IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

2021 წლის ტენდენციები გრაფიკულ დიზაინში

07.06.2021

545 დათვალიერება

პანდემიით მოცული 2020 წლის შემდეგ ტრენდი დიდად არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა მოთხოვნები გრაფიკულ დიზაინერებზე, რაც გულისხმობს ვაკანტური ადგილების გაორმაგებას და სტანდარტების გასამმაგებას.

 

2021 წლის ძირითადი ტენდენციები


3D ნამდვილად არის 2021 წლის ტენდენცია, რადგან ის გვხვდება დიზაინის ყველა დარგში, სიახლეა ის, რომ მისი გამოყენება იწყება მომხმარებელთა გამოცდილებაში (UI), რომელშიც აქამდე დომინირებდა სადა, თვალსაჩინო დიზაინით.
 

3D-ს უფრო და უფრო ხშირი ადაპტაცია, ასევე გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ჩვენ ხელთგვეწიფება ახალი პროგრამული უზრუნველყოფები, ძალიან მარტივად გამოსაყენებელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად უფასოთ (მაგალითად, Figma უფასოა ფრილანსერებისთვის და აქვს რამდენიმე დანამატი, რომელიც 3D-ს მოხმარებას მოსახერხებელს ხდის). რამდენმა ჩვენგანმა იგრძნო თავი გზააბნეულად ისეთი რთული პროგრამების გახსნისას, როგორიცაა C4D, 3D Studio Max ან Maya? ახლა უკვე ისეთი პროგრამული უზრუნველყოფით, როგორიცაა Figma ან Dimensions CC, ნებისმიერ დიზაინერს შეუძლია სწრაფად ისწავლოს ლამაზი 3D სცენარების შექმნა. ეს პროგრამები შესანიშნავია 3D-ს დამწყები შემსწავლელებისთვის.

 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც 3D-ს უფრო ხშირ გამოყენებამდე მივყავართ, არის Apple-ის Big Sur-ის, Mac-ის ახალი ოპერაციული სისტემის მოახლოებული გამოცემა. ამ სტატიის მომზადების მომენტში, Apple Big Sur ჯერ არ გამოსულა და გამოსვლის თარიღიც კი არ არიც ცნობილი. Big Sur ამჟამად Beta-შია. Public Beta ვერსია (არსებობს ასევე დეველოპერული Beta) ხელმისაწვდომი გახდა 6 აგვისტოს.
 

ალბათ გაინტერესებთ, როგორ იმოქმედებს დიზაინის სამყაროზე ეს გამოშვება. Apple-მა წინასწარ გვაჩვენა, თუ როგორ გამოიყურება ახალი Mac ინტერფეისი. დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები 3D ელემენტების (ხატულების) დანერგვაა, გამჭვირვალე არეალები და ნაცრისფერი ტონების უკუგდება.

 

ინდექსი

1. UI/Ixd დიზაინი

2. ილუსტრაციები

3. მოძრაობის დიზაინი და ინტერაქციები

4. გრაფიკული დიზაინი და პრინტი

5. შეფუთვის დიზაინი

6. პოპულარული ინსტრუმენტები

 

1.Ui & IxD დიზაინი

 

1.1 აპლიკაციები vs მობილური ვები

შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ 2021 წელს ვებსაიტი, რომლის გამოყენებისას პრიორიტეტი არ ენიჭება მობილურს, მთლიანად მოძველებულია. ბიზნესის უმეტეს დარგებში საუკეთესო გამოცდილებას იღებთ, თუ იყენებთ აპლიკაციას, ამიტომ ეს ბიზნესები ფოკუსირებული არიან მათ განვითარებასა და დანერგვაზე. ონლაინ მაღაზიები, სოციალური მედია პლატფორმები, სავაჭრო პლატფორმები და ა.შ., ირჩევენ თავიანთი მომხმარებლების მიგრაციას აპლიკაციებში მომხმარებლის უკეთესი გამოცდილების მისაღებად და მათი კონვერსიის გაზრდის მიზნით.

 

მობილური ვებსაიტი თუ მობილური აპლიკაცია? საიდან იცით რომელია უკეთესი თქვენთვის ან თქვენი მომხმარებლისთვის?

 

კვლევების თანახმად, მომხმარებლები მობილური აპლიკაციებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე მობილურ ვებსაიტებს. პლატფორმები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ვებზე დაფუძნებულ სერვისებს, აღმოჩნდებიან არახელსაყრელ მდგომარეობაში, როგორც მათი მომხმარებლების წინაშე წარდგენის, ასევე განვითარების მხრივ.

 

Forbes.com-ის თანახმად, მობილური მომხმარებლები დროის თითქმის 90%-ს ატარებენ მობილურ აპლიკაციებში, ხოლო დროის მხოლოდ 10%-ს ბრაუზერებში/მობილურ ვებსაიტებში.

 

აპლიკაციებსაც აქვთ უარყოფითი მხარეები, როგორიცაა განვითარებისა და ტექნიკური მომსახურების უფრო მაღალი ხარჯები.

 

 

1.2 ფერები თეთრ ზედაპირზე 

ფერები UI დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზუალური ელემენტია. მათ შეუძლიათ გამოკვეთონ თქვენი კონტენტი და განამტკიცონ თქვენი ბრენდის სტილი. ფერთა გამა უნდა იყოს შემუშავებული ისე, რომ ქმნიდეს ჰარმონიას. იგი უნდა დაეხმაროს UI ელემენტების და ზედაპირების ერთმანეთისგან მარტივად გამორჩევას.

 

ზედაპირები არის ფილები, ბარათები, ფურცლები და კომპონენტები, რომლებიც განთავსებულია უკანა ფონის ზემოთ. ეს ბარათები არის თეთრი და აქვს გლუვი ჩრდილი,  რომელიც ქმნის მცურავ ეფექტს. ჩვეულებრივ, ფონი არის თეთრი ან ძალიან ღია ნაცრისფერი.

 

1.3 ვიჯეტის ზომა

iOS 14 უკვე აქ არის და მას მოაქვს ისეთი ახალი ცვლილებები, რომლებიც გავლენას მოახდენს ყველა UI დიზაინზე.

 

ვიჯეტები ახლა სამი ზომისაა: მცირე, საშუალო და დიდი და შეგიძლიათ ისინი ჭკვიანურად დაალაგოთ აპლიკაციის ხატულებს შორის.

 

დიზაინერმა უნდა შექმნას ვიჯეტის ხატულა სამივე სტილში, რათა მომხმარებელს შეეძლოს აირჩიოს, მათგან რომელი გამოიყენოს. ვიჯეტების თითოეული ზომა საშუალებას გაძლევთ უჩვენოთ ინფორმაცია სხვადასხვა მოცულობით, ასე რომ თქვენ უნდა იყოთ მარტივად აღქმადი და აჩვენოთ სწორი კონტენტი. გახსოვდეთ, რომ უფრო დიდი ვიჯეტები საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ მეტი მონაცემი და ინფორმაცია.

 

1.4 ანიმაციები და ინტერაქციები

 

ანიმაციები არის აპლიკაციის დიზაინისა და მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ბოლო დროს დიზაინი დაუმთავრებლად და სტატიკურად გამოიყურება თუ არ შეიცავს ანიმაციას. მათი შექმნის მრავალი გზა არსებობს და აქ მოცემულია რამდენიმე მათგანი: 

 

JSON (გულისხმობს Javascript ობიექტის ნოტაციას) იღებს თქვენს სურათებს და ანიმაციებს და არენდერებს მათ კოდში. JSON ანიმაციების უპირატესობა არის ის, რომ ის მცირე ზომისაა GIF-თან შედარებით და იგი უზრუნველყოფს სრულ ტრანსფარანტულობას (BG არ არის საჭირო).

 

რამდენიმე წლის წინ, Airbnb-ში შექმნეს ინსტრუმენტი, სახელწოდებით Lottie, რაც პატარა ანიმაციებს ნამდვილად ამარტივებს, JSON ფაილების გამოყენებით. Lottie არის ღია წყაროს ბიბლიოთეკა iOS-ის, Android-ის და React Native-ისთვის, რომელიც ანიმაციებს რეალურ დროში არენდერებს. თუ ჯერ არ გიცდიათ იგი, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს შანსი.

 

1.5 პერსონალიზირებული 3D ხატულები

ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ყველამ გააცნობიერა, რომ 3D მნიშვნელოვანი კატეგორიაა დიზაინში. ახლა ის გავლენას ახდენს UI სეგმენტზე ისე, როგორც არასდროს. 3D ხატულები არის ახალი UI ტენდენცია 2021 წელს, ასე რომ, თუ სადა ხატულები მოგბეზრდათ, რომლებიც ბოლო ათწლეულში დომინირებენ UI სცენარში,  შეგიძლიათ სცადოთ 3D ხატულები. საბოლოო პროექტი იქნება ახალი და თანამედროვე შესახედაობის.

 

2.ილუსტრაციები

 

2.1 თხელი კონტურები ილუსტრაციებში

ჩვენ ეს ტენდენცია გასულ წელს ვიწინასწარმეტყველეთ ჩვენს Trend Guide-ში. 2020 წლის ილუსტრაციებში დომინირებდა ხატვის ეს განსაკუთრებული სტილი და ასე გაგრძელდება 2021 წელსაც. იმის გამო, რომ ამ ტენდენციამ განსაკუთრებით იმუშავა ამ წლის ბოლო სემესტრში, ჩვენ გადავწყვიტეთ მას 2021 წლის ილუსტრაციების კატეგორიაში ვუწოდოთ მთავარი ტენდენცია.

 

 

2.2 3D

ის ფაქტი, რომ 3D-მ ბოლო წლების განმავლობაში დიზაინერული სცენა სრულად დაიპყრო გასაკვირი არ არის. 3D საკმაოდ განვითარდა და იგი წარმოდგენილია გარკვეული დახვეწილი ილუსტრაციებით, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. გამოყენებული ფერები არის მკვეთრი ან პასტელური, ეს დამოკიდებულია გადმოსაცემ გზავნილზე. წინა წლებთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ 3D ილუსტრაციები ახლა უფრო მინიმალისტურია, თითქოს შთაგონებულია სადა დიზაინის სიმარტივით.

 

2.3 ილუსტრაციებით შთაგონებული 70-ანი და 80-ანი წლების მულტფილმები

გახსოვთ „კუ ნინძები“, „ჰი-მანი“, „მრისხანე კატები“ ან „ინსპექტორი გაჯეტი“? თუ ნოსტალგიური შეგრძნება გაგიჩნდათ, ნება გვიბოძეთ, კარგი ამბავი მოგაწოდოთ, კერძოდ ეს სტილი ისევ ბრუნდება და დომინირებას გააგრძელებს 2021 წელს. მულტფილმის ნახატის ეს კლასიკური სტილი იყენებს კონტურებს, მარტივ ფორმებს მხოლოდ რამდენიმე დეტალით.

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

2.4 გიჟური ფორმები და ფერები

თუ კონტურული ხატვა მოგწონთ, მაშინ დააფასებთ ილუსტრაციების შექმნის ამ უნიკალურ ტექნიკას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება იგი დაუმთავრებლად მოგეჩვენოთ, ყველა ეს ფორმა ძალიან კარგად არის გააზრებული და კომპოზიციაში ჩასმული. ერთმანეთზე გადასული ფორმები და მკვეთრი ფერები ქმნის თამამ ილუსტრაციებს, რომელსაც შეუძლია შთააგონოს ნებისმიერი მნახველი.

 

2.5 ილუსტრირებული ვიდეო პრეზენტაციები 

ეს ტენდენცია ჩვენ გასულ წელსაც ვახსენეთ, როდესაც 2020 წლის ტენდენციებს ვწინასწარმეტყველებდით, მაგრამ რადგან იგი ასეთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ წელსაც იმსახურებს აღნიშვნას.


PUNTO POSTE DA TE from Giordano Poloni on Vimeo.

 

3. მოძრაობის დიზაინი (Motion Design) და ინტერაქციები

 

3.1 TikTok & Instagram რილები

რილები(Reel) არის მოკლე და გასართობი ვიდეო კონტენტის ფორმატი. ეს მოკლე ვიდეოები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიები. TikTok-ის ალტერნატივის Instagram რილების გამოჩენის შემდეგ, დიდმა კომპანიებმა დაიწყეს ამ ინსტრუმენტის გამოყენება საკუთარი თავის პოპულარიზაციისა და აუდიტორიის გაზრდისთვის. ეს ვიდეოები აღარ იქმნება მხოლოდ თინეიჯერების გართობისთვის, არამედ უკვე დიდი ბრენდები სააგენტოებს თანხის სანაცვლოდ სთხოვენ ასეთი მასალების მომზადებას მათთვის. თუ უკვე იყენებთ სოციალურ მედიას თქვენი ბიზნესისთვის, შეიძლება ღირდეს შანსი მისცეთ Instagram ან Tiktok-ის რილებს.

 

3.2 კლასიკური მულტფილმები

დიახ, ჩვენი ბავშვობის მულტფილმები კვლავ ძალიან პოპულარულია 2021 წელს. ჩვენ ეს ადრეც ვთქვით და ვიმეორებთ, ასე რომ, ცხადია, ეს ჟანრი გვხვდება მოძრაობის დიზაინშიც. გადახედეთ ჩვენს მიერ შერჩეულ ჩამონათვალს.

 

3.3 ულტრა რეალისტური 3D VFX

VFX ანუ Visual Effects აერთიანებს არსებულ კადრებს კომპიუტერში გენერირებულ გამოსახულებებთან და ქმნის რეალისტურ სცენებს. ეს არის ანიმაციები, რომლებიც ჩასმულია რეალური ცხოვრების სცენებში, რომლებიც მანამდე ჩაიწერა კამერით. მრავალი, უფრო მოსახერხებელი პროგრამული უზრუნველყოფის გამოჩენისთანავე, VFX გახდა უფრო ხელმისაწვდომი და უფრო გავრცელებული ვიდეორგოლებისთვის და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის. რეალობა, რომლის შექმნაც შეიძლება, წარმოუდგენელია, რაზეც მხოლოდ ვოცნებობდით რამდენიმე წლის წინ.

 

3.4 3D ილუსტრაციები 

სიმართლე გითხრათ, ეს არ არის ახალი ტენდენცია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხელახლა ხსენება. 3D იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს დიზაინის ყველა დარგზე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის თითქმის ყველა ციფრულ ქმნილებაში დომინირებს 2021 წელს. აუგმენტირებული რეალობის ინტეგრირებით უფრო და უფრო მეტ პროგრამაში, საიტებსა თუ პროგრამულ უზრუნველყოფაში, 3D უფრო და უფრო მყარად იკიდებს ფეხს. როგორც ბოლო წლებში აღვნიშნეთ ჩვენს სტატიებში, რომლებიც ეხებოდა დიზაინის ტენდენციებს, ვხედავთ, თუ როგორ აერთიანებენ დიზაინერები 3D-ს ფოტოგრაფიასთან ან 2D-სთან და ქმნიან ეკლექტურ დიზაინს. ყველა ეს ტექნიკა მოძრაობასთან კომბინაციაში ქმნის უნიკალურ საბოლოო კონცეფციას.

 

3.5 ანიმაციური ლოგოები

ანიმაციური (მოძრავი) ლოგოები უკვე რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ ახლა ისინი ძალზე თვალსაჩინოა და ბრენდინგში ფესვები ძლიერ აქვთ გადგმული, ამიტომ ისინი ამ წელსაც იმსახურებენ ხსენებასს. ლოგო არის პირველი, რასაც აპლიკაციაში შესვლისას ვხედავთ, ამიტომ ის დასამახსოვრებელი უნდა იყოს მხოლოდ სიმბოლოს ან შრიფტის გამოყენებით. ლოგოს კომბინაციით გლუვ და პრიალა ანიმაციასთან, შეგიძლიათ მიაღწიოთ დასამახსოვრებელ შედეგს ნებისმიერი კომპანიისთვის.

 

3.6 აუგმენტირებული რეალობა (AR) და ვირტუალური რეალობა (VR)

AR და VR თავისთავად ძალზე ფართო სფეროება, რომლებსაც აქვთ საკუთარი ტენდენციები, ამიტომ ჩვენ მიმოვიხილავთ რამდენიმე ტენდენციას, რომელსაც აუცილებლად შეხვდებით 2021 წელს. Covid-19 ლოკდაუნის შედეგად, კომპანიებმა ინვესტიცია ჩადეს AR ტექნოლოგიაში, რათა თავიანთი პროდუქტი მიეტანათ მომხმარებლებისთვის. გალერეებმა გამოიყენეს VR და AR, რათა მომხმარებლებმა უფრო ადვილად დაათვალიერონ ნამუშევრები. გათვლილი იყო, რომ მინიმუმ 100 მილიონი მომხმარებელი გამოიყენებდა AR-ს საშუალებით ხელმისაწვდომ სავაჭრო ტექნოლოგიებს 2020 წელს (Gartner) და ეს პროგნოზი გაკეთდა მთელ მსოფლიოში ლოკდაუნის დაწყებამდე. მომავალში ჩვენ ვხედავთ AR-ის გამოყენებას ფართო მასშტაბით, რომელსაც ეხმარება ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, რომელიც ხორციელდება ყველა სფეროში, მედიცინისა თუ ხელოვნების სფეროებში, კომერციაში, მომხმარებელთა მომსახურებაში თუ ნავიგაციაში.

 

3.7 სწრაფი პრეზენტაციული ვიდეოები

მაყურებელი მესიჯის 95% პროცენტს იღებს თუ მას ვიდეოს სახით უყურებს, ხოლო ეკრანზე წაკითხული ინფორმაციის შემთხვევაში ათვისება 10%-ია (Insignia). როგორი მესიჯის გადმოცემაც არ უნდა გსურდეთ, იქნება ეს ინფორმაციული, ინსპირაციული თუ დემონსტაციული, შეგიძლიათ აირჩიოთ სწრაფი ვიდეო გამოყენება ამისათვის. ქვემოთ იხილეთ თუ რას ვგულისხმობთ.

 

4. გრაფიკული დიზაინი და პრინტი

 

4.1 დიდი და სქელი ტიპოგრაფია

ტიპოგრაფია დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია! ნიჭიერ დიზაინერს შეუძლია შექმნას ვიზუალური იდენტობა მხოლოდ ტიპოგრაფიის გამოყენებით. ტიპოგრაფია მნიშვნელოვანია მესიჯის შესაქმნელად, ძლიერი ვიზუალური იერარქიის დასადგენად, ინფორმაციის მიწოდებისთვის და მთლიანობაში მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად. დიდი და სქელი ტიპოგრაფია დიზაინის ჩასახვისთანავე არსებობდა, ამიტომ ის სიახლე არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, თუ დიზაინერები იყენებენ კინეტიკურ, დეფორმირებულ, 3D, ანიმაციურ ან სტატიკურ ტიპოგრაფიას, დიდი ასოების გამოყენება არის და ყოველთვის იქნება დიზაინერული ცხელი ტენდენცია.

 

4.2 გეომეტრიული ფორმები 

არის რაღაც უნიკალური კომპლექსური დიზაინის შექმნისას ძალიან მარტივი ფორმების გამოყენებაში. გეომეტრიული ფორმები ვიზუალურ ხელოვნებაში გვხვდება გასული საუკუნის დასაწყისიდან, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ისინი ახალი ტენდენციაა. 2021 წელს გრაფიკული დიზაინი, იქნება ეს პოსტერები, პრინტები, შეფუთვის დიზაინი თუ ბრენდის იდენტობა, ფოკუსირებული იქნება გეომეტრიულ ფორმებზე.

 

4.3 თხელი კონტურები და კონტურული ხელოვნება

სუპერ თხელი კონტურები ძალიან ტრენდულია, ჩვენ უკვე შევთანხმდით ამაზე :) ასე რომ, ჩვენ ვახსენებთ ამ ტენდენციას დიზაინის ყველა დარგში, და ვაჩვენებთ, თუ რამდენად მარტივად შეესაბამება იგი თითოეულ მათგანს.

5. პროდუქტის და შეფუთვის დიზაინი

Covid-19-ის დომინირების გათვალისწინებით 2020 წლის სიახლეებში, პროდუქტის შეფუთვამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეითავსა. მომხმარებლები გამოთქვამენ წუხილს საკვების დაბინძურებასთან დაკავშირებით, მისი ავტომობილით გადაადგილების გამო, რამაც გაიზარდა მოთხოვნა შეფუთვის გაუმჯობესებაზე. წელს ასევე გაიზარდა საკვების მიწოდება და ონლაინ შოპინგიც. ეს არის დომენები, რომლებიც ეყრდნობიან შეფუთვას და მათი ბრენდის ცნობიერების დიდი ნაწილი სწორედ ამის საშუალებით ხორციელდება.

 

5.1 მდგრადობა

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ COVID-19-მა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენ სამყაროზე, ამიტომ შეფუთვის ინდუსტრიამ უნდა მიიღოს ზომები გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. ბიზნესმა უნდა გამოიყენოს ბიოდეგრადირებადი მასალები, როგორიცაა მუყაო, ბიოპლასტიკა, ან სიმინდის, კარტოფილის ან სოკოსგან დამზადებული მასალები. ტრადიციული პლასტმასი ინარჩუნებს ბაქტერიების დიდ რაოდენობას, ამიტომ მდგრად მასალებს კიდევ ერთი პლუსი აქვს.

 

5.2 პერსონალიზირებული ილუსტრაციები 

კარგად გააზრებულმა და უნიკალურმა ილუსტრაციამ შეიძლება შექმნას შესანიშნავი ისტორია თქვენი ბრენდისთვის. თქვენ უნდა გააკეთოთ გააზრებული არჩევანი გრაფიკასთან დაკავშირებით, რომელიც საუკეთესოდ მოახდენს თქვენი ბრენდის ისტორიასთან კომუნიკაციას. ისინი უნდა იყოს შინაარსიანი და ბრენდს მიანიჭოს თანმიმდევრულობა.

 

5.3 ამბის თხრობა

ეს ნამდვილად არ არის ახალი ტენდენცია, მაგრამ ისეთი აქტუალურია, ვიდრე არასდროს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს წლევანდელი ტენდენციების სიაშიც უნდა შედიოდეს. თუ პროდუქტს ყიდით, ჩადეთ ინვესტიცია კარგი შეფუთვის დიზაინში, რომელიც საინტერესო ამბავს მოგვითხრობს თქვენი ბრენდის შესახებ. პროდუქტის შეფუთვას შეუძლია გააჩინოს პროდუქტის შეძენის სურვილი. პაკეტის წარწერიდან დაწყებული, შრიფტით, მასალით, ზომით და ფორმით დამთავრებული, ყველაფერმა უნდა შექმნას უნიკალური გამოცდილება, როდესაც მომხმარებელი პროდუქტს იღებს შეფუთვიდან.

 

5.4 ინტერაქტიული შეფუთვა

ადამიანებს უყვარს მათი ტელეფონები, ამიტომ შეფუთვა უნდა იყოს ისე მორგებული, რომ მომხმარებლების ჩართულობა გამოიწვიოს. „ჭკვიანი შეფუთვა“ ქმნის ახალ გამოცდილებას, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ურთიერთქმედებდეს პროდუქტთან, ქმნის ბრენდის ცნობადობას. QR კოდებიდან დაწყებული AR გამოცდილებით დამთავრებული, ეს მხოლოდ რამდენიმე იდეაა, რომ შექმნათ "ტექნიკურად ჭკვიანი" შეფუთვა.

პროდუქტის დიზაინზე ასევე დიდი გავლენა აქვს ტექნიკას, ახალი პროდუქტების უმეტესობა სმარტფონის იდეის გარშემო ტრიალებს და იმაზე, თუ როგორ შეუძლია პროდუქტს ინტერაქტიული გამოცდილება მოგცეთ.

 

5.5 3D დაპრინტული შეფუთვები

3D პრინტერების რევოლუციის შემდეგ დაიწყო უჩვეულო ფორმების შეფუთვის გამოჩენა. ამ პროცესმა ხელი შეუწყო შეფუთვის დაპრინტვას უცნაური ფორმებით, დიზაინერებს შესაძლებლობა მიეცათ, საზღვრები გაეხსნათ თავიანთი ფანტაზიებისთვის. ნაკლებად სასიამოვნო მაინც ასეთი შეფუთვების მაღალი ფასია, კლასიკურ შეფუთვებთან შედარებით. ეს პროცედურა ძალიან სასარგებლოა მოქაფის მოსამზადებლად და ის გთავაზობთ სწრაფ პროტოტიპებს ნაკლები დანახარჯებით.

 

6. ტრენდული ინსტრუმენტები

 

6.1 Substance

Adobe-ის ეს ახალი ინსტრუმენტი ხელმისაწვდომს ხდის 3D-ს ნებისმიერი დიზაინერისთვის. Substance არის სრული პაკეტი ობიექტის ტექსტურირებისა და თქვენი 3D პროექტებისთვის მასალების შესაქმნელად. პაკეტი სინამდვილეში არის ეკოსისტემა, რომელიც თანამშრომლობს დიზაინერებთან, საქმიანი ქაღალდების შემქმნელებსა და ილუსტრატორებთან. ამ ახალი პაკეტის უარყოფითი მხარეა ის, რომ Adobe გთავაზობთ მას, როგორც გამოსაწერ დამოუკიდებელ ინსტრუმენტს, როგორც Adobe Cloud-ს, ასე რომ დამწყები ან უმცროსი დიზაინერისთვის ყოველთვიური ღირებულება საკმაოდ მაღალი იქნება. სრული პაკეტის ფასია $19.99/თვეში.

 

Substance Painter-ს აქვს ჭკვიანი მასალები, ჭკვიანი ნიღბები და ინტეგრირებული ბეიქერები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭკვიანი მასალები, რომლებიც მოერგება ნებისმიერ ობიექტს, რეალისტური მორგების და ცვეთის დასანახად; შეისწავლეთ ნიღბების პრესეტები, რომლებიც მოერგება ნებისმიერ ფორმას, და დახატეთ ფუნჯებით,  რომელთა მოდიფიცირება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. (substance3d.com)

 

Substance Alchemist საშუალებას მისცემს მხატვრებს ხელით შეასრულონ საბოლოო შტრიხები მასალებზე გარკვეული პროცედურული მეთოდების გამოყენებით. საქმე იმაშია, რომ ახალი ინსტრუმენტები ასევე იძლევიან ხელოვნური ინტელექტის შეგრძნებას და ძალას, მაგალითად, შესაძლებლობას, გამოსახულება რედაქტირების შემდეგ დაარეგულიროთ უფრო რეალისტური შესახედაობის მისაღებად.

 

Substance Designer უფრო მეტად გამოიყენება ფილაქნების, დინამიური და მოდულური ტექსტურების შესაქმნელად. ის ხშირად გამოიყენება საბაზისო მასალების ბიბლიოთეკის შესაქმნელად, სადაც მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა პროგრამებში, მაგალითად, Substance Painter-ში.

 

Substance Source არის ფიზიკურად დაფუძნებული მასალების ბიბლიოთეკა, რომელიც სავსეა მასალებით თქვენი ტექსტურის, ნიმუშების დამზადებისა და 3D ხელოვნების კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ასაყვანად. Substance Source-ში ყველასთვის რაღაც მოიპოვება, დაწყებული პროცედურული Substance მასალებით, დამთავრებული ხელით დახატული მასალებით და 100%-ით ფიზიკურად დამუშავებული გამოსახულებებით.

 

6.2 Adobe Aero

Aero არის ახალი ინსტრუმენტი Adobe-სგან, რომელიც გეხმარებათ შექმნათ და გააზიაროთ იმერსიული და ინტერაქტიული AR გამოცდილება. საუკეთესო რამ ამ ინსტრუმენტის შესახებ არის ის, რომ არ არის საჭირო კოდირების ან 3D დიზაინის გამოცდილება. Aero შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს Adobe Creative Cloud-ში.

6.3 Fresco

“Adobe Fresco არის ხატვის უფასო აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სპეციალურად Apple Pencil-სა და iPad-ისთვის და განკუთვნილია მხატვრებისთვის, რომლებიც პროფესიონალურად ან მოყვარულის დონეზე ხატავენ.” 

 

ეს ინსტრუმენტი არის Adobe-ის პასუხი ბოლო წლების განმავლობაში Procreate-ის პოპულარობასთან დაკავშირებით.

 

Adobe Fresco ხელმისაწვდომია freemium მოდელში – შეგიძლიათ დაიწყოთ უფასო სტარტერ გეგმით და შემდეგ გადახვიდეთ ფასიან ვერსიაზე, პრემიუმ მახასიათებლების მისაღებად. Adobe-ს აქვს Fresco-ს ყოველთვიური გეგმა Fresco-სთვის რაც 9,99 აშშ დოლარად არის ხელმისაწვდომი. ეს არის საინტერესო ნაბიჯი, რადგან Procreate ხელმისაწვდომია ერთჯერადი შენაძენის პრინციპით. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა