IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

10 უნარი, რომელიც IT სამსახურის პოვნაში დაგეხმარება

.

18.09.2023

1165 დათვალიერება

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ IT პროფესიები მათთვის არ არის, რადგან საკმარისი ტექნიკური ცოდნა არ გააჩნიათ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში შესასვლელად მთავარია სფეროს მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი. გამოცდილება აჩვენებს, რომ ტექნიკური უნარების შეძენას დრო სჭირდება, მაგრამ IT პროფესიისთვის საჭირო მოქნილი უნარების (Soft Skills) გარეშე წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. 

მოქნილი უნარები ის თვისებებია, რომელიც ყველა ჩვენგანს ახასიათებს და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში გვეხმარება. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ჩვენი ხასიათის თანდაყოლილი ნაწილებია, ხშირად მათი შესწავლა რთულია, თუმცა გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია. ერთი რამ ეჭვგარეშეა, IT-ში კარიერული წარმატება კარგად განვითარებული მოქნილი უნარების გარეშე შეუძლებელია. 

მაგრამ, ჯერ რა ტექნიკური უნარები გჭირდებათ IT კარიერისათვის? 

ტექნიკური უნარები პროფესიების მიხედვით განსხვავდება. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში მოსახვედრად მათემატიკის ან სხვა მეცნიერებების კარგად ცოდნა არის საჭირო. თუმცა, IT-ში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლის და განვითარების სურვილი. 

ტექნიკური უნარების შეძენა ბევრნაირად შეიძლება - უნივერსიტეტები, სასწავლო პროგრამები და კურსები, ტრენინგები და პრაქტიკული გამოცდილება, სტაჟირებები და მოხალისეობრივი საქმიანობა. ზოგიერთი ტექნიკური უნარის შეძენა ბევრად მარტივია, ვიდრე იმ მოქნილი უნარების, რომლებიც IT-ში დაგჭირდებათ. 

რა მოქნილი უნარები დამახასიათებლები გჭირდებათ IT კარიერისთვის?

 


1.    კომუნიკაციის უნარი:

როგორც IT პროფესიონალს, თქვენ მუდმივად მოგიწევთ კომუნიკაცია კლიენტებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რომ მათ ტექნოლოგიური პრობლემების გადაჭრაში ან ტექ. ინსტრუმენტების გამოყენებაში დაეხმაროთ. თუ თქვენ დეველოპერობას ან IT უსაფრთხოებაში გეგმავთ კარიერის დაწყებას, მაშინ დაგჭირდებათ კომუნიკაცია გუნდის წევრებთან იდეების გასაზიარებლად.

თითქმის ყველა IT სამსახურს სჭირდება კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი - როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი. იმეილებით კომუნიკაცია თქვენი სამსახურის განუყრელი ნაწილი იქნება. ხშირად მიაჩნიათ, რომ IT-ში მუშაობა დამოუკიდებლად, სხვების გარეშე არის შესაძლებელი. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.


2.    ორგანიზაციულობა:

ორგანიზაციულობა უფრო ეფექტურს და პროდუქტიულს გაგხდით სამსახურში. ბევრი IT კარიერა დინამიკურია და ერთდროულად რამდენიმე განსხვავებულ პროექტზე შეიძლება მოგიწიოთ მუშაობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შეძლოთ თქვენი თავის ორგანიზება - სწორად შეადგინოთ დღის განრიგი და პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ თქვენი საქმიანობა. თუ ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი მარტივად გამოგდით, მაშინ ტექნოლოგიების სექტორს კარგად მოერგებით. 


3.    ანალიტიკური შესაძლებლობები:

კარგად განვითარებული ანალიტიკური შესაძლებლობები IT-ის დაგაწინაურებთ, რადგან აქ მუშაობისას ხშირად მოგიწევთ პრობლემებისთვის ლოგიკური გამოსავლის მოძიება. ანალიტიკური შესაძლებლობები ასევე დაგეხმარებათ, რომ სწორად ამოიცნოთ პრობლემები, მაგალითად, რომელი კოდი გიშლით ხელს სასურველი შედეგის მიღწევაში ან რატომ გაითიშა სერვერი. თუ ანალიტიკური გონება გაქვთ, მაშინ პრობლემების შემჩნევას მათ წარმოშობამდე შეძლებთ. 

ანალიტიკური უნარები შეიძლება იყოს: შექმნათ და გაეცნოთ მონაცემებს, ამოიცნოთ ტრენდები და განსაზღვროთ პერფორმანსის მთავარი ინდიკატორები, ამოიცნოთ კრიტიკული მოვლენები და სხვა. 


4.     კრეატიულობა:

კრეატიულობა ყველა IT სამსახურის ნაწილი არ არის, მაგრამ ბევრ მათგანში გამოგადგებათ. ტექ. გიგანტები, როგორებიც არიან მარკ ცუკერბერგი და სტივ ჯობსი კრეატიულები რომ არ ყოფილიყვნენ, მსოფლიოს შემცვლელ პროდუქტებს ვერ შექმნიდნენ. თქვენ შეიძლება არ გსურდეთ, რომ შემდეგი ბილ გეიტსი იყოთ, მაგრამ IT-ში მუშაობისას აუცილებლად დაგჭირდებათ ახალი იდეების მოფიქრება ან ინოვაციური გამოსავლის მოძებნა ტექ. პრობლემის მოსაგვარებლად. რეალურად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნა IT ბაზარზე არის უნარზე, რომ კრეატიულად მოარგოთ ახალი ტექნოლოგიები არსებულ ბიზნეს საჭიროებებს. 


5.    პროექტების მენეჯმენტი:

როგორც უკვე ვახსენეთ, IT-ში ყოფნისას ხშირად მოგიწევთ რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა. კარგად განვითარებული პროექტების მენეჯმენტის უნარი დაგეხმარებათ, რომ სწორად დაგეგმოთ პროცესი და დროულად მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. 

პროექტების მენეჯმენტის კარგი უნარი ასევე დაგეხმარებათ ახალ კარიერულ საფეხურებზე გადასვლაში, განსაკუთრებით თუ ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება გინდათ. უნარი, რომ შეძლოთ პროექტის ბოლომდე მიყვანა თქვენს კოლეგებთან ერთად დაწინაურების შანსებსაც გაგიზრდით უფრო საპასუხისმგებლო პოზიციაზე. . 


6.    სიმტკიცე

რთული ამოცანების შესრულებისას თუ მარტივად არ ნებდებით, IT-ში დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. IT პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიური გამოწვევებისას მუდმივად ცდილობდნენ პრობლემის მოგვარების გზების მოძებნას. 

ამასთან ერთად, ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობისას მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად სწავლობდეთ და ვითარდებოდეთ - ტექნოლოგიები სულ იცვლება. ამიტომაც, თუ შეგიძლიათ, რომ სწრაფ გარემოში მუშაობის წნეხს გაუძლოთ, მუდმივად გქონდეთ მზაობა, რომ ისწავლოთ და გამოწვევებს გაუმკლავდეთ, მაშინ IT-ი თქვენთვისაა. 


7.    პრობლემების მოგვარების უნარი:

თავსატეხების ამოხსნა თუ გიყვართ? როგორც უკვე ვახსენეთ, ტექნოლოგიებთან მუშაობისას პრობლემებს სულ გადააწყდებით. თუ ოდესმე დაგჭირვებიათ გაფუჭებული პერსონალური კომპიუტერის, პრინტერის ან ტელეფონის შეკეთება და ამ პროცესით სიამოვნება მიგიღიათ, მაშინ კარიერა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში თქვენთვისაა. 


8.    მოხერხებულობა:

ინდუსტრიაში მუშაობისას მნიშვნელოვანია, რომ მოძებნოთ ისეთი ტექნოლოგიები, კომპიუტერული სისტემები და პროდუქტები, რომლებიც თქვენს და სხვების პროდუქტიულობას გაზრდის. IT პროფესიონალებმა იციან, თუ როგორ გამოიყენონ უკვე ხელთ არსებული შესაძლებლობები ან მოიძიონ ისინი. მოხერხებულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიერული ცვლილებისას, როდესაც ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილება არ გაქვთ. 


9.    ცნობისმოყვარეობა:

სწავლის სურვილი და მისგან სიამოვნების მიღება მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, ინტერესი, თუ როგორ მუშაობს თქვენი მოწყობილობები IT-ში ძალიან გამოგადგებათ. ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ამას ფეხი ავუწყოთ და კარიერის განმავლობაში მუდმივად დავინტერესდეთ სიახლეებით. 


10.    სხვების დახმარების სურვილი:

IT-ში მუშაობისას, როდესაც ახალ ტექნოლოგიას ქმნით, ამით ადამიანების ცხოვრებას ამარტივებთ. ან, ხშირად, უკვე არსებული ტექნოლოგიების გამოყენებაში ეხმარებით სხვებს. ამიტომაცაა, რომ თუ სხვების დახმარება გიყვართ, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მუშაობისას ამის მრავალი შანსი მოგეცემათ. 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა