IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2020 წლის ციფრული მარკეტინგი - აქტუალური როგორც არასდროს !

09.06.2020

943 დათვალიერება

ტრადიციული, საერთო მასშტაბებზე გათვლილი რეკლამა კარგავს თავის ეფექტურობას. მომხმარებლები დღეს ითხოვენ პერსონალურად მათ საჭიროებებზე გათვლილ გეგმას, რომელიც ზუსტად უპასუხებს კონკრეტულად მათ მოთხოვნებს.

 

დღეს, აუცილებელია კარგად შეისწავლოთ თქვენი მომხმარებლები, გაითვალისწინოთ მათი ინტერესები და ამ გზით ეცადოთ პერსონალური კომუნიკაცია დაამყაროთ მათთან. Epsilon- ის გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელთა 80% ამბობს, რომ ისინი იმ ბრენდის მომხმარებლები იქნებიან, რომლებიც რეალურად გაითვალისწინებენ მათ სურვილებს და ყველა კითხვაზე ექნებათ პერსონიზირებული პასუხი.

 

2020 წლის ციფრული მარკეტინგი მოითხოვს გაზარდოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

ტექნოლოგიურ განვითარებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ უახლეს და ძალიან საინტერესო თემაზე – ხელოვნურ ინტელექტზე და მის გამოყენებაზე მარკეტინგში.

 

ხელოვნური ინტელექტის მთავარი დანიშნულებაა შეასრულოს და დახვეწოს იგივე ინტელექტუალური თუ აზრობრივი სამუშაო, რისი შესრულებაც ადამიანს შეუძლია.

 

მონაცემების უზარმაზარი ბაზების ევოლუციურმა და ანალიტიკურმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ მარკეტერებმა შექმნან თავიანთი სამიზნე აუდიტორიის კიდევ უფრო ნათელი სურათი, ვიდრე აქამდე.

 

ჩატბოტი არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომუნიკაციის ერთ-ერთი ინოვაციური ფორმა. ჩატბოტების სისტემა სულ უფრო სერიოზული და ეფექტური მარკეტინგული იარაღი ხდება. იგი არამარტო ავტო მოპასუხის როლს თამაშობს, არამედ მისი საშუალებით შეგიძლია შექმნა მომხმარებლების ბაზა, უკან დაიბრუნო დაკარგული მომხმარებლები და გაზარდო გაყიდვები. ჩატბოტის ინტეგრაცია შესაძლებელია ნებისმიერ ჩათში. მათ შორის Facebook Messenger – ში.  ჩატბოტებს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. განსაკუთრებით საინტერესოა მათი ბიზნესის სფეროში გამოყენება.

 

მეტი ინვესტიცია 

რეკლამა ციფრულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მომხმარებელზე. სწორედ რეკლამის დამსახურებაა, რომ ჩვენი ბიზნესის შესახებ შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ მილიონობით ადამიანს და გავზარდოთ ჩვენი პროდუქტის შესახებ ცნობადობა.

ბიზნესის მფლობელები უნდობლობით არიან განწყობილი რეკლამის მიმართ. ხშირად, წარსულის ცუდი გამოცდილების გამო ბევრს ფიქრობენ, რამდენად ღირს რეკლამირებაში დიდი თანხების დახარჯვა.

 

გეტყვით, რომ რეკლამა უფრო ეფექტურია, როცა ის კრეატიულ კონტენტს მოიცავს, გათვალისწინებულია მომხმარებელთა ინტერესები და შესაბამისად გაშვებულია სწორ სეგმენტზე. ასეთი რეკლამა ქმნის ბრენდს, ინარჩუნებს პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირებას  და ზრდის გაყიდვებს.

შეუძლებელია ზუსტად განსაზღვროთ სარეკლამო ბიუჯეტი, თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ კომპანიებს, რომლებიც რეცესიის დროს რეკლამას ინარჩუნებენ, საუკეთესო შედეგი აქვთ, მათ შორის გაზრდილი გაყიდვები.

 

გამოიყენეთ ინფლუენსერები

ინფლუენსერ მარკეტინგი უკვე რამდენიმე წელია ციფრული მარკეტინგის ტენდენციაა. მათი მხრიდან ბრენდის სტიმულირება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2020 წლისთვის ეს მიმართულება ერთ-ერთ საუკეთესო ციფრული მარკეტინგის ტრენდადაა საკმარისი არ არის მათთვის მხოლოდ პროდუქტების გაგზავნა იმ იმედით, რომ ისინი აუცილებლად თავიან გვერდზე დადებენ მას. არსებობს გადახდის ცხრილები და ფასების სიები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული თუ გვინდა, რომ ინფლუენსერების სოციალური მედიაზე გავლენა მოხდეს სწორი გზით.

 

გააძლიერეთ იმეილ მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ შექმნათ მიზნობრივი და პერსონალური შეტყობინებები. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ დადებითი ურთიერთობა თქვენს მომხმარებლებთან. მისი საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი პირდაპირი მარკეტინგული კამპანიების ჩართულობა და აქტივობა.

 

ამასთანავე, მნივშენლოვანია გაითვალისწინოთ, რომ დღეს თითქმის ყველაფერს მობილურით ვაკეთებთ, ამიტომაც ნიუსლეთერები მორგებული უნდა იყოს როგორც დესკტოპ, ასევე მობილურ ვერსიაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტი იმეილ მარკეტინგი ხშირად მოსაბეზრებელია, ამიტომაც სწორად დაგეგმეთ და შეიმუშავეთ ყოველთვიური სტრატეგია, თუ რამდენ მეილს გაგზავნით, ისე რომ არ გამოიწვიოთ ადამიანების გაღიზიანება.

 

გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ვიზუალური კონტენტი

  • ყურადღებას იქცევს ის, რაც ვიზუალურად ლამაზია, ტექსტი კი მისი მომდევნო ნაწილია. არსებობს ფაქტები ვიზუალურ კონტენტთან დაკავშირებით:
  • ციფრული სივრცის მომხმარებლების 65% ვიზუალურად ნანახს უკეთ აღიქვამს
  • ფერადი ვიზუალი ადამიანების 80% -ს უბიძგებს, რომ წაიკითხოს პოსტზე ტექსტი
  • ადამიანების 85%-ს კიდევ უფრო უნდება თქვენი პროდუქტის შეძენა, მას შემდეგ რაც ვიდეოს ნახავს მასზე
  • კომუნიკაციის 93% ვიზუალურია, სწორედ ამიტომ მოქმედებს და იზიდავს ის მომხმარებლებს ასე ძალიან

 

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ფოკუსირდით ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნებაზე

ბუნებრივია, მომხმარებლებთან კომუნიკაცია რეგულარულად უნდა გვქონდეს ტელეფონით, ფოსტით, ელ.ფოსტით, სოციალური მედიით და ა.შ. ეს ის ხალხია, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გაყიდვებზე და განვითარებაზე.  გაითვალისწინეთ მათი აზრი და აჩვენეთ, თუ რამდენად აფასებთ მათ. მომხმარებლების სურვილებისა და მოთხოვნების შესაბამისად შესთავაზეთ ფასდაკლებები, აქციები და ეცადეთ მათი თქვენდამი დამოკიდებულება კიდევ უფრო ლოიალური გახადოთ.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა