IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რატომ არის გრაფიკული დიზაინი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგში?!

1

დიზაინი

23.04.2023

977 დათვალიერება

იფიქრეთ ისეთ პოპულარულ ბრენდებზე როგორიც არის Mcdonald's, Apple, Coca-Cola, Nike. ამ სიტყვების ეკრანზე დანახვა აუცილებლად გაგახსენებთ მათ ლოგოებსა და ფერთა პალიტრებს, შესაძლოა გონებაში გემო, ფერი ან სურნელიც ამოგიტივტივდეთ, ეს აჩვენებს არა მხოლოდ მარკეტინგის ძალას, არამედ ხაზს უსვამს გრაფიკული დიზაინის მნიშვნელობას.

ხარისხიანი გრაფიკული დიზაინის გარეშე ეს ბრენდები იქ ვერ იქნებოდნენ, სადაც დღეს არიან. შეგიძლიათ სცადოთ იმის მტკიცება, რომ ჩვენ ზედმეტად ჰიპერბოლურები ვართ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ გრაფიკული დიზაინი გადამწყვეტ როლს თამაშობს ნებისმიერ მარკეტინგულ სტრატეგიაში. თუ გსურთ, რომ თქვენმა ბიზნესმა ან საწარმომ წარმატებას მიაღწიოს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გრაფიკულ დიზაინს. 

გრაფიკული დიზაინი მხოლოდ საგნების სილამაზეს არ ნიშნავს, (რა თქმა უნდა, ეს მისი განუყოფელი ნაწილია) იგი წარმოადგენს კომუნიკაციის ეფექტურ გზას, ინფორმაციის მიმწოდებელს, ვიზუალურ იდენტობასა და ბაზრისთვის მიმზიდველ სტრატეგიას. მას არსებითი როლი აქვს ბიზნესის მარკეტინგულ ყველა ასპექტში და ჩვენ ვაპირებთ გაჩვენოთ, რატომ არის ეს ასე და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ გრაფიკული დიზაინი ნებისმიერ ბიზნესში კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. 

 

კი, მაგრამ რა არის გრაფიკული დიზაინი?

რადგან ამ ბლოგს კითხულობთ, არსებობს შანსი იმისა, რომ თქვენ უკვე საკმაოდ ბევრი დეტალი იცოდეთ გრაფიკული დიზაინის შესახებ, ზოგადი და ფართო თვალსაზრისით, გრაფიკული დიზაინი წარმოადგენს ტექსტისა და სურათების გაერთიანების ხელოვნებას ბეჭდური და ციფრული მედიისათვის, როგორიცაა ჟურნალები, წიგნები, რეკლამები და ვებსაიტები. ჩვეულებრივ ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ გრაფიკული დიზაინი უბრალოდ რაიმეს ლამაზად წარმოჩენის გზას წარმოადგენს, მაგრამ ის უამრავ ასპექტს მოიცავს, მაგალთად - ტიპოგრაფიას, ფონტებს, ფერების თეორიას, გვერდის განლაგებასა და სიმობლიკას. ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მცირე ჩამონათვალს წარმოადგენს, რასაც დიზაინერი სამუშაო პროცესში შეეხება, ყველაზე რთული კი ყველაფრის იდეალურად შეხამებაა მცირე დროსა და სამუშაო გარემოში. იხილეთ სტეპის გრაფიკული დიზაინის კურსის სასწავლო პროგრამა 

გრაფიკულ დიზაინერებს უწევთ შეიმუშავონ კომპოზიციის განლაგების საუკეთესო ხერხები, რათა თვალსაჩინოთ წარმოადგინონ გზავნილი. დიზაინმა გავლენა უნდა იქონიოს აუდიტორიის გადაწყვეტილების მიღების პორცესზე. კარგ მარკეტინგულ დიზაინერს შეუძლია გამოიყენოს თავისი უნარები, იმისათვის, რომ აუდიტორიას უბიძგოს ქმედებისკენ, რომელიც წაახალისებს პოტენციურ მომხმარებლებს, შეიძინონ თქვენი პროდუქტი ან ჩამოტვირთონ თქვენი აპილიკაცია. გრაფიკული დიზაინერების მიერ შესრულებული დიზაინის ამოცანების ძალიან მრავალფეროვანი ჩამონათვალი არსებობს, მათ შორის ლოგოს დიზაინი, ფლაერები და ბროშურები, სოციალური მედიის გრაფიკა, სავიზიტო ბარათები და ბრენდირებული კომპანიის მასალები, ვებ გვერდის დიზაინი და მრავალი სხვა.

 

კარგი, გავიგე რა არის გრაფიკული დიზაინი, მაგრამ რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის გრაფიკული დიზაინი ასე მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ჩვენ სურათებსა და სხვადასხვა ვიზუალებს უფრო სწრაფად ვამუშავებთ, ვიდრე მხოლოდ ტექსტს. სინამდვილეში, კვლევებმა აჩვენეს, რომ ის დაახლოებით 60 000-ჯერ უფრო სწრაფია! როდესაც საქმე ეხება ტვინში ინფორმაციის გადაცემის გზებს, ადამიანებს ძალიან სწრაფად შეუძლიათ ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავება. ინფორმაციის 90%, რომელიც ჩვენს ტვინს გადაეცემა ვიზუალურ ინფორმაციას წრამოადგენს. 

ეს ნიშნავს, თუ გვსურს მივმართოთ პოტენციურ მომხმარებლებს საუკეთესო გზით, ჩვენი პრიორიტეტი ხარისხიანი გრაფიკულ დიზაინი უნდა იყოს. 

 

პირველი შთაბეჭიდელიბის მოსახდენად მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ

ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ვებსაიტის გახსნის შემდეგ გვიფიქრია, რომ ის 90-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ მას აუცლებლად დავხურავთ და უკეთესი ალტერნატივის ძიებას დავიწყებთ. კარგი გრაფიკული დიზაინით თქვენ ახალ პოტენციურ მომხმარებლებზე აუცილებლად მაოახდენთ შთაბეჭდილებას. სხვა შემთხვევაში ისინი შესაძლოა დაკარგოთ. 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ თქვენი პროდუქტი უნდა იყოს თვალწარმტაცი და საუკეთესო, მაგრამ თქვენ სამიზნე აუდიტორიას საუკეთესო გზით უნდა მიმართოთ. თანამედროვე ბიზნეს სამყარო ჰიპერკონკურენტუნარიანია, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც საქმე ციფრულ სფეროებს ეხებათ, ამიტომ ნებისმიერი უპირატესობა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ მიზეზით, ხარისხიანი დიზაინი არის აუცილებელი ინსტრუმენტი თქვენი მარკეტინგული სტრატეგიისათვის.

 

ურადღების მიპყრობა და შენარჩუნება აუცილებელია 

ჩვენ ყოველდღიუარდ ვაწყდებით მარკტეინგულ კამპანიებს - რეკლამა ყველგან არის, როგორც ონლაინში, ისე ოფლანში - ხალხის ყურადღებისთვის ბრძოლა დაუნდობელია. თქვენ უნდა მიიპყროთ არა მხოლოდ პოტენციური კლიენტებისა და მომხმარებლების ყურადღება, ასევე თქვენი ყურადღებაც მისკენ უნდა იყოს მიმართული. გრაფიკული გამოსახულებები დიზაინში ნამდვილად შეიძლება გამოირჩეოდეს. პროფესიონალ გრაფიკულ დიზაინერს შეუძლია შექმნას ისეთი დიზაინის ტიპები, რომლებიც მიიპყრობენ მაყურებელს და აიძულებენ მას მეტი გაიგოს. 

თუ თქვენ გაქვთ ცუდი გრაფიკული დიზაინი ან უგულებელყოფთ ბიზნესის ამ ასპექტს, მაშინ თქვენი მარკეტინგული შეტყობინებები დაიკარგება. კარგი დიზაინით თქვენ ჯერ ხალხის ყურადღებას მიიპყრობთ და შემდეგ შეინარჩუნებთ მას. 

 

გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში შეისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას. კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო საერთაშორისო კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

 

დარეგისტრირდი ახლავე!

 

გრაფიკული დიზაინი ზრდის გაყიდვებს 

უნარი ეფექტურად გადასცეს ინფორმაცია და დაარწმუნოს ადამიანები მოქმედებაში, მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. კარგად შემუშავებული ფლაერის, რეკლამის ან ვებგვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ პოტენციური კლიენტები თქვენს რეალურ კლიენტებად აქციოთ. დახელოვნებულმა დიზაინერმა ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა შექმნას მოწოდების ტიპის დიზაინი და ეს ავტომატურად გამოიწვევს უფრო დიდ კლიენტთა ბაზასა და რეალური აუდიტორიის მოზიდვას.

ბრენდის ძლიერი იდენტობა გამორჩეულს გაგხდით 

ნებისმიერი ბიზნესის არსებობის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად გეყოლებათ კონკურენტები, კარგი გრაფიკული დიზაინის მეშვეობით კი, თქვენ შეძლებთ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას. განსხვავებული ბრენდის იდენტობის შექმნა დაეხმარება თქვენს ბიზნესს გამოირჩეოდეს და გახდეს ადვილად იდენტიფიცირებადი. ბრენდინგი მხოლოდ კომპანიის ლოგოს შექმნას არ მოიაზრებს, აუცილებელია შეიმუშავოთ ფონტები, ფერების პალიტრა და სხვადასხვა გამოსახულებები, მარკეტინგისა და ბაზარზე პოზიციონირებისთვის. 

ბრენდინგის თანმიმდევრულობა ეხმარება თქვენს პროდუქტს ან ბიზნესს გახდეს ადვილად იდენტიფიცირებადი. კარგი ბრენდინგი საუბრობს თქვენს კომპანიაზე და წარმოაჩენს მის ღირებულებებს. მიუხედავად ბიზნესის ზომისა, კარგი ბრენდინგი აუცილებელია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბრენდის იდენტობის დაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინის სერვისია, რომლის მიწოდებასაც სთხოვენ დიზაინის სააგენტოს ან გრაფიკული დიზაინერებს.

 

ხარისხიანი დიზაინი აყალიბებს ნდობასა და სანდოობას

თუ გსურთ ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა მოიპოვოთ კლიენტების ნდობა. თუ თქვენი მომხმარებლები არ გენდობიან, ისინი უბრალოდ არ შეიძენენ თქვენს პროდუქტს ან სერვისს. მაღალი ხარისხის გრაფიკული დიზაინი ასახავს პროფესიონალიზმს, რაც აჩვენებს, რომ თქვენ ნამდვილად იცით თქვენი საქმე. თუ თქვენი ვებგვერდი არასწორად არის შემუშავებული აუცილებლად დაკარგავთ კლიენტების ნდობას. 

 

შეჯამება 

ამ ეტაპზე თქვენ უკვე გესმით, რატომ არის გრაფიკული დიზაინი მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი საკუთარი ბიზნესის ან კომპანიის გრაფიკული დიზაინის გაუმჯობესება.

 

დარეგისტრირდი მარტივად და გაიგეთ მეტი ჩვენი კურსების შესახებ. 

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

პროგრამირება

დეველოპერი 5.0 – როგორ მუშაობს ახალი თაობის გუნდი და რა უნარებია საჭირო?

დეველოპერი 5.0 აღარ არის მხოლოდ კოდერი. გაიგე, როგორ მუშაობს ახალი თაობის გუნდი და რა უნარებია საჭირო მომავლის პროგრამისტისთვის.

ციფრული ეპოქა ყოველდღიურად გარდაქმნის დეველოპერების პროფესიას. ტექნოლოგიების განვითარებამ, მაგალითად, AI-ს და ავტომატიზაციის სწრაფმა ტემპმა, სრულიად ახალი რეალობა შექმნა: დეველოპერი 5.0 აღარ არის უბრალოდ კოდერი — ის არის გუნდური მოთამაშე, რომელიც ერთდროულად ფლობს ტექნიკურ, კომუნიკაციურ და პრობლემის გადაჭრის უნარებს. ახალი თაობის გუნდი სხვანაირად მუშაობს — აქ აღარ არსებო

ШАГ логотип

სამუშაოების ახალი ევოლუცია

როგორ იცვლება პროფესიები ტექნოლოგიური ბუმის ფონზე? გაიგე, რატომ სჭირდებათ ახალ თაობებს ჰიბრიდული უნარები და როგორ ამზადებს IT აკადემია Step აკადემია მომავალ პროფესიონალებს ცვალებადი სამუშაოსთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში „პროფესია“ აღიქმებოდა როგორც სტაბილური რუტინა: კაბინეტი, ფიქსირებული გრაფიკი და ვიწრო სპეციალიზაცია. თუმცა ტექნოლოგიურმა ბუმმა ეს სტრუქტურა თავდაყირა დააყენა. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინს, წერილებს და კოდსაც კი, სამუშაოს ახალი ევოლუცია იწყება იქ, სადაც ადამიანური უნარები ციფრულ შესაძლებლობებთან იკვეთება. სწორედ ამიტომ ჩნდება ახ

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში.  AI როგ

ШАГ логотип

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა