IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო გრაფიკული დიზაინი

999

დიზაინი

08.08.2023

1171 ხედი

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ბევრი ახალი მიმართულება გააჩინა, მათშორის არის გრაფიკული დიზაინერის პროფესია, თუმცა მისი საწყისები სათავეს ათასობით წლის წინ იღებს, ამის ერთ-ერთი უძველესი მაგალითი ლასკოს მღვიმეა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ივარაუდება, რომ ამ მღვიმეში არსებული მხატვრობები 17000 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველყოფილი ადამიანებიც კი ხვდებოდნენ, რომ ვიზუალურად შეიძლება აზრის გადმოცემა.

მას შემდეგ, რაც ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ ფოტოშოპის და სხვადასხვა ვიზუალური დამუშავების შესაძლებლობის მქონე პროგრამები მოიტანა, ყველა კომპანიამ დაიწყო მისი აქტიურად გამოყენება. ეს ნამდვილად არ ყოფილა უბრალოდ ტრენდი, რადგან ვერბალურის ნაცვლად ვიზუალურად სათქმელის გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო

ჩვენს დროში, ბიზნესისთვის გრაფიკული დიზაინი უმნიშვნელოვანესია, რათა პოზიტიური წარმოდგენა დაუტოვოს მომხმარებელს. როცა ის პირველად დაინახავს ბრენდს. სხვადასხვა დროსა და ეპოქაში ჩატარებული არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ვიზუალურ ინფორმაციას უფრო მარტივად აღიქვამს ადამიანი, ვიდრე დაწერილ ტექსტს. თუ დაწერილმა ტექსტმა შეიძლება საერთოდ არ მიიქციოს ყურადღება, ვიზუალური ინფორმაცია ყურადღებასაც მიიქცევს და ტვინიც უფრო მარტივად მიიღებს ინფორმაციას

დღეს ჩვენი დიზაინერები იყენებენ ტიპოგრაფიას, ფოტოსურათებს, ილუსტრაციებსა და გრაფიკულ ელემენტებს იმ შეტყობინებების საილუსტრაციოდ, რომლებიც პოტენციურ მომხმარებელთა ყურადღებას მიიპყრობს, დააფიქრებს, მის მეხსიერებაში დალექავს და შესაძლოა, კლიენტადაც კი აქციოს. 

ქართული კომპანიების პოსტერები რომ გაჩვენოთ, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ, აუცილებლად მიხვდებით რომელი პოსტერი რომელი კომპანიისაა. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ კომპანია ვიზუალურ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს და მის გონებაში კონკრეტულ ადგილს იკავებს. სწორედ ასეთი ვიზუალების გამო, წითელზე კოკა-კოლა გვახსენება, ლურჯზე კი პეპსი

თუ თვლი, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა შენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს კურსზე - დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

განვიხილოთ კონკრეტული 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო გრაფიკული დიზაინი აქ და ახლა:

1. ეს სფერო მოთხოვნადია - თქვენი კრეატიულობისთვის უხვად გადაგიხდიან 

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ უკანასკნელ წლებში ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის ყველა კომპანიის კარი ღიაა. თანაც სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ

შეინარჩუნებთ შემოქმედებით სულისკვეთებას. დიზაინერები ყოველდღიურად ათასგვარი გამოწვევის წინაშე აყენებენ საკუთარ თავს, უწევთ კრეატიული პასუხების პოვნა ისეთ ამოცანაზე, როგორიცაა კომპანიის გზავნილის თარგმნა ფერებად, ფორმებად და სიმბოლოებად. 

2. იმუშავე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გახდი საკუთარი თავის უფროსი

კომფორტული გარემო, Adobe Illustrator-ის კარგად ცოდნა, ლეპტოპი და საქმის სიყვარული - ეს ყველაფერია იმისთვის, რომ დისტანციურად დასაქმება შეძლოთ,

დიზაინერების ნაწილი ფრილანსერად მუშაობს და ერთდროულად რამდენიმე კომპნიასთან თანამშრომლობს. ისინი დროის მენეჯმენტზე თავად არიან პასუხისმგებელნი, თვითონ საზღვრავენ როდის დაისვენონ და როდის რომელ პროექტზე იმუშაონ… ეს მათ მეტ თავისუფლებას აძლევს. 

ხშირად კი, გრაფიკული დიზაინერები თავადვე აფუძნებენ ციფრულ სააგენტოებს.

3. მრავალფეროვნება

სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობა არარუტინულია. გრაფიკული დიზაინერისთვის 2 დღეც კი არ არის ერთნაირი. ამ საქმეში ვერასდროს მოიწყენ.

4. გავლენა მასაზე

გრაფიკული დიზაინი ხელოვნებაა. მართალია, კომერციული მიზნები აქვს, მაგრამ ის მაინც მოქმედებს საზოგადოების გრძნობებზე. შთამბეჭდავია, როცა შენი ნამუშევრები ხალხზე გავლენას ახდენს და მათში ემოციას აღძრავს. 

5. Მუშაობა და გართობა

ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ტოვებს განცდას, რომ ეს უფრო გართობაა, ვიდრე მუშაობა!

და ბოლოს, გავრცელებული მითია, რომ თუ არ გამოგდის ხატვა და არ გაქვთ ხელოვნების მიმართ “სხვანაირი” დამოკიდებულება, მაშინ გრაფიკული დიზაინი არ გამოგივა. სინამდვილეში, ძალიან ბევრი გრაფიკული დიზაინერი არსებობს, რომელსაც ფანქარი ხელში არასდროს არ სჭერია, მაგრამ დაკისრებულ საქმეს იდეალურად აკეთებენ!

ასე რომ, თუ თვლით, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა თქვენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდით ჩვენს კურსზე, ყველა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებით!

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა