IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

7 კარგი, გამოცდილი და ტესტირებული UX (მომხმარებლის გამოცდილების) კვლევის ტექნიკა

04.12.2020

740 დათვალიერება

ფიქრობთ UX კვლევის ჩატარებაზე? გაინტერესებთ რომელი ტექნიკები გვაწვდის ყველაზე საჭირო შედეგებს? მაშინ თქვენ მეტი ძებნა არ დაგჭირდებათ.

კარგი დიზაინისთვის მნიშვნელოვანია პროცესი, არა - პროდუქტი.

-Jared Sinclair, დიზაინერი და დეველოპერი Blogovin-ზე

1. ბარათის დახარისხება

ბარათის დახარისხება თავდაპირველად გამოიყენებოდა ფსიქოლოგიურ კვლევებში, ეს არის მარტივი კონცეპტი, თქვენ წერთ სიტყვებს ან ფრაზებს ბარათებზე, შემდეგ სთხოვთ მომხმარებელს დაახარისხოს ისინი.

სიტყვები ან ფრაზები რასაც წერთ დამოკიდებულია იმაზე თუ რისი გაგება გსურთ მომხმარებლისგან.

არის სხვადასხვა სახის ბარათბის დახარისხების ტექნიკა და სწორი მათგანის არჩევა არის მნიშვნელოვანი. არის ბევრი ონლაინ ინსტრუმენტი რომელიც დაგეხმარებათ.

რატომ არის ბარათების დახარისხება კარგი ტექნიკა?

 

  • ეს არის იაფი კვლევის ფორმა
  • ეს არის მარტივი ტექნიკა მომხმარებლებისთვის და კლიენტების გასაგებად
  • მარტივი მეთოდია მომხმარებლის input-ის მისაღებად იდეებისთვის მომხმარებლების გამოცდილების პროექტზე
  • ბარათის დახარისხების მომზადება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას

 

2. ექსპერტის შეფასება

ექსპერტის შეფასება მოიცავს ერთი ექსპერტის მიერ პროდუქტის განხილვას მომხმარებლის ინტერფეისის მიერ და დიზაინის, წვდომადობის და გამოყენებადობის პრობლემების ძიებას. არ არის ფიქსირებული პროცესი რომელსაც შეგიძლიათ გაჰყვეთ. რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ექსპერტს მით უფრო მეტ input-ს მიიღებთ ამ ადამიანისგან.

რატომ არის ექსპერტის შეფასება კარგი ტექნიკა?

  • ეს არის სწრაფი და იაფი.
  • ეს საჭიროებს ერთ პროფესიონალს ექსპერტის შეფასბეის გაკეთებისთვის
  • ეს არის კარგი გზა UX-ის შემდგომი კვლევის შეფასებ ინფორმაციის მისაღებად

 

3. თვალის მოძრაობის კონტროლი

ცოდნა იმისა თუ სად იხედებიან თქვენი მომხმარებლები როდესაც თქვენს სისტემას იყენებენ მოგცემთ საშუალებას გაიგოთ სად არის თქვენი დიზაინის ეფექტურობა. თვალის მოძრაობის კონტროლი გეხმარებათ UI დიზაინში და კონკრეტული კონტენტის პრიორიტეტების დამყარებაში. ეს ტექნიკა შექმნილია აკადემიური კვლევებისთვის. ხშირად გამოიყენება სამედიცინო კვლევებში. იგი ეფექტურია UX გუნდებშიც.

რატომ არის თვალის მოძრაობის კონტროლი კარგი ტექნიკა?

  • EMT იმდენად დახვეწილი და ფრთხილი გახდა, რომ თანამედროვე სისტემები ხელს არ უშლის გამოყენებადობის ტესტების შედეგებს.
  • ტექნოლოგიები გახდა ხელმისაწვდომი. EMT შეიძლება არ იყოს ყველა პროექტის ბიუჯეტში, მაგრამ ის არ არის ძვირი.
  • ტექნოლოგიები გახდა სანდო და შეგვიძლია შედეგების მარტივად გამრავლება
  • UX დიზაინის კლიენტებს უყვართ თვალის მოძრაობის კონტროლი, ეს არის კარგი გზა იმის დემონსტრაციისთვის თუ რატომ მოუნდებათ სამომავლოდ ინვესტიცია გამოყენებადობის ტესტებში.

 

4. საველე კვლევები

სინამდვილეში ეს არის მთელი რიგი ტექნიკა ფართო სათაურის ქვეშ. ეს ყველაფერი გასვლა და მომხმარებლების დაკვირვებაა "ბუნებაში", რათა ქცევა გავზომოთ იმ კონტექსტში, სადაც მომხმარებლები რეალურად იყენებენ პროდუქტს. საველე კვლევები მოიცავს ეთნოგრაფიულ კვლევას, ინტერვიუებს, დაკვირვებებსა და კონტექსტობრივ გამოკვლევებს

რატომ არის საველე კვლევები კარგი ტექნიკა?

  • არ არის იმაზე უფრო ძლიერი ტექნიკა ვიდრე დაკვირვება მომხმარებლის ქცევის პროდუქტის მოხმარების დროს
  • კვლევის შედეგს მოაქვს ღრმა ინსაიტი მომხმარებლის პრობლემეის შესახებ

 

5. გამოყენებადობის ტესტირება

მას აქვს დიდი ისტორია მომხმარებლის გამოცდილების კვლევაში, ეს არის დაკვირვება მომხმარებლის ცდაზე რომ შესრულონ დავალებები პროდუქტით.

რატომ არის კარგი გამოყენებადობის ტესტირება?

  • მომხმარებლის ყურება არის ყველაზე კარგი გზა რომ ნახოთ რას აკეთებენ ისინი პროდუქტით, რა თქმა უნდა უნდა შეარჩიოთ სწორი მომხმარებელი, ისინი უნდა იყვნენ კარგი წარმდგენები
  • გამოყენებადობის ტესტები გვაწვდის სპეციფიკურ შედეგებს
  • კლიენტები შეიძება იყვნენ დამკვირვებლები. ეს ზრდის მათ ენთუზიაზმს ტესტირებისთვის და აჩვენებს თუ რატომ აქვს ღირებულება ტესტირებას

 

6. დისტანციური გამოყენებადობის ტესტირება

ეს არის გამოყენებადობის ტესტირება მაგრამ მომხმარებლების ლაბორატორიაში წაყვანის გარეშე. ადრე ეს იყო რთული და ძვირი მაგრამ ტექნოლოგია განვითარდა და ახლა ეს არის მარტივი.

რატომ არის დისტანციური გამოყენებადობის ტესტირება კარგი?

  • ეს ზოგავს დროს და ფულს ლაბორატორიულ ტესტირებასთან შედარებით
  • ეს ახლოა საველე ტესტირებასთან, რომელიც ტარდება მომხმარებლის გარემოში და არა ხელოვნურ ლაბორატორიულ გარემოში

 

7. მომხმარებლის პერსონა

რატომ არის მომხმარებლის პერსონა კარგი ტექნიკა?

  • გვაძლევს მომხმარებელზე უფრო სპეციფიკურ და ღრმა ცოდნას
  • ეს არის ხალხისთვსი უფრო მარტივად დასაკავშირებელი
  • ეს არის სახალისო და საინტერესო, მარტივად ერთვება ხალხი და არის უფრო დასამახსოვრებელი ვიდრე ხვა კვლევები

 

არის ბევრი კვლევის ტექნიკა მაგრამ ეს 7 ტექნიკა გამოიყენება წლების განმავლობაში კარგი შედეგებით. ყველა ტექნიკას მოაქვს სხვადასხვა შედეგი, უნდა აირჩიოთ ის რომელი სახის შედეგის მიღებაც გსურთ.

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა