IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

24 რჩევა, რომ გახდეთ წარმატებული გრაფიკული დიზაინერი!

10.12.2020

716 დათვალიერება

ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეთ კარგი დიზაინერი, თუმცა სწორი რჩევის პოვნა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ზოგიერთი ვებ გვერდი იმდენად სავსეა განმარტებებით, რომ მათში თქვენთვის საჭირო სასიცოცხლო ინფორმაციას კარგავთ.

 

წარმატება თქვენი კომუნიკაციის უნარზე, კრეატიულობაზე და მუშაობის ტემპზეა დამოკიდებული. გვინდა დამატებით გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა და ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ სხვებისგან გამორჩეული

 

თქვენი ნამუშევრებისთვის ფერების შერჩევიდან დაწყებული საუკეთესო განლაგების არჩევით დამთავრებული, ნებისმიერ პროცესში ფუნდამენტური პრინციპების გაგება გრაფიკული დიზაინის მიმართულებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

1.  სხვადასხვა ფერები სცადეთ - არ იჩქაროთ გამოქვეყნება/გადაგზავნა

თქვენს მიერ გამოყენებული ნებისმიერი აპლიკაციის საშუალებით ნამუშევრის შექმნის შემდეგ, შეეცადეთ მისი ექსპორტი ფოტოშოფში გააკეთოთ და ითამაშეთ სხვადასხვა ფერებით, რომ ნახოთ, რომელი იქნება საუკეთესო თქვენი ნამუშევრისთვის. გამოსცადეთ ყველაფერი, სანამ სწორ ფერს არ მიაგნებთ.

 

2. არასოდეს ივარაუდოთ, რომ ყველაფერი კარგადაა

სიტყვა ‘ვარაუდი’ თქვენი ლექსიკონიდან უნდა ამოშალოთ, თუ გსურთ იყოთ კარგი დიზაინერი, ზუსტად უნდა გესმოდეთ თუ რას აკეთებთ. სამუშაოს შესრულებამდე მასალა წინასწარ დაბეჭდეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორი და სტანდარტების შესაბამისია.

 

3. საფუძვლიანი მოქმედებები შეასრულეთ

არის მომენტები, როცა გსურთ შეცვალოთ თქვენი კლიენტების მიერ მითითებული მოთხოვნები. შეიძლება ეს მათ არ მოეწონოთ, ამიტომ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ იდეებს ნამდვილად გაყიდით და წინ წაიწევთ.

 

4. რეგულარულად დაისვენეთ

ნუ მიეჯაჭვებით კომპიუტერს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რეგულარულად დაისვენეთ. გაიარ-გამოიარეთ, მიიღეთ სუფთა ჰაერი, რომ გონება ცოტა დაასვენოთ. ასე მოქცევა თქვენს გონებას და სხეულს გაახალისებს და აღმოაჩენთ, რომ ამით თქვენი კრეატიულობა გაიზრდება.

 

5. შეუერთდით ფორუმებს და პროფესიულ ჯგუფებს სოციალურ ქსელში

საუკეთესო შემოქმედებითი დიზაინერების უმრავლესობა სახლიდან მუშაობს, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგიშალოთ ფორუმებში გაწევრიანებაში. ისინი საშუალებას მოგცემთ შეხვდეთ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, გაეცნოთ მათ იდეებს, რომლებიც თქვენს საქმეს შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს. სხვებთან თანამშრომლობა ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ კარგი გრაფიკული დიზაინერი ჩამოყალიბდეთ. ზოგიერთი სასარგებლო ფორუმი მოიცავს Designate online-ს, Graphic Design Forum-ს და Smashing Magazine Forum-ს.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ გრაფიკა და დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

6. გამოიყენეთ ესკიზების წიგნი

ყოველთვის დააფასეთ ესკიზების წიგნის ძალა. როცა შესანიშნავი იდეა მოგივათ თავში, დაიწყეთ მისი განხორციელება ესკიზების წიგნში. ეს საშუალებას მოგცემთ განავრცოთ და განავითაროთ საკუთარი იდეა, მის კომპიუტერში გადატანამდე. დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ თქვენი კრეატიულობა იზრდება.

 

7. გაასწორეთ თქვენი სპეციფიკაციები

დარწმუნდით, რომ დიზაინის დაწყებამდე სწორი სპეციფიკაციები გაქვთ არჩეული. თქვენი პროექტისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი მზად უნდა გქონდეთ, ამიტომ ჩამოტვირთეთ ყველა საჭირო დანამატი და პროგრამა, რომელიც დაგჭირდებათ დიზაინის სამუშაოს შესასრულებლად.

 

8. განწყობა ძალიან მნიშველოვანია -  მიიღეთ გამაგრილებელი სასმელები, გემრიელი კერძები, ცივი შხაპი

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენი ტვინის გააქტიურებაში და პროდუქტიულობაში. განსაკუთრებით, ცივი შხაპის მიღებისას, თქვენი გულისცემა ჩქარდება, სუნთქვა გაღრმავდება და სხეული შეეცდება გაგათბოთ. ეს პროცესი ტვინს ჟანგბადით ამარაგებს, ადრენალინის მოზღვავება, რომელსაც გულის მომატებული სიხშირის გამო განიცდით, ენერგიას შეგმატებთ. გარდა ამისა, სიმშვიდესა და კომფორტულ მდგომარეობაში ყოფნამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს თქვენი ნაყოფიერება.

 

9. შეადგინეთ რუკა

მონიშნეთ ფრაზები და საკვანძო სიტყვები და ჩაწერეთ ისინი თქვენი ესკიზების წიგნში. შემდეგ გაავლეთ ხაზები მათი ერთმანეთთან დასაკავშირებლად და დააკვირდით კიდევ რა არის საჭირო. ამ სავარჯიშოს მიზანია ზედმეტი გადამეტების გარეშე აამუშაოთ თქვენი კრეატიულობა. ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ ულამაზესი დიზაინი შექმენით.

 

10. წაიკითხეთ წიგნები

იმისთვის, რომ იყოთ მიზანმიმართული, ბევრი უნდა იკითხოთ. გრაფიკული დიზაინის ათასობით წიგნი არსებობს, რომელბითაც ცოდნას გაიღრმავებთ. ამ წიგნებს ნახავთ როგორც ინტერნეტში, ასევე მაღაზიებში. მათ შეუძლიათ სერიოზული წვლილი შეიტანონ თქვენს განათლებაში. უბრალოდ მოძმებნეთ თქვენთვის ყველაზე აქტუალური წიგნი და წაიკითხეთ.

 

11. დაიცავით ვებ სტანდარტები

ვებ სტანდარტების 100 %-ით დაცვა სხვებს იმის შთაბეჭდილებას შეუქმნის, რომ თქვენ სერიოზულად ეკიდებით თქვენს ბიზნეს საქმიანობას. ყველა ის ხელსაწყო და პროგრამა, რომელიც ვებ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გჭირდებათ, უნდა იყოს თანამედროვე. სხვა ინსტრუმენტებშიც ჩადეთ ინვესტიცია, თუ ფიქრობთ, რომ ის თქვენს სამუშაო სტანდარტებს გააუმჯობესებს.

 

12. არ ჩამორჩეთ უახლეს მოვლენებს

გრაფიკული დიზაინი არის სწრაფად განვითარებადი პროფესია, რომელიც თქვენგანაც შესაბამის განვითარებას მოითხოვს. ინფორმირებული იყავით ინდუსტრიაში განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. ეწვიეთ ფორუმებს, რომ ნახოთ რას ამბობს ხალხი და მიიღეთ ინფორმაცია უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს შრომისუნარიანობას.

 

13. დაზოგეთ თქვენი სამუშაო დრო - ყოველ ნაბიჯზე შეინახეთ ცვლილებები

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე თქვენი რთული ნამუშევრის დაკარგვისა, იმის გამო რომ უბრალოდ მისი შენახვა დაგავიწყდათ. ამ ტიპის შეცდომამ შეიძლება იმედგაცრუებულ სიტუაციაში დაგტოვოთ. თქვენ ვერ შეძლებთ ზუსტად აღადგინოთ ის, რაც დაკარგეთ და შეიძლება ძირითად ვადებშიც ვერ ჩაეტიოთ. სტრესი გავლენას მოახდენს თქვენს შემოქმედებით უნარზე. ამიტომ მუდმივად შეინახეთ თქვენი ნამუშევარი, რომ ყოველთვის უსაფრთხოდ იყოთ.

 

14. ითანამშრომლეთ კოლეგებთან

ყოვლის მცოდნე არავინაა. შეხვდით თქვენი სფეროს ადამიანებს და გაიზიარეთ მათი იდეები. შესაძლებელია მეგობრებთან ერთად საქმიანი განხილვების დროს რაღაც ახალი ისწავლოთ, ისინიც შეიტყობენ სიახლეებს თქვენგან.

 

15. კარგად გაიაზრეთ პროექტი

თქვენი რეპუტაცია შეილახება იმ შემთხვევაში, თუ პროექტს გააგზავნით და ის ვერ ივარგებს, ეცადეთ თვალი ადევნოთ ტრენდს, რომ თქვენი ნაშრომის ახსნა და სტილის განმარტება არგუმენტირებულად შეგეძლოთ

 

16. თქვენი ნაშრომები უსაფრთხოდ შეინახეთ

თქვენი დიზაინის სამუშაოებში გამოყენებული ინსტრუმენტები ფასდაუდებელია თქვენთვის. მათი დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კარგია თუ თქვენი ხელსაწყოებისთვის გამოყოფილ საქაღალდეს შექმნით. ამით თავიდან აიცილებთ მის შემთხვევით წაშლას და შეძლებთ მის დაცვას ვირუსებისგან და საზიანო პროგრამებისგან.

 

17. იყავით რაც შეიძლება მარტივი

გამარტივება შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. გამოცდილების და იდეების სიმრავლესთან ერთად ნახავთ, რომ უმჯობესია თქვენი საქმე მაქსიმალურად მარტივად მართოთ. სიმარტივე თქვენი იდეების გაგებას უფრო ადვილს გახდის თქვენთვის და თქვენი კლიენტებისთვის. მოერიდეთ რთული თემების გამოყენებას, რამაც შეიძლება თქვენი ნამუშევარი ბუნდოვანი გახადოს.

 

18. მიიღეთ გამოცდილება

განავითარეთ თქვენი უნარები გამოცდილების დაგროვებით. კარგი დიზაინერი რომ გახდეთ, შეეცადეთ სისტემატიურად დაეუფლოთ ახალ ტექნიკებს. ასეთი მოქმედება თქვენს უნარებს გაამყარებს და წინსვლის საშუალებას მოგცემთ. დროთა განმავლობაში სწორედ ისეთი პროფესიონალი დიზაინერი გახდებით, რაც მიზნად გქონდათ დასახული.

 

19. იქონიეთ ახალი კომპიუტერი

ხელოვნების აღჭურვილობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო ეფექტურად და შეუფერხებლად შესრულდეს. 5 წელზე მეტი ასაკის კომპიუტერი უნდა შეიცვალოს, რომ დააკმაყოფილოთ დიზაინის ტენდენციები და პროგრამული უზრუნველყოფა. ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და სურვილი არ გექნებათ ისეთი მოწყობილობები გამოიყენოთ, რომლებიც შეუთავსებელია გრაფიკული დიზაინის უახლეს მიღწევებთან. 

 

20. თქვენს ნაშრომს გარკვეული ჩრდილები შემატეთ

გააუმჯობესეთ თქვენი დიზაინი მათზე ჩრდილების დამატებით - თქვენი ნამუშევარი უფრო რეალისტური გახდება. ასეთი მიდგომა თქვენს საქმიანობას უწყვეტ ნაკადად წარმართავს, განსაკუთრებით თუ ვექტორებით მუშაობთ.

 

21. კრიტიკულად მიუდექით თქვენს ნამუშევარს

ეჭევით უყურეთ თქვენს პროექტს, სანამ კლიენტებს წარუდგენთ აუცილებლად ინტერნეტში კიდევ ერთხელ მოიძიეთ თანამედროვე ტენდენციები. საბოლოო შედეგში კარგად უნდა იყოს დაბალანსებული კლიენტის მოთხოვნა და თანამედროვე მიდგომები, თქვენს ნაშრომში უყურადღებო ხარვეზები არ უნდა იყოს, ეს თქვენს პროფესიონალიზმზე და დეტალებისადმი ყურადღებაზე მიუთითებს.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ 2D გრაფიკა და UI/UX დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

22. იმეგობრეთ თქვენს დამკვეთებთან

ყოველთვის კარგ დამოკიდებულებაში იყავით თქვენს კლლიენტებთან. ყველა საკითხი რაც შეიძლება მეგობრულად გადაჭერით, ისე რომ თქვენი კლიენტისადმი ურთიერთობებს საფრთხე არ შეექმნას. თქვენ არასოდეს იცით იმ სამუშაოს მოცულობა, რომელიც შეიძლება კლიენტმა შემოგთავაზოთ ან ვის შეიძლება გადასცენ თქვენი სახელი რეკომენდაციის სახით. რაც უფრო მეტ სამუშაოს შეასრულებთ, მით უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებთ.

 

23. იყავით პატიოსანი პარტნიორი, არასოდეს არ შეაფასოთ თქვენი ნაშრომი ძვირად სხვის მოსატყუებლად

პატიოსნება უდიდესი ღირებულებაა, როცა საქმე ბიზნესს ეხება. საკუთარ თავს ნურც იაფად  გაყიდით და ნურც გადაამეტებთ. ნუ გადააფასებთ თქვენს შესაძლებლობებს თქვენი ბიზნესის განვითარების მიზნით. იყავით ისეთი, როგორიც ხართ და საქმე სულ შემოგემატებათ

 

24. შემოუერთდით აკადემია სტეპს, გახდით #სტეპერი !

მარტო მცდელობით, თანამოაზრეების გარეშე, ჯგუფელების გარეშე, მოკლე დროში ვერ შეძლებთ იმის გათავისებას, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ სამსახურში. სწორედ ამიტომ გთავაზობთ არ დაკარგოთ დრო უქმად და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ კარგი, მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით!

 

დიზაინის მიმართულება ციფრული მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განხორციელება კი ნებისმიერ კომპანიაში პროფესიონალების ჩართულობას საჭიროებს

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას DevOps – ის, ვინც აკავშირებს კოდს რეალურ სამყაროსთან

გაიგე, როგორ იქცევა სტატიკური კოდი ცოცხალ ციფრულ პროდუქტად DevOps მეთოდოლოგიის დახმარებით. ეს მნიშვნელოვანი პროფესია თანამედროვე ტექნოლოგიების ხერხემალია, სადაც Docker-ის, Kubernetes-ისა და Cloud სისტემების მართვა უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. აღმოაჩინე ის უნარები, რომლებიც დამწყებ სპეციალისტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად სჭირდება.

ხშირად გვგონია, რომ დეველოპერის მთავარი ამოცანა მხოლოდ კოდის დაწერაა, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ დასაწყისია. იმისათვის, რომ პროგრამამ გამართულად იმუშაოს, განახლდეს შეფერხების გარეშე და რეალურ მომხმარებელზე სწორი ზემოქმედება მოახდინოს, საჭიროა სპეციალური მიდგომა. სწორედ აქ ჩნდება DevOps-ის როლი. ეს არის დეველოპმენტისა (Development) და ოპერაციების (Operations) ჰარმონიული სინთეზი - მეთოდოლოგი

ШАГ логотип

QA ტესტერი - ვინც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

QA ტესტერი - პროგრამის უხილავი მცველი და ხარისხის მაკონტროლებელი. სანამ აპლიკაცია თქვენს ეკრანზე გამოჩნდება, მან რთული და საინტერესო შემოწმების გზა უნდა გაიაროს. გაეცანი QA ტესტერის პროფესიას: როგორ ეძებენ ისინი დამალულ შეცდომებს, რა როლს ასრულებენ დეველოპერულ გუნდში და რატომ არის ხარისხის კონტროლი გადამწყვეტი ნებისმიერი წარმატებული სისტემის შესაქმნელად.

QA ტესტერი - ადამიანი, რომელიც ხარისხზე აგებს პასუხს სანამ მომხმარებელი ვებგვერდს ეწვევა, ღილაკს დააჭერს ან აპლიკაციას გამოიყენებს, არსებობს ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე დეტალურად გადაამოწმა. ამ პროფესიას QA ტესტერი ჰქვია. აბრევიატურა QA (Quality Assurance) ხარისხის უზრუნველყოფას ნიშნავს და მისი მთავარი მიზანია, პროგრამა მუშაობდეს შეცდომების გარეშე, არ გაითიშოს და მომხმარებლი

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას მონაცემთა ბაზების სპეციალისტი ვინც ინახავს ყველაფერს, რაც ვებსივრცეში არსებობს

გაიგე, როგორ მუშაობს ციფრული სამყაროს მეხსიერება და რა როლს ასრულებს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი თანამედროვე ტექნოლოგიებში. სტატიაში მიმოხილულია ინფორმაციის შენახვისა და მართვის პრინციპები, SQL და NoSQL სისტემებს შორის განსხვავება და ის გზა, რომელსაც სტუდენტები IT აკადემია STEP-ში ამ მოთხოვნადი პროფესიის დასაუფლებლად გადიან.

ვინ ინახავს შენს პროფილს სოციალურ ქსელში, შენს ფოტოებს თუ კალათაში გადადებულ პროდუქტებს? ყველაფერი, რაც ვებსივრცეში „არსებობს“, სინამდვილეში კარგად ორგანიზებულ ციფრულ საცავებში - მონაცემთა ბაზებში ინახება. სწორედ ამ სისტემების შექმნაზე, განახლებასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი, რომელიც ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა