IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

წარმატების მისაღწევად საჭირო 6 უნარი 21-ე საუკუნეში

555

მოტივაცია

22.06.2023

1134 დათვალიერება

ჩვენს მეზობლად გაჩაღებული ომითა და პანდემიით გამოწვეულმა გაურკვევლობამ ბევრს გაუჩინა კითხვა, თუ როგორ ესადაგება მათი უნარები შეცვლილ ეკონომიკურ ლანდშაფტს. იმ კომპანიებში, რომლებიც კრიზისის პერიოდში იზრდება, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დრო და ფული ჩადოთ იმ უნარების შეძენაში, რომელიც მომავალში ფინანსური უზრუნველყოფის ერთგვარი გარანტი იქნება.

 

ისმის მარადიული შეკითხვა - რაში მდგომარეობს წარმატებული ადამიანის საიდუმლო?

ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ გამოავლინა 6 უნარი, რომელიც 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება

 

უპირველესია: კრეატიულობის მაღალი დონე

იდეისგან პროექტის, ხოლო პროექტისგან პროდუქტის შექმნა განსაკუთრებულ, ხშირად კრეატიულ ხედვას მოითხოვს. იმის წინასწარ გათვლა, თუ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ბაზარზე რომელი იდეა იმსახურებს დამუშავებას, რომელი მათგანი დროებით კონსერვაციას, ხოლო რომელი საერთოდ ვერ მოიტანს შედეგს, მოვლენების უნიკალურ აღქმას საჭიროებს.

 

დიდძალი შრომისმოყვარეობა

იდეიდან შედეგამდე გრძელი და საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. საკმაოდ დიდი დროითი, მატერიალური და მენტალური რესურსია საჭირო ნებისმიერი პროექტის წარმატების ეტაპამდე მისაყვანად. ამ პროცესში ხშირად ახალ თვისებებსაც გამოვიმუშავებთ, მათ შორის − შრომისმოყვარეობას. წარმოუდგენელია თავდაუზოგავი და მუდმივი შრომის გარეშე დაგეგმილ შედეგამდე წარმატებულად სვლა. დაღლა წაგებას ნიშნავს!

 

ბალანსირებული, ძლიერი ფსიქიკა

არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელთა წინასწარ გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. კრიზისული მომენტები ახლავს ჩვენს ყოველდღიურობას და ამ დროს, მნიშვნელოვანია არ ავყვეთ პანიკას, არ ჩავიქნიოთ ხელი და მაქსიმალურად ვეცადოთ არ დავისტრესოთ

 

 

IT აკადემია სტეპში შენ Front-end Development -ის ძალიან საინტერესო კურსი გელოდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

 

კრიტიკული აზროვნების უნარი

გადააფასეთ რეალობა, ზოგჯერ შესაძლოა გადაულახავი დაბრკოლების გამო განხორციელებული ინვესტიცია, ინტელექტუალური და დროითი რესურსი დაიკარგოს, არ დადგეს გათვლილი შედეგი, ეცადეთ ყოველთვის მოძებნოთ ალტერნატიული გამოსავალი, ახალი გზა, ახალი რესურსი, და ეფექტურად გადაერთოთ შესრულებაზე. საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმილის ცვლილებაზეც არ უნდა ითქვას უარი

 

კოდირების უნარი

ზოგი ფიქრობს, რომ კომპიუტერულ კოდთან მუშაობა, კომპიუტერის ენაზე საუბარი, მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია, მაგრამ ეს ასე არ არის. მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები კომპიუტერულ კოდთან მუშაობას - „კოდირებას“ სწავლობენ. რადგან უცხო ენის შესწავლა ყველას შეუძლია, პროგრამული კოდის სწავლაც ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი.

 

დღეს კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა დასაქმებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.ტექნოლოგია აგრძელებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოჭრას, შესაბამისად, კოდირების ცოდნა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Indeed.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, სწორედ ამ სფეროს უკავშირდება ყველაზე მოთხოვნადი უნარი სამსახურის შემოთავაზებისას.ეს მხოლოდ დეველოპერებს არ ეხებათ. ვებ დიზაინერებმა უნდა იცოდნენ HTML, CSS და JavaScript.  პროექტის მენეჯერები უნდა იცნობდნენ მათ მიერ შექმნილი პროდუქციის შიდა სამზარეულოს. მარტივი WordPress ვებ საიტის ფლობის შემთხვევაშიც კი, Front-end ენების ცოდნა და PHP დაგეხმარებათ საქმიანობის შესრულებაში. მაშინაც კი, თუ არ მუშაობთ ტექნოლოგიურ სფეროში, კოდირების გამოცდილება გეხმარებათ, აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ აბსტრაქტული მასალის შესწავლა და რთული, კომპლექსური პრობლემების გადაჭრა.

 

კოდირება გაძლევთ საშუალებას, ფრილანსერად მუშაობა სრულ განაკვეთიან კარიერად აქციოთ.

ის გეხმარებათ, გამოიმუშაოთ მეტი - ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წლისთვის  დამწყებ პოზიციებზე მყოფი თანამშრომლების საშუალო ხელფასი წლიურად $90,153-ია. მაგრამ, დამწყებ საფეხურზე მყოფი კოდირების მცოდნე კანდიდატის საშუალო ხელფასი $125, 293-ს წარმოადგენს.  კოდირების სფეროს ხელფასი სხვა სფეროში დასაქმებულ პირთა ხელფასებს დაახლოებით ორჯერ აღემატება.


ასევე, კოდირების სწავლის გამორჩეული სარგებელია ის, რომ თქვენ შეგიძლიათ იდეები რეალობად აქციოთ. გაქვთ ვებ საიტის, აპლიკაციის ან კომპიუტერული თამაშის იდეა? კოდირება საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ის სწორედ ისე, როგორც თქვენ გსურთ და გაუზიაროთ მსოფლიოს.

პროგრამირების ყველაზე მარტივი ნაწილის სწავლაც კი დაგეხმარებათ, გაერკვეთ ტექნოლოგიური ლანდშაფტის ზრდის მასშტაბებსა და კომპონენტებში. თქვენ ახლებურად გაიცნობთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ტექნოლოგიებს.

 

ფინანსების მართვის უნარი
დღეს, თუ ფულის მართვა არ შეგიძლიათ, ვერც საკუთარი ცხოვრებას ვერ მართავთ. იცით სად მიდის თქვენი ფული თითოეულ თვეს? ახერხებთ იმაზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრებას, ვიდრე გამოიმუშავებთ? თუ ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია, მაშინ საკუთარი ცხოვრების და ბიუჯეტის მართვა გაგირთულდებათ.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა