IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

4 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო UX დიზაინი

22.12.2021

823 დათვალიერება

ინტერესი, ალბათ, ბევრი სფეროს მიმართ გაგჩენია, მაგრამ მხოლოდ დაინტერესება ვერ აღმოჩენილა საკმარისი, რომ ეს სფერო შენს პროფესიად გექცია. ბლოგში სწორედ იმ 4 მიზეზს გაგაცნობთ, რომლებმაც UX დიზაინერობა, შესაძლოა, შენთვის სასურველ პროფესიად დაგანახოს

 

UX დიზაინის ათვისება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ კურსითაც შეგიძლია. თუმცა მაინც, რატომ არის ამ პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანი?

 

1. UX დიზაინი ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა

Linkedin და Upwork რეკომენდაციებით UX დიზაინი იმ 20 TOP უნარს შორისაა, რომლის სწავლაც პრიორიტეტულია, ამის მიზეზი კი UX დიზაინერებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდაა. ეს ტრენდი კიდევ უფრო მყარი შეიძლება გახდეს, რადგან UX Google-ის საძიებო სისტემის ranking ფაქტორებს შორის არის. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო უკეთესია საიტის UX დიზაინი, Google მას მით უფრო წინ დააყენებს ძიების შედეგებში. შედეგად, კონკურენტულობის შესანარჩუნებლად ბიზნესებს კიდევ უფრო მეტი ყურადღების მიქცევა შეიძლება დასჭირდეთ კარგ UX დიზაინზე. 

 

2. სფერო საკმაოდ მაღალანაზღაურებადია

ის, რაც ასეთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია, დღევანდელ ბაზარზე სათანადოდ ანაზღაურებადიც არის: საქართველოში UX დიზაინერის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2600 ლარია (საათში 65 ლარი), ევროპაში კი 2840 ევრო (საათში 71 ევრო). ესეც არ იყოს, ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც დისტანციურად მუშაობის საშუალებასაც გაძლევს. ამდენად, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო პროექტებიც შეგიძლია აიღო ისეთი ფრილანს პლატფორმების საშუალებით, როგორიც Upwork, Toptal, Freelancer და სხვაა. კონკრეტულად Upwork-ზე UX დიზაინერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 70$-75$ შუალედშია.

 

3. დიზაინერული პრობლემების გადაჭრა სახალისო და სასიამოვნოა

პრობლემები, რომელსაც UX დიზაინი გთავაზობს, სახალისო გამოწვევაა, შეიძლება იმუშაო UX პროექტზე შენი კომპანიის სოციალური მედიის გუნდის საჭიროებებისათვის, ინტერაქციის დიზაინზე ფოკუსირებით. პრობლება - მომხმარებლებს ურთულდებათ კონტენტის გაზიარება პირდაპირ ბლოგიდან. UX დიზაინის გადაჭრის გზა, რომელიც შეგიძლია განახორციელო - შექმნა ინტერფეისი, რომელიც ინტერაქციული იქნება, გაზიარების ღილაკითა და “გასაზიარებლად დააჭირეთ” მოწოდებებით.
 

ონლაინ სწავლა შენი განვითარების საუკეთესო საშუალებაა! შეისწავლე პროფესია რომელსაც ვერანაირი პანდემია ვერ შეაჩერებს, ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როდესაც პრობლემებს ისე ჭრი, როგორც UX დიზაინერი, შენ გჭირდება მომხმარებელთა კვლევა და თუ პრობლემას ისე არ ჭრი, როგორც UX დიზაინერი, შენ მაინც გესაჭიროება მომხმარებელთა კვლევა. შესაბამისად, თუნდაც UX დიზაინის შესწავლა არ გსურდეს, როგორც სრული-განაკვეთის პროფესიად, მსგავსი უნარების სწავლა მაინც წაგადგება

 

ზოგჯერ, მოგიწევს იმუშაო სტარტაპისათვის, რომელსაც არ ჰყავს UX დიზაინერი. პრობლემა - თავდაპირველად, კლიენტებს ექნებათ პრეტენზიები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზა - გამოიყენო შენი UX დიზაინერული უნარები რათა მოახდინო მომხმარებელთა კვლევა და ბოლომდე ჩასწვდე კონკრეტულად რას შეეხება ხსენებული საყვედურები, რისი დადგენაც, საბოლოოდ დიზაინერული პროცესების გაუმჯობესებაში დაგეხმარება.

 

4. ხალხს აინტერესებს მაღალი ხარისხის “მომხმარებლის გამოცდილება”

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც შეიძლება UX დიზაინი ისწავლო, არის ის, რომ UX დიზაინის სწავლით, შენ შეგიძლია გახდე უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო თანამშრომელი, ვიდრე აქამდე იყავი, ან შეცვალო შენი მთლიანი კარიერა და მიაგნო პოტენციურ დამსაქმებლებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ვინ იცის, როდესაც UX დიზაინს გემოს გაუგებ, შესაძლოა UI დიზაინში ჩაიძირო და  განაგრძო შენი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება.

 

„დიზაინი ქმნის კულტურას. კულტურა აყალიბებს ღირებულებებს. ღირებულებები კი განსაზღვრავს მომავალს.“
-რობერტ ელ პეტერსი, გრაფიკული დიზაინერი

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა