IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

20 რჩევა, სახლიდან ეფექტური მუშაობისთვის

23.04.2020

615 დათვალიერება

კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მუშაობა უმეტესობას სახლიდან გვიხდება. თუ
დისტანციურად აქამდე არ გიმუშავიათ, პროფესიონალური რჩევები
დაგეხმარებათ პროდუქტიულობის და წონასწორობის შენარჩუნებაში.


COVID-19-ის, ახალი კორონავირუსის გლობალური გავრცელება, ხალხს სახლებში კეტავს.
მსოფლიოს უმეტესობა ჩაკეტილია, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც კარანტინი არ არის,
ხალხს სახლში დარჩენას ურჩევენ. იქ სადაც ეს შესაძლებელია, დამსაქმებლები ხელს
უწყობენ ან სთხოვენ ხალხს სახლიდან იმუშაონ.


ყველამ, ვისაც დისტანციურად მუშაობა უწევს, უნდა დააწესოს გარკვეული დრო როდის, სად და როგორ იმუშაოს, რომ გამოკვეთოს საზღვარი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. რას იტყვით საოფისე აღჭურვილობის, კარიერის განვითარების, ტრენინგების შესაძლებლობების და კოლეგებთან ურთიერთობების დამყარების შესახებ? დისტანციურად მუშაობა, როცა ძირითადად სახლიდან მუშაობთ, ამ და სხვა საკითხების
გარკვევას ნიშნავს. გთავაზობთ 20 რჩევას უკეთესი, უფრო პროდუქტიული დისტანციური მუშაობისთვის, რომელიც დაფუძნებულია გამოცდილი ადამიანების რჩევებზე


1. შეიმუშავეთ რეგულარული საათები
შეადგინეთ განრიგი და ეცადეთ დაიცვათ ის უმეტეს შემთხვევაში. მკაფიოდ
ხელმძღვანელობა როდის იმუშაოთ და როდის დაისვენოთ პრინციპით, დაგეხმარებათ
დისტანციურად მუშაობას და ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში. ამით იმის
თქმა მინდა, რომ დისტანციური მუშაობის ერთერთი სარგებელი მოქნილობაა, ზოგჯერ
საჭიროა დღის გაწელვა, ზოგჯერ კი სხვა ადამიანის დროის სარტყელზე მორგება. როცა
სამუშაოს შეასრულებთ, შეეცადეთ დროზე ადრე დაამთავროთ ან მეორე დილით
გამოიძინოთ ძალების აღსადგენად.

დროის ავტომატური კონტროლის აპლიკაცია, როგორიცაა RescueTime, საშუალებას
მოგცემთ შეამოწმოთ იცავთ თუ არა თქვენს განრიგს. მას შეუძლია ისიც გაარკვიოს,
დღის რომელ მონაკვეთში ხართ ყველაზე პროდუქტიული და როდის ნაკლებად. ეს
ინფორმაცია შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ და ეფექტურად
ორიენტაციის საათები მნიშვნელოვან დავალებებს დაუთმოთ.

2. შექმენით დილის რუტინა
სამუშაო მაგიდასთან დაჯდომა და მუშაობის დაწყება გარკვეულ დროს ერთია, მაგრამ
ისეთი რუტინის შექმნა, რომელიც სამუშაოსკენ მოგიხმობთ - მეორე. რა არის თქვენს
დილის რუტინაში ისეთი, რაც მიუთითებს, რომ მუშაობას იწყებთ? ეს შეიძლება იყოს
ფინჯანი ყავა. შეიძლება - დილის ვარჯიშიდან დაბრუნება ან ჩაცმა (პიჟამოს შარვლის
ტარება მუშაობის დროს ზოგისთვის სახალისოა, მაგრამ ზოგისთვის ცუდი სტრატეგიაა).
რუტინა შეიძლება საათზე ძლიერი აღმოჩნდეს და მუშაობის დაწყებაში დაგეხმაროთ
ყოველდღიურად.
შრომა აუცილებელი არ არის სახლიდანაც დილის საათებში დაიწყოთ, თქვენ შეიძლება ეს რუტინა დღის რომელიმე სხვა
მონაკვეთში გაიაროთ.

3. შექმენით ძირითადი წესები თქვენს სივრცეში მყოფ ადამიანებთან ერთად
დააწესეთ ძირითადი წესები სხვა ადამიანებთან თქვენს სახლში ან მათთან, ვინც თქვენს
სივრცეს იზიარებს მუშაობის დროს. თუ გყავთ ბავშვები, რომლებიც სკოლიდან სახლში
იმ დროს ბრუნდებიან, როცა თქვენ ისევ მუშაობთ, მათ დასჭირდებათ ჩამოყალიბებული
წესები რისი გაკეთება შეუძლიათ და არ შეუძლიათ ამ დროს. გარდა ამისა, მხოლოდ
იმიტომ რომ სახლში ხართ და შეგიძლიათ მომსახურე ადამიანები სახლში შეუშვათ ან
შინაურ ცხოველებზე იზრუნოთ, იმას არ ნიშნავს, რომ სხვებს შეუძლიათ იფიქრონ,
თითქოს თქვენ ყოველთვის ამას გააკეთებთ. თუ თქვენ ასე ირჩევთ სახლის საქმეების
განაწილებას, კარგია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს მოუწესრიგებელი სახე ექნება, იმიტომ
რომ სახლში ხართ, შეიძლება ამით ისარგებლოთ და თქვენი პროდუქტიულობა
შემცირდება.

4. დაგეგმეთ შესვენებები
გახსოვდეთ თქვენი კომპანიის პოლიტიკა შესვენებების შესახებ და გამოიყენეთ ის. თუ
თვით დასაქმებული ხართ, ისარგებლეთ ადეკვატური დროით დღის განმავლობაში და
მოცილდით კომპიუტერს და ტელეფონს. სადილის შესვენება და ორი 15 წუთიანი
მოკლე შესვენება არის სტანდარტი სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებისთვის
ამერიკაში.

5. სრულად გამოიყენეთ შესვენებების დროს
ნუ შეიმცირებთ შესვენებებს და ნუ შეიზღუდავთ თავს, განსაკუთრებით სადილის
შესვენების დროს. შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია, მაგალითად TimeOut-ი Mac-თვის

და Smart Break-ი Windows-თვის, რომ მოცილდეთ კომპიუტერს 60 წუთით. შეგიძლიათ
უბრალოდ დააყენოთ საათი ან თაიმერი ეკრანზე, როცა შესვენებაზე გახვალთ. თუ
შესვენებიდან 40 წუთის შემდეგ დაბრუნდებით, გაისეირნეთ დარჩენილი 20 წუთის
განმავლობაშიც.

6. გაისეირნეთ
თუ ნება დართულია და უსაფრთხოა სახლიდან გასვლა კორონავირუსის გავრცელების
დროს, გადით სახლიდან, ისე რომ დაიცვათ სოციალური დისტანცია. იგივეს ვურჩევთ იმ
ადამიანებს, რომლებიც ტრადიციულად ოფისებში მუშაობენ. დატოვეთ ოფისის შენობა
დღეში ერთხელ მაინც. 

7. დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ
თუ ისეთ კომპანიაში ან ორგანიზაციაში მუშაობთ, რომელიც თქვენს სახლიდან
მუშაობის სისტემას უზრუნველყოფს, სთხოვეთ მათ საჭირო აღჭურვილობა, როგორც კი
სახლიდან მუშაობას დაიწყებთ ან ერთი ან ორი დღის შემდეგ, როცა მიხვდებით, რომ
რაღაც ახალი გჭირდებათ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეცედენტები
ადრევე დააფიქსიროთ და თქვენთვის საჭირო ყველაფერი მოითხოვოთ, რომ სამუშაო
კომფორტულად შეასრულოთ. ამაში შედის წესიერი მონიტორი, კლავიატურა, მაუსი,
სკამი, პრინტერი, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. ორგანიზაციებს, რომლებიც
დისტანციურ მუშაობას მიჩვეული არიან, მუდამ აქვთ გამოყოფილი ბიუჯეტი სახლის
საოფისე აღჭურვილობისთვის. 

8. დაიცავით ოფისისთვის განკუთვნილი სივრცე სახლში
სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენეთ ინდივინდუალური კომპიუტერი.დაზღვეული იქნებით გაუგებრობებისგან.
თანამშრომლისთვის ეს უფრო უსაფრთხოა.

9. იქონიეთ სამსახურისთვის გამოყოფილი მობილურის ნომერი
აიღეთ ნომერი, რომელსაც მხოლოდ კოლეგებთან და კლიენტებთან დასარეკად
გამოიყენებთ. აუცილებელი არ არის ეს იყოს ფიქსირებული ნომერი, მეორე მობილური ან
სიმ ბარათიც კი. ეს შეიძლება იყოს უფასო VoIP მომსახურება, როგორიცაა Google Voice ან
Skype ნომერი. სხვა რჩევების მსგავსად, სამსახურისთვის გამოყოფილი მობილურის
ნომერი დაგეხმარებათ სამსახურის და პირადი ცხოვრების დაბალანსებაში.

10. გამოიყენეთ VPN-ი
გამოიყენეთ VPN-ი, როცა ისეთ ქსელში ხართ დაკავშირებული, რომელსაც არ
აკონტროლებთ. ამაში შედის Wi-Fi საერთო სამუშაო სივრცეში, კაფეებში, ბიბლიოთეკებში
და აეროპორტებში. ზოგ ორგანიზაციას თავისი საკუთარი VPN-ი აქვს, რომელიც
დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს სჭირდებათ კონკრეტულ სერვერებთან ან
ვებ გვერდებთან წვდომისთვის. ისინი ინახავენ მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის
განკუთვნილ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევებში, სახლში VPN-ის გამოყენებაც
დაგჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იდეაა ჩვევად გადააქციოთ VPN-ის
დაკავშირებულ მდგომარეობაში დატოვება რაც შეიძლება ხშირად, რადგან ჩართულ
მდგომარეობაში ის ყოველთვის უსაფრთხოა, ვიდრე გამორთულ მდგომარეობაში.
კიდევ ერთი რამ VPN-ის შესახებ. გახსოვდეთ, როცა მათთან ხართ დაკავშირებული,
თქვენმა კომპანიამ შეიძლება ნახოს თქვენ რას აკეთებთ.

11. იკონტაქტეთ კოლეგებთან
სიმარტოვე, უკონტაქტობა და იზოლაცია დისტანციურად მუშაობის დროს ზოგადი
პრობლემაა. კომპანიები, სადაც დისტანციური მუშაობის კულტურაა, ჩვეულებრივ
გთავაზობთ კონტაქტის სხვადასხვა გზებს. მაგალითად, მათ შეიძლება ჰქონდეთ ჩეტ
არხები, სადაც დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს შეუძლიათ საერთო
ინტერესების შესახებ საუბარი, ერთი და იმავე რეგიონში მყოფ თანამშრომლებს
შეხვედრის დაგეგმვა.

12. „გამოჩნდით“ შეხვედრებზე და თქვით თქვენი სათქმელი, რომ სხვებმა მოგისმინონ
თქვენ რა თქმა უნდა იღებთ მონაწილეობას ვიდეო კონფერენციებში და საკონფერენციო
ზარებში, მაგრამ კარგი იქნება ზოგჯერ არჩევით შეხვედრებსაც დაესწროთ. აუცილებლად
ისაუბრეთ ასეთ შეხვედრაზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც ხაზზე ხართ.

13. მოითხოვეთ პირადი შეხვედრების დრო
თუ თქვენი დამსაქმებელი ვერ ახერხებს თქვენს შეხვედრას სხვა თანამშრომლებთან
ერთად ერთ ოთახში, სთხოვეთ მას წლიური ან ნახევარწლიური მოგზაურობის შეტანა
ხელშეკრულებაში. ეს შეიძლება იყოს წლიური დაგეგმვის შეხვედრა, ტრენინგები ან
შეხვედრა გუნდურობის ჩამოსაყალიბებლად. შეგიძლიათ ეს სხვა ბიზნეს ღონისძიებად
გადააქციოთ, მაგალითად წლიური ფისკალური შეხვედრა, უახლოესი კონფერენცია ან
საოფისე დასვენების წვეულება. ნუ დაელოდებით იმას, რომ ვინმე დაგპატიჟებთ
ოფისში ან წვეულებაზე. იყავით პროაქტიული.
მათთვის, ვისაც მოულოდნელად მოუხდა სახლიდან მუშაობა, ვინც ცდილობს
შეამციროს პირისპირ კონტაქტი, მოაწყვეთ ვიდეო ზარი თქვენს კოლეგებთან ან
მენეჯერთან კვირაში ერთხელ.

14. გამოიყენეთ ავადმყოფობისთვის განკუთვნილი შვებულებები
როცა თავს ცუდად გრძნობთ, გამოიყენეთ ავადმყოფობისთვის განკუთვნილი
დასვენების დღეები. თუ ასეთი დღეები თქვენი კომპენსაციის პაკეტში შედის,
გამოიყენეთ დასვენების დღეები, თუ დაგჭირდებათ. ასეთი დღეების არ გამოყენება
ფულის გადაყრას ნიშნავს. თუ ფრილანსერი ხართ, ვისაც არ აქვს ანაზღაურებადი
დასვენების დღეები ავადმყოფობის გამო, შეიძლება ადვილი აღმოჩნდეს საწინააღმდეგო,
დრო ფულია ხაფანგში გაბმა და ავადმყოფობის საშუალებით ძალაუფლების მოპოვება.
იცოდეთ, რომ ზოგჯერ უკეთესია დაისვენოთ და გამოკეთდეთ, რომ შემდეგში უფრო
პროაქტიულად გააგრძელოთ მუშაობა.

15.არ გამოტოვოთ ტრენინგების შესაძლებლობები

როცა არ ხართ ოფისში თქვენს თანამშრომლებთან ერთად, შეგიძლიათ წახვიდეთ
ტრენინგებზე და უნარ-ჩვევების გამომუშავების კურსებზე, რომლებსაც პირისპირ
მუშაობით ასწავლიან. თქვენს კომპანიას შეიძლება დაავიწყდეს თქვენი ჩამატება
ინტერნეტ ტრენინგ კურსებზე. ამის გამო კი შეიძლება თქვენ გამოტოვოთ რაღაც
სასარგებლოს სწავლის შესაძლებლობა. ხმამაღლა გამოთქვით თქვენი აზრი და
დარწმუნდით, რომ თქვენც ხართ ჩართული ასეთ ტრენინგებში.
ჩვეულებრივი ტრენინგების გარდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინტერნეტ ან პირისპირ
მუშაობის კურსები, ტრენინგები და ქოუჩინგი, თუ დაგჭირდებათ. იმ ადამიანებისთვის,
რომლებიც დროის 100 პროცენტს დისტანციურად მუშაობაში ხარჯავენ, მოიძიეთ
სასწავლო შესაძლებლობები, რომლებიც არის თქვენი კომპანიის მთავარ ოფისში ან
თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფ ოფისში. ამ გზით, მიიღებთ ტრენინგებს და თქვენს
კოლეგებთან პირისპირ ურთიერთობის დროს.

16. ზედმეტი კომუნიკაცია
დისტანციურად მუშაობა თქვენგან ზედმეტ კომუნიკაციას მოითხოვს. იყავით აქტიური, თავდაჯერებული და გააკეთეთ ყველაფერი რომ არ ჩამორჩეთ პროცესებს.

17. იყავით პოზიტიური
დახვეწილად საუბარი ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად არ იგრძნობა ენერგია და მუხტი, ამიტომ იყავით თავისუფალი და  პოზიტიური. გაუზიარეთ თქვენი ენერგია ყველას.

18. ისარგებლეთ წახალისებებით
ყოველ კვირას თითო პურს ვახცობ. იცით რატომ? იმიტომ რომ სახლიდან ვმუშაობ და
შემიძლია. გარდა ამისა, მსიამოვნებს ამის კეთება. როცა ოფისში ვმუშაობდი მთელი
დღის განმავლობაში, მიჭირდა დროის მოძებნა იმისთვის, რომ ღუმელში რამე
გამომეცხო. დისტანციურად მუშაობას უნიკალური თვისებებიც აქვს. გამოიყენეთ ისინი.
თქვენ ამას იმსახურებთ.

19. ნუ მოსთხოვთ ბევრს საკუთარ თავს

ყველაზე წარმატებულ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს აქვთ ზედმეტად
მოწესრიგებულის სახელი. ბოლოს და ბოლოს, სრული განაკვეთის საოფისე საქმის
შესრულებას სერიოზული ორიენტაცია სჭირდება არა ტრადიციული სივრციდან. ამბობენ,
რომ ყურადღება ზოგჯერ მაინც ეფანტება ყველას ასეთ დროს. თუ აღმოაჩენთ, რომ ერთ
მომენტში მუშაობთ და მეორე მომენტში თქვენი შვებულებისთვის თვითმფრინავის
ბილეთებს ჯავშნით, ამის გამო საკუთარ თავს ძალიან ნუ გაკიცხვათ. პირიქით, ჰკითხეთ
საკუთარ თავს, სხვა ადამიანებიც თუ აკეთებენ იგივეს სამსახურის პერიოდში. თუ
პასუხი დადებითია, მიეცით თავს მოდუნების საშუალება, შემდეგ კი გააგრძელეთ
მუშაობა.

20. დღე რუტინით დაასრულეთ
როცა დღე რუტინით უნდა დაიწყოთ, გამოიმუშავეთ ჩვევა, რომელიც მიგანიშნებთ
სამუშაო დღის დასრულებაზე. ეს შეიძლება იყოს დასრულების ნიშანი ბიზნეს
შეტყობინებების აპლიკაციაში, ძაღლის გასეირნება საღამოს ან იოგას გაკვეთილი
საღამოს 6 საათზე. რამე მარტივი, როგორიცაა კომპიუტერის გამორთვა და საყვარელი
პოდკასტის ჩართვა. რასაც აირჩევთ, მუდმივად გააკეთეთ, რომ სამუშაო საათების
დასრულება აღნიშნოთ.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

შენ ქმნი სისტემას - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

დღეს კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი, ის ნებისმიერი ციფრული სისტემის ფუნდამენტური საყრდენია. სტატია დეტალურად აღწერს, თუ როგორ იქმნება მრავალშრიანი თავდაცვის მექანიზმები ნულოვანი ნდობის (Zero Trust) პრინციპითა და მონაცემთა კრიპტოგრაფიული იზოლაციით. გაიგე, როგორ უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიები და პროაქტიული მონიტორინგი მომხმარებლებისა და ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას გარე შეტევებისგან.

თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში კიბერუსაფრთხოება აღარ განიხილება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დამატებითი კომპონენტი. ის წარმოადგენს სისტემის ფუნდამენტურ „დნმ“-ს, რომელიც არქიტექტურის დაგეგმვის საწყის ეტაპზევე უნდა განისაზღვროს. სისტემური დაცვის ძირითადი პრინციპი Defense in Depth (სიღრმისეული დაცვაა), რაც გულისხმობს მრავალშრიანი უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. ამ სტ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Product Owner

იყო Product Owner არ ნიშნავს მხოლოდ დავალებების მართვას, ეს არის სისტემის შექმნის ხელოვნება, სადაც მთავარი ამოცანა მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური ბიზნეს-ღირებულების გენერირებაა. სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა განსაზღვრო პროდუქტის ხედვა, ჩამოაყალიბო პრიორიტეტების ეფექტური სტრატეგია და გაუძღვე გუნდს საერთო მიზნისკენ. გაიგეთ, როგორ აქციო ქაოსი მოწესრიგებულ და მომგებიან სისტემად.

იყო Product Owner (PO), არ ნიშნავს მხოლოდ Backlog-ის მართვას ან დეველოპერებისთვის დავალებების ჩამოწერას. ეს არის როლი, სადაც შენ ხდები პროდუქტის ხედვის მცველი და მთავარი ხიდი ბიზნესის ინტერესებსა და ტექნიკურ რეალობას შორის. შენ ქმნი სისტემას, რომელიც მომხმარებლის კონკრეტულ პრობლემას ჭრის და ბიზნესს რეალურ შედეგს აძლევს. მიზნის განსაზღვრა: "რატომ?" ყოველი წარმატებული პროდუქტი იწყება ფუ

ШАГ логотип

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია მოახდინოს რეალური გავლენა გარემომცველ საზოგადოებაზე.

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა