IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

5 შეკითხვა, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა დასვათ

5

დიზაინი

31.05.2022

2091 ხედი

არასწორად დაგეგმილი რემონტი უარყოფითად აისახება, როგორც ბიუჯეტზე და ხარისხზე ასევე ყველა იმ მნიშნველოვან ფაქტორზე რაც წარმატებას განაპირობებს

ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ის ხშირად თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და ყოველ ეტაპზე საჭიროებს დაკვირვებას. რემონტის მსვლელობისას არის მომენტები, როდესაც პროცესი მოულოდნელად ჭიანურდება. სწორედ ამიტომ დაწყებამდე დასმულ სწორ შეკითხვებს და მასზე გაცემულ პასუხებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და აისახება როგორც რემონტის პროცესზე, ისე საბოლოო შედეგზეც.

 

პირველი: რომელი ოთახების რემონტი მსურს?

შეიძლება არასერიოზულად მოგეჩვენოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ რემონტი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სასურველია სხვადასხვა ოთახებს განსხვავებული სარემონტო პრიორიტეტი მივანიჭოთ, ხშირად ვხვდებით პრობლემას როცა რემონტი აუცილებელია, ამ შემთხვევაში იგი პრიორიტული უნდა გახდეს სახლის სხვა ზონებთან შედარებით. ოთახებთან, სადაც რემონტი მხოლოდ და მხოლოდ სასურველია და არა აუცილებელი

 

არის ჩემი ფინანსები რემონტისთვის საკმარისი?

რემონტის შედეგი საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებაა, სწორედ ამ შეგრძნების სურვილია ის, რამაც შესაძლოა დაუფიქრებლად გადაგადმევინოთ ნაბიჯები რემონტის დაწყებისკენ. მოარგეთ რემონტის მასშტაბი თქვენს ბიუჯეტს. განსაზღვრეთ რემონტის ტიპი, დროებითი თუ კაპიტალური? ამის შემდეგ კი ჩამოწერეთ სია, სადაც დაიანგარიშებთ მიახლოებით ხარჯებს, რათა პროცენტულად გადაანაწილოთ სარემონტო ხარჯები. სარემონტო მასალისა და ხელოსნის ანაზღაურების გარდა არ დაგავიწყდეთ პროდუქციის მიტანისა და სარემონტო ნარჩენების გადაყრისთვის საჭირო ხარჯები

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე ინტერიერის დიზაინის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

რა დრო დამჭირდება რემონტისთვის?

რემონტის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე - მისი ხანგრძლივობაა. სტატისტიკის თანახმად რემონტი იმაზე 30%-ით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ეს ჩანაფიქრშია. სანამ რემონტს დაიწყებდეთ, წინასწარ გათვალეთ რემონტისთვის საჭირო დაახლოებითი პერიოდი. კითხეთ ხელოსნებს თუ რა დროა საჭირო მათი საქმიანობისთვის. შეაჯამეთ სხვადასხვა ხელოსნისთვის განკუთვნილი დრო, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის შესაძლებელი რამოდენიმე ხელოსნის ერთდროულად მუშაობა, ეს კონკრეტული შეგიმცირებთ ხარჯებს და რაც მთავარია რემონტისთვის განკუთვნილ დიდ დროს დაზოგავთ.

 

როგორ სახლში მინდა ცხოვრება? 

თუ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ თქვენს სახლს რემონტი აუცილებლად სჭირდება. ამ შეთხვევაში სასურველია გქონდეთ წარმოდგენა, თუ როგორი სახლი გინდათ რემონტის შემდეგ. ყოველდღიურად დაათვალიერეთ სურათები, ინტერიერის ჟურნალები და შეიქმენით გონებაში სასურველი სახლის პროტოტიპი

 

 

იქნებ შემიძლია რემონტში ჩავერთო?

იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვაზე ნაწილობრივ მაინც დადებითი პასუხი გაქვთ, თქვენ ნამდვილად აიცილებთ თავიდან დამატებით ხარჯებს. რემონტი უამრავ დეტალს მოიცავს, პროექტის მსვლელობისას ხშირად ვაწყდებით საქმეებს, რომლის შესრულებას არ სჭირდება პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება. მცირე სამღებრო სამუშაოებიდან დაწყებული იატაკის საფარის მონტაჟით დამთავრებული, შეგიძლიათ თქვენვე შეასრულოთ აღნიშნული სამუშაოები

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა