IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

5 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლითაც დასაქმებას საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ

1000

მოტივაცია

02.12.2023

2334 დათვალიერება

პროფესიის შეცვლას შესაძლოა არაერთი მიზეზი ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ახალი საქმის შესწავლა გინდა, იცოდე, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა არის რაღაცები, რისი გათვალისწინებაც მოგიწევს. 


დავიწყოთ 3 რჩევით, რაც პროფესიის შეცვლისას უნდა იცოდე: 

 

1. სანამ პროფესიას შეიცვლი, საკუთარ თავს ჰკითხე - ხომ არ შეგექმნება ფინანსური პრობლემები მანამ, სანამ ახალ საქმეს სწავლობ? გაქვს დანაზოგი ან პარალელურად მუშაობას შეძლებ?

2. დააგროვე გამოცდილება - იმედია, გახსოვს რომ პროფესიაში თავის დამკვიდრება მარტივი არაა. ის პრაქტიკული ცოდნა, რაც წინა სამსახურში შეიძინე, მხოლოდ პიროვნულად გეხმარება. ახალ სფეროში კი სულ სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები გჭირდება, რაც მუშაობას მოაქვს. ამიტომ არაანაზღაურებად სტაჟირებასაც სიამოვნებით უნდა დათანხმდე. 

3. სწორი პროფესიის შერჩევა - ჯერ კიდევ არ იცი რა მიმართულებით გსურს კარიერის აწყობა? გადახედე ვაკანსიებს, შეარჩიე რამდენიმე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო და აარჩიე ის, რომელიც შენს ინტერესებთან ყველაზე ახლოსაა.


 

მოცემული სიიდან Განსაკუთრებით მტკივნეული მესამე ნაწილია, ყოველმხრივ გამართლებული და სწორი პროფესიის აღმოჩენა განძის მაძიებელს გვამსგავსებს. განძი პროფესიაა, შენ კი რიჩარდ ო’კონელი ან ჯეკ ბეღურა. პროფესიის არჩევისას, მნიშვნელოვანია იპოვო საქმე, რომელიც ბედნიერების განცდით აგავსებს და მუდმივ განვითარებასთან ერთად, ფინანსურადაც უზრუნველგყოფს. 

 

თანამედროვე, გაციფრულებულ სამყაროში, ეს არც ისე მარტივი ამბავია. კომპანიებისთვის ჩნდება ისეთი კადრების საჭიროება, რაც 5-7 წლის წინ, შეიძლება, არც არსებობდა. საბოლოოდ, ბაზარზე ციფრული უნარების მქონე პერსონალზე მოთხოვნა იზრდება. ეს არაა საოფისე საქმიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შენი ოთახიდან გაუსვლელად შეგიძლია იმუშაო. 

 

გაგაცნობთ 5 პროფესიას, რომელიც მაღალანაზღაურებადი, საინტერესო და მრავალფეროვანია:
 

გრაფიკული დიზაინერი

ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება მისი ვიზუალით გვექმნება. იგივეა კომპანიებთან დაკავშირებითაც - ციფრულ სამყაროში მოასპარეზე კომპანიებისთვის მიმზიდველი დიზაინის შექმნა უპირველესი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, გრაფიკული დიზაინის შექმნაში ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ.

 

თუ შემოქმედებითი ხედვა გაქვს, ეს საშენო საქმე იქნება. წარმოიდგინე, ფულს კრეატიულობაში გადაგიხდიან! თანაც მერწმუნე, შენი საქმის კეთებისას არასდროს მოიწყენ. ეს პროფესია შენგან მუდმივად განვითარებასა და ახალ იდეებს მოითხოვს. 

 

გრაფიკული დიზაინერების ნაწილი ფრილანსერია, რაც მათ მეტ თავისუფლებას აძლევს და აქვთ შესძლებლობა ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში იმუშაონ


 

პროდუქტის მარკეტოლოგი

პროდუქტი კომპანიისთვის ის უნიკალური ღირებულებაა, რომელიც მას კონკურენტებისგან განასხვავებს. პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერები პროდუქტს ასტიმულირებენ. მათი პასუხისმგებლობა პროდუქტის იდეიდან იწყება, მისი გაყიდვაში ჩაშვებით გრძელდება და ბოლო მათგანის გაყიდვით სრულდება. 

 

ნაკლებად ლოგიკური, მაგრამ მხატვრული გზაა, პროდუქტი წარმოვიდგინოთ, როგორც ამბავი, პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი - როგორც მთარგმნელი.


 

ციფრული პროექტების მენეჯერი 

დიახ, ციფრულ სამყაროში პროექტებმაც გადაინაცვლა, რითაც პროექტის მენეჯერის საქმიანობამ ახალი მიმართულებები შეიძინა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. გაჩნდა ახალი მიმართულებები, მათ შორის კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველად Agile მეთოდოლოგია, კერძოდ, SCRUM Framework ითვლება. თუ ლიდერობა, დაგეგმვა და შედეგით ტკბობა შენთვის სიამოვნებაა, ამ პროფესიაში დიდი თავგადასავალი გელოდება.

 

მოუშენ დიზაინერი

შესაძლოა, პირველად ანიმაციის შექმნით მაშინ დაინტერესდი, როცა „ტომი და ჯერი“ ან დისნეის რომელიმე ანიმაცია ნახე. ახლა, ალბათ უკვე იცი, რომ მოუშენ დიზაინერის პროფესია იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე ჯერისა და ტომის ურთიერთობა. მოუშენ დიზაინერის ნამუშევარი ჯერ გონებაში იქმნება, ამგვარი ფანტაზია კი შესრულების ტექნიკას ყოველ ჯერზე ახალ-ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს და წარმოიდგინეთ, როგორი ემოციით ივსება ანიმაციის შემქმნელი, როცა მისი წარმოსახვის ნაყოფს ეკრანზე ხედავს. 

 

მოუშენ დიზაინერების დასაქმების არეალი მოიცავს როგორც ტელევიზიას, ისე კინოს და კერძო სექტორს. ეს საქმიანობა განსაკუთრებით მაღალანაზღაურებადი კი სარეკლამო ინდუსტრიაში დასაქმებულთათვისაა. 


 

აუცილებელია გახსოვდეთ, ბედნიერების მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ საქმე, რომელიც გეყვარებათ, Jooble-ს პორტალის გამოკითხვის თანახმად, ჩვენს რეგიონში, დასაქმებულ პირთა 85,6% სამსახურის შეცვლას გეგმავს მიმდინარე წლის განმავლობაში, 9% ჯერჯერობით მხოლოდ ფიქრობს ამაზე, მხოლოდ 5.4% აცხადებს რომ სამუშაო პირობებით კმაყოფილია

 

როგორ იპოვოთ თქვენი მოწოდება და ოცნების სამსახური, როგორ აირჩიოთ პროფესია - სხვა სტატიის თემაა. მაგრამ თუ IT სფერო გაინტერესებთ IT Academy STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე,მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო IT პროფესიების ათვისებით:

 

გახდი პროფესიონალი პროგრამისტი, ისწავლე პრაქტიკოსებისგან

გახდი მოთხოვნადი დიზაინერი პროფესიონალების ხელმძღვანელობით

გახდი ქსელის ტექნოლოგიების სპეციალისტი და ისწავლეთ პრაქტიკით

 

თუ IT სფერო გიზიდავთ, მაგრამ ვერ გადაგიწყვიტავთ, რომელი პროფესიის ათვისება სჯობს - ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, დეტალებისგაგება შესაძლებელიადარეკვით ნომერზე:+995 (32) 215-55-51

 

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, ერთხელ მიღებული ცოდნით ძნელია მწვერვალების დაპყრობა. ყოველდღიურად სწავლა ისეთივე აუცილებელია, როგორც ყოველდღიურად საკვების მიღება, დრო კი ყველაზე ძვირფასია! - IT აკადემია სტეპი სრულყოფილ კარიერულ მხარდაჭერასაც გთავაზობთ, სწავლის განმავლობაში მიიღებთ რჩევებსა და კონსულტაციებს. ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა გექნებათ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა