IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

24 რჩევა, რომ გახდეთ წარმატებული გრაფიკული დიზაინერი!

10.12.2020

819 დათვალიერება

ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეთ კარგი დიზაინერი, თუმცა სწორი რჩევის პოვნა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ზოგიერთი ვებ გვერდი იმდენად სავსეა განმარტებებით, რომ მათში თქვენთვის საჭირო სასიცოცხლო ინფორმაციას კარგავთ.

 

წარმატება თქვენი კომუნიკაციის უნარზე, კრეატიულობაზე და მუშაობის ტემპზეა დამოკიდებული. გვინდა დამატებით გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა და ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ სხვებისგან გამორჩეული

 

თქვენი ნამუშევრებისთვის ფერების შერჩევიდან დაწყებული საუკეთესო განლაგების არჩევით დამთავრებული, ნებისმიერ პროცესში ფუნდამენტური პრინციპების გაგება გრაფიკული დიზაინის მიმართულებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

1.  სხვადასხვა ფერები სცადეთ - არ იჩქაროთ გამოქვეყნება/გადაგზავნა

თქვენს მიერ გამოყენებული ნებისმიერი აპლიკაციის საშუალებით ნამუშევრის შექმნის შემდეგ, შეეცადეთ მისი ექსპორტი ფოტოშოფში გააკეთოთ და ითამაშეთ სხვადასხვა ფერებით, რომ ნახოთ, რომელი იქნება საუკეთესო თქვენი ნამუშევრისთვის. გამოსცადეთ ყველაფერი, სანამ სწორ ფერს არ მიაგნებთ.

 

2. არასოდეს ივარაუდოთ, რომ ყველაფერი კარგადაა

სიტყვა ‘ვარაუდი’ თქვენი ლექსიკონიდან უნდა ამოშალოთ, თუ გსურთ იყოთ კარგი დიზაინერი, ზუსტად უნდა გესმოდეთ თუ რას აკეთებთ. სამუშაოს შესრულებამდე მასალა წინასწარ დაბეჭდეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორი და სტანდარტების შესაბამისია.

 

3. საფუძვლიანი მოქმედებები შეასრულეთ

არის მომენტები, როცა გსურთ შეცვალოთ თქვენი კლიენტების მიერ მითითებული მოთხოვნები. შეიძლება ეს მათ არ მოეწონოთ, ამიტომ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ იდეებს ნამდვილად გაყიდით და წინ წაიწევთ.

 

4. რეგულარულად დაისვენეთ

ნუ მიეჯაჭვებით კომპიუტერს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რეგულარულად დაისვენეთ. გაიარ-გამოიარეთ, მიიღეთ სუფთა ჰაერი, რომ გონება ცოტა დაასვენოთ. ასე მოქცევა თქვენს გონებას და სხეულს გაახალისებს და აღმოაჩენთ, რომ ამით თქვენი კრეატიულობა გაიზრდება.

 

5. შეუერთდით ფორუმებს და პროფესიულ ჯგუფებს სოციალურ ქსელში

საუკეთესო შემოქმედებითი დიზაინერების უმრავლესობა სახლიდან მუშაობს, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგიშალოთ ფორუმებში გაწევრიანებაში. ისინი საშუალებას მოგცემთ შეხვდეთ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, გაეცნოთ მათ იდეებს, რომლებიც თქვენს საქმეს შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს. სხვებთან თანამშრომლობა ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ კარგი გრაფიკული დიზაინერი ჩამოყალიბდეთ. ზოგიერთი სასარგებლო ფორუმი მოიცავს Designate online-ს, Graphic Design Forum-ს და Smashing Magazine Forum-ს.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ გრაფიკა და დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

6. გამოიყენეთ ესკიზების წიგნი

ყოველთვის დააფასეთ ესკიზების წიგნის ძალა. როცა შესანიშნავი იდეა მოგივათ თავში, დაიწყეთ მისი განხორციელება ესკიზების წიგნში. ეს საშუალებას მოგცემთ განავრცოთ და განავითაროთ საკუთარი იდეა, მის კომპიუტერში გადატანამდე. დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ თქვენი კრეატიულობა იზრდება.

 

7. გაასწორეთ თქვენი სპეციფიკაციები

დარწმუნდით, რომ დიზაინის დაწყებამდე სწორი სპეციფიკაციები გაქვთ არჩეული. თქვენი პროექტისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი მზად უნდა გქონდეთ, ამიტომ ჩამოტვირთეთ ყველა საჭირო დანამატი და პროგრამა, რომელიც დაგჭირდებათ დიზაინის სამუშაოს შესასრულებლად.

 

8. განწყობა ძალიან მნიშველოვანია -  მიიღეთ გამაგრილებელი სასმელები, გემრიელი კერძები, ცივი შხაპი

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენი ტვინის გააქტიურებაში და პროდუქტიულობაში. განსაკუთრებით, ცივი შხაპის მიღებისას, თქვენი გულისცემა ჩქარდება, სუნთქვა გაღრმავდება და სხეული შეეცდება გაგათბოთ. ეს პროცესი ტვინს ჟანგბადით ამარაგებს, ადრენალინის მოზღვავება, რომელსაც გულის მომატებული სიხშირის გამო განიცდით, ენერგიას შეგმატებთ. გარდა ამისა, სიმშვიდესა და კომფორტულ მდგომარეობაში ყოფნამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს თქვენი ნაყოფიერება.

 

9. შეადგინეთ რუკა

მონიშნეთ ფრაზები და საკვანძო სიტყვები და ჩაწერეთ ისინი თქვენი ესკიზების წიგნში. შემდეგ გაავლეთ ხაზები მათი ერთმანეთთან დასაკავშირებლად და დააკვირდით კიდევ რა არის საჭირო. ამ სავარჯიშოს მიზანია ზედმეტი გადამეტების გარეშე აამუშაოთ თქვენი კრეატიულობა. ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ ულამაზესი დიზაინი შექმენით.

 

10. წაიკითხეთ წიგნები

იმისთვის, რომ იყოთ მიზანმიმართული, ბევრი უნდა იკითხოთ. გრაფიკული დიზაინის ათასობით წიგნი არსებობს, რომელბითაც ცოდნას გაიღრმავებთ. ამ წიგნებს ნახავთ როგორც ინტერნეტში, ასევე მაღაზიებში. მათ შეუძლიათ სერიოზული წვლილი შეიტანონ თქვენს განათლებაში. უბრალოდ მოძმებნეთ თქვენთვის ყველაზე აქტუალური წიგნი და წაიკითხეთ.

 

11. დაიცავით ვებ სტანდარტები

ვებ სტანდარტების 100 %-ით დაცვა სხვებს იმის შთაბეჭდილებას შეუქმნის, რომ თქვენ სერიოზულად ეკიდებით თქვენს ბიზნეს საქმიანობას. ყველა ის ხელსაწყო და პროგრამა, რომელიც ვებ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გჭირდებათ, უნდა იყოს თანამედროვე. სხვა ინსტრუმენტებშიც ჩადეთ ინვესტიცია, თუ ფიქრობთ, რომ ის თქვენს სამუშაო სტანდარტებს გააუმჯობესებს.

 

12. არ ჩამორჩეთ უახლეს მოვლენებს

გრაფიკული დიზაინი არის სწრაფად განვითარებადი პროფესია, რომელიც თქვენგანაც შესაბამის განვითარებას მოითხოვს. ინფორმირებული იყავით ინდუსტრიაში განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. ეწვიეთ ფორუმებს, რომ ნახოთ რას ამბობს ხალხი და მიიღეთ ინფორმაცია უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს შრომისუნარიანობას.

 

13. დაზოგეთ თქვენი სამუშაო დრო - ყოველ ნაბიჯზე შეინახეთ ცვლილებები

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე თქვენი რთული ნამუშევრის დაკარგვისა, იმის გამო რომ უბრალოდ მისი შენახვა დაგავიწყდათ. ამ ტიპის შეცდომამ შეიძლება იმედგაცრუებულ სიტუაციაში დაგტოვოთ. თქვენ ვერ შეძლებთ ზუსტად აღადგინოთ ის, რაც დაკარგეთ და შეიძლება ძირითად ვადებშიც ვერ ჩაეტიოთ. სტრესი გავლენას მოახდენს თქვენს შემოქმედებით უნარზე. ამიტომ მუდმივად შეინახეთ თქვენი ნამუშევარი, რომ ყოველთვის უსაფრთხოდ იყოთ.

 

14. ითანამშრომლეთ კოლეგებთან

ყოვლის მცოდნე არავინაა. შეხვდით თქვენი სფეროს ადამიანებს და გაიზიარეთ მათი იდეები. შესაძლებელია მეგობრებთან ერთად საქმიანი განხილვების დროს რაღაც ახალი ისწავლოთ, ისინიც შეიტყობენ სიახლეებს თქვენგან.

 

15. კარგად გაიაზრეთ პროექტი

თქვენი რეპუტაცია შეილახება იმ შემთხვევაში, თუ პროექტს გააგზავნით და ის ვერ ივარგებს, ეცადეთ თვალი ადევნოთ ტრენდს, რომ თქვენი ნაშრომის ახსნა და სტილის განმარტება არგუმენტირებულად შეგეძლოთ

 

16. თქვენი ნაშრომები უსაფრთხოდ შეინახეთ

თქვენი დიზაინის სამუშაოებში გამოყენებული ინსტრუმენტები ფასდაუდებელია თქვენთვის. მათი დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კარგია თუ თქვენი ხელსაწყოებისთვის გამოყოფილ საქაღალდეს შექმნით. ამით თავიდან აიცილებთ მის შემთხვევით წაშლას და შეძლებთ მის დაცვას ვირუსებისგან და საზიანო პროგრამებისგან.

 

17. იყავით რაც შეიძლება მარტივი

გამარტივება შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. გამოცდილების და იდეების სიმრავლესთან ერთად ნახავთ, რომ უმჯობესია თქვენი საქმე მაქსიმალურად მარტივად მართოთ. სიმარტივე თქვენი იდეების გაგებას უფრო ადვილს გახდის თქვენთვის და თქვენი კლიენტებისთვის. მოერიდეთ რთული თემების გამოყენებას, რამაც შეიძლება თქვენი ნამუშევარი ბუნდოვანი გახადოს.

 

18. მიიღეთ გამოცდილება

განავითარეთ თქვენი უნარები გამოცდილების დაგროვებით. კარგი დიზაინერი რომ გახდეთ, შეეცადეთ სისტემატიურად დაეუფლოთ ახალ ტექნიკებს. ასეთი მოქმედება თქვენს უნარებს გაამყარებს და წინსვლის საშუალებას მოგცემთ. დროთა განმავლობაში სწორედ ისეთი პროფესიონალი დიზაინერი გახდებით, რაც მიზნად გქონდათ დასახული.

 

19. იქონიეთ ახალი კომპიუტერი

ხელოვნების აღჭურვილობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო ეფექტურად და შეუფერხებლად შესრულდეს. 5 წელზე მეტი ასაკის კომპიუტერი უნდა შეიცვალოს, რომ დააკმაყოფილოთ დიზაინის ტენდენციები და პროგრამული უზრუნველყოფა. ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და სურვილი არ გექნებათ ისეთი მოწყობილობები გამოიყენოთ, რომლებიც შეუთავსებელია გრაფიკული დიზაინის უახლეს მიღწევებთან. 

 

20. თქვენს ნაშრომს გარკვეული ჩრდილები შემატეთ

გააუმჯობესეთ თქვენი დიზაინი მათზე ჩრდილების დამატებით - თქვენი ნამუშევარი უფრო რეალისტური გახდება. ასეთი მიდგომა თქვენს საქმიანობას უწყვეტ ნაკადად წარმართავს, განსაკუთრებით თუ ვექტორებით მუშაობთ.

 

21. კრიტიკულად მიუდექით თქვენს ნამუშევარს

ეჭევით უყურეთ თქვენს პროექტს, სანამ კლიენტებს წარუდგენთ აუცილებლად ინტერნეტში კიდევ ერთხელ მოიძიეთ თანამედროვე ტენდენციები. საბოლოო შედეგში კარგად უნდა იყოს დაბალანსებული კლიენტის მოთხოვნა და თანამედროვე მიდგომები, თქვენს ნაშრომში უყურადღებო ხარვეზები არ უნდა იყოს, ეს თქვენს პროფესიონალიზმზე და დეტალებისადმი ყურადღებაზე მიუთითებს.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ 2D გრაფიკა და UI/UX დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

22. იმეგობრეთ თქვენს დამკვეთებთან

ყოველთვის კარგ დამოკიდებულებაში იყავით თქვენს კლლიენტებთან. ყველა საკითხი რაც შეიძლება მეგობრულად გადაჭერით, ისე რომ თქვენი კლიენტისადმი ურთიერთობებს საფრთხე არ შეექმნას. თქვენ არასოდეს იცით იმ სამუშაოს მოცულობა, რომელიც შეიძლება კლიენტმა შემოგთავაზოთ ან ვის შეიძლება გადასცენ თქვენი სახელი რეკომენდაციის სახით. რაც უფრო მეტ სამუშაოს შეასრულებთ, მით უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებთ.

 

23. იყავით პატიოსანი პარტნიორი, არასოდეს არ შეაფასოთ თქვენი ნაშრომი ძვირად სხვის მოსატყუებლად

პატიოსნება უდიდესი ღირებულებაა, როცა საქმე ბიზნესს ეხება. საკუთარ თავს ნურც იაფად  გაყიდით და ნურც გადაამეტებთ. ნუ გადააფასებთ თქვენს შესაძლებლობებს თქვენი ბიზნესის განვითარების მიზნით. იყავით ისეთი, როგორიც ხართ და საქმე სულ შემოგემატებათ

 

24. შემოუერთდით აკადემია სტეპს, გახდით #სტეპერი !

მარტო მცდელობით, თანამოაზრეების გარეშე, ჯგუფელების გარეშე, მოკლე დროში ვერ შეძლებთ იმის გათავისებას, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ სამსახურში. სწორედ ამიტომ გთავაზობთ არ დაკარგოთ დრო უქმად და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ კარგი, მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით!

 

დიზაინის მიმართულება ციფრული მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განხორციელება კი ნებისმიერ კომპანიაში პროფესიონალების ჩართულობას საჭიროებს

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ

უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია წარმატების ერთადერთი გარანტია აღარ არის - ამას ბილ გეითსის, სტივ ჯობსისა და კვენტინ ტარანტინოს მაგალითებიც ადასტურებს. სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო აკადემიური ხარისხის გარეშე შეცვალეს. გაიგე, რა ძალა აქვს თვითგანათლებას, პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიებს და აღმოაჩინე, როგორ ააწყო წარმატებული კარიერა ტრადიციული უნივერსიტეტის მიღმა.

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებმაც წესები შეცვალეს თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით სტერეოტიპს, რომ უმაღლესი განათლება და წითელი დიპლომი კარიერული წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი საწინდარია. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ სფეროებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალეს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუციები სწორედ მათ მიერ მოხ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ცხოვრება ეროვნული გამოცდების მიღმა რატომ არ ნიშნავს ჩაჭრა დამარცხებას

ეროვნული გამოცდები არ არის შენი პოტენციალის საბოლოო განმსაზღვრელი, ეს არის შესაძლებლობა, გადააფასო მიზნები და აირჩიო განათლების ისეთი ალტერნატიული გზები, რომლებიც რეალურ პრაქტიკულ უნარებსა და კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული.

მითები ეროვნული გამოცდების შესახებ და რეალური პერსპექტივები ეროვნული გამოცდები ხშირად საზოგადოებაში აღიქმება როგორც ცხოვრების "გამარჯვებულთა" და "დამარცხებულთა" გამყოფი ხაზი. ამ მოლოდინების წნეხი აბიტურიენტებზე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ტვირთს ქმნის. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გამოცდა მხოლოდ ცოდნის შეფასების ერთი კონკრეტული მეთოდია, რომელიც ვერ ასახავს ადამ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა