IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

20 საუკეთესო რჩევა, ინსტაგრამ მარკეტინგული კამპანიისთვის 2021 წელს

17.03.2021

841 ხედი

ინსტაგრამი მილენიალების და თაობა Z-ის რჩეული სოც ქსელია. მისი გამოჩენა ტვიტების, ფეისბუქ სტატუსების და ბლოგების ხანაში საკმაოდ შთამბეჭდავი და ხმაურიანი იყო და მისიაც ამბიციურად ჟღერდა – მსოფლიოს მომენტების დაჭერა და გაზიარება (To capture and share the world’s moments). 

 

წარმატებაზე ეს მცირე ფაქტებიც მეტყველებს:

  • ბაზარზე გამოჩნდა 2010 წელს
  • სულ რაღაც 1 კვირაში 100,000 მომხმარებელი ჰყავდა
  • ფეისბუქმა 2012 წელს 1 მილიარდ დოლარად იყიდა
  • 2020 წლის მონაცემებით აქტიური მომხმარებლების რიცხვი 1 მილიარდია. მათგან ნახევარი ყოველდღე იყენებს მას
  • ბიზნეს პროფილების რიცხვი 25 მილიონს აღწევს და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება
  • საქართველოში ინსტაგრამზე რეგისტრირებული 1 მილიონზე მეტი მომხმარებელია. 

 

ინსტაგრამის მარკეტინგულ სამყაროში უზარმაზარი კონკურენციაა, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წარმატება მიუღწეველია, გამოიყენეთ მოცემული რჩევები, კოსმოსურად წარმატებული სტრატეგიის შესაქმნელად.

 

ინსტაგრამი, რომლის სარეკლამო აუდიტორიაც 1,16 მილიარდ ადამიანს აღემატება, ბრენდებს, სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოების შემთხვევაში, კოსმიურად დიდ წარმატებას სთავაზობს. მხოლოდ უკანასკნელ კვარტალში, 76 მილიონი ადამიანით გაიზარდა აუდიტორია, რომელსაც შეგიძლია მიწვდე ინსტაგრამ-მარკეტინგით

 

ინსტაგრამის მომხმარებელთა 90%-ზე მეტი მინიმუმ 2 ბიზნეს გვერდის მიმდევარია, ამ ბერკეტით მხოლოდ მომხმარებლები არ სარგებლობენ - B2B გადაწყვეტილების მიმღებთა 36% -ზე მეტი იყენებს ინსტაგრამს ახალი პროდუქტების ან მომსახურების შესწავლისას.

 

მოცემული ინსტაგრამ მარკეტინგის რჩევები დაგეხმარებათ თქვენი Instagram სტრატეგიის განახლებაში, იმის მიუხედავად ახლახანს დაიწყეთ მუშაობა, თუ უკვე პოფესიონალი ხართ.

 

Instagram ბიზნეს ანგარიშის დაყენება

სანამ დაიწყებთ Instagram მარკეტინგს, აუცილებლად დაგჭირდებათ Instagram Business ან Instagram Creator ანგარიში

 

თუ თქვენ Instagram- ის ახალი მომხმარებელი ხართ ან ახალ ანგარიშს ქმნით, აი რა უნდა გაითვალისწინოთ:

ნაბიჯი 1: ჩამოტვირთეთ Instagram აპლიკაცია

  • IOS-სთვის
  • Android-სთვის

 

ნაბიჯი 2: დარეგისტრირდით

  • გახსენით აპი.
  • დააჭირეთ ახალი ანგარიშის შექმნას (iOS– ზე) ან დარეგისტრირდით ელ.ფოსტით ან ტელეფონის ნომრით (Android– ზე).
  • შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა ან ტელეფონის ნომერი და შეეხეთ შემდეგს.
  • შექმენით თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი.
  • შეავსეთ თქვენი პროფილის ინფორმაცია და შეეხეთ შემდეგ

 

ნაბიჯი 3: გადადით ბიზნეს ანგარიშზე

  • გადადით თქვენს პროფილზე და შეეხეთ ჰამბურგერის ხატულას ზედა მარჯვენა ნაწილში.
  • შეეხეთ პარამეტრებს, შემდეგ კი ანგარიშს.
  • შეეხეთ პროფესიონალურ ანგარიშზე გადასვლას.
  • შეეხეთ ბიზნესს და მიჰყევით მოთხოვნებს.   

   

რჩევები ბიზნესისთვის, რომლის უგულებელყოფასაც ვერ შეძლებთ

 

1.გამოიყენეთ ბიზნეს ანგარიში

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოტოვეთ ზემოთ აღნიშნული ნაბიჯები და მაინც აპირებთ თქვენი ანგარიშით ინსტაგრამ მარკეტინგს, აი რატომ უნდა გადახედოთ კიდევ ერთხელ შესავალს

 

ბიზნეს ანგარიში საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ იმ ფუნქციებზე, რომელთა გამოყენება პირად ანგარიშთან არ შეგიძლიათ, მათ შორის:

 

  • ინსტაგრამ სტატისტიკა
  • რეკლამის წარმოება
  • ინსტაგრამ გაყიდვები
  • შეტყობინებების დახარისხება
  • საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენს პროფილზე ზარის მოქმედების ღილაკი

 

Creator ანგარიშს აქვს  მთერი რიგი უპირატესობები ინფლუენსერებისა და კონტენტ-მეიქერებისთვის. დაბრუნდით ამ პოსტის დასაწყისში და გადააკეთეთ თქვენი ანგარიში, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ.

 

2. სწორედ განსაზღვრე შენი მიზნები

ნებისმიერი სოციალური ქსელი მძლავრი იარაღია შენს მარკეტინგულ ველზე, მთავარი მათი სწორად გამოყენებაა, რაც შეეხება ინსტაგრამ მარკეტინგს, ის დაგეხმარებათ:

  • ცნობადობის სწარაფად ამაღლებაში
  • პროდუქტის გაყიდვაში პირდაპირ აპლიკაციიდან
  • პოტენციურ მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციაში

 

3. ზუსტად შეისწავლეთ თქვენი აუდიტორია

მცირე წინასწარი გამოკვლევა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ ვინ წარმოადგენს თქვენს ძირითად აუდიტორიას და რამდენად შეგიძლიათ მათთან მიახლოება, ჩვენი პოსტი გიჩვენებთ ინსტაგრამ მომხმარებლების დემოგრაფიულ გადანაწილებას მაგ:

  • ინსტაგრამში ყველაზე აქტიური ახალგაზრდების უმეტესობა 18-დან 29 წლამდე არიან.
  • ინსტაგრამის მომხმარებლების უმეტეს ნაწილს აშშ-ს მოქალაქეები წარმოაგენენ
  • ინსტაგრამს უფრო მეტი ურბანული მაცხოვრებელი იყენებს, ვიდრე მათი საგარეუბნო თანატოლები.

 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ ინსტაგრამი უნდა გამოიყენოთ, რათა მიაღწიოთ 20 წლის ასაკის მომხმარებლებს. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი სამიზნე ბაზარი (target market) და შექმნათ სწორი შინაარსის მქონე კონტენტი, რომელიც პირდაპირ თქვენს სათქმელს გადასცემს ამ აუდიტორიას.

ეს ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება, როდესაც Instagram რეკლამებისთვის სამიზნე აუდიტორიის არჩევის დრო მოვა.

 

4. თქვენი პროფილის ოპტიმიზაცია

თქვენმა INSTAGRAM ინფორმაციამ უნდა შეძლოს მხოლოს 150 სიმბოლოთი მოახდინოს დამთვალიერებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება, მან უნდა გადმოსცეს ბრენდის პიროვნება და მისი ინდივიდუალიზმი, იმდენად დადებითი ემოცია უნდა გამოიწვიოს მნახველში რომ არა მხოლოდ ერთმა პიროვნებამ გამოიწეროს გვერდი, არამედ სხვებსაც გაუზიარონ. თითქოს პატარა სივრცისგან ზედმეტის მოთხოვნად ჟღერს.

 

აუცილებლად მიუთითეთ: თქვენი სახელი, ვებ-საიტი, კატეგორია, ბიზნესის სფერო, საკონტაქტო ინფორმაცია

 

მნიშვნელოვანია გქონდეთ ზარის ღილაკები: მიეცით ინსტაგრამერებს თქვენი პროფილის გვერდიდან ინტერაქციის საშუალება.

 

 

5. შეარჩიეთ სწორი პროფილის სურათი

პროფილის ფოტო მომხმარებელს პირველი ხვდება თვალში, სწორედ ამიტომ ბრენდების უმრავლესობისთვის ინსტაგრამის პროფილის სურათად საკუთარი ლოგოა ქცეული

 

გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ინსტაგრამ პროფილის სურათის მონაცემები 110-110 პიქსელის დიამეტრამდეა დაყვანილი, რამდენად დიდი გაფართოებისაც არ უნდა ყოფილიყო საწყის ეტაპზე, წორედ ამიტომ, სანამ პროფილის ფოტოს შეარჩევ, ჯერ დარწმუნდი, რომ პატარა ზომაშიც დეტალიზებული და მიმზიდველი იქნება

 

6. შექმენით შთამბეჭდავი ვიზუალის მქონე კონტენტი

ინსტაგრამი ვიზუალური კონტენტით ფუნქციონირბადი სოც-ქსელია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პოსტი შთამბეჭდავად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს, რისთვისაც არ დაგჭირდება პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთავარია ადვილად აღქმადი და განსხვავებული ვიზუალის მქონე პოსტები შექმნა

იმ შემთხვევაში თუ იყენებ ინფოგრაფიკას ან ანიმაციებს აუცილებელის დარწმუნდე, რომ ადვილად აღქმადი, სუფთა და საინტერესოა

 

არ იცით რა დაპოსტოთ?

  • ამბები კადრს მიღმა:აუცილებელია თქვენს გამომწერებს ქონდეთ წარმოდგენა ოფისის, პროდუქციის ან საწარმოო პროცესის შესახებ
  • ბრძნული გამონათქვამები და ლოზუნგები: მოახდინეთ ადამიანების ინპირაცია ჭკვიანური ფრაზებით
  • ჩაწერეთ ბევრი ვიდეო: ინსტაგრამზე ვიდეოს ხანგრძლივობა შეზღუდულია, თუმცა შეგიძლიათ დაიხმაროთ  IGTV

 

7. წინასწარ დასახეთ კონტენტის სტილი

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ კონტენტს, აუცილებელია გადაწყვიტოთ როგორ ვიზუალურ ეფექტს მოახდენს და რამდენად მიესადაგება ბრენდი სტილს გვერდი, რომელიც ამ კონტენტით შეივსება

შეუძლებელია ყიდდე ავეჯს და გვერდზე მხოლოდ ხელოსნების სურათები გქონდეს გამოქვეყნებული (ხუმრობით)

 

8. სწორად შეარჩიეთ აღწერა და თეგები

ვიზუალზე კონცენტრირების მიღმა, მომხმარებელს რეალურ მითითებებს წარწერები აძლევს, სადაც მითითებულის ფასი, ზომა და ფრაზები, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივყავართ, ამ ფრაზებშია თქვენი ბრენდის ხმა.

ინსტაგრამ პოსტის წარწერა იტევს 2200 სიმბოლოს, თუმცა გრძელი ტექსტები რეკომენდირებული არაა, ასევე თეგები, რეკომედირებულია გამოვიყენოთ მხოლოდ 5 ან 6 თეგი. სარეკლამოდ გასაშვები პოსტი სასურველია არ შეიცავდეს 125 სიმბოლოზე მეტს.

 

სწორად შეარჩიეთ თეგები, რათა მიიღოთ მაქსიმალური შედეგი:

  • შეარჩიეთ რელევანრუტური 5-6 სიტყვა
  • გაცმოეცით თქვენი ნიშა
  • არ დააძალოთ მომხმარებლებს გამოიწერონ თვენი არხი(#like4like or #followme)

 

9. ჩართულობა

თუ გინდათ გაზარდოთ მომხმარებლის ჩართულობა თავად უნდა იყოთ ბოლომდე ჩართული

  • მახვილგონივრულად უპასუხე ყველა კომენტარს
  • გადადი მომხმარებლის გვერდზე და იაქტიურე
  • მონიშნე განსაკუთრებულად აქტიური მიმდევრები და გაუკეთე სპეციალური შეთავაზებები
  • თუ „მოგთაგეს“ საკუთარ პოსტებში, აუცილებლად გადააზიარე ის შენს კედელზე

 

10. მიიღე მაქსიმალური შედეგი ინსტაგრამ „სთორის“ ატვირთვით

წარმეტების გასაღები რეგულარულად საინტერესო ამბების „გასთორვა“-შია, სწორედ ასე ვცდილობთ მომხმარებელი შევაჩვიოთ ჩვენს თვალიერებას და თავს მოვახვიოთ ისტორიები

  • გააცანით დღის აქტივობები
  • გადმოეცით ბევრი სიახლე პატარა, სწრაფი ვიდეოებით
  • გაუჩინეთ მომხმარებელს თქვენთან დაკონტაქტების სურვილი
  • დასვით შეკითხვები
  • სწორად მიაწოდეთ თქვენი იდენტობა მომხმარებელს

 

https://docs.google.com/forms/d/1H7SmbWbjuApCfjj6pjf_CWaI4kpxy752YLZmFVkU3gU/viewform?edit_requested=true

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

11. შესთავაზეთ გამომწერებს სასაჩუქრე ბარათები

სასაჩუქრე ბარათის შეკვეთის ფუნქცია კონტაქტის ღილაკთანვე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს გვერდზე

  1. დააწექით პროფილის შეცვლას
  2. საჯარო ინფრომაციის ველის დაბლა დააკლიკეთ აქტივობის ღილაკს
  3. აირჩიეთ სასაჩუქრე ბარათის ღილაკი (Gift Cards)

 

12. ახალი პროდუქციის გამოშვებამდე ჩართეთ წამზომი თქვენს გვერდზე

„სთორის“ უამრავი ფუნქცია აქვს, წამზომის და დროის ათვლის ინსტრუმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა მომხმარებელთან ინტერაქციისთვის, შექმენით ინტრიგა და გაყიდეთ პროდუქტი მის გამოსვლამდე

 

13. პირდაპირი ტრანსლაციების და ვიდეო კონტენტის ძალა

ინსტაგრამ ტრანსლაციები დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ:

  • კოლაბორაციას დარგის ექსპერთებთან და ინფლუენსერებთან პირდაპირი ტრანსლაციით
  • სპეციალური შეთავაზებების გაჟღერება და კადრს მიღმა მიმდინარე პროცესების საჯაროდ გამოტანის შესაძლებლობა
  • გუნდის წევრებთან ან მომხმარებლებთან ინტერვიუები
  • კითხვა-პასუხის რეჟიმის წარმოება

 

რაც შეეხება ვიდეო კონტენტს (Reels)

ის TIK-TOK_ის პირდაპირი კონკურენტია, თუმცა მეტი ფუნქცია და ფილტრი აქვს, აქ არ არის ცეკვა-თამაში, უფრო საქმიანი მიდგომებით ხასიათდება, და გაციელბით დიდი ორგანული ხილვადობა აქვს (დაუსპონსორებელი)

 

 

14. მოაწყე მაღაზია პირდაპირ ინსტაგრამ გვერდზე

გახსოვს როგორ უნდა შექმნა ბიზნეს პროფილი?! სწორედ ის გვაძლევს „შეუკვეთე“ ღილაკის დამატების შესაძლებლობას და გვიხსნის ახალ ინსტუმენტებს სავაჭროდ

 

130 მილიონი ადამიანი ყოველთვიურად ყიდულობს პროდუქტს ინსტაგრამის მეშვეობით, რომლებსაც ისინი ინსტაგრამ „სთორის“ ან თეგების საშუალებით პოულობენ

 

საუკეთესო „სთორები“, რომლებმაც მოგვიტანა დიდებული გაყიდვები შეგვიძლია გვერდს მივამაგროთ და სამუდამოდ ხილვადი დავტოვოთ.

 

15. შეარჩიეთ სწორი დრო

თქვენი ინდუსტრია განსაზღვრავს სამიზნე აუდიტორიას, რომელსაც თავისი „დრო“ აქვს, დრო როდესაც სქროლავს, ან სიახლეებს ინტერნეტში ეძებს.

 

ჩვენ 258,956 პოსტი შევისწავლეთ სხვადასხვა ინდუსტრიიდან:

  • მოგზაურობა და ტურიზმი: 09:00-დან 13:00-მდე
  • მედია ინდუსტრია: 12:00-დან 15:00-მდე
  • კვების ბიზნესი: 12:00-დან გვიან ღამემდე
  • სტუდენტები და სასწავლო დაწესებულებები 17:00-დან 23:00
  • მშობლები: 08:00-დან 11:00-მდე

 

16. ითანამშრომლე ინფლუენსერებთან, გაშალე სარეკლამო ველი

გინდა მიწვდე იმ ადამიანებს, ვინც შენი სფეროთი არ არის დაინტერესებული?

  • ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეხმარება შეიძინოთ ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც მათთვის მისაბაძი და ნდობით აღჭურვილი პირის რჩევით გადმოვლენ თქვენს გვერდზე და შეისწავლიან პროდუქციას.
  • რეკლამის გაშვებისას არ მოახდინოთ ტარგეტის დეტალიზაცია, პირიქით რაც უფრო ფართო მასებზე გახვალთ მით უფრო იაფი და ეფექტური იქნება თქვენი აქტივობა

 

17. დახვეწე შენი სტრატეგია ანალიტიკით

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ეფექტური ინსტაგრამ მარკეტერი ხართ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გახდეთ უკეთესი და შეუდარებელი, უკვე გავლილი გზის ანალიზით და მიღებული შედეგების ანალიზით

 

ფასიანი ინსტაგრამ რეკლამები იმართება და ტარგეტირდება ფეუსბუქ მენეჯერიდან, რა არის ფეუსბუქ მენეჯერი და რა ფუნქციბეი აქვს მას?

როგორც ფეისბუქის მენეჯმენტი ხსნის მას: „ბიზნეს მენეჯერი არის უნივერსალური ბიზნეს-ინსტრუმენტი, ბიზნეს აქტივებზე თანამშრომლების წვდომის ეფექტიანი მენეჯმენტისთვის“.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა