IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

8 ნაბიჯი სამუშაო სფეროს ცვლილებისთვის და ახალი კარიერის გასანვითარებლად

9979

პროგრამირება

01.09.2022

790 დათვალიერება

ეძებთ ახალ გამოწვევებს? ადამიანები კარიერის შეცვლას სხვადასხვა მიზეზების გამო გეგმავენ. შესაძლოა თქვენი კარიერული მიზნები და ღირებულებები შეიცვალა; ახალი ინტერესები აღმოაჩინეთ, რომელთა ინტეგრაციაც თქვენს საქმიანობაში გსურთ. კარიერის ცვლილების მიზეზს შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებაც, ან თუნდაც მოქნილი სამუშაო გრაფიკის ძიება წარმოადგენდეს. 

გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებლად დაუთმეთ დრო თქვენი ამჟამინდელი სიტუაციის შეფასებას. შეისწავლეთ კარიერული განვითარების ვერსიები, გადაწყვიტეთ, საერთოდ გჭირდებათ თუ არა სფეროს შეცვლა და აირჩიეთ, ის მიმართულება რომელიც თქვენს მოთხოვნებს სრულად მოერგება

 

რატომ იცვლის ხალხი კარიერას?

კარიერის ცვლილების უამრავი მიზეზი არსებობს, გადაწყვეტილების მიღებისას სხვადასხვა გარემო ფაქტორებია ჩართული. Joblist's Midlife Career Crisis-ის კვლევა წარმოგვიდგენს იმ ძირითად ხუთ მიზეზს, რის გამოც ადამიანები კარიერას იცვლიან: 

  • ანაზღაურება: 47%

  • გაუსაძლისი სტრესის დონე: 39%

  • ცხოვრების ბალანსი: 37% 

  • ახალი გამოწვევების ძიება: 25%

  • სფეროს მიმართ ინტერესის დაკარგვა: 23% 

 

კარიერის ცვლილების უპირატესობები

Joblist-ის გამოკითხვა იუწყება, რომ ადამიანების უმეტესობა ცვლილების შემდეგ, უფრო ბედნიერი გახდა: 

  • უფრო ბედნიერი: 77%

  • უფრო კმაყოფილი: 75%

  • უკეთესად რეალიზირებული: 74%

  • ნაკლებად დასტრესილი: 65%

დამატებით, ადამიანებმა, რომლებმაც კარიერა შეიცვალეს და გადავიდნენ IT მიმართულებით, გაცილებით მეტი ფულის გამომუშავება დაიწყეს.

 

გამოკითხულმა 7,000 რესპონდენტებმა, ვინც სფერო უკეთესი ანაზღაურების გამო შეიცვალეს, განაცხადეს რომ  წინა სამუშაო პოზიციებთან შედარებით, ყოველწლიურად, მინიმუმ $16,800-ით მეტს გამოიმუშავებენ 

 

არ იცით რომელი პროფესიებია მოთხოვნადი ახალი კარიერის გასანნვითარელებლად ტექნოლოგიების სფეროში? თუ ჯერ კიდევ გარკვევის პროცესში ხართ, დაიწყეთ კოდირების საბაზისო შესწავლა:

  • HTML & CSS - ტექნიკურად HTML პროგრამირების ენა არ არის, ის ძირითადად ინტერნეტის ქსელის დოკუმენტების შესაქმნელად გამოიყენება.დღეისთვის ინტერნეტი წარმოუდგენელია ამ ენის გარეშე

  • JavaScript - პროგრამირების ენა, რომელიც სტატიკურ ვებგვერდებს დინამიურობას სძენს. ის პასუხისმგებელია ისეთ თემებზე, როგორიცაა: მომხმარებლის ქმედებაზე პასუხი და სხვადასხვა ფუნქციონალის დამატება ვებსაიტზე. ვებ დეველოპერებისთვის პირველად სასწავლო ოქროს ტრიოს სწორედ HTML, CSS და JavaScript წარმოადგენს

  • Python - ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა დამწყებთათვის. ამის მიზეზი მისი მრავალფეროვანი სამყარო და მოსახერხებელი სინტაქსია. Python-ის კოდის დიდი ნაწილი სტანდარტულ ინგლისურად იკითხება.

  • C/C++ პოპულარული პროგრამირების ენაა, განსაკუთრებით საბაზისო დონის პროგრამისტებისთვის. უამრავი უნივერსიტეტი და კერძო სასწავლებელი სწორედ ამ ენით იწყებს სწავლებას.

  • Java - ხშირად ერევათ JavaScript-ში, თუმცა მათ არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან. Java ობიექტზე ორიენტირებული მულტიპლატფორმული ენაა, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე ხელახალი კომპილაციის გარეშე ეშვება. მისი გამოყენების არეალი უსაზღვროა: ვებ აპლიკაციები, დესკტოპ აპლიკაციები, მობილური აპლიკაციები, მიკროსერვისები და ხელოვნური ინტელექტი.

 

თუგადაწყვეტკარიერა ტექნოლოგიურ სფეროს დაუკავშირო, მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება -დაიწყეპროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

 

8 ნაბიჯი წარმატებული კარიერული ცვლილებისკენ 

გადახედეთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს თქვენი ინტერესების შესაფასებლად, ვარიანტების შესასწავლად, ალტერნატიული კარიერული გზების მოსაძიებლად და ახალ კარიერაზე გადასასვლელად.

  1. შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი სამუშაოს კმაყოფილება. ჰკითხეთ საკუთარ თავს - ბედნიერი ხარ? ხშირად იფიქრეთ აღნიშნულ საკითხზე, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სხვა სფეროში, სხვა დატვირთვით და სხვა კოლეგასთან ერთად

  2. შეაფასეთ თქვენი ინტერესები, ღირებულებები და უნარები. სასურველი აქტივობებისა და უნარების დასადგენად, განიხილეთ წარსული წარმატებული როლები, მოხალისეობრივი სამუშაოები, პროექტები და სამსახურები. განსაზღვრეთ, არის თუ არა თქვენი ძირითადი ღირებულებები და უნარები დაკავშირებული თქვენს ამჟამინდელ კარიერასთან. არსებობს უფასო ონლაინ ინსტრუმენტები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კარიერის ალტერნატივების შესაფასებლად.

  3. განიხილეთ ალტერნატიული კარიერა. ესაუბრეთ კოდერებს, დიზაინერებს, სხვა პროფესიის ადამიანებს, გამოკითხეთ რა მოსწონთ ან არ მოსწონთ საკუთარ ყოველდღიურ რუტინაში, პროფესიული სტრესი და ყოველდღიური თავგადასავლები გამოკითხეთ

  4. შეამოწმეთ სამუშაო ვარიანტები. ჩაატარეთ სიღრმისეული კვლევა 5-6 პროფესიის შედარებითი შეფასებისთვის, რათა გამოავლინოთ თქვენი სამიზნე და დაიწყოთ მისი შესწავლა

  5. სცადე. მოახდინეთ მოხალისე ან ფრილანსის აქტივობების იდენტიფიცირება, მაგალითად თუ თქვენ ფიქრობთ გამომცემელის კარიერის არჩევას, ეცადეთ დაარედაქტიროთ PTA-ის ნაშრომები, თუ ცხოველებთან მუშაობით ხართ დაინტერესებული, ადგილობრივ თავშესაფარსი გახდით მოხალისე. 

  6. გაიარეთ სასწავლო კურსები. გამოიკვლიეთ საგანმანათლებლო კურსები, რომლებიც თქვენი მომავალი სფეროს უკეთ გაცნობაში დაგეხმარებიან. დაიწყეთ ადგილობრივ კოლეჯებში საღამოს კურსებზე დასწრება, ან უყურეთ ონლაინ გაკვეთილებს. დაუთმეთ დრო ერთღიან ან შაბათ-კვირის სემინარებს. შემოთავაზებებისთვის დაუკავშირდით პროფესიულ ჯგუფებს. 

  7. გაიუმჯობესეთ თქვენი უნარები. მოძებნეთ გზები, რათა განავითაროთ ახალი უნარები თქვენს ამჟამინდელ სამუშაოში, რაც ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ. თუ თქვენი კომპანია გთავაზობთ შიდა ტრენინგს, აუცილებლად დარეგისტრირდით, რაც შეიძლება მეტ გაკვეთილზე. როგორც ხედავთ, უამრავი გზა არსებობს კარიერული ცვლილების დასაწყებად. 

  8. განიხილეთ ახალი სამუშაო იმავე ინდუსტრიაში. განიხილეთ ალტერნატიული როლები თქვენს ამჟამინდელ ინდუსტრიაში, სადაც თქვენი არსებული ცოდნის გამოყენებას შეძლებთ. მაგ. თუ დიდი საცალო ქსელის მაღაზიის მენეჯერი ხართ, იფიქრეთ საცალო ინდუსტრიაში კორპორატიული რეკრუტირებისკენ. ან თუ პროგრამისტი ხართ, რომელსაც არ სურს პროგრამირება, განიხილეთ ტექნიკური გაყიდვები ან პროექტების მენეჯმენტი.

 

შექმენით კარიერის ცვლილების რეზიუმე და სამოტივაციო წერილი

როდესაც მზად იქნებით თქვენს მიერ არჩეულ ახალ ინდუსტრიაში მუშაობის დასაწყებად, რაც არ უნდა შეისწავლოთ, აუცილებლად დაწერეთ სამოტივაციო წერილი, რომელშიც ხაზს გაუსვამთ თქვენს მისწრაფებებს. ასევე გააკეთეთ რეზიუმე, რომლის შექმნისას იხელმძღვანელებთ თქვენი ახალი მიზნებითა და ფასეულობებით. არსებობს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის წარმოჩენის სხვადასხვა მეთოდები.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა