IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

11 მნიშვნელოვანი უნარი სოციალური მედიის მენეჯერებისთვის

03.04.2021

405 დათვალიერება

წელს ტრენდში ქოფირაითერები არიან, ალბათ ყველას მოგსვლიათ ფასდაკლების მომაბეზრებელი შეტყობინებები. რაც უფრო ნაკლებად მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელია ტექსტი, მით კარგია ქოფირაითერი და მომხმარებელმაც დიდი შანსია გახსნას შეტყობინება, რომ გაეცნოს მას. ფეისბუქზე რომელიმე გვერდი თუ ამოიჩემეთ და მის პოსტებს მოუთმენლად ელით ეგეც ქოფირაითერის დამსახურებაა. სოციალურ მედიას მართავენ კარგი ქოფირაითერები, მათი სტატუსები თქვენს დადებით ემოციას უზრუნველყოფს და კომპანიის მიმართ ლოიალურს გხდით.

 

გახსოვდეთ, სწორი მიმართულებით გამოყენებული სოციალური მედია დიდი ძალაა, მას 3,5 მილიარდი ყოველდღიურად ადამიანი მოიხმარს, ბრენდების 90% გაყიდვების ზრდას გეგმავს სოც-მედიის საშუალებით და მათი 77% აღწევს სასურველ ტენდენციას.

 

სოციალური მედიის მენეჯერი ქმნის და ახორციელებს ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიას სხვადასხვა სოციალურ ქსელში. მათი მიზნები შესაბამისობაშია ორგანიზაციის ძირითად ბიზნეს მიზნებთან

 

გადახედეთ სოციალურ ქსელში ყველაზე წარმატებულ ბრენდებს, როგორ ინარჩუნებენ პირველობას? მათ ჰყავთ სოციალური მედიის ექსპერტი (ან ექსპერტთა ჯგუფი), რომელიც წერს და ახორციელებს სტრატეგიას, ხარჯავს უამრავ რესურსს და ყოველდღიურად შედეგის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

 

რას აკეთებს სოციალური მედიის მენეჯერი?

ორგანიზაციის დანიშნულებიდან გამომდინარე, სოციალური მედიის მენეჯერმა უნდა შეასრულოს შემდეგი დავალებები:

 

• მოახდინოს სხვადასხვა პლატფორმის სპეციფიკური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც ემთხვევა საერთო ბიზნეს მიზნებს (მაგალითად, კონვერტაცია, lead generation marketing, ინფორმირებულობა და ა.შ.)

• სოციალურ არხებზე სხვადასხვა მასშტაბის კამპანიების შემუშავება და განხორციელება (მაგ. პროდუქტის გამოშვება, რებრენდინგი, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, კონკურსები და ა.შ.)

• ანალიტიკური საშუალებების გამოყენებით განსაზღვრა, შემოწმება და ანგარიშს გაწევა სოციალურ სტრატეგიებსა და კამპანიებს

• შეიმუშაოს საკუთარ სამიზნე აუდიტორიასთან საკონტაქტოდ რელევანტური კონტენტი, რაც გულისხმობს ტექსტს, სურათს ან ვიდეოს

• იქონიეთ ან/და შეადგინეთ სოციალური მედიის შინაარსის კალენდარი

• მართეთ ყველა პლატფორმა, რომელსაც საჭიროდ თვლით

• დაგეგმეთ და გააკონტროლეთ ყველა ფასიანი სოციალური კამპანია, მათ შორის პარტნიორობა გავლენის მქონე პირებთან

• სწორად დაგეგმეთ სოციალურ არხებში ბრენდის მიმდევრებთან და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა

• გამოიყენეთ სწორი ინსტრუმენტები და თვალი ადევნეთ თქვენს სოციალურ არხებში მიმდინარე რეკლამებს

• მუდმივად გაეცანით მარკეტინგულ ტრენდებს, ტექნოლოგიისა და რეკლამირების სფეროში სიახლეებს

• შექმენით და გააძლიერეთ პარტნიორობა ინფლუენსერებთან

 

მოდით განვსაზღვროთ ზუსტად რა ტიპის ადამიანები არიან წარმატებული სოციალური მედია მენეჯერები და როგორ იმართება სარეკლამო კამპანიები პროფესიონალურად

 

1. მათ აქვთ სტრატეგიული აზროვნების ძლიერი უნარი 

სოციალური მედიის მენეჯერები, უპირველეს ყოვლისა სტრატეგიული მარკეტერები არიან. დიახ, მათ იციან, თუ როგორ უნდა მოახდინონ Facebook Messenger რეკლამების ინტეგრირება მარკეტინგის ძაბრში. რაც მთავარია, მათ იციან, როგორ მიაწოდონ პროდუქტი მომხმარებელს სწორი კომუნიკაციით

და რაც მთავარია მათ საუკეთესოდ იციან თუ როგორ მუშაობს ფეისბუკის Ads Manager-ი და რა ხრიკები არსებობს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად!

 

2. მონაცემებზე ორიენტირების უნარი 

სოცილური მედია ყოველდღიურად უამრავ მონაცემს გვაწვდის, ვინ გადმოვიდა გვერდზე, რამდენი ემოცია დაფიქსირდა, ვიდეოების ყურება უფრო მოსწონს მომხმარებელს თუ ფოტოები?! შეუძლებელია ანალიტიკის გარეშე იყო წარმატებული მენეჯერი

 

3. აქვთ მასშტაბური სარეკლამო კამპანიის დაგეგმარების და წარმოების უნარი 

კამპანიის დაწყებამდე, აუცილებელია შევქმნათ ხარიხსიანი კონტენტი, რაც გულისხმობს: კრეატიულად და მოკლედ წერას, ტრენდულ დიზაინს, შესაბამის ფოტოგრაფიას, ინფორმაციულ ვიდეოებს, ბრენდებმა უნდა გამოაქვეყნონ ის, რაც ადამიანებს აინტერესებთ

 

კარგად განსაზღვრეთ კამპანიის მიმდინარეობა, სადაც ფეისბუქის სარეკლამო პლატფორმა საკმაო დიდ არჩევანს გვთავაზობს

  • Brand Awareness - ამ ხელსაწყოს მიზანი ბრენდის ცნობადობის გაზრდაა. ფეისბუკის ჭკვიანი ალგორითმი სამიზნე აუდიტორიას რეკლამას მაშინ უჩვენებს, როდესაც ყველაზე მეტად მიაქცევენ ყურადღებას და დაიმახსოვრებენ. სასურველია გამოიყენოთ კომპანიის ლოგო.
  • Reach - Reach გვეხმარება, რომ კონკრეტული პოსტი, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სიახლეების ველში გამოჩნდეს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ რეკლამა ნახეს. 
  • Traffic - მარკეტერები ვებ-გვერდზე მომხმარებლების გადასაყვანად იყენებენ, მიზეზი კი რამდენიმეა: მეტი ინფორმაციის მიწოდება, ონლაინ გაყიდვები, მონაცემების შეგროვება და ა.შ. თუმცა, შეგიძლია აუდიტორია აპლიკაციაში, WhatsApp-ში ან Messenger-შიც გადაიყვანო. არჩევანი შენზეა.
  • Engagement - იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ჩართულობაა მნიშვნელოვანი – კომენტარები, მოწონებები, გაზიარებები, ლინკის ან პოსტის გახსნა
  • App Installs - მიზანი ორიენტირებულია აპლიკაციის გადმოწერებზე. აუცილებელია სასურველ სეგმენტს გასაგებად გადასცეთ,  რატომ უნდა დააყენონ შენი აპლიკაცია და რა სარგებელს მიიღებენ ამით.
  • Video Views - სასრგებლოა, როდესაც ვიდეოზე მილიონობით ნახვის დაგროვება გინდა
  • Lead Generation - ამ ხელსაწყოს მიზანი მონაცემების შეგროვებაა: სახელი და გვარი, მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა და ა.შ. თუმცა, ეს არც ისე მარტივია. მომხმარებლებს ისეთი რამ უნდა შესთავაზო, რომ პირადი ინფორმაციის გადმოცემა მოუნდეთ
  • Messages - თუ შენს გვერდზე რაც შეიძლება მეტი შეტყობინების მიღება გინდა. ზოგადად, კონკრეტული პოსტით ძალიან რთულია ისე დაარწმუნო მომხმარებელი, რომ მაშინვე იყიდოს პროდუქტი ან სერვისი. უმეტეს შემთხვევაში, მაინც სჭირდებათ ხოლმე დამატებითი ახსნა-განმარტებები.
  • Conversions - ამ ინსტრუმენტის მიზანია პოსტის მნახველი თქვენს მომხმარებლად აქციოთ, ანუ გაყიდოთ პროდუქტი ვებ-გვერდზე, დაარეგისტრიროთ კურსზე, ღონისძიებაზე და ა.შ. 
  • Catalog Sales - შეგიძლიათ იმ შემთხვევაში გამოიყენოთ, თუ ფეისბუკის შოპში არსებული პროდუქტების ან სხვა კატალოგის (მაგალითად, ონლაინ შოპის) დარეკლამება გსურს
  • Store Traffic - ეს ხელსაწყო რეკლამას იმ ადამიანებს ამოუგდებს, რომლებიც შენს ფილიალთან ახლოს იმყოფებიან ან ცხოვრობენ. ამ ინსტრუმენტს უარყოფითი ის აქვს, რომ ქსელს გარეთ აქტივობის მონიტორინგი რთულია.

 

ეს არის ხელოვნება, ისევე როგორც მეცნიერება, ამიტომ სოციალური მედიის მენეჯერებს სჭირდებათ საკმარისი შემოქმედებითობა და შემოქმედებითი თავისუფლება სამუშაოს შესასრულებლად.

 

4. ციფრული მარკეტერიც ადამიანია

ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, სოციალური ქსელების ალგორითმი ყველა მონაცემს თავისით რომ ითვლიდეს და სასურველი ბიუჯეტით შესაბამის აუდიტორიაზე უშვებდეს რეკლამას, მაგრამ დამერწმუნეთ მას არ ექნებოდა "სული", რომელსაც მარკეტერი ანიჭებს თითოეულ პოსტს, შეტყობინებას თუ რეკლამას

 

5. დროულად გადაწყვეტილების მიღენის უნარი

აქტიურ გვერდზე, ყოველთვის გაშვებულია 5 ან 6 სარეკლამო კამპანია, სადაც ფინანსები იხარჯება, შედეგები კი ყოველდღიურ მონიტორინგს საჭიროებს და მათ აღმასვლაზე, ყოველი პოსტი მოქმედებს 

 

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სოციალური მედია ყოველდღიურად ფუნქციონირებს, ყველა პოსტს, შეტყობინებას ან კომენტარს არ შეუძლია გაიაროს მრავალ დონის შემოწმება და სარედაქციო პროცესი. სოციალური მედიის მენეჯერებს სჭირდებათ კარგი განსჯა და ცოდნა, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები.

 

შეისწავლე SEO და SMM მენეჯმენტი და მართე შენი კომპანია 360 გრადუსიანი მარკეტინგით

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

6. კარგი მენეჯერები სუპერ ორგანიზებულები არიან

სოციალური მედიის მენეჯერები დინების წინააღმდეგ ცურავენ. ისინი ავრცელებენ დღეში ათობით რეკლამას მრავალ არხზე, აკონტროლებენ და პასუხობენ კომენტარებს, ატარებენ სოციალურ დაკვირვებას, რჩებიან ტენდენციების სათავეში, მუდმივად კონტაქტში არიან გრაფიკულ დიზაინერებთან, კომპანიის მენეჯმეტთან და გაყიდვების სამსახურთან.

 

7. იციან სწორად წერა

რეკლამის გაშვების პარალელურად, მნიშვნელოვანია კარგი ქოფირაითინგი, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვიდეო-კონტენტმა მოგვიცვა, ტექსტების გამოყენება კვლავ აუცილებელია თითოეული სოციალური მედიის პლატფორმაზე. (თუნდაც TikTok? დიახ, თუნდაც TikTok.)

 

8. თავიანთ კვლევებს აწარმოებენ

გაუმჭვირვალობისა და ყალბი ამბების ეპოქაში ფაქტების სწორად მოძიება შეუძლებელია.ეს ნიშნავს ბაზრის კვლევას, აუდიტორიის სეგმენტიზაციას, სწორი სტატისტიკის პოვნას ან უბრალოდ ფაქტების შემოწმებას.

 

9. აქვთ ესთეტურად აღქმის უნარი

არასწორი ფილტრი ისეთივე შეურაცხმყოფელია აუდიტორიის თვალისთვის, როგორც ბეჭდვითი შეცდომა.

 

სოციალური მედიის მენეჯერმა არამარტო იცის წლევანდელი ფოტოების რედაქტირების ტენდენციები, არამედ ღრმად აქვს გააზრებული, თუ რომელი მათგანი უკეთესია. ფოტოგრაფიის, ვიდეოს  დიზაინის საფუძვლების და სიახლეების გაცნობა აუცილებელია.

 

 

10. ისინი მოქნილები არიან

ხშირად, სოციალური მედიის მენეჯერები რამდენიმე სამსახურში ერთდროულად მუშაობენ და კვლავ ინარჩუნებენ თავისუფალ შესაძლებლობებს, რადგან ყოველთვის არის შანსი, რომ მათ  დამატებითი დრო დასჭირდეთ რაც საგანგებო სიტუაციებს და მოულოდნელ შესაძლებლობებს მოყვება. 

 

საუკეთესო სოციალურ პროფესიონალებს საშუალება აქვთ გაუმკლავდნენ ამ სიტუაციებს, რადგან ისინი მუდვიმვად უწყობენ ფეხს მიმდინარე პროცესებს და მასთან ერთად ვითარდებიან.

 

11. თვალს ადევნებენ კონკურენტებს

იმის მიუხედავად, რომ არც ერთი მარკეტერი არ აღიარებს, რომ მუდმივად აკონტროლებენ კონკურენტების სოციალურ არხებს და "ჩასაფრებულები" არიან აღმოაჩინონ შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ, ზოგიერთი მათგანი კი ამას თავის მარკეტინგულ კამპანიაშიც კი იყენებს.

 

ეფექტური კონტენტ მარკეტინგის წარმოება და მისი სწორდ რეკლაირება არის მყარი საწყისი, რომელსაც აუცილებლად მოყვება თქვენი ბიზნესის წარმატება და განვითარება!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა