IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

3D მოდელირების უპირატესობა სხვადასხვა ინდუსტრიაში

06.06.2020

947 დათვალიერება

მსოფლიო უფრო და უფრო ვითარდება ახალი ტექნოლოგიებით. 3D მოდელირების შექმნის შემდეგ, კომპანიები ცდილობენ მის თავის სასარგებლოდ გამოყენებას

3D მოდელირება ყველა სფეროში მასიურად გამოიყენება.

 

თუ თქვენ ეწვევით რომელიმე კომერციულ საიტს პროდუქტის შესაძენად, მნიშვნელოვანია ნივთის გახსნა სხვადასხვა რაკურსით, მისი ყველა პოზიციიდან დათვალიერება. აღნიშნული სფერო დასაქმების პერსპექტივას უამრავ სამუშაოზე იძლევა. გარკვეული 3D სოფთვეარის სწავლით ახალგაზრდებს შეუძლიათ კარგი კარიერის აწყობა.

ასევე, დიდია მოთხოვნა 3D მოდელირებაზე. ადამიანებს ხიბლავს მისი ფოტორეალისტური შეხედულება, რაც პროდუქტის გაყიდვის შანსს ზრდის.

 

განვიხილოთ რამდენიმე ინდუსტრია, რომელსაც შეუძლია მოგების ზრდა 3D მოდელირების გამოყენებით:

 

მარკეტინგი და რეკლამა

ბიზნესი იყენებს სხვადასხვა საშუალებას თავიანთი პროდუქტით მომხმარებლის დასაინტერესებლად. თუ ხართ ელექტრონიკაში, აქსესუარებში ან ავტომობილებში, თქვენ ისეთი მარკეტინგი უნდა აწარმოოთ, რომ მიიპყროთ კლიენტის ყურადღება. 3D მოდელირება დაგეხმარებათ პოტენციური კლიენტების მოზიდვაში. 3D მოდელის სპეციალისტები ქმნიან პროდუქტს, რომელიც ფოკუსირებულია პროდუქტის ყველა დეტალზე. ანიმაციის საშუალებით, ეს პროდუქტები შეიძლება იყოს მარკეტინგში და რეკლამაში გამოყენებული. ანიმაციის აპლიკაცია საშუალებას აძლევს პროდუქტს იყოს ინტერაქციული.

ვიდეო თამაშები

ვიდეო თამაშები დამოკიდებულია 3D მოდელირებაზე. დეველოპერები ცდილობენ რაც შეიძლება რეალური თამაშები შექმნან, რომ მოიზიდონ მეტი გეიმერი. იქნება ეს მანქანების ტარება, მონსტრებთან ჩხუბი თუ სხვა, ისინი კარგად პორტრეტიზირებულია 3D მოდელის საშუალებით. 3D მოდელის საშუალებით შესაძლეებლია, რომ თამაშის პერსონაჟი გამოვიდეს თამაშიდან და ითამაშოს თქვენს გვერდით. ბოლო სამი ათასწლეულის მანძილზე, ვიდეო თამაშების პოპულარობა გაიზარდა და თამაშების შექმნის ინდუსტრია არის ბიზნესი. ეს დაკავშირებულია ამ ინდუსტრიაში 3D მოდელის გამოყენებასთან.

გართობა

3D მოდელირება ყველაზე მეტად პოპულარულია გართობის ინდუსტრიაში. მისი გამოყენებით, შოუბიზნესი გამოიმუშავებს დიდ თანხას. დღეს, თითქმის, აღარ არსებობს კინო 3D მოდელირების გამოყენების გარეშე. ის გამოიყენება სპეციალური ეფექტებისთვის, ახალი ატმოსფეროს და ზებუნებრივი მოვლენების შესაქმნელად.  სუპერ გმირი, რომელიც დახტის ერტი შენობიდან მეორეზე ან ადის ცათამბრჯენზე, ყველაფერი ეს შექმნილია 3D მოდელირებით. 3D მოდელირებას შეუძლია ობიექტის ერთი სცენიდან გაქრობა და მეორეში გაჩენა, რაც კინოს სრულყოფილს ხდის.

არქიტექტურა

ადრე შენობის კონსტრუქტირება ხდებოდა ესკიზებით და სქემებით, რაც არ ქმნიდა რეალურ შეხედულებას. არქიტექტორებს უწევდათ ინფორმაციის მიწოდება, რომ გაეცნოთ შენობის დიზაინს, სანამ დაიწყებდნენ შენობების მშენებლობას. 3D მოდელირების საშაულებით შეგიძლიათ დაამატოთ მოძრაობა და სიღრმე შენობის დიზაინს, ამის საშაულებით, თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ შენობას ყველა კუთხიდან. ასევე, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ შენობის შიგნით და დაათვალიეროთ ინტერიერი.

წარმოება

წარმოება არის კიდევ ერთი სექტორი, რომელსაც 3D მოდელირება უზარმაზარი სარგებელი მოუტანს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას პროდუქციის დიზაინის გადასაკეთებლად, რეკონსტრუქციისთვის, ასევე ნაწილების ხელახლა აწყობასა და პროდუქტების ბაზარზე გასაყვანად.3D მოდელირების გარეშე, წარმოების პროცესი არა მარტო რთულია, არამედ - ძვირიც. მწარმოებემლა უნდა შეამოწმოს უამრავი მოძრავი ნაწილი, ასევე, პროდუქტების ტესტირებისა და გადასინჯვის ხარჯები მრავალია. 3D მოდელირების გამოყენებით, პროდუქტის დიზაინერებს და ინჟინერებს შეუძლიათ არა მარტო პროდუქტების ვიზუალიზაცია მოახდინონ, არამედ გატესტონ და შეამოწმონ პროდუქტები.

გამოქვეყნება

გამოქვეყნება ისეთი ინდუსტრიაა, რომელშიც ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს 3D მოდელის აწყობაზე. როდესაც ვფიქრობთ გამოქვეყნებაზე, გვახსენდება ქაღალდი და ელექტრონული წიგნები. მაგრამ სახელმძღვანელოს გამომქვეყნებლებმა და ილუსტრატორებმა უნდა დაიწყეს 3D მოდელირების უპირატესობით სარგებლობა. ისინი 3D მოდელირებას იყენებენ სახელმძღვანელოების და სხვა ილუსტრირებული წიგნების ფოტოგრაფიული სურათების გასაზომად.სახელმძღვანელოებში გამოიყენება სხვადასხვა ფოტოები, როგორიც არის: ფლორა, ფაუნა,  რელიეფი, რომელზეც დაცულია საავტორო უფლებები და დაშვების ისეთი წესები, რომლებიც მათ არ აძლევს საშუალებას გამოიყენონ და აჩვენონ ისინი წიგნებში. აქ გამოიყენება 3D მოდელირება. არის ბევრი ისეთი ილუსტრაცია, რაც ადრე არსებობდა, მაგრამ ამ ჟამინდელ თაობას არ შეუძლია მისი ნახვა. 3D მოდელირებით, ეს სურათები შეიძლება გამოსახული იყოს სრულყოფილად.

ჯან-დაცვა და მედიცინა

ჯან-დაცვის ინდუსტრიაში 3D მოდელირებას ბევრი ფუნქცია აქვს. იქნება ეს ამპუტირებული კიდურების პროთეზირება,  კბილებისთვის გვირგვინები, თაღოვანი საყრდენები ან ნაწილები დაზიანებული სხეულის ნაწილების გასაკეთებლად, ყველაფერი შეიძლება მოდელირებული და დაბეჭდილი იყოს, ასევე შესაძლებელია ისეთი სამედიცინო აღჭურვილობის შექმნა, როგორიცაა სტეტოსკოპი, თერმომეტრი, შპრიცი, არტერიული წნევის მანქანა და ა.შ., ჩონჩხის სტრუქტურები და ანომალიები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სხეულში. სამედიცინოს სტუდენტებს ამ მოდელებიდან ანატომიის სწავლა შეუძლიათ. ქირურგებიც იყენებენ ამ მოდელირებას, მათ შეუძლიათ მისი დახმარებით ადვილად დაგეგმოთ ოპერაციები სამედიცინო მოდელების სტრუქტურაზე დაყრდნობით.

 

3D მოდელირების მომავალი:

თანამედროვე ტექნოლოგიიდან გამოირჩევა 3D მოდელირება, ამ ტექნოლოგიამ ადამიანების ცხოვრება არამარტო გაამარტივა, არამედ - ხელსაყრელი და ეფექტური. სხვადახვა ინდუსტრიის ბიზნესი იღებს სარგებელს მისი გამოყენებით, ისევე, როგორც კლიენტები. მოდით გავამახვილოთ ყურადღება 3D მოდელის და რედაქტირების სხვადასხვა საშუალებებზე.

 

 

VR - ვირტუალურ რეალობაში მომხმარებელი ინტერაქციაშია კომპიუტერის მიერ შექმნილ გარემოსთან და აღიქვამს მას, როგორც რეალურს. ის გრძნობს გარემოს ყველა ელემენტს: ხალხს, ცხოველებს, შენობებს, როგორც რეალურს. ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელიც ატმოსფეროს რეალურად გრძნობას იწვევს, არის 3D მოდელირება. სამგანზომილებიანი დიზაინის გარეშე შეუძლებელია რეალური განცდის შექმნა.

 

AR - ვირტუალური რეალობისგან განსხვავებით, ის იყენებს არსებულ გარემოს, მასზე ზემოქმედებს ხელოვნური ელემენტები, რომ დაამატოს მეტი ინფორმაცია და შექმნას ნაპერწკალი. ეს ხელოვნური ელემენტები შეიძლება იყოს: ხმა, ფოტო, ტექსტი.

 

 

3D ბეჭდვა - გამოიყენება ნიმუშების და პროტოტიპების დასამზადებლად, მაგრამ ახლა საბოლოო პროდუქტებიც კი შექმნილია 3D- პრინტერების გამოყენებით. 3D ბეჭდვის მთავარი მოთხოვნა არის 3D მოდელირება. 3D ბეჭდვაში, ობიექტის 3D მოდელი იყოფა ასობით ან ათასობით ჰორიზონტალურ თხელი ფენად, რომელიც ცნობილია როგორც დაჭრა. როდესაც მოდელი დაჭრილია, ის მზადაა 3D ბეჭდვისთვის.და ბოლოს, მყარი ობიექტი იქმნება მასალების თანმიმდევრული ფენებისგან. ასე ორმ, ჩვენს ცხოვრებაში 3D მოდელის გავლენა არ არის საეჭვო.

 

ფოტორეალობა - ფოტორეალობა გულისხმობს ისეტი სურათებს დახატვას, რომელიც ჩანს, როგორც ციფრული ფოტო კამერიდან. მაგრამ, ის შეიძლება იყოს კომპიუტერული გამოსახულება, რომელიც არის ფოტოგრაფიის კოპი. აქ გამოიყენება 3D მოდელირება. სამგანზომილებიანი ფოტორეალობის შექმნისთვის გამოიყენება 3D მოდელირება. სრულყოფილი 3D მოდელირებით და ტექნიკური დახმარებით, ფოტორეალისტურ 3D მოდელებს შეუძლიათ უახლოეს მომავალში გამოიღონ დიდი შედეგები.

 

ანიმაციის სამყარო - ანიმაციური სამყარო კომპანიის პროდუქტებისა თუ მომსახურების მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნილ მედიაა. ის არის სხვადასვა ასაკის ხალხის გასართობი საშუალება. ანიმაცია იქმნება გადაღებული სურათების სწრაფი თანმიმდევრული მოძრაობით, იქნება ეს ანიმაციური ან არაანიმაციური ობიექტები. როდესაც მიზანია ცოცხალის მსგავსი პერსონაჟის შექმნა ანიმაციაში, არ არსებობს 3D მოდელირების ალტერნატივა. დასრულებულ 3D მოდელს შეუძლია არა მხოლოდ რეალისტური პერსონაჟის ან ობიექტის მოდელის შექმნა, არამედ დაზოგვა ძვირფასი დროის და ფულის. მოდელებს შეიძლება მიანიჭონ რეალური ეფექტები და შექმნან ცოცხალის მსგავსი პერსონაჟი.

 

ტექნოლოგია ყოველდღიურად ახდენს რევოლუციას მსოფლიოში და 3D მოდელირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ წინსვლის პროცესში

ბიზნესები მიდიან კლიენტებამდე და სთავაზობენ მათ 3D მოდელირებით შექმნილ პროდუქტებს. მაგრამ, არის კომპანიები, რომლებიც აფუჭებენ თავიანთ სარეკლამო აქტივობებს უხარისხო 3D მოდელირების გამოყენებით. ჩვენ ვართ გრაფიკული დიზაინის კომპანია და 3D მოდელირება არის ჩვენი საქმე. მასზე დიდი მოთხოვნის გამო ჩვენ თავი მოვუყარეთ 3D მოდელირების კარგ სპეციალისტებს. თუ გსურთ 3D მოდელირებს სერვისის მიღება, მოგვართეთ ჩვენ.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ფრინალნსერი დიზაინერის კარიერა: რა უნდა იცოდე?

ფრილანსერი დიზაინერის კარიერა აერთიანებს შემოქმედებით თავისუფლებას და პროფესიულ პასუხისმგებლობას. სწორი ცოდნითა და მუდმივი განვითარებით შეგიძლია შექმნა წარმატებული გზა, რომელიც გლობალურ შესაძლებლობებს გახსნის.

თავისუფლება თუ პასუხისმგებლობა? ფრილანსერი დიზაინერის კარიერა ბევრისთვის მიმზიდველია - თავისუფალი გრაფიკი, შემოქმედებითი პროექტები და შესაძლებლობა იმუშაო მსოფლიო კლიენტებთან სახლიდან გაუსვლელად. მაგრამ ამ თავისუფლებასთან ერთად მოდის პასუხისმგებლობაც: პროექტების მართვა, ვადების დაცვა და საკუთარი დროის სწორად განაწილება. თუ გსურს, შენი ნიჭი რეალურ შემოსავალად აქცი

ШАГ логотип

სერტიფიკატი vs დიპლომი - რომელს ანიჭებს უპირატესობას დამსაქმებელი?

სერტიფიკატი აღარ არის მხოლოდ ქაღალდი - ეს არის მტკიცებულება, რომ შენ ფლობ თანამედროვე, ბაზრისთვის საჭირო უნარებს. გაიგე, რატომ ანიჭებენ დამსაქმებლები უპირატესობას სწორედ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს და როგორ გეხმარება სტეპის საერთაშორისო სერტიფიკატი კარიერულ წინსვლაში.

დღეს, როცა კარიერის განვითარება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ უნივერსიტეტით, ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა - რა უფრო მნიშვნელოვანია: დიპლომი თუ სერტიფიკატი? დამსაქმებლების დიდი ნაწილი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს პრაქტიკულ ცოდნას და იმ რეალურ უნარებს, რომლებიც კანდიდატს პირდაპირ სამუშაო პროცესში გამოადგება. სწორედ აქ იძენს მნიშვნელობას სერტიფიკატი, რომელიც არა მხოლოდ ცო

ШАГ логотип

კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება - 2 უნარი, რასაც AI ვერ ჩაგინაცვლებს

კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება - უნარები, რომლებიც გხდიან შეუცვლელს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. გაიგე, როგორ შეიძლება განავითარო ისინი სწორი განათლებით და გადაიქცე იმ ინოვატორად, რომელიც მომავალს ქმნის.

დღეს ხელოვნური ინტელექტი გვკარნახობს მუსიკას, წერს ტექსტებს, ხატავს და ამყარებს დიალოგებს. ბევრი ფიქრობს, რომ მალე ყველაფერი ავტომატური გახდება,  მაგრამ ერთი რამ უცვლელია: ადამიანის უნარი იფიქროს, შექმნას და იკითხოს „რატომ?“ AI-ს შეუძლია განიხილოს ათასობით ვარიანტი წამებში, მაგრამ ვერ იგრძნობს ინსპირაციას. ის ვერ დაინახავს სილამაზეს შემთხვევითობაში და ვერ იგრძნობს ემოცი

ШАГ логотип

ლიდერობა დეველოპერებისთვის — როგორ ვაქციოთ საკუთარი თავი ლიდერად

ლიდერობა დეველოპერებისთვის ხშირად სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე გვგონია. საზოგადოება ლიდერს ხშირად თანამდებობასთან, სტატუსთან ან ხელმძღვანელობასთან აიგივებს. თუმცა, დეველოპერის სამყაროში ყველაფერი სხვაგვარადაა: ლიდერობა იწყება იქ, სადაც პროგრამისტი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ განვითარებაზე და არ ელოდება, რომ სხვამ მისცეს მიმართულება. საკუთარი თავის ლიდერად ქცევა ნ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა