IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

8 საინტერესო ტექნიკური გაჯეტი ბავშვებისთვის

8 საინტერესო ტექნიკური გაჯეტი ბავშვებისთვის

მშობლებისთვის

16.03.2022

1286 დათვალიერება

ბავშვებს მოსწონთ ნივთების შეკეთება თუმცა ამავდროულად შეიძლება უჭირდეთ მათ ამის გაკეთება, ვინაიდაინ ბოლო ხანებში მათი ყველა აქტივობა ხდება კომპიუტერის ეკრანის მეშვეობით და არა უშუალოდ ნივთებთან და თანატოლებთან თამაში. ჩევნ შემოგთავაზებთ საინტერესო და გასართობ გაჯეტებს მოზარდებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას.

 

საინტერესო გაჯეტები ბავშვებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური, ეკრანზე სწავლა წარმოდგენს თანამედროვე მიდგომას, მაინც არსებობს გზა, რათა ვირტუალური სწავლება ავიყვანოთ სხვა საფეხურზე, რათა ბავშვებს შეეძლოთ ისიამოვნონ პრაქტიკული გამოცდილებებით.

 

1. Sphero BOLT

ბურთი იქნებოდა ძალიან ბანალური საჩუქარი, ხომ ასეა? რობოტი შეიძლება ჟღერდეს, როგორც ძალიან კომპლექსური? თუმცა, რა მოხდება, თუ გეტყვით დისტანციურად მართვად რობოტულ ბურთის შესახებ, რომელიც წარმოუდგენელი გაჯეტია და მარტივად შეუძლია მოხიბლობს უამრავი მოზარდი? მეტიც, ისინი შეძლებენ ისწავლონ პროგრამირების კონცეფციები პარალელურად (თუმცა შეიძლება ისე გაერთონ, რომ ვერ შეამჩნიონ სწავლის პროცესი!).

 

ეს არის Sphero BOLT და ეს არის რობოტული, პროგრამირებადი ბურთი აღჭურვილი სენსორებით, LED მატრიცით და აპლიკაციით, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას პრაქტიკაში გამოსცადონ კოდირება და ტექნოლოგია. ეს სიცოცხლით სავსე ბოტი ენერგიულად გადაადგილდება ლაბირინთებში და გადალახავს დაბრკოლებებს. მაში ჩაშენებული LED მატრიცა, სიჩქარე და მიმართულებითი სენსორები საშუალებას აძლევს ბავშვებს გადაწყვიტონ პრობლემები და ამავე დროს გაეცნონ რეალურად რობოტექნიკას და ვიზუალურ კოდირებას.

 

2. Sphero RVR

ახლა კი, თუ Sphero BOLT თქვენთვის ჟღერს ისევე საინტერესოდ, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, რომ აიღოთ და შეურიოთ პროგრამირებად, გასაშლელ, დისტაცნიურად მართვად მანქანასთან?
 

RVR-სთან ბავშვებს შეუძლიათ ძალაში მოიყვანონ მათი ახალი გაჯეტი block-based programming -თან  და Scratch-თან ან ტექსტზე დაფუძნებული კოდირებით, როგორიცაა JavaScrip. ჩაშენებული სენსორები, პროფრესიონალური დონის მართვის სისტემა, და მძლავრი ძრავა აიყვანენ RVR-ს საშუალო სტატისტიკური ბოტის უფრო მაღალ საფეხურზე.

 

3. Oculus Quest 2

იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულ გაჯეტს შეუძლია აამაღლოს ბავშვის გართობის გამოცდილება რეალურ სამყაროში, წარმოიდგინეთ რისი გაკეთება არის შესაძლებელი ვირტუალურ რეალობაში?

 

Oculus Quest 2 არის ერთიანი VR მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია ყველაფერი, რითაც ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ, შექმნან და განავითარონ VR გამოცდილებები. მათ შეუძლიათ შექმნან თავიანთი თამაშები, გამოცდილებები და შექმნან საფეხურები სრულად ახალი საფეხურის იმერსიით.

 

4. Wacom One Tablet

 

უმეტესობა ბავშვებისთვის ხელოვნება და ანიმაცია წარმოდგენს გართობით აქტივობებს. თუმცა, ერთი პატარა შეფერხება შეიძლება იყოს ის, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა შემქმნელი შეიძლება არ იყოს საკმარისად აღჭურვილი, რომ გადაიტანონ იდეები ჩანახატებიდან პრაქტიკულ, საზიარო და გაზომვად რეალობებში.

 

ამრიგად, Wacom One არის ტაბლეტი აშენებული ხატვისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვები ხატავენ იდეებს ან ზომავენ თავიანთ ციფრულ ხელოვნებას და ანიმაციას, ამ ტაბლეტის ფოკუსი შექმნილი იყო, რათა ის შეგრძნებით ჰგავდეს ხატვას ფურცელზე და არა ეკრანზე. ამ ფერად გაჯეტზე ძველი სკოლა ხვდება ახალ ტექნოლოგიას.

 

5. Monoprice MP Cadet 

ეს არის 3D პრინტერი. თუმცა სანამ იფიქრებთ, რომ არ გაქვთ ადგილი 3D პრინტერისთვის, ან თქვენს შვილებს არ ეყოფათ მოთმინება, რომ შექმნან რაიმე მაგარი, შეჩერდით ახლავე!

 

უპირველეს ყოვლისა, Monoprice MP Cadet არის ავტომატური ნიველირებადი და სრულიად უკაბელო 3D პრინტერი, რომელიც შექმნილია სტუდენტებისთვის და დამწყებთათვის. ეს შესანიშნავია 3D ბეჭდვის დამწყებთათვის. ისწავლეთ 3D ბეჭდვის დეტალები ამ კომპაქტური და მოსახერხებელი მოწყობილობით.

და შემდგომ შექმნის კუთხით, შეამოწმეთ Autodesk Maya, პროფესიონალთა მძლავრი ინსტრუმენტი განკუთვნილი პერსონალური დიზაინის ბეჭდვისთვის, ან Blender, როგორც შესანიშნავი უფასო ალტერნატივა, და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პოპულარულია ინდი თამაშების შემქმნელებსა და მოყვარულთა შორის სხვადასხვა სახის 3D მოდელირების ხელსაწყოებისთვის და შესაძლებლობებისთვის.
 

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა აჰყვეს თანამედროვე სამყაროს, შეასწავლეთ მათ  კომპიუტერული პროგრამირება

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

6. Micro:Bit

შეიძლება საუკეთესო გაჯეტია ბავშვებისთვის? ის უნდა იყოს ტოპ ათეულში. micro:bit-ის საშუალებით, ბავშვებს პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლიათ ხელში დაიჭირონ კოდირების ძალა თავიანთ ხელებში.



საკრედიტო ბარათის ზომის დაფის გამოყენებით ბავშვებს შეუძლიათ შექმნან თამაშები და სხვა პროგრამირებადი ქმნილებები. ეს არის შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ ზოგჯერ აბსტრაქტული კოდირების ცნებები ხელშესახები და სასარგებლო იყოს სწავლისთვის.

 

მომხმარებლებს შეუძლიათ განათება გაანათონ LED მატრიცით და დენის კომპონენტებით და შეუძლიათ მოათვინიერონ გრავიტაცია აქსელერომეტრის საშუალებით თავიანთ თამაშებსა და პროგრამებში. ბავშვების მიერ ვიზუალური ბლოკებით პროგრამირების გარდაქმნა შესაძლებელია ასევე ტექსტურ JavaScript-ში და ნახონ, თუ რამდენის გაკეთება არის შესაძლებელი კოდირების, თამაშების და მოწყობილობების საშუალებით.

 

რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ micro:bit გაფართოების ნაკრებით, ეს ყველაფერი შეიძლება გაერთიანდეს ზემოთ ნახსენებ Sphero BOLT-თან და RVR-თან გამოსაყენებლად. უფრო გამოცდილი, ტექნიკოსებისთვის ეს მძლავრი, მიმზიდველი კომბინაციაა!
 

7. VEX V5

თუ მთელი ამ რობოტექნიკის განხილვამ შთაგაგონათ თქვენს ბავშვის ხელებში მოათავსოთ გაჯეტი, და თუ გსურთ რამე უფრო ტრადიციული ბოტის მხარეს, მაშინ განიხილეთ VEX!

 

VEX V5 საშუალებას აძლევს ბავშვებს, ითამაშონ ინფორმაციის შეგროვების სენსორებით და ძრავების მეშვეობით შექმნან მოძრავი ნაწილები, როგორიცაა ბორბლები და კლანჭები. შესაძლებელია როგორც კონტროლირებადი, ისე ავტონომიური რობოტების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ ობიექტების აღებას და სხვა ფუნქციების შესრულებას.

 

8. LEGO SPIKE Prime

მიუხედავად იმისა, რომ სრულად შესაძლებელია თქვენ არ მიანიჭოთ ტრადიციულ LEGO-ს გაჯეტის კლასიფიცირება, ეს ყველაფერი იცვლება LEGO SPIKE Prime Education Set-თან მუშაობისას.

"A robust system with over 500 LEGO elements, kids can use block coding and the multi-port programmable Hub while fine-tuning critical-thinking and complex problem solving. Motors, sensors, light matrix—it’s all there!"

ძლიერი სისტემა 500-ზე მეტი LEGO ელემენტით, ბავშვებს შეუძლიათ გამოიყენონ ბლოკის კოდირება და მრავალპორტიანი პროგრამირებადი Hub, პარარელურად განავითარონ კრიტიკული აზროვნების და კომპლექსური პრობლემის გადაწყვეტის უნარები. ძრავები, სენსორები, სინათლის მატრიცა - მას ეს ყველაფერი აქვს!

 

და ბოლოს

ყველა ეს გაჯეტი იძლევა მიმზიდველ, პრაქტიკულ გამოცდილებას ტექნოლოგიაში, რაც იდეალურია რაიმე ახლის სწავლისთვის ან დამწყები ჰობისთვის. ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ, როდესაც ხედავენ თავიანთი უნარების გავლენას და, განსაკუთრებით STEM-ში, ეს ზემოქმედება შეიძლება იყოს საოცარი.

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა