IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

.

ტექნოლოგიები

03.04.2023

10449 დათვალიერება

ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი  ჩეთბოტი, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად შეიქმნა. ადამიანები ჩეთბოტს კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ცდილობენ მისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე. იგი შემუშავებულია OpenAI-ის მიერ და ამოქმედდა 2022 წლის ნოემბერში, თუმცა პოპულარობა სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ის აგებულია OpenAI-ის GPT-3 ოჯახის დიდი ენების მოდელების ბაზაზე და დაზუსტებულია როგორც ზედამხედველობის, ისე გაძლიერებული სწავლის ტექნიკის გამოყენებით.

#სტეპის ბლოგში გიზიარებთ
5  გზას, რისთვისაც ადამიანები ChatGPT -ის ჩეთბოტს იყენებენ და თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო იმარტივებენ.



SEO  - საკვანძო სიტყვათა სტრატეგია

 

ChatGPT-ის ჩეთბოტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს SEO ოპტიმიზაციის წყაროები თქვენი ვებსაიტისთვის. დღეს ადამიანთა უმრავლესობა მას იყენებს ელექტორნული კომერციის ვებსაიტების გენერირებისთვის. მაგალითად როგორიცაა ონლაინ პროდუქტების აღწერები, ბლოგები, სტატიები და სხვადასხვა ელ. ტექსტები.
 

 

ინსპირაცია - ახალი იდეების გენერირება
 

ინსპირაცია ნებისმიერ სფეროში მუშაობის დროს მნიშვნელოვანია. თუ თქვენ გჭირდებათ ინსპირაცია ახალი კამპანიის დასაგეგმად, კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებასა თუ უბრალოდ მარკეტინგული ტექსტების შექმნისთვის შეგიძლიათ ჰკითხოთ ChatGPT-ის ჩეტბოტს. ჩეთბოტის მიერ მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ახალი იდეების გენერირებასა და გზის გაკვლევაში.
 


 

მათემატიკური ამოცანები - რთული გადაწყვეტილებები

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სისწრაფეა. მაშინ როდესაც მუშაობთ პროექტზე, რომელიც მათემატიკური ამოცანებისა და ალგორითმების ამოხსნას მოითხოვს ჩეთბოტის დახმარებით პროცესების გადაწყვეტა კიდევ უფრო მარტივია. ChatGPT განსაკუთრებით ძლიერია მათემატიკის მართვაში. საუკეთესო შედეგის მისაღწევად თქვენ უნდა წარმოადგინოთ თქვენი პრობლემები ნათლად და მოკლედ. ჰკითხეთ ჩეთბოტს და მოისმინეთ ამოცანის ამოხსნის რამდენიმე ვარიაცია.

 

ორიგინალური ხუმრობები - იუმორი, რომელიც ყველას მოსწონს
 

რა არის ცხოვრება ცოტა გართობის გარეშე? მიუხედავად იმისა, ეძებთ კარგ იუმორისტულ კონტენტს თუ ქმნით მხიარულ ხუმრობას ChatGPT მაინც გამოგადგებათ. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტები არ არიან ცნობილი, როგორც შესანიშნავი კომიკოსები, მაგრამ ChatGPT აჩვენებს გარკვეულ პოტენციალს. იგი საშუალებას გაძლევთ დასვათ კითხვები Apple-ის და დასაკეცი სმარტფონების შესახებ, ჰკითხოთ ნებისმიერი იუმორისტული რამ, რაც ტექნოლოგიების სფეროში სახალისო კონტენტის შექნისთვის გჭირდებათ. ჩეთბოტი ორიგინალურ და მასობრივ კომედიურ ხუმრობებს შემოგთავაზებთ.


 

რეზიუმე/სამოტივაციო წერილი - კარიერული წინსვლისთვის
 

თუ ამჟამად სამუშაოს ეძებთ, სამუშაოზე განაცხადის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი ნაწილია პერსონალური რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის დაწერაა. ცნობილია, რომ ნებისმიერი სამუშაოსთვის შექმნილი რეზიუმეს მხოლოდ ერთი უნიკალური ასლი არ გამოდგება. ამიტომ ChatGPT არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა რეზიუმეს ონლაინ გასაკეთებლად, თანაც ინდივიდუალური, განსხვავებული ვაკანსიისთვის, იმდენჯერ რამდენჯერაც ეს დაგჭირდებათ. ჩეთბოტი დაგეხმარებათ მოკლე დროში შექმნათ უნიკალური, სხვადასხვა რეზიუმე, რომელიც კონკრეტულად ერთი ვაკანსიისთვის დაიწერა, რაც რეზიუმესადმი ყურადღების მიპყრობის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

 

 

🏆 IT Academy STEP – განვითარდი და განავითარე 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა