IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

11 უდიდესი პროგრამისტი ისტორიაში

1000

პროგრამირება

მოტივაცია

08.10.2023

1334 დათვალიერება

ერთხელაც, შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი ჩემს სამუშაო აპლიკაციაში, პრობლემის იდენტიფიცირებაში 1 საათი გამეპარა, გამოსწორება ძალიან მარტივი ჩანდა, თუმცა, დამატებით 25 წუთი დავკარგე ამაზე. შესწორების შემდეგ დავფიქრდი, რამდენი დრო დასჭირდებოდა პროგრამისტს ანუ დეველოპერს პრობლემის მოსაგვარებლად (სხვათაშორის, ყველა ელემენტი, რომელსაც ხედავთ თქვენს მოწყობილობაზე შექმნილია დეველოპერის მიერ)

რამდენი დრო დასჭირდებოდა? 1 წუთი?… 30 წამი?… 1 წამი?

 

პროგრამირება არის ვისთვის აუცილებელი უნარი, ვისთვის კი ხელოვნებაა. ზოგიერთი ადამიანი სტრესის შესამსუბუქებლად საათობით ფილმებს უყურებს, მაშინ როცა სხვები გამოხატავენ თავიანთ ემოციებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპლიკაციების შემუშავებით. ზოგი ქმნის გადაწყვეტილებებს ყველაზე რთულ პრობლემებზე. ის ფაქტი, რომ იდეების რეალობაში გადატანა შესაძლებელია პროგრამირების საშუალებით, ყოველთვის მხიბლავდა.

აქ მოცემულია იმ პროგრამისტების სია, რომლებმაც შექმნეს გამოთვლითი სამყაროს პიონერები და შეცვალეს ინფორმაციაზე წვდომის მეთოდი

 

11. ჯონ ჯორჯ კემენი

ვინ არის ის: ჯონ კემენი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, მათემატიკოსი და პედაგოგი, რომელიც ყველაზე ცნობილია თომას კურცთან ერთად პროგრამირების ძირითადი ენის შემუშავებისთვის

კემენმა წამოიწყო კომპიუტერების გამოყენება ჩვეული ადამიანებისთვის. მან გამოიგონა BASIC (Beginner’s All-purpose Symbolic Instruction Code) პროგრამირების ენა 1964 წელს LGP-30-თან ექპერიმენტების წარმოების შემდეგ. მან ასევე შეიმუშავა DTSS (Dartmouth Time-Sharing System), რომელიც გახლავთ მსოფლიოს ერთერთი პირველი დროის გაზიარების სისტემა.

 

მთავარი მიღწევები: მან მიიღო კომპიუტერული პიონერის ჯილდო 1985 წელს.

 

10. გრეის ჰოპერი

ვინ არის ის: გრეის ჰოპერი იყო აშშ საზღვაო ძალების კონტრ-ადმირალი და გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი. ის იყო Harvard Mark I კომპიუტერის ერთერთი პირველი პოგრამისტი

ჰოპერმა გამოიგონა პირველი შემდგენელი კომპიუტერული პროგრამირების ენისთვის. მან ხელი შეუწყო მანქანა-დამოუკიდებელ პროგრამირების ენის მეთოდოლოგიის პოპულარიზაციას, რამაც გამოიწვია COBOL–ის განვითარება. მისი დამსახურებაა ასევე ტერმინი „debugging“-ის პოპულარიზაცია, რომელიც განკუთვნილია მანქანების ხარვეზების გამოსწორებისთვის.

მთავარი მიღწევები: ის იყო პირველი ქალი მსოფლიოში, რომელსაც მიენიჭა ბრიტანეთის კომპიუტერული საზოგადოების გამორჩეულ სტიპენდიანტის, მარკეტის უნივერსიტეტის მეცნიერებათა საპატიო დოქტორის ტიტული და მიენიჭა ტექნოლოგიის ეროვნული მედალი (1991).

 

9. ჯონ ბაკუსი

ვინ არის ის: ჯონ ბაკუსი იყო გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, ყველაზე კარგად ცნობილი FORTRAN-ის შემუშავებისთვის. მან მოიპოვა მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში 1950 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში.

ბაკუსმა უხელმძღვანელა გუნდს, რომელმაც გამოიგონა FORTRAN, პირველი ფართოდ გამოყენებული მაღალი დონის პროგრამირების ენა. მან შეიმუშავა BNF (Backus-Naur form), ჩანაწერი განკუთვნილი ფორმალური ენობირვი სინტაქსის განსაზღვრისთვის. მან ასევე ხელი შეუწყო ტერმინი ფუნქციური პროგრამირების ენის პოპულარიზაციას.

მთავარი მიღწევები:ბაკუსმა მიიღო W.W. McDowell ჯილდო, მეცნიერების ეროვნული მედალი, ACM ტიურინგის პრიზი და დასახელებული იყო IBM მკლევარად.

 

 

IT აკადემია სტეპში შენ Front-end Development -ის ძალიან საინტერესო კურსი გელოდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

8. ბილ გეიტსი

ვინ არის ის: ადამიანი, რომელიც არ საჭიროებს წარდგენას. როგორ შემეძლო გამომეტოვებინა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი პროგრამისტი, რომლის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მთელს სამყაროში?

Microsoft-ის პირველი ხუთი წლის მანძილზე, იგი პირადად ზედამხედველობდა თითოეულ კოდის ხაზს, რომელსაც კომპანია აწარმოებდა, ხშირად ასწორებდა კოდებს, რომელიც მას მიაჩნდა ხარვეზიანი ან არასწორი. კარიერის დასაწყისში, მან და პოლ ალენმა დაწერეს BASIC ენის სრული მთარგმნელი ნაკრებ ენაში კომპიუტერისთვის, რომელზეც წვდომაც კი არ ჰქონდათ და გააჩნდა მეხსიერების 4 კილობაიტი მხოლოდ. მათ დაწერეს ის PDP-10-ზე მომუშვე Intel 8080-ის ემულატორზე.

მთავარი მიღწევები:მას მიენიჭა ტექნოლოგიისა და ინოვაციის ეროვნული მედალი, ბრიტანული კომპიუტერული საზოგადოების გამორჩეული წევრის ტიტული და Bower ჯილდო ბიზნესში ლიდერობისათვის.

 

7. ბრაინ კერნიგანი

ვინ არის ის: ბრაინ კერნიგანი გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერია, რომელიც მუშაობდა Bell Labs-ში. მის ადრეულ კარიერაში ის იყო პროგრამული უზრუნველყოფის რედაქტორი Prentice-Hall International-ში

მან დენის რიჩისთან და კენ თომპსონთან ერთად შეიმუშავა Unix OS. ის იყო მრავალი Unix პროგრამის ავტორი, მათ შორის cron და ditroff ვერსია 7-ისთვის.კერნიგანი არის AMPL-ის და AWK პროგრამირების ენის თანაავტორი. მან ასევე შეიმუშავა ევრისტიკული მოგზაურობის გამყიდველის ამოცანა და გრაფიკის დანაწევრება (ორივე არის NP–ს სრული ამოცანა). ბრაიანმა ასევე დანერგა ფართოდ ცნობილი გამონათქვამისა „მიიღებ ყველაფერს რასაც ხედავ“ (WYSIAYG).

მთავარი მიღწევები:მან მოიგო INFORMS-ის კომპიუტერის საზოგადოების ჯილდო 1993 წელს და მისი კარიერის მანძილზე მიენიჭა პედაგოგის მრავალი ჯილდო.

 

6. კენ თომპსონი

ვინ არის ის: კენ თომპსონი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერების და ჰაკერული საზოგადოების პიონერი. ის ყველაზე კარგად ცნობილია Unix საოპერაციო სისტემის შექმნითა და დანერგვით

თომპსონმა რიჩისთან ერთად შეიმუშავა თავდაპირველი Unix OS. მან გამოიგონა B პროგრამირების ენა და იყო Plan 9 საოპერაციო სისტემის ერთერთი პირველი დეველოპერი. მან, ასევე შექმნა Go პროგრამირების ენა Google-ზე მუშაობისას. გარდა ამისა, თომპსონმა იმუშავა UTF-8-ის კოდირებაზე, ენდშპილი მაგიდის დაფებზე და ჩვეულ ფორმულირებებზე.

მთავარი მიღწევები:მას მიენიჭა ტიურინგის ჯილდო, იაპონიის პრემია, IEEE Emanuel R. Piore ჯილდო, კომპიუტერული პიონერის ჯილდო და ტექნოლოგიის ეროვნული მედალი.

 

5. ტიმ ბერნერს ლი

ვინ არის ის:ტიმ ბერნერს ლი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, ყველაზე კარგად ცნობილი, როგორც მსოფლიო ინტერნეტ ქსელის (World Wide Web) გამომგონებელი. იგი არის W3C-ის, Web Science Research Initiative-ის დირექტორი და MIT-ის დამფუძნებელთა თავჯდომარე და უფროსი მკლევარი

1989 წელს ტიმმა შესთავაზა ინფორმაციის მართვის სისტემის შექმნა და მან წარმატებით განახორციელა ინტერნეტით HTTP კლიენტსა და სერვერს შორის კავშირი. ის ასევე არის მთავარი ფიგურა data.gov.uk– ის უკან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ოფიციალური სამუშაოსთვის მოპოვებული ყველა მონაცემის უფასო გამოყენებას.

მთავარი მიღწევები:დედოფალმა ელისაბედ II-მა ტიმს რაინდის წოდება მიანიჭა გაწეული გამორჩეული სამუშაოსთვის, დაჯილდოვდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ჯილდოთი, ბრიტანეთის სიამაყით და წლის ახალგაზრდა ინოვატორად (1995).

 

4. ბიარნ სტრაუსტრუპი

ვინ არის ის:ბიარნ სტრაუსტრუპი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი და მორგან სტენლის მკლევარი პროფესორი. ის იყო ბელ ლაბორატორიის ფართომასშტაბიანი პროგრამირების კვლევის განყოფილების უფროსი.

ბიარნ სტრაუსტრუპს უმუშავია დენის რიჩისთან ერთად C ენის შემუშავებაში. 1978 წელს მან დაიწყო C++ ენის განვითარება (შემდგომ დაერქვა C). მან დაწერა მისი დეფინიცია, აწარმოაა მისი დანერგვა და შექმნა მისი ყველა მთავარი შესაძლებლობა. სტრაუსტრუპმა ასევე დაწერა სახელმძღვანელო C++ პროგრამირების ენისთვის.

მთავარი მიღწევები:მას მიენიჭა უილიამ პროქტერის ჯილდო სამეცნიერო მიღწევისთვის, გრეის მურის ჰოპერის ჯილდო, და გახდა კომპიუტერული ისტორიის მუზეუმის წევრი მისი C ++ გამოგონებისთვის.

 

3. ლინუს ტორვალდს

ტორვალდსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, პროექტის კოორდინატორი და ჰაკერია. ის არის კაცი, რომელიც დგას Linux– ის ოპერაციული სისტემის უკან.

მან დაწერა Linux-ის მთავარი კოდი (დაახლოებით 2%) და გადასინჯვის კონტროლის სისტემა, Git. ბევრი პოპულარული ოპერაციული სისტემა, მათ შორის Ubuntu, Fedora და Android დაფუძნებულია Linux- ზე. ტორვალდსი ფლობს "Linux" სავაჭრო ნიშანს და მონიტორინგს უწევს მის გამოყენებას.

მთავარი მიღწევები:მას მიენიჭა ათასწლეულის ტექნოლოგიის პრიზი შინია იამანაკასთან ერთად, ღია კოდის ოპერაციული სისტემის შექნნისთვის. მან ასევე მიიღო EFF Pionee-ის ჯილდო, Lovelace-ის მედალი ბრიტანული კომპიუტერული საზოგადოებიდან და Vollum-ის ჯილდო რიდის კოლეჯისგან.

 

2. დენის რიჩი

ვინ არის ის:დენის რიჩი იყო რევოლუციური გამომთველი ტექნიკის მეცნიერი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა C პროგრამირების ენისა და Unix ოპერაციული სისტემის შემუშავებაში. ის დასაქმებული იყო Lucent Technologies & Bell Labs– ში, სადაც დაწერა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "პროგრამის სტრუქტურა და გამოთვლითი სირთულე." თუმცა, მას ოფიციალურად არასოდეს მიუღია დოქტორის ხარისხი.

მან შეიმუშავა C პროგრამირების ენა, რომელზეც დაფუძნებულია მრავალი თანამედროვე მანქანების ენა და ტექნოლოგია, მათ შორის PS4 და Xbox. რიჩიმ შექმნა მრავალ მომხმარებლის ოპერაციული სისტემა სახელწოდებით Unix. ის ასევე ცნობილია ALTRAN, B, BCPL და Multics– ის შემუშავებით.

მთავარი მიღწევები:რიჩიმ მიიღო ტიურინგის ჯილდო, ჰამინგის მედალი IEEE–დან, კომპიუტერული პიონერის ჯილდო, კომპიუტერის ისტორიის მუზეუმის მკლევარის ტიტული და ჰაროლდ პენდერის ჯილდო.

 

1. ალან მათისონ ტიურინგი

ვინ არის ის:ალან ტიურინგი იყო გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, მათემატიკოს, კრიპტანალისტი და ლოგიკოსი. ის დასახელებულია თეორიული გამომთვლელი ტექნიკის და ხელოვნური ინტელექტის მამად.

მეორე მსოფლიო ომის დროს მან შეიმუშავა მრავალი ტექნიკა გერმანული შიფრების გასატეხად. ტიურინგმა ააგო ელექტრომექანიკური მანქანა, რომელსაც შეეძლო ენიგმის აპარატის პარამეტრების პოვნა. მან გამოაქვეყნა გამოთვლისა და ალგორითმის ცნებები ტიურინგის მანქანით, მოწყობილობა, რომლის ადაპტირება შესაძლებელია ნებისმიერი ალგორითმის ლოგიკის სიმულაციისთვის.

 

მთავარი მიღწევები:მას მიენიჭა სმიტის პრიზი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი და სამეფო საზოგადოების წევრი.

 

1966 წლიდან ტიურინგის ჯილდო ყოველწლიურად ენიჭება კომპიუტერული მანქანების ასოციაციის მიერ გამომთვლელი ტექნიკის საზოგადოებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

და ბოლოს, ლეგენდა პროგრამისტები

  • ჯონ ვონ ნიმანი: მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი და პროგრამისტი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წრფივი პროგრამირების, სტოქასტური გამოთვლისა და თვითგამორკვევის მანქანებში. ნემანმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თამაშის თეორიის, ფიჭური ავტომატების კონცეფციისა და უნივერსალური კონსტრუქტორის შემუშავებაში.
  • სტივ ვოზნიაკი: 1970-იანი წლების ბოლოს მარტომ შექმნა Apple-I და Apple-II კომპიუტერები და ამ ორმა მანქანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მიკროკომპიუტერის რევოლუციაში.
  • ფაბრის ბელარდი: ყველაზე კარგად ცნობილია QEMU და FFmpeg-ის პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების შემქმნელად. მან შეიმუშავა კიდევ რამდენიმე სხვა პროგრამა, მათ შორის მცირე C შემდგენელი (3 კბ ზომის).

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538-549 ქ.თელავი,ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა