IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

15 პუნქტი წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით

16.07.2020

320 დათვალიერება

გლობალური ციფრული და ტექნოლოგიური ტენდენციისთვის ფეხის სათანადოდ აწყობა და სიახლეებზე მორგება, მსხვილი ბიზნესების მსგავსად, მცირე ბიზნესებსა და სტარტაპ კომპანიებსაც არანაკლებ სჭირდება. ციფრულ ოკეანეში ცურვა და ეფქტურად მანევრირება ძნელი, მაგრამ აუცილებელია!

ხშირად მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, თუ რამდენად ფართო შესაძლებლობებს ფლობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და როგორ შეუძლიათ მათი გამოყენება საკუთარი ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის

 

როგორ გვეხმარება ციფრული ტქნოლოგიები? ციფრულ სამყაროში ყველაფერი დათვლადია, ბიზნესში კი აუცილებელიაიცოდეთ ციფრებში გამოსახული მონაცემები! - სხვა შემთხვევაში წინ ვერ წახვალთ.

მონაცემებისა და ტენდენციების გაცნობიერება საშუალებას მოგცემთ დაინახოთ სრული სურათი, სწორად განსაზღვროთ თქვენი აქტივობების ეფექტიანობა და დასახოთ ახალი მიზნები.

 

ფაქტების ნუსხა

  1. გლობალურად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სტარტაპების 90% მარცხს განიცდის
  2. სწრაფი გაკოტრების საშუალო მაჩვენებელია 12.7%
  3. გლობალურად, სტარტაპერების წლიური, მინიმალური შემოსავალი 7-9 $ მილიონს შეადგენს
  4. საშუალო ადამიანური კაპიტალის ეფექტურობა არის $100K.
  5. სტარტაპის ორგანული ზრდის ტემპი 40.3%-ს შეადგენს
  6. ARR-ის 36.7%-ი დამატებითი გაყიდვებიდან შემოდის
  7. გლობალურად, ყველაზე გავრცელებული სადისტრიბუციო არხებია გაყიდვები საქმიანობის სფეროს მიხედვით და შიდა გაყიდვები
  8. ხარჯების 70%-ი გაყიდვებისკენ მიდის
  9. დარიცხული მარჟა გამოწერებზე
  10. სტარტაპების 58%-ი იყენებს AWS-ს მომსახურებების უზრუნველსაყოფად
  11. სტარტაპების 53% -ის კონტრაქტის საშუალო ხანგრძლივობა ერთი წელია
  12. სტარტაპების 57%-ის ბილინგის სიხშირე ყოველწლიურია
  13. 33%-ი თანხმდება, რომ ადგილების რაოდენობა მათი ფასების ძირითადი საზომია
  14. სტარტაპების 86%-ი უპირატესობას ანიჭებს მომხმარებლის წურადღების მოპოვებას
  15. უნიკალური ვიზიტორები და მომხმარებლების ნაკადი

 

1. გლობალურად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სტარტაპების 90% მარცხს განიცდის

ერთი წუთით დაფიქრდით რამდენი ბიზნეს საქმიანობა იწყებს ფუნქციონირებას ყოველ დღე. ყველა ვერ იქნება შემდეგი თაობის Apple-ი ან Google-ი. სწორე ამიტომ, შეფასებების თანახმად სტარტაპის 90% მარცხს განიცდის. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად:

  • ფინანსების ნაკლებობა
  • ზრდის შემცირება
  • ცუდი დაგეგმარება
  • კონკურენტების უფრო მეტი წარმატება
  • ბაზრისთვის შეუფერებლობა
  • გამოცდილების ნაკლებობა
  • აღმასრულებელი ან გუნდური საკითხები

 

წარუმატებლობის თავიდან აცილება ზოგჯერ მარტივია, თქვენს გუნდს გარდაქმნა სჭირდება?

მოუსმინეთ მომხმარებელს სოც-მედიაში, დაითვალეთ ყველაფერი და 24/7-ზე თვალი ადევნეთ სტატისტიკებს, ყველა საკითხი ადრევე გადაწყვიტეთ, სანამ პატარა პრობლემა დიდად გადაიქცევა.

 

2. სწრაფი გაკოტრების საშუალო მაჩვენებელია 12.7%

სწრაფ გაკოტრებას იწვევს, შეძენილითან შედარებით, დაკარგული მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა.

ეს არის ერთერთი უდიდესი პრობლემა, რასაც სტარტაპები აწყდებიან. თქვენ ხარჯავთ დროს, ენერგიას და ფულს მომხმარებლების მოზიდვაში, ისინი კი გარბიან. საწყენია, არა?

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ კომპანია მოიზიდავს ათასობით მომხმარებელს, ის აუცილებლად დაკარგავს კიდეც უამრავ ადამიანს, ამიტომ, არ გაჩერდეთ, განვითარდით უწყვეტად

 

 

3. გლობალურად, სტარტაპერების წლიური, მინიმალური შემოსავალი 7-9 $ მილიონს შეადგენს

მილიარდიანი დოლარის ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის მარტივია მიზნების დასახვა, მაგრამ ბევრი ვერ შედგა მაინც მყარ ორგანიზაციად, რადგან ფინანსური რესურსის სწორედ მართვა მის მოპოვებაზე ძნელი გახლავთ

ჩვენი რჩევაა, რომ სტარტაპებმა დააწესონ კვარტალური და წლიური მიზნები მათი ზრდის შესაბამისად.

  • იყავით რეალური.
  • იყავით პრაქტიკული.
  • დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყველაფერი დათვლადია.
  • სიამოვნება მიიღეთ პროცესით და უფრო მეტს მიაღწევთ

 

4. საშუალო ადამიანური კაპიტალის ეფექტურობა არის $100K.

კომპანიის შიგნით ადამიანური რესურსებიდან დამატებულ ღირებულებას ადამიანური კაპიტალის ეფექტურობა ეწოდება. იფიქრეთ თქვენს გუნდზე. თქვენს კონტრაქტორებზე. თწვენს შემსრულებლებზე.

უზრუნველყოფენ თუ არა ისინი ღირებულებას, ცნობიერებას და მოტივაციას?

იქნებ სუსტდებიან?

ადამიანური კაპიტალის ეფექტურობა ნიშნავს, რომ ადამიანები საშუალოდ, სტარტაპის შიგნით, მთლიანობაში $100000-ის თანხის ღირებულებას ამატებენ.

მაგრამ მაინც საიდან მოდის ეს? სინამდვილეში, ეს არის სხვადასხვა უნარ-ჩვევები, ცოდნა და არამატერიალური აქტივები, რაც ეკონომიკურ სარგებელში გადადის.

 

5. სტარტაპის ორგანული ზრდის ტემპი 40.3%-ს შეადგენს

თქვენს სტარტაპზე ფიქრისას, სავარაუდოდ, გონებაში მხოლოდ ერთი სცენარი წარმოგიდგენიათ -  ეს მისი სწრაფი განვითარებაა, ასე არ არის?

თქვენი სურვილია უზრუნველყოთ ის, რომ სტაბილური კურსით გაიზარდოთ და არ ჩაიძიროთ ტიტანიკის მსგავსად.

საშუალო ორგანული ზრდის კურსი სტარტაპებისთვის 40.3%-ს შეადგენს.

ორგანული ARR ზრდა

ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელი იყო 26%-ი (რაც მაინც კარგი მაჩვენებელია), ხოლო ყველაზე მაღალი კი - 57%-ი.

როგორი მაჩვენებელი აქვს თქვენს სტარტაპს?

 

6. ARR-ის 36.7%-ი დამატებითი გაყიდვებიდან შემოდის

ყოველთვის იფიქრეთ ახალი პროდუქტის შექმნაზე, გაეცანით კონკურენტებს და მათ პროდუქტს ან მათ შეთავაზებებს

 

მე, როგორც მარკეტინგის მენეჯერმა, რომელიც ყველა ზომის ორგანიზაციასთან მიმუშავია და ხშირად ვხვდები მოცემულობას , რომელშიც სტარტაპებს გაყიდვები უკანა პლანზე აქვს გადატანილი.

დამატებითი გაყიდვები, ჯვარედინი გაყიდვები და ა.შ.

ამიტომაც არის, რომ სტარტაპის წლიური განმეორებითი შემოსავლების შეკვეთების 36.7%-ი დამატებითი გაყიდვებით და გაფართოებებით მოდის.

 

კარგად დაფიქრდით რომელი სხვა პროდუქტები ან მომსახურება შეუძლია თქვენს ორგანიზაციას შესთავაზოს მომხმარებელს, რომ დაწინაურდეთ კონკურენტებთან შედარებით

  • განახლებული გეგმები
  • უფრო მეტი ადგილები
  • დამატებითი რეპორტები ან ლიმიტები
  • მხარდაჭერა
  • კონსულტაცია
  • კურსები
  • ტრენინგი
  • მასტერკლასები
  • რეპორტები

 

7. გლობალურად, ყველაზე გავრცელებული სადისტრიბუციო არხებია გაყიდვები საქმიანობის სფეროს მიხედვით და შიდა გაყიდვები

ხმას როგორ აწვდენთ სამიზნე მომხმარებელს?

სოციალური მედიის საშუალებით? SEO-ს საშუალებით?

მცირე კომპანიები მომხმარებლებამდე ხმას აწვდენენ ერთნაირად , სფეროს მიხედვით გაყიდვებით და შიდა გაყიდვებით.

დისტრიბუციის პირველადი რეჟიმი

უფრო დიდი სტარტაპები, პირიქით, მომხმარებელთა ბაზაში ძირითადად სფეროს მიხედვით გაყიდვების საშუალებით აღწევენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი პოტენციურ მომხმარებლებს უმეტეს შემთხვევებში პირადად ხვდებიან.

ამას აკეთებენ კონფერენციების, სავაჭრო მაღაზიების, სახალხო საუბრების და ფიზიკური ლოკაციების მოწყობით ადამიანებისთვის, რომ ისინი ამ ადგილებს ეწვიონ.

შიდა გაყიდვების განყოფილება ორიენტირებულია პოტენციური კლიენტების მოძიებაზე, წამყვან თაობაზე, ნებაყოფლობით ზარებზე, ნებაყოფლობით ელექტრონულ შეტყობინებებზე და CRM-ის მართვაზე.

სცადეთ ორივეს ერთად გამოყენება და გადაწყვიტეთ, რომელ მათგანს აქვს უფრო მეტი ROI.

 

8. ხარჯების 70%-ი გაყიდვებისკენ მიდის

თქვენ გჭირდებათ ზრდა, გჭირდებათ ბევრი გაყიდვები, ფულმა უნდა იტრიალოს კომპანიაში, მხოლოდ ასე მოგეცემათ განვითარების საშუალება

ამიტომ, ბუნებრივია თქვენ ფული უნდა დახარჯოთ იმისთვის, რომ შემოსავალი მიიღოთ. სტარტაპები ბიუჯეტს მხოლოდ ორი მიმართულებით ხარჯავენ: გაყიდვებში და მარკეტინგში.

ნაცნობია თქვენთვის?

მთლიანობაში 70%-ი მიდის გაყიდვებში, ხოლო 30%-ი მიდის მარკეტინგში

 

სტარტაპები ორინტირებული არიან მომხმარებლების პირდაპირ მოზიდვაზე, მეოთხედზე ცოტა უფრო მეტი თანხა სჭირდება მარკეტინგს, ბრენდის ცოდნას და ა.შ.

 

9. დარიცხული მარჟა გამოწერებზე

თქვენს არსებულ სტარტაპში გაქვთ თუ არა გაწევრიანების მომსახურება? თუ ასეა, მაშინ ზუსტად უნდა იცოდეთ რამდენი გეხარჯებათ თითოეული შენაძენის გამომუშავებაზე.

ეს წარმოდგენას შეგიქმნით სარგებლის მარჟაზე, რომელიც სტარტაპების უმრავლესობისთვის 78%-ია.

 

გამოწერის დარიცხული მარჟა

თუ კომპანია ყიდის გაწევრიანების მომსახურებას თვეში $100-ად, მას ამ პროდუქტის მხარდაჭერა უხეშად რომ ვთქვათ $20 ან $30-ი უნდა უჯდებოდეს

 

10. სტარტაპების 58%-ი იყენებს AWS-ს მომსახურებების უზრუნველსაყოფად, CRM-ები, SaaS-ი, შიდა ინსტრუმენტები; კიდევ დაასახელეთ.

უამრავი პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს სტარტაპის მართვისთვის და განვითარებისთვის.

სტარტაპების 58%-ი ამიტომაც ირჩევს Amazon Web Services საკუთარი მომსახურებებისთვის, ის სწრაფია, სანდოა და მასშტაბური.

SAAS აპლიკაციის მიტანის ტენდენციები 2014 წლიდან

სხვა საშუალებები, რომლებიც პატივისცემას იმსახურებს, არის Google, Oracle და Salesforce.

თუ გამოსაყენებელ მომსახურებებს ეძებთ, მხედველობაში იქონიეთ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები.

 

11. სტარტაპების 53% -ის კონტრაქტის საშუალო ხანგრძლივობა ერთი წელია

ანგარიშის გამოწერის ჩვეულებრივ რამდენ ხნიან ხელშეკრულებას უდებთ მომხმარებლებს?

ერთ თვიანს? ექვს თვიანს?

სტარტაპების ხელშეკრულებების ხანგრძლივობა ერთი წელია. საშუალო/ტიპიური კონტრაქტის პირობები გჯუფისთვის

ეს მომხმარებლებს თქვენთან აჩერებს 12 თვის განმავლობაში და სააბონენტო გადასახადის 12-ჯერ დაბრუნების გარანტიას მოგცემთ, თუ ხელშეკრულება მუდმივად არ გრძელდება.

ეს არის მომხმარებლების მოზიდვის ეფექტური სტრატეგია, თქვენი პლათფორმის გამოყენება და შემოსავალი.

ამას გადავყავართ სტარტაპის შემდგომ სტატისტიკაზე.

 

12. სტარტაპების 57%-ის ბილინგის სიხშირე ყოველწლიურია

სტარტაპების 57%-ი თავის მომხმარებლებს ყოველ წლიურ ხელშეკრულებას უდებენ,ეს ორივე მხარისთვის პროცესს ამარტივებს და ზრდის პრაქტიკულ შემოსავალს. ზოგჯერ მოიცავს ფასდაკლებასაც.

თუ წლიურ ფასს სთავაზობთ, გაითვალისწინეთ ერთი თვის უფასოდ შეთავაზება ან სხვა სარგებელი ერთწლიანი შეთავაზების ასარჩევად.

ამას ექნება საუბრის გაგრძელების პოტენციალი.

 

13. 33%-ი თანხმდება, რომ ადგილების რაოდენობა მათი ფასების ძირითადი საზომია

ფასის დადგენა პროდუქტის განვითარების დროს საკმაოდ რთული თემაა.

ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა საზომი არსებობს, რაც ამ საქმიანობის განვითარების დროს უნდა გაითვალისწინოთ.

რომელია ყველაზე მთავარი?

სტარტაპების 33%-ი თანხმდება, რომ ადგილების რაოდენობა მათთვის ფასების დადგენის საზომის მთავარი პუნქტია.

რა არის თქვენთვის ფასების გაზომვის პირველადი მაჩვენებელი?

მაგალითად, სხვადასხვა გეგმებს სხვადასხვა ლიმიტები და მახასიათებლები ექნება, მაგრამ უფრო მეტი მომხმარებელი იქნება ერთერთი ყველაზე ძვირად ღირებული დამატება.

 

14. სტარტაპების 86%-ი უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელთა მოპოვებას

ყველას სურს ოცნების გუნდის შექმნა, წარმატება და მუდმივი ინოვაციები... არ არსებობს პრიორიტეტების ნაკლებობა, როცა ახალ ბიზნესზე ვსაუბრობთ

ყველაფერი რაც გაქვთ გონებაში მოფიქრებული, უნდა გაავრცელოთ და მუხტი მოიზიდავს მომხმარებელს, დახარჯეთ ბიუჯეტი მარკეტინგში, რადგან ეს მოიზიდავს მომხმარებელს, ესაუბრეთ ადამიანებს, რადგან ეს მოიზიდავს მომხმარებელს!

სტარტაპერები თანხმდებიან, რომ მომხმარებლების მოზიდვა არის მათი ყველაზე დიდი პრიორიტეტი

მომხმარებლების საჭიროებების გასაგებად გამოიყენეთ ციფრული ტქნოლოგიები და ჩაატარეთ კვლევები, დასვით შეკითხვა: “ვინ იყიდის ჩვენს პროდუქტს/მომსახურებას?” ნუ იქნებით იმედით , რომ “თუ სხვა ყიდის მეც გავყიდი”. სინამდვილეში შეცდომა სწორედ აქ არის, მხოლოდ იმ იმედით საქმიანობის დაწყება, რომ ბაზარი წარმატებულია და იქ შესვლით ყველას წარმატება ელოდება (ბიზნესის “სხვა კანონების” გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში), როგორც წესი ბიზნესის დახურვით მთავრდება.

ციფრულ სამყაროში ყველაფერი დათვლადია, იმ შემთხვევაში თუ კვლევაზე და არა მხოლოდ ენთუზიამზე იქნება ბიზნესის დაწყება დაფუძნებული შედეგები უფრო წარმატებული იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, კვლევა გვაჩვენებს ღირს თუ არა ბიზნესის დაწყება.

 

15. უნიკალური ვიზიტორები და მომხმარებლების ნაკადი

ციფრული ხელსაწყობის კომპლექტი მოიცავს ისეთ არხებს, როგორიცაა სოც-მედია, საძიებო სისტემები, ვიდეო პორტალები, ტელევიზია და რადიო რეკლამა. არსებულ აუდიტორიასთან მჭიდრო და ეფექტური კონტაქტისთვის აუცილებელია ცვლილებები და მანევრირება, რათა არ ჩამორჩეთ აუდიტორიის მოთხოვნებს.

მთავარი აუდიტორიასთან კომპლექსური მუშაობაა, რომელიც შეიძლება  ერთდროულად მიმართული იყოს: იმიჯის ფორმირებაზე და შენარჩუნებაზე, გაყიდვებზე, მომხმარებლების მხარდაჭერაზე, უკუკავშირის ინფორმაციის შეგროვებაზე და სხვა. ყოველთვის დაისახეთ მიზნად უნიკალური ვიზიტორების რიცხვის ზრდა და მოიმატებს მომხმარებლების ნაკადიც

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა