IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

14 ახალი უნარი, რომელსაც დისტანციურად შრომა შეგძენთ

20.04.2021

261 ხედი

გამოკვლევების თანახმად, დისტანციურად დასაქმებული პირები უფრო ბედნიერები, ენერგიულები და ჯანმრთელები არიან, აქვთ გამომუშავებული დისციპლინის და ყოველდღიური ქაოსის კონტროლის საოცარი უნარი. დისტანციურად მუშაობით შესაძლებელია ფასდაუდებელი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება.

 

დისტანციური მუშაობა აუმჯობესებს ბევრ ჰარდ და სოფტ უნარს. ეს დაგეხმარებათ უფრო სწრაფად განვითარდეთ, ვიდრე ტრადიციულ ოფისში დაფუძნებულ გარემოში, როგორც პირად, ისე პროფესიულ დონეზე. ქვემოთ მოცემულია ცხოვრების 14 ფასდაუდებელი გაკვეთილი დისტანციური მუშაობით.

 

1. კარგი თავდაჯერებულობა

სამუშაო გარემოში თქვენ ხვდებით გამოწვევებს. ყოველთვის არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ იცით, ან არ ხართ დარწმუნებული. იქნება ამოცანა, რომელიც კარგად არ გესმით და იდეა, რომლის გარკვევაც გსურთ. ოფისში თქვენს ირგვლივ ხალხია, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლია. ასე რომ, თქვენ კოლეგის მაგიდასთან მიტრიალდებით და დასვამთ კითხვას (ან მოგერიდებათ ხმამაღლა გაჟღერება და საკითხი ბოლომდე ამოუხსნელი დარჩება).

 

მაშინ, როდესაც Google- ზე შეიძლება მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდეთ, რომ თავად გაერკვეთ საკითხში. კომფორტულ გარემოში ყოფნისას ადვილია აღმოაჩინო თავდაჯერებულობა იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რომელიც უკვე გაქვთ გონებაში - როცა კოლეგები უფრო შორს არიან, თქვენ სწრაფად ისწავლით მეტის გაკეთებას საკუთარი თავისთვის, სანამ დახმარებას ითხოვთ. თვითდაჯერებულობის განვითარება ასევე მიღწევა იქნება თქვენი თვითრწმენისთვის.

 

2. დროის მართვა

ტრადიციულ ოფისში დრო იმართება იმის მიხედვით, როდის მიხვალთ და როდის დატოვებთ სამუშაო ადგილს. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, სამუშაოა, მაშინაც კი, როცა ფეისბუქს ამოწმებთ ან დროს კლავთ ოფისიდან გასასვლელად თქვენთვის სასურველი საათის დადგომამდე. ოფისში ყოველთვის არ გჭირდებათ დროის მართვა, რადგან თქვენი იქ ყოფნა მიუთითებს, რომ ეს სამუშაო დროა.

 

დროის მართვის უნარები შესანიშნავი გაკვეთილია, რისი მიღებაც შეგიძლიათ დისტანციური მუშაობიდან. სტერეოტიპების თანახმად, უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ არ იმუშაოთ, რადგან არავინ გიყურებთ. ამასთან, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თქვენ, სავარაუდოდ, უფრო მეტს იმუშავებთ, ყურადღების გაფანტვის უფრო მეტი შემთხვევის მიუხედავად. ეს როგორ არის შესაძლებელი? დისტანციური მუშაობა არის თქვენი დროის უკეთესად მართვის საშუალება.

 

მოულოდნელად, ერთი საათის გაფლანგვის ნაცვლად ფიქრობ, როგორ შეგიძლია ერთი საათით ადრე დასრულება, ასე რომ შეგიძლიათ იმ ერთი საათის განმავლობაში სიამოვნება მიიღოთ იმ საქმის კეთებით, რომელიც ბევრად უფრო სასიამოვნოა თქვენთვის. ნელ-ნელა ისწავლით თუ როგორ უნდა მართოთ დრო უკეთესად, ასე რომ ყველა სამუშაოს დაასრულებთ და კიდევ დამატებითი ორი საათი გექნებათ.

 

3. პროდუქტიულობა

მოდით გულწრფელები ვიყოთ - ჩვენ ყველას გვაქვს მუშაობაზე უკეთესი საქმეები. ამიტომ დაასრულეთ თქვენი საქმე და შემდეგ გააკეთეთ სასურველი საქმეები. რაც უფრო აქტიურად შეეცდებით უფრო სწრაფად მუშაობას, მით უფრო ეფექტურები გახდებით. თქვენ აღმოაჩენთ, რომ გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გაქვთ, ვიდრე ადრე გქონდათ. ეს არ არის მხოლოდ დროის გაუმჯობესებული მენეჯმენტი, არამედ გაღრმავებული განცდა იმისა, თუ რა არის მნიშვნელოვანი და როგორ შეგიძლიათ პირადად ისარგებლოთ ამ ახალი პროდუქტიულობით.

 

4. საკუთარი თავის მოტივირება

ბევრი დისტანციურად დასაქმებული პირი ცდილობს იყოს უფრო პროდუქტიული, თუმცა საწყის ეტაპზე ეს ადვილი ამოცანა ნამდვილად არ გახლავთ. ოფისიდან მუშაობას თუ შევადარებთ აშკარა განსხვავებაა - როცა მოტივაცია არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ გამოჩნდეთ, იქ იყოთ პირადად და შემდეგ ოფისიდან წახვიდეთ სახლში. ეს იყო ერთი დღის სამუშაო, მაშინაც კი, თუ პროდუქტიულობა ნულოვანი იყო. ასე რომ, თავს ძალიან ცუდად ნუ გრძნობთ, თუ ყოველთვის სუპერ პროდუქტიული არ ხართ სახლში.

 

ბევრი წუხს, თუ როგორ შეიძლება დარჩნენ მოტივირებულნი სახლის პირობებში, სადაც უამრავი რამეა, რაც ყურადღებას გაფანტვინებს? ან როგორღაც გრძნობენ, რომ ტყუილია საწოლიდან გამოსვლა და პიჟამაში მუშაობა? გახსოვდეთ, თქვენ ოფისშიც არ იყავით ყოველთვის სუპერ პროდუქტიულები

 

თვითმოტივაცია ერთ ღამეში არ მოდის, განსაკუთრებით თუ თქვენი სამუშაო არ მოგწონთ. გაატარეთ 6 - 12 თვე დისტანციურად მუშაობაში და მალე გაიგებთ, თუ როგორ უნდა გახდეთ მოტივირებული,დისციპლინირებული, პროდუქტიული და როგორ გააკეთოთ თქვენი საქმე ხალისით. ეს უნარები ბუნებრივად ვითარდება, რადგან გსურთ მაქსიმალურად გაზარდოთ სამუშაოს და ცხოვრების უკეთესი ბალანსი. სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ, როცა იპოვით მუშაობის ხალისით შესრულების და სწრაფად დასრულების მოტივაციას.

 

5. დავალების მენეჯმენტი

დისტანციურად მუშაობთ და უამრავ დავალებას ასრულებთ იმავე ადგილას. ძაღლის გამოკვება, ელ.ფოსტის დაწერა, მცენარეების მორწყვა, უახლესი სამუშაო კამპანიის დასრულება, ლანჩის გაკეთება, უფროსთან ზარი, სარეცხის დარეცხვა და კიდევ ათი რამ, რაც უნდა გააკეთოთ სახლში და სამსახურში. საშინაო და სამუშაო ცხოვრების შერწყმის შედეგად თქვენ იპოვით დავალებების გამოყოფისა და დასრულების სტრატეგიებს.

 

6. დროის გამოთავისუფლება

შრომის პარალელურად იძინე, იმოგზაურე, იმუშავე, ისეირნე, იცხოვრე სადაც გინდა. ეს არის ყველაზე კარგად დაბალანსებული გრაფიკი კვირაში შვიდი დღე და წლების შემდეგ ძალიან მადლიერი იქნებით თითოეული დღისთვის. 

 

დაივიწყეთ ოფისში სიარული და გზაში დაკარგული საათები, შეკრიბეთ ყველა დრო, რომლის დაზოგვა შეგიძლიათ უფრო პროდუქტიული მუშაობით და გაცილებით მეტი დრო გექნებათ დასასვენებლად. ისარგებლეთ ამ დასვენებით და ტიპიური ცხრიდან ხუთამდე გრაფიკიდან უფრო შორს წახვალთ. მაგალითად, ცუდი არ არის საღამოს 9 საათზე სახლში მუშაობა, იმ პირობით, რომ მთელი დღისა და კვირის განმავლობაში საკმარისი დროის განმავლობაში ისვენებდით.

 

7. კომუნიკაცია

ასობით მილიონი ადამიანი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე კორონავირუსის პანდემიის დროს. და ალბათ ყველაზე დიდი საჩივარი იყო ყავის აპარატის გარშემო ან ოფისის დერეფანში იმპროვიზირებული საუბრების მონატრება.  რაც შეიძლება განიმარტოს, როგორც დროის მოკვლის შემთხვევის არ ქონა, მაგრამ ანაზღაურების მაინც მიღება.

 

ეფექტური კომუნიკაცია არის უნარი, რომელსაც ისწავლით დისტანციური მუშაობისგან. ოფისში შეგეძლოთ სხვადასხვა თემაზე ლაპარაკი ყავის აპარატის გარშემო, სანამ სამუშაოს დაურუნდებოდეთ

 

 დისტანციური მუშაობა ასწავლის ზუსტ კომუნიკაციას - ეს ნიშნავს შერჩევით ვინ, რა, რატომ და როდის.

 

პირისპირ საუბრების გარეშე თქვენ უფრო მეტი უნდა ჩაიწეროთ ინფორმაციის გადასაცემად - აზრები, კითხვები, იდეები, გადაწყვეტილებები, სტატუსი, ბლოკირებები, ყველაფერი. ბევრი დისტანციური გუნდისთვის კომუნიკაცია ხორციელდება ასინქრონულად, ჩატის საშუალებით (მაგ. Slack), ვიდრე ზარის საშუალებით ან პირადად. ეს პრაქტიკა ხელს უწყობს თქვენი კომუნიკაციის კიდევ უფრო გამკაცრებას მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით - საბოლოოდ, ეს ზოგავს დროს და ტვინის ენერგიას.

 

8. ტექნიკური უნარები

თითქმის ყველა სამუშაო მოითხოვს გარკვეულ ტექნიკურ უნარებს. ჩვენ ვცხოვრობთ ტექნიკურად განვითარებულ სამყაროში და თუ თქვენ ვერ შეასრულებთ კომპიუტერულ საბაზისო დავალებებს, ახალგაზრდა თაობა მზად იქნება გადაიბაროს თქვენი სამუშაო. დისტანციურად მუშაობისას მოგიწევთ გაცილებით მეტი ტექნოლოგიის გამოყენება, ნაკლები მეთვალყურეობითა და მეტი თვითდაჯერებით - ჩვენს დროში საჭირო ტექნოლოგიურ უნარებს გამოიმუშავებთ დისტანციური მუშაობით.

 

პანდემიის შემდეგ, კომპანიებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ხარჯები გაუორმაგდათ, შესაბამისად, მათ დაიწყეს თანამშრომლების მოზიდვა განვითარებადი ქვეყნებიდან - ეს თქვენი შანსია დასაქმდეთ სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კომპანიაში შინიდან გაუსვლელად!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

9. ორგანიზაციული უნარები

მიკრო მენეჯმენტის პირობებში, როგორც წესი, ყოველთვის არის ადამიანი, რომელიც ორგანიზებას აკეთებს თქვენთვის, მიუხედავად იმისა გსურთ ეს, თუ არა. ნებისმიერ ოფისში არის სტრუქტურა, რომელსაც ერგებით. დისტანციურად მუშაობის დროს ყოველი დღე და საათი თქვენი დასაგეგმია, თქვენ უნდა მართოთ და ორგანიზება გაუკეთოთ როგორც პრიორიტეტულ ასევე არაპრიორიტეტულ საკითხებს, დროის სწორი მენეჯმენტით.

 

შესაძლოა, საწყის ეტაპზე, თქვენ არ დაიწყოთ თითოეული სამუშაო დღე იმის გარკვევით, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ. მაგრამ ამას მალე გააკეთებთ. ექვსი თვის დისტანციური მუშაობის შემდეგ თქვენ გექნებათ უფრო განვითარებული ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, რაც გაზრდის თქვენს დროზე კონტროლის საზომს და უფრო მნიშვნელოვან საკითხებს დააყენებთ პრიორიტეტულ ადგილზე. ეს არის გაკვეთილი დისტანციური მუშაობიდან, რომელიც დადებითად აისახება თქვენზე და არ იქნება მხოლოდ სამუშაო დღე.

 

10. ნდობა და ტოლერანტობა

ნდობა და ტოლერანტობა ოფისის გარემოში ყოველთვის არ არის მაღალი. ეს არის იმის პრობლემა, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ თქვენი კოლეგების რეაქციები - თქვენ იცით, როდის არიან კოლეგები ბედნიერები, გაღიზიანებული, დაღლილები, შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი და იმედგაცრუებული თქვენი სამუშაოთი. ხალხი გამოხატავს თავის სტრესსა და იმედგაცრუებებს. ესენი ერთმანეთზეა დაფუძნებული და ოფისის ზოგადი ატმოსფერო იშვიათად არის ღია და ტოლერანტული.

 

დისტანციურად მუშაობისას არ გექნებათ შესაძლებლობა ხშირად გააზიაროთ თქვენი შეშფოთება და პრობლემები. და პირიქით, დისტანციური მუშაკების უმეტესობა უფრო ტოლერანტულია კოლეგების მიმართ, რადგან ისინი აფასებენ, თუ როგორ ებრძვის ყველა საკუთარ დისტანციურ სამუშაო გამოწვევებს. თქვენ იძულებული ხართ ენდოთ კოლეგებს, რომ შეასრულონ თავიანთი საქმე, ისევე როგორც თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი საქმე. როგორც კი დაიწყებთ სამუშაოს და ცხოვრების უკეთესი ბალანსის მიღებას, თქვენ უფრო ტოლერანტული გახდებით თქვენი კოლეგების მიმართ, რომლებიც იგივეს აკეთებენ.

 

11. უფრო ეფექტური ბალანსი სამუშაოსა და ცხოვრებას შორის

დისტანციურად მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარგებელი პირად ცხოვრებას და სამუშაოს შორის უკეთესი წონასწორობაა. 

 

დისტანციურად მუშაობა კარგი საფუძველია ვაკონტროლოთ ჩვენი გადაღლილობის დონე და შევაკავოთ ის დაბალ ნიშნულზე, ვიმუშაოთ ყოველდღიურად ისე რომ არ მოაკლდეს ყურადღება ოჯახის წევრებს, შეყვარებიულს, ძაღლს...

 

როდესაც სამუშაო გადანაწილებულია, გვრჩება დრო რომ დავიწყოთ სწავლა და შევისწავლოთ რაიმე ახალი პროფესია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მოგვიტანს.

 

12. პროფესიული დამოუკიდებლობა

ოფისების უმეტესობას მიკრო მენეჯმენტი აზიანებს. თავზე ვიღაც გადგასთ, რომელიც გამოწმებთ, რომ მცირე დავალებები შესრულებული გაქვთ, რაც ხელს უშლის თქვენს დამოუკიდებლობას და შემოქმედებას. დისტანციური მუშაკების უფრო მეტი პროდუქტიულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ არ სჭირდებათ მიკრო მენეჯერებთან ბრძოლა და მიკრო დავალებებით მუდმივად გატაცება. ამის ნაცვლად თქვენ მუშაობთ უფრო მაკრო დონეზე და ავითარებთ დამოუკიდებლობას, რომელიც ავსებს და ხელს უწყობს თქვენს თვითდაჯერებულობას. რაც უფრო დამოუკიდებელი ხდები, უფრო თავდაჯერებული ხდები როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.

 

13. იყავით ჩართული და საკუთარი თავი მნიშვნელოვან ადამიანად აქციეთ

ოფისში ექსტროვერტებისთვის მარტივია წინა პლანზე და ყურადღების ცენტრში ყოფნა, შეიძლება არ იყვნენ საუკეთესო თავიანთ საქმეში, მაგრამ ისინი ყველაზე თვალსაჩინოები არიან. ფიზიკურად დასწრების ეს იდეა საოფისე ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ფიზიკურად დასწრების გარეშე შეიძლება რთული აღმოჩნდეს თქვენი უფროსებისთვის იმის შეხსენება, რომ თქვენ კვლავ ძალიან ღირებული თანამშრომელი ხართ. ეს განსაკუთრებით მაშინ შეესაბამება სიმართლეს, თუ თქვენ უფროსებთან რეგულარულ პირისპირ კომუნიკაციას შეეჩვიეთ.

 

დისტანციურად მუშაობისას საჭიროა თქვენი მნიშვნელობის დემონსტრირება გაწეული სამუშაოს საშუალებით და არა მხოლოდ ოფისში ყოფნით. ამაზე იფიქრეთ ისე, როგორც კარგ რამეზე. თუ კარგად იმუშავებთ, დარჩებით მენეჯერების გონებაში, ძლიერი ფიზიკური არსებობის საჭიროების გარეშე. თქვენ საკუთარ თავს მნიშვნელოვან ადამიანად და საჭირო თანამშრომლად აქცევთ თქვენი მუშაობის შედეგებით, რაც დაფასებასთან ერთად მოგიტანთ უკეთეს ანაზღაურებას და წარმატებულ კარიერას.

 

14. გამოავლინეთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი

საოფისე გარემო თავისი სპეციფიკიდან და ხალხმრავლობიდან გამომდინარე სტრესული გარემოა. იმუშავეთ დისტანციურად და მიაღწევთ საკუთარ საზღვრებს. თქვენ მეტი კონტროლი გაქვთ. ამასთან ერთად მოდის თავისუფლება, რომელიც ხელს უწყობს თქვენი პოტენციალის გამოვლენას.

 

დისტანციურად მუშაობა არა მხოლოდ საშუალებას გაძლევთ დაადგინოთ გრაფიკი, რომელიც თქვენს სიძლიერეს შეეფერება, არამედ ინდივიდუალურ უნარებს გაძლევთ უფრო სწრაფად განავითაროთ და მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. როცა უფრო მეტად ხართ თვითდაჯერებული, დამოუკიდებლები და პროდუქტიულები, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ მუშაობაში და ცხოვრებაში უფრო შორს წასვლა. თუ გსურთ ისარგებლოთ დისტანციური მუშაობით და ყველა გაკვეთილით, რომლის სწავლაც შეგიძლიათ, ჯერ დაგჭირდებათ რომ მოიძიოთ დისტანციური სამუშაო მსოფლიოს წამყვან პლატფორმაზე.

 

ზოგჯერ, არ გვაქვს საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ საქმის ცოტაოდენი გაზრდით გამოვიმუშაოთ უფრო მეტი, ხოლო მოტივაციის არ ქონისას ჩვენს მაქსიმუმს ვერ ვაღწევთ – არ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს და არ გვაქვს მზადყოფნა მივიღოთ გამოწვევები. თუ გსურთ შეცვალოთ სიტუაცია, უნდა შეძლოთ საკუთარ თავს შეუქმნათ მოტივაცია, ასეთ დროს მიზანმიმართულ ნაბიჯებს საკმაოდ დიდი შედეგი აქვს.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი, .ყაზბეგის 34/34

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა