IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

2022: შესანიშნავი გამოგონება რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ, ნაწილი I

ა

News

17.03.2022

1313 დათვალიერება

ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანმა უამრავი საგანი მოიგონა. ამ საგნებმა არამხოლოდ კონკრეტული დროში მცხოვრებ ადამიანებს გაუმარტივეს ცხოვრება, არამედ ბევრ სხვა გამოგონების შთაგონების წყაროდაც იქცნენ, მას შემდეგ ეს ტენდენცია მუდამ იზრდებოდა. დღეს სამყარო ყოველწლიურად მილიონობით ახალი გამოგონების მომსწრეა. გაერთიანებული ერების „ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის“ (WIPO) მიხედვით 2021-2022 წლებში საერთო ჯამში 3.3 მილიონი პატენტი გაიცა

 

3 მილიონ პატენტს შორის, გამოცემა Time-მა საუკეთესო გამოგონებების სია გამოაქვეყნა და მათ შორის მოხვდა Tesla-ს Starlink-ები, უსაფრთხო საძიებო სისტემა, ვირტუალური რეალობის სათვალეები და Samsung-ის დასაკეცი ტელეფონი დაასახელა. სია რამდენიმე ათეულ გაჯეტს, ტექნოლოგიას და გამოგონებას შეიცავს, რომლებიც კატეგორიების მიხედვით შეირჩა.

აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფის" კატეგორიაში უსაფრთხო საძიებო სისტემა Neeva-მა გაიმარჯვა, ასევე საუკეთესო გამოგონებათა შორისაა განგაშის ღილაკის აპლიკაცია - Subdial და ინტერაქტიული რუკა - MTA Live Subway Map.

VR და AR კატეგორიის გამარჯვებულები არიან Lenovo ThinkReality A3 Smart და Qualcomm Snapdragon XR2 ვირტუალური რეალობის სათვალეები, ასევე Google Maps-ის გაძლიერებული რეალობის რეჟიმის სათვალე.

სამომხმარებლო ელექტროტექნიკას  შორის საუკეთესო გაჯეტებად  Samsung Galaxy Z Flip3 დასაკეცი სმარტფონი, Paper Shoot Camera, Framework Laptop მოდულარული ლეპტოპი, Vecnos IQUI ჭკვიანი სელფის ჯოხი, JLab JBuds Frames ჭკვიანი სათვალე დასახელდა.

ჯანდაცვის სფეროში საუკეთესო გამოგონებების სიაში ჟურნალისტებმა COVID-19-ისა და მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიყვანეს.

ასევე სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო გამოგონებებად დასახელდა Looking Glass Portrait 3D ფოტო ჩარჩო, Roborock S7 რობოტი მტვერსასრუტი, Apple M1 Pro პროცესორი, LG G-ს სერიის ტელევიზორები, ფუტურისტული სპორტული ფეხსაცმელი Adidas-ისა და Nike-სგან.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ სიის მიღმა დარჩენილი საოცარი გამოგონებები, კონტენტი შეიცავს ყველა შესაძლო ნიშას რომელიც ახალი ტექნოლოგიიდან დაიბადა, მიიპყრო ჩვენი ყურადღება და გავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე. გამოგონებათა სრული სიის  ნახვა ქვემოთ არსებულ ჩამონათვალში შეგიძლიათ

 

არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Arubixs - ის კეცვადი სმარტფონი - Cum Smartwatch

მართალია სმარტფონების მწარმოებელ არაერთ კომპანიას, სამსუნგის, ჰუავეის და მოტოროლას ჩათვლით,  აქვთ დიდებული ჩაკეცვადი სმარტფონები, არცერთი მათგანი არ განეკუთვნება იმ მოწყობილობათა რიცხვს რომელიც მასობრივად საინტერესო იქნებოდა. სრულყოფილებაზე არ მაქვს საუბარი, ასეთი აპარაები ძალიან მალე ფუჭდებიან.  თუმცა, Arubixs ძალიან განსხვავებული კეცვადი სმარტფონების გამოშვებას  გვპირდება, ისინი არამხოლოდ სმარტფონის ფუნქციას, არამედ ჭკვიანი (სმარტ) საათის მახასიათებლებიც ექნებათ. მწარმოებელი მოწყობილობის გამოშვებას მალე გეგმავს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ახალი გამოგონება ამჟამად არსებული დიდი ინტერესის გამართლებას

 

Starkey Livio AI – მოწინავე სასმენი აპარატი

მათთვის ვინც ჭკვიან [სმარტ] მოსასმენ აპარატს ეძებს, “Starkey Livio AI” საუკეთესო ვერსიად ქცევას გვპირდება. ეს სასმენი აპარატი კომპაქტური და სპორტული დიზაინით გამოირჩევა, რაც მის ყურში კომფორტულად მოთავსების საშუალებას გაძლევთ. ბლუთუზის მეშვეობით აპარატის შეერთება აქსესუარებთან და რიგ სმარტფონებთანაც შეიძლება. თუმცა, ამ მოწყობილობის მთავარი ღირსება ხელოვნური ინტელექტია რომელიც სასიცოცხლო როლს თამაშობს სმენადობის მხრივ. ფონური ხმაურის დახშობით, ყურსასმენები სუფთა ხმის ხარისხს უზრუნველყოფენ. მეტიც, აპარატის ბატარეას ხანგრძლივად მუშაობა შეუძლია, რაც მომხმარებელს მოწყობილობის დატენვის გარეშე ხანგრძლივი მოხმარების საშუალებას აძლევს.

ეწვიეთ Starkey Livio AI -ს

 

Valve Index

Valve Index იმ მოთამაშეებისთვისაა ვინც ვირტუალურ (VR) გეიმინგს სერიოზულად უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითკმარი არაა და ფუნქციონირებისთვის სპეციალურ  კაბელებს საჭიროებს, დღეს ის საუკეთესო ვირტუალურ გამოცდილებას წარმოადგენს. ორმაგი LCD ეკრანი, კადრების 144Hz-მდე სიხშირით, 960 x 960 გლობალური ჩამკეტის მქონე სტერეო კამერები, ორმაგი მიკროფონის სისტემა Valve Index-ს განსაკუთრებულ მოწყობილობად აქცევს. თუმცა, Valve-ს ფასი თავისი პროდუქტზე - 999  დოლარი, შესაძლოა ბევრისთვის არ აღმოჩნდეს მომხიბვლელი.

 ეწვიეთ Valve Index-ს

 

SkinCeuticals -ის კანის მოვლის უნიკალური საშუალება

არ აქვს მნიშვნელობა აპირებთ თუ არა ახალი თაობის ფეშიონისტად იქცეთ თუ უბრალოდ გსურთ ყოველთვის მომხიბვლელი იყოთ, SkinCeuticals - ის პერსონალიზირებულმა შრატმა, რომელიც კლინიკების მოთხოვნებს პასუხობს, შესაძლოა დაგაინტერესოთ. დასაწყებად პირველ რიგში უნდა ეწვიოთ SkinCeuticals - ის ექსპერტ დერმატოლოგს რომელიც თქვენი კანის თავისებურების (დაბერება, ფერის დაკარგვა, ზეთიანობა, სიმშრალე) იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ. ამ პროცედურის შემდეგ შეიქმნება თქვენი კანის შესაბამისი ფორმულა. აღსანიშნავია, რომ სრულად პერსონალიზირებული ფორმულის შესაქმნელად გამოიყენება 2,000-მდე ალგორითმი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, კანისთვის ამ უნიკალური პროდუქტის შესაქმნელად ინგრედიენტების დიდი დიაპაზონი გამოიყენება, რომელიც თავის თავში რეტინოლს, გლიკოლის მჟავას და  ნიაცინამიდს მოიცავს.  

 ეწვიეთ SkinCeuticals -ის კანის მომვლელი უნიკალური საშუალება-ს

 

FLYTE - ის ლევიტირებადი ნათურა

შვედეთში დამზადებული FLYTE უნიკალური ლევიტირებადი ნათურაა. მას ასეთად მისი ჰაერში მაგნეტიკური ლევიტაციის უნარი ხდის, მისი დამუხტვა ჰაერის მეშვეობითაა შესაძლებელი. კიდევ ერთი განმასხვავებელი რამ რაც ნათურას გამოარჩევს მისი კორპუსის ხარისხია. მუხის, ნახშირის და კაკლის ხის მასალა მას საკმაოდ გამძლედ აქცევს. ენერგოეფექტურობის მხრივ უნდა ითქვას, რომ  FLYTE მაღალეფექტურ LED ნათურებს იყენებს, 50,000 საათიანი გამძლეობით, რაც იმას გულისხმობს რომ დღეში მისი საშუალოდ 12 საათის გამოყენების შემთხვევაში ის 11 წელს იმუშავებს.  

ეწვიეთ Flyte-ს 

 

Verilux CleanWave-ის ჯოხი სანიტაიზერი

ძალიან ბევრი რამაა რაც Verilux -ის ამ ჭკვიანი ჯოხ-სანიტაიზერში შეიძლება მოგეწონოთ, მითუმეტეს პანდემიის პერიოდში. CleanWave საკმაოდ სასარგებლო ჯოხი- სანიტაიზერია, ის სუნის გამომწვევ ბაქტერიებთან და მიკრობებთან საბრძოლველად უახლესს UV-C ტექნოლოგიას იყენებს. დიზაინის მხრივ, ძალიან მსუბუქია რაც მისი კომფორტულად გადაადგილების საშუალებას იძლევა

ეწვიეთ Verilux CleanWave-ს

 

Flexwarm-ის ჭკვიანი ქურთუკი

კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტია Flexwarm-ის ჭკვიანი (სმარტ) ქურთუკი. მკერდის, მაჯის და ზურგის არეში სპეციალურად ჩაკერილი გამათბობელი ელემენტების საშუალებით ის ცივ გარემოშიც კი გათბობთ. მას სპეციალური სენსორები მოჰყვება, რომლებიც მოგცემთ საშუალებას თავად არეგულიროთ ტემპერატურა. დიზაინის მხრივ ის სტილურად დააკმაყოფილებს ორივე ტიპის მომხმარებელს, მათ ვისაც სპორტულად სურს გამოიყურებოდეს და ასევე მათ ვინც მოდას მიჰყვება. 

ეწვიეთ Flexwarm-ს

 

Water Walker & SPA

არ აქვს მნიშვნელობა ფიტნესზე გაგიჟებული ადამიანი ხართ თუ არა, ეს სარბენი ტრენაჟორი შეგიყვარდებათ. Water Walker & Spa ძალიან ჰგავს თანამედროვე აბაზანას. მას ქვედა ნაწილში მოძრავი ზედაპირი აქვს, რაც სიარულის და სირბილის საშუალებასაც გაძლევთ. ალბათ საუკეთესო რამ რაც ამ წყლის სარბენ ტრენაჟორს ახასიათებს ისაა რომ ის გაძლევთ საშუალებას ივარჯიშოთ თქვენს მიერ შერჩეული სიჩქარის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს რომ თავად შეგიძლიათ დაარეგულიროთ სიჩქარე. უფრო მეტიც, ამ მოწყობილობას ძალიან კარგი სპა აბაზანას ფუნქცია აქვს, რაც დამღლელი ვარჯიშის შემდეგ რელაქსაციის საშუალებას გაძლევთ.

ეწვიეთ Water Walker & Spa-ს  

 

Phree Electronic-ის სენსორული კალამი

Phree აცხადებს რომ მისი მოწყობილობა მსოფლიოს პირველი სენსორული კალამია რომლის გამოყენებაც ყველგან შეიძლება. კალმის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და თითქმის ყველა ზედაპირზე დაიტანოთ. იქნება ეს სკეტჩები, ანოტაციები თუ უბრალოდ წერა, ის გამორჩეულად მოსახერხებელია უმეტესს შემთხვევაში. როგორ მუშაობს? მას 3D ოპტიკური ტრეკინგ ძრავა მოჰყვება და მის მოძრაობას დეტალურად ზომავს, და შემდეგ ციფრულ ბმულს ბლუთუზით დაკავშირებულ მოწყობილობას უგზავნის. საინტერესოდ ჟღერს, არა? 

ეწვიეთ Phree-ს

 

 

 

Copy & Paste

ოდესმე გსურდათ გქონოდათ ჭკვიანი დასასკანირებელი და საბეჭდი მოწყობილობა რომელიც საქმეს გაგიადვილებდათ და ამავდროულად მოსახერხებელი იქნებოდა? თუ კი,  Copy & Paste შესაძლოა სრულად ეხმიანებოდეს თქვენს მოთხოვნებს. ყველაზე მეტად ამ მოწყობილობაში ის მომწონს რომ მას ერთი წყაროდან მეორეზე სურათების და ტექსტის გადატანა საკმაოდ სწრაფად შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე რომ მას ბეჭდვა პირდაპირ თქვენს ბლოკნოტში შეუძლია, რაც დამატებითი ქაღალდის საშუალების საჭიროებას აქრობს. ასე რომ, აღარავითარი ძვირადღირებული პრინტერები და მძიმე ასლების გადასაღები მანქანები!

ეწვიეთ Copy & Paste-ს

 

MIITO

მიუხედავად იმისა, რომ MIITO-ს შემთხვევაში შესაძლოა არ ვიყოთ დიდი ინოვაციის მომსწრენი, მას ის ხარისხი გამოარჩევს რომელიც მისთვის შესანიშნავ პროდუქტებს შორის ადგილის გამოყოფის საშუალებას გვაძლევს. მაშ, რატომაა ის ყურადღების ღირსი? მას ნებისმიერი სითხის პირდაპირ ჭურჭელში გაცხელება შეუძლია, რაც დიდი წინსვლაა წყლის და ენერგიის დაზოგვის მხრივ. ასეთი ღირსშესანიშნავი ფუნქციების გათვალისწინებით ის შესაძლოა ელექტროჩაიდნის გონივრულ ალტერნატივად მოგვევლინოს. ამ მომენტისთვის ის დიდ ყურადღების ქვეშაა Kickstarter-ზე. ამიტომ, თუ ფიქრობთ პროდუქტი საინტერესოა, გირჩევთ თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ, იმდენად რამდენადაც კომპანია კარგ ფასდაკლებას სთავაზობს იმ მომხმარებლებს რომლებიც პროდუქტის შეძენას ყველაზე ადრე გადაწყვეტენ.  

ეწვიეთ MIITO-ს

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.g



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა