IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

20 ყველა დროის უდიდესი პროგრამისტი

კომპიუტერი ძალიან კომპლექსური მოწყობილობაა, თუმცა ადამიანები მას უპრობლემოდ მოვიხმართ ყოველგვარი ტექნიკური უნარების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის 90% არც კი ვიცით თუ რა პროცესები მიმდინარეობს უკანა ფონზე

 

სხვათაშორის, ყველა ელემენტი, რომელსაც ხედავთ თქვენს მოწყობილობაზე შექმნილია დეველოპერის მიერ. თუმცა, ვინ არიან ეს ადამიანები უფრო კონკრეტულად?

 

დღესდღეობით, პროგრამისტები სუპერ-ვარსკვლავებად ითვლებიან. ქვემოთ, ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მსოფლიო დონის კოდერი, რომლებმაც შეცვალეს სამყარო თავიანთი შემოქმედებითი გონებით და შთააგონეს ბევრი ადამიანი გახდეს პროგრამისტი

 

20. დევიდ პატერსონი

ვინ არის ის: დევიდ პატერსონი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი კალიფორნიის უნივესიტეტში, ბერკლში.

 

პატერსონი ცნობილია თავისი წვლილით RISC პროცესორის (Reduced Instruction Set Computer) შექმნაში და მისი კვლევით RAID-ზე (Redundant Arrays of Independent Disks) და NOW-ზე (Network of Workstations).

 

მიღწევები: მას მოპოვებული აქვს ეკერტ-მოჰლის, კარლ კარლსტრომის ბრწყინვალე პედაგოგის და ACM გამორჩეული სამსახურის ჯილდოები.
 

19. ჯონ კარმაკი

ვინ არის ის: ჯონ კარმაკი არის თამაშების დეველოპერი და Id Software-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი და  თანადამფუძნებელი.

 

 ის იყო Id ვიდეო თამაშების Doom, Rage, Commander Keen და მათი სიქველების წამყვანი პროგრამისტი. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ინოვაციებით 3D გრაფიკაში, განსაკუთრებით ჩრდილის მოცულობისთვის განკუთვნილი Reverse ალგორითმით. კარმაკმა ხელი შეუწყო კომპიუტერულ გრაფიკაში რამდენიმე ტექნიკის დანერგვას, როგორიცაა ადაპტირებადი თარგის განახლება, ბინარული სივრცის დანაწევრება, ე.წ რეიქასთინგი, ზედაპირის ქეშირება და MegaTexture ტექნოლოგია.

 

მიღწევებიმას მიენიჭა სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის საპატიო ჯილდო (ორჯერ), ტექნოლოგიისა და ინჟინერიის ემის ჯილდოები და Game Developers Conference Lifetime Achievement-ის ჯილდო მისი ინოვაციური მუშაობისთვის.

 

18. დონალდ ერვინ კნუთი

ვინ არის ის: დონალდ კნუთი არის მათემატიკოსი, გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი და ავტორი კომპიუტერული პროგრამირების ხელოვნებისა. მას უწოდებენ ალგორითმების ანალიზის მამას.

 

დონალდ კნუთი მუშაობდა ალგორითმების გამოთვლითი სირთულისა და მათი ფორმალური მათემატიკური ტექნიკის ანალიზის შემუშავებაზე. მან პოპულარიზაცია გაუწია ტერმინს ასიმპტოტური ჩაწერის სისტემა. მან შექმნა TeX კომპიუტერული საბეჭდი სისტემა, WEB და CWEB კომპიუტერული პროგრამირების სისტემები წიგნიერი პროგრამირების წახალისების მიზნით.

 

მიღწევებიტიურინგის ჯილდო, გრეის მურის ჰოპერის ჯილდო, მეცნიერების ეროვნული ჯილდო, ფარადეის მედალი, კიოტოს ჯილდო, და ჯონ ვონ ნიმანის მედალი.

 

17. გუიდო ვან როსუმი

ვინ არის ის: გუიდო ვან როსუმი არის გამომთვლელი ტექნიკის პროგრამისტი, ცნობილი როგორც Python-ის პროგრამირების ენის ავტორი.

 

ადრეულ ასაკში მან დაწერა გლობალური () რუტინა BSD Unix–ში და მუშაობდა ABC პროგრამირების ენაზე. მან Google–ში მუშაობისას შეიმუშავა Python და აგრძელებს Python-ის განვითარების პროცესის ზედამხედველობას, საჭიროების შემთხვევაში იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

 

მიღწევები: როსუმს მიენიჭა NLUUG-ის ჯილდო, 2001 წლის ჯილდო თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისთვის განკუთვნილი მისი Python-ისთვის გაწეული სამუშაოსთვის.

 

16. ჯეიმს არტურ გოსლინგი

ვინ არის ის: ჯეიმს გოსლინგი არის კანადელი გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, ცნობილი როგორც Java პროგრამირების ენის მამა.

 

ჯეიმსმა Sun Microsystems-ში გაწევრიანებამდე შეიმუშავა Unix-ის მრავალპროცესიანი ვერსია, რამდენიმე შემდგენელი და საფოსტო სისტემები. მან გამოიგონა Java პროგრამირების ენა და დანერგა Java-ის ორიგინალური შემდგენელი და ვირტუალური მანქანა 1994 წელს. მან ასევე შეიტანა წვლილი რამდენიმე სხვა პროგრამულ სისტემაში, მათ შორის Gosling Emacs და NeWS.

 

მთავარი მიღწევები: გოსლინგს მიენიჭა ეკონომისტის ინოვაციის ჯილდო, IEEE ჯონ ვონ ნიმანის მედალი, და 2007 წელს დაინიშნა კანადის ორდერის ოფიცრად.

 

15. ნიკლაუს უირთი

ვინ არის ის: ნიკლაუს უირთი არის შვეიცარიელი გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, რომელიც გახდა კომპიუტერის ისტორიის მუზეუმის წევრი ალგორითმებსა და პროგრამირების ენებზე გავლენიანი მუშაობისთვის.

 

უირთი ცნობილია მრავალი პროგრამული ენების შემუშვებისთვის, მათ შორის Pascal, Modula, ასევე როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სფეროში სტადარტული ტოპიკების დანერგვისთვის. ის იყო Algol W, Euler, Modula, Modula-2, Pascal, Oberon, Oberon-2, და Oberon-7-ის მთავარი შემქმნელი. მან ასევე იმუშავა Lola-ის ციფრული აპარატურის დიზაინზე და სიმულაციის სისტემაზე.

 

მიღწევები: მას მიენიჭა ტიურინგის ჯილდო, SIGPLAN პროგრამირების ენის მიღწევის ჯილდო და მარსელ ბენოის პრიზი.

 

14. ალან კერტის კეი

ვინ არის ის: ალან კერტის კეი არის გამომთვლელი ტექნიკის  მეცნიერი, რომელიც არჩეულია საინჟინრო ეროვნული აკადემიის, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისა და ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრად.

 

ალანი ცნობილია ადრეული დამწყები სამუშაოთი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირებისა და გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისის (GUI) დიზაინის შესახებ. ბრაიანი ასევე არის ფრაზის დამნერგავი: მომავლის პროგნოზირების საუკეთესო გზაა მისი გამოგონება

 

ალანს მიენიჭა ACM ტიურინგის ჯილდო ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე მუშაობისთვის, UPE Abacus ჯილდო და UdK 01-ჯილდო GUI–ის ინოვაციური მუშაობისთვის.

 

13. ჯონ მაკარტი

ვინ არის ის: ჯონ მაკარტი იყო კოგნიტიური მეცნიერების და გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, რომელმაც შემოიღო ტერმინი ხელოვნური ინტელექტი

 

ჯონმა შეიმუშავა Lisp პროგრამირების ენების ოჯახი, პოპულარიზაცია გაუწია დროის გაზიარებას (Timesharing) და მუშაობდა ALGOL პროგრამირების ენის განვითარებაზე. მან გამოიგონა Garbage Collection მეთოდი Lisp-ის პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც შემდგომ გახდა AI პროგრამების რჩეული პროგრამირების ენა.

 

მას მიენიჭა ტიურინგის ჯილდო, კიოტოს პრიზი, მეცნიერების ეროვნული მედალი, კომპიუტერული ინოვაციების ჯილდო და IJCAI ჯილდო კვლევის ბრწყინვალებისათვის.

 

არ დაკარგო დრო! შეისწავლეთ HTML5, CSS3 და JavaScript ერთად ერთ კურსში და გახდით წარმატებული Frontend დეველოპერი 6 თვეში! IT აკადემია STEP-ის საერთაშორისო ექსპერტებმა და მეთოდისტებმა შეადგინეს 6 თვიანი ონლაინ სასწავლო პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი Frontend Web Developer დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებით!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

12. თომას იუგენი კურცი

ვინ არის ის: თომას კურცი არის მეცნიერი და დართმაუზის ყოფილი პროფესორი, რომელმაც დანერგა დროის გაზიერების კონცეფცია.

 

მან შეიმუშავა BASIC პროგრამირების ენა, რომელიც არაექსპერტ მომხმარებლებს კომპიუტერთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს. მან და ჯონ კემენმა დააფუძნეს კომპანია სახელწოდებით True BASIC, Inc, რომელიც განკუთვნილი იყო True BASIC-ის ბაზარზე გავრცელებისთვის, რომელიც წარმოადგენს ენის განახლებულ ვერსიას. ეს პროგრამირების ენა ფართოდ გავრცელდა მიკროკომპიუტერებზე, რამაც მცირე დეველოპერებსა და ბიზნესის მფლობელებს საშუალება მისცა დამოუკიდებლად შეემუშავებინათ პერსონალური პროგრამული უზრუნველყოფა კომპიუტერებზე.

 

მთავარი მიღწევები: კურცს მიენიჭა AFIPS-ისდა IEEE კოპიუტერული მეცნიერების პიონერის ჯილდო.

 

11. ჯონ ჯორჯ კემენი

ვინ არის ის: ჯონ კემენი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, მათემატიკოსი და პედაგოგი, რომელიც ყველაზე ცნობილია თომას კურცთან ერთად პროგრამირების ძირითადი ენის შემუშავებისთვის

 

კემენმა წამოიწყო კომპიუტერების გამოყენება ჩვეული ადამიანებისთვის. მან გამოიგონა BASIC (Beginner’s All-purpose Symbolic Instruction Code) პროგრამირების ენა 1964 წელს LGP-30-თან ექპერიმენტების წარმოების შემდეგ. მან ასევე შეიმუშავა DTSS (Dartmouth Time-Sharing System), რომელიც გახლავთ მსოფლიოს ერთერთი პირველი დროის გაზიარების სისტემა.

 

მთავარი მიღწევები: მან მიიღო კომპიუტერული პიონერის ჯილდო 1985 წელს.

 

10. გრეის ჰოპერი

ვინ არის ის: გრეის ჰოპერი იყო აშშ საზღვაო ძალების კონტრ-ადმირალი და გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი. ის იყო Harvard Mark I კომპიუტერის ერთერთი პირველი პოგრამისტი

 

ჰოპერმა გამოიგონა პირველი შემდგენელი კომპიუტერული პროგრამირების ენისთვის. მან ხელი შეუწყო მანქანა-დამოუკიდებელ პროგრამირების ენის მეთოდოლოგიის პოპულარიზაციას, რამაც გამოიწვია COBOL–ის განვითარება. მისი დამსახურებაა ასევე ტერმინი „debugging“-ის პოპულარიზაცია, რომელიც განკუთვნილია მანქანების ხარვეზების გამოსწორებისთვის.

 

მთავარი მიღწევები: ის იყო პირველი ქალი მსოფლიოში, რომელსაც მიენიჭა  ბრიტანეთის კომპიუტერული საზოგადოების გამორჩეულ სტიპენდიანტის, მარკეტის უნივერსიტეტის მეცნიერებათა საპატიო დოქტორის ტიტული და მიენიჭა ტექნოლოგიის ეროვნული მედალი (1991).

 

9. ჯონ ბაკუსი

ვინ არის ის: ჯონ ბაკუსი იყო გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, ყველაზე კარგად ცნობილი FORTRAN-ის შემუშავებისთვის. მან მოიპოვა მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში 1950 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში.

 

ბაკუსმა უხელმძღვანელა გუნდს, რომელმაც გამოიგონა FORTRAN, პირველი ფართოდ გამოყენებული მაღალი დონის პროგრამირების ენა. მან შეიმუშავა BNF (Backus-Naur form), ჩანაწერი განკუთვნილი ფორმალური ენობირვი სინტაქსის განსაზღვრისთვის. მან ასევე ხელი შეუწყო ტერმინი ფუნქციური პროგრამირების ენის პოპულარიზაციას.   

 

მთავარი მიღწევები: ბაკუსმა მიიღო W.W. McDowell ჯილდო, მეცნიერების ეროვნული მედალი, ACM ტიურინგის პრიზი და დასახელებული იყო IBM მკლევარად. 

 

8. ბილ გეიტსი

ვინ არის ის: ადამიანი, რომელიც არ საჭიროებს წარდგენას. როგორ შემეძლო გამომეტოვებინა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი პროგრამისტი, რომლის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მთელს სამყაროში?

 

Microsoft-ის პირველი ხუთი წლის მანძილზე, იგი პირადად ზედამხედველობდა თითოეულ კოდის ხაზს, რომელსაც კომპანია აწარმოებდა, ხშირად ასწორებდა კოდებს, რომელიც მას მიაჩნდა ხარვეზიანი ან არასწორი. კარიერის დასაწყისში, მან და პოლ ალენმა დაწერეს BASIC ენის სრული მთარგმნელი ნაკრებ ენაში კომპიუტერისთვის, რომელზეც წვდომაც კი არ ჰქონდათ და გააჩნდა მეხსიერების 4 კილობაიტი მხოლოდ. მათ დაწერეს ის PDP-10-ზე მომუშვე Intel 8080-ის ემულატორზე.

 

მთავარი მიღწევები: მას მიენიჭა ტექნოლოგიისა და ინოვაციის ეროვნული მედალი, ბრიტანული კომპიუტერული საზოგადოების გამორჩეული წევრის ტიტული და Bower ჯილდო ბიზნესში ლიდერობისათვის.

 

7. ბრაინ კერნიგანი

ვინ არის ის: ბრაინ კერნიგანი გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერია, რომელიც მუშაობდა Bell Labs-ში. მის ადრეულ კარიერაში ის იყო პროგრამული უზრუნველყოფის რედაქტორი Prentice-Hall International-ში

 

მან დენის რიჩისთან და კენ თომპსონთან ერთად შეიმუშავა Unix OS. ის იყო მრავალი Unix პროგრამის ავტორი, მათ შორის cron და ditroff ვერსია 7-ისთვის. კერნიგანი არის AMPL-ის და AWK პროგრამირების ენის თანაავტორი. მან ასევე შეიმუშავა ევრისტიკული მოგზაურობის გამყიდველის ამოცანა და გრაფიკის დანაწევრება (ორივე არის NP–ს სრული ამოცანა). ბრაიანმა ასევე დანერგა ფართოდ ცნობილი გამონათქვამისა „მიიღებ ყველაფერს რასაც ხედავ“ (WYSIAYG).

 

მთავარი მიღწევები: მან მოიგო INFORMS-ის კომპიუტერის საზოგადოების ჯილდო 1993 წელს და მისი კარიერის მანძილზე მიენიჭა პედაგოგის მრავალი ჯილდო. 

 

6. კენ თომპსონი

ვინ არის ის: კენ თომპსონი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერების და ჰაკერული საზოგადოების  პიონერი. ის ყველაზე კარგად ცნობილია Unix საოპერაციო სისტემის შექმნითა და დანერგვით

 

თომპსონმა რიჩისთან ერთად შეიმუშავა თავდაპირველი Unix OS. მან გამოიგონა B პროგრამირების ენა და იყო Plan 9 საოპერაციო სისტემის ერთერთი პირველი დეველოპერი. მან, ასევე შექმნა Go პროგრამირების ენა Google-ზე მუშაობისას. გარდა ამისა, თომპსონმა იმუშავა UTF-8-ის კოდირებაზე, ენდშპილი მაგიდის დაფებზე და ჩვეულ ფორმულირებებზე.

 

მთავარი მიღწევები: მას მიენიჭა ტიურინგის ჯილდო, იაპონიის პრემია, IEEE Emanuel R. Piore ჯილდო, კომპიუტერული პიონერის ჯილდო და ტექნოლოგიის ეროვნული მედალი.

 

5. ტიმ ბერნერს ლი

ვინ არის ის: ტიმ ბერნერს ლი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, ყველაზე კარგად ცნობილი, როგორც მსოფლიო ინტერნეტ ქსელის (World Wide Web) გამომგონებელი. იგი არის W3C-ის, Web Science Research Initiative-ის დირექტორი და MIT-ის დამფუძნებელთა თავჯდომარე  და უფროსი მკლევარი

 

1989 წელს ტიმმა შესთავაზა ინფორმაციის მართვის სისტემის შექმნა და მან წარმატებით განახორციელა ინტერნეტით HTTP კლიენტსა და სერვერს შორის კავშირი. ის ასევე არის მთავარი ფიგურა data.gov.uk– ის უკან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ოფიციალური სამუშაოსთვის მოპოვებული ყველა მონაცემის უფასო გამოყენებას.

 

მთავარი მიღწევები: დედოფალმა ელისაბედ II-მა ტიმს რაინდის წოდება მიანიჭა გაწეული გამორჩეული სამუშაოსთვის, დაჯილდოვდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ჯილდოთი, ბრიტანეთის სიამაყით და წლის ახალგაზრდა ინოვატორად (1995).

 

4. ბიარნ სტრაუსტრუპი

ვინ არის ის: ბიარნ  სტრაუსტრუპი არის გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი და მორგან სტენლის მკლევარი პროფესორი. ის იყო ბელ ლაბორატორიის ფართომასშტაბიანი პროგრამირების კვლევის განყოფილების უფროსი.

 

ბიარნ სტრაუსტრუპს უმუშავია დენის რიჩისთან ერთად C ენის შემუშავებაში. 1978 წელს მან დაიწყო C++ ენის განვითარება (შემდგომ დაერქვა C). მან დაწერა მისი დეფინიცია, აწარმოაა მისი დანერგვა და შექმნა მისი ყველა მთავარი შესაძლებლობა. სტრაუსტრუპმა ასევე დაწერა სახელმძღვანელო C++ პროგრამირების ენისთვის.

მთავარი მიღწევები: მას მიენიჭა უილიამ პროქტერის ჯილდო სამეცნიერო მიღწევისთვის, გრეის მურის ჰოპერის ჯილდო, და  გახდა კომპიუტერული ისტორიის მუზეუმის წევრი მისი C ++ გამოგონებისთვის.

 

დაიწყე სწავლა დღესვე, მიღება დაწყებულია

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

3. ლინუს ტორვალდს

ვინ არის ის: ლინუს ტორვალდსი არის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, პროექტის კოორდინატორი და ჰაკერი. ის არის კაცი, რომელიც დგას Linux– ის ოპერაციული სისტემის უკან.

 

მან დაწერა Linux-ის მთავარი კოდი (დაახლოებით 2%) და გადასინჯვის კონტროლის სისტემა, Git. ბევრი პოპულარული ოპერაციული სისტემა, მათ შორის Ubuntu, Fedora და Android დაფუძნებულია Linux- ზე. ტორვალდსი ფლობს "Linux" სავაჭრო ნიშანს და მონიტორინგს უწევს მის გამოყენებას.

 

მთავარი მიღწევები: მას მიენიჭა ათასწლეულის ტექნოლოგიის პრიზი შინია იამანაკასთან ერთად, ღია კოდის ოპერაციული სისტემის შექნნისთვის. მან ასევე მიიღო EFF Pionee-ის ჯილდო, Lovelace-ის მედალი ბრიტანული კომპიუტერული საზოგადოებიდან და Vollum-ის ჯილდო რიდის კოლეჯისგან.

 

2. დენის რიჩი

ვინ არის ის: დენის რიჩი იყო რევოლუციური გამომთველი ტექნიკის მეცნიერი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა C პროგრამირების ენისა და Unix ოპერაციული სისტემის შემუშავებაში. ის დასაქმებული იყო Lucent Technologies & Bell Labs– ში, სადაც დაწერა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "პროგრამის სტრუქტურა და გამოთვლითი სირთულე." თუმცა, მას ოფიციალურად არასოდეს მიუღია დოქტორის ხარისხი.

 

მან შეიმუშავა C პროგრამირების ენა, რომელზეც დაფუძნებულია მრავალი თანამედროვე მანქანების ენა და ტექნოლოგია, მათ შორის PS4 და Xbox. რიჩიმ შექმნა მრავალ მომხმარებლის ოპერაციული სისტემა სახელწოდებით Unix. ის ასევე ცნობილია ALTRAN, B, BCPL და Multics– ის შემუშავებით.

მთავარი მიღწევები: რიჩიმ მიიღო ტიურინგის ჯილდო, ჰამინგის მედალი IEEE–დან, კომპიუტერული პიონერის ჯილდო, კომპიუტერის ისტორიის მუზეუმის მკლევარის ტიტული და ჰაროლდ პენდერის ჯილდო.

 

1. ალან მათისონ ტიურინგი

ვინ არის ის: ალან ტიურინგი იყო გამომთვლელი ტექნიკის მეცნიერი, მათემატიკოს, კრიპტანალისტი და ლოგიკოსი. ის დასახელებულია თეორიული გამომთვლელი ტექნიკის და ხელოვნური ინტელექტის მამად. 

 

მეორე მსოფლიო ომის დროს მან შეიმუშავა მრავალი ტექნიკა გერმანული შიფრების გასატეხად. ტიურინგმა ააგო ელექტრომექანიკური მანქანა, რომელსაც შეეძლო ენიგმის აპარატის პარამეტრების პოვნა. მან გამოაქვეყნა გამოთვლისა და ალგორითმის ცნებები ტიურინგის მანქანით, მოწყობილობა, რომლის ადაპტირება შესაძლებელია ნებისმიერი ალგორითმის ლოგიკის სიმულაციისთვის.

 

მთავარი მიღწევები: მას მიენიჭა სმიტის პრიზი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი და სამეფო საზოგადოების წევრი.

1966 წლიდან ტიურინგის ჯილდო ყოველწლიურად ენიჭება კომპიუტერული მანქანების ასოციაციის მიერ გამომთვლელი ტექნიკის საზოგადოებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

ჩვენი მკითხველის რჩეული პროგრამისტები

  1. ჯონ ვონ ნიმანი: არის მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი და პროგრამისტი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წრფივი პროგრამირების, სტოქასტური გამოთვლისა და თვითგამორკვევის მანქანებში. ნემანმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თამაშის თეორიის, ფიჭური ავტომატების კონცეფციისა და უნივერსალური კონსტრუქტორის შემუშავებაში.
  2. სტივ ვოზნიაკი: 1970-იანი წლების ბოლოს მარტომ შექმნა Apple-I და Apple-II კომპიუტერები და ამ ორმა მანქანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მიკროკომპიუტერის რევოლუციაში.
  3. ფაბრის ბელარდი: ყველაზე კარგად ცნობილია QEMU და FFmpeg-ის პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების შემქმნელად. მან შეიმუშავა კიდევ რამდენიმე სხვა პროგრამა, მათ შორის მცირე C შემდგენელი (3 კბ ზომის).

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია