IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

9 უნარი, რომელიც არ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ პროგრამისტი გახდეთ

08.05.2021

926 დათვალიერება

შეპყრობილი ხართ სურვილით გახდეთ წარმატებული პროგრამისტი?! მაშინ თავი აარიდეთ და ნუ დაყვებით გავრელებულ სტერეოტიპებს

 

ნუ დაიჯერებთ, თუ როგორ ახასიათებენ პროგრამისტებს საზოგადოებაში. სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, პროგრამისტებს ფილმებში ასახავენ, როგორც ზეადამიანურ ჰაკერებს, რომლებსაც არ გააჩნიათ დამატებითი სოციალური უნარები. ისინი უმეტეს დროს ბნელ ოთახში ატარებენ, თავიდან იცილებენ გარესამყაროს და საათობით უყურებენ კომპიუტერის ეკრანს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ სცენარმა შეიძლება კარგად იმუშაოს ფილმებისთვის, ის ნამდვილად შორს არის რეალობისგან, თუ როგორ ცხოვრობენ ნამდვილი პროგრამისტები ყოველდღიურობაში.

 

ამ პოსტში შევადგინეთ ალტერნატიული სამყარო ან "ნამდვილი რეალობა" და ჩამოვთვალეთ 9 უნარი, რომელიც არ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ პროგრამისტი გახდეთ

 

1.თქვენ არ გჭირდებათ უმაღლესი ცოდნა კომპიუტერთან დაკავშირებული ყველა საკითხის  შესახებ.

ხალხს მუდმივად ავიწყდება, რომ დეველოპერები რობოტები არ არიან. მათ ვენებში სისხლი მიედინება და არა მავთულები! თქვენ არ გჭირდებათ ტვინების ნაცვლად კალკულატორების ფლობა, რომ დახელოვნდეთ თქვენს საქმეში.

 

მხოლოდ ცოდნა არ არის ერთადერთი ფაქტორი, როცა საქმე ეხება პროგრამირების კარიერას. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, კომპიუტერთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე ფოკუსირება დაბნეულობას შეგიქმნით და შეიძლება აგაცილოთ პროგრამირების სწავლის რეალურ მიზანს, ასევე შეგიმცირებთ სამსახურის მიღების შანსს.

 

და ბოლოს, თქვენი ყველაზე დიდი აქტივი არის პროგრამირებით გატაცება, ენთუზიაზმი, მონდომება!

 

თუ საკმარისად ცნობისმოყვარე ხართ და გაქვთ თვითდისციპლინა, რომ თქვენი ენთუზიაზმი სხვა რამეებიდან გადაიტანოთ პროგრამირების შესწავლაზე, სხვებს სწრაფად დაეწევით და გაასწრებთ კიდეც

 

2.არ არის აუცილებელი ახალგაზრდა იყოთ, რომ პროგრამირებას გაუგოთ

Walt Disney-მ გულწრფელად თქვა, რომ” თუ შეგიძლია იოცნებო, ესე იგი შეგიძლია გააკეთო კიდეც”.

არასოდეს არის გვიანი ახალი წამოწყებისთვის. ზოგი ფიქრობს, რომ უკვე ასაკით უფროსები არიან და პროგრამირებას ვერ შეისწავლიან. დავალების კოდის წერის შესწავლა ისეთივ მარტივია, როგორც სხვა საგნების სწავლა. ადეკვატური სტრატეგიით, სამუშაო პრინციპებით და ერთგულებით, ყველას შეუძლია გაითავისოს ეს.

 

თუ მეტი მოტივაცია გსურთ, გეტყვით, რომ ბევრმა წარმატებულმა დეველოპერმა დაიწყო თავისი კარიერა 30, 40 და 50 წლის ასაკში.

 

3.არ არსებობს "საუკეთესო ენა"

არ არსებობს პროგრამირების საუკეთესო ენა, არსებობენ ენები, რომელიც სხვებზე პოპულარულია, თითოეულს აქვს საკუთარი ადგილი და პასუხისმგებლობის არეალი. 2 და მეტი ენის საფუძვლიანად შესწავლა საუკეთესო გზაა წარმატებული კარიერის მოსაწყობად, რომ უფრო გამოცდილი და სასურველი კადრი გახდეთ!

 

გირჩევთ, რომ დაიწყოთ ინტერნეტის ფუნდამენტური ენებით, მაგალითად HTML ან CSS. შემდგომი შესწავლისას, აშკარა გახდება თითოეული ენის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შესაბამისად შეგიძლიათ აირჩიოთ და ისწავლოთ თქვენთვის სასურველი ენა.

 

ყოველთვის შეგიძლიათ ახალი ენები ათვისება და წინსვლა. ამის გაკეთების საუკეთესო გზაა თანმიმდევრული პრაქტიკა და პირადი პროექტები.

 

4.თქვენ არ გჭირდებათ ძვირადღირებული პროგრამები და სისტემები

ძვირადღირებული კომპიუტერი და თანამედროვე ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ თქვენს პროგრესულ კარიერაში, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, როცა თავიდან იწყებთ. თქვენ გჭირდებათ ჩვეულებრივი ინსტალაცია, რაც ალბათ უკვე გაქვთ! ჩვეულებრივი კომპიუტერიც შეასრულებს ამ ხრიკს.

 

5.თქვენ არ გჭირდებათ უნივერსიტეტის დიპლომი

კომპიუტერულ მეცნიერებათა ხარისხი შეიძლება იყოს თქვენი პროგრამირების აქტივი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი სამუშაოს მოძიებისთვის. უნივერსიტეტის დიპლომებს შეუძლია მრავალი გზით წაიყვანოს თქვენი კარიერა და სიღრმისეული ცოდნის პრივილეგია მოგანიჭოთ. ცნობისმოყვარე გონება არის ყველაფერი, რაც საჭიროა ამ სფეროში პოპულარობის მისაღწევად.

 

მსოფლიოში კოდირების შესწავლის უამრავი პროგრამა არსებობს, რომლებიც სკოლის ეფექტური ალტერნატივაა. ამ პროგრამების კურსდამთავრებულები სამუშაოდ იწყებენ დეველოპერებად, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროგრამირების დიდი გამოცდილება არ აქვთ. წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ბევრ შესანიშნავ პროგრამისტს არ აქვს კოლეჯის დიპლომი, მაგრამ ბევრად სჯობს დიპლომის მქონე პროგრამისტებს.

 

პროგრამირება ჰგავს ნებისმიერ პროფესიას; თუ თქვენ კარგად იცით საქმე, სულ უფრო მეტს გადაიხდან თქვენი ცოდნის გამოყენებაში.

 

კვლავ ფიქრობ თუ რომელია მომავლის პროფესია?
 დარეგისტრირდი ახლავე!

 

6.არ არის საჭირო იყოთ ინტროვერტი

დეველოპერებს აქვთ სხვადასხვა განწყობა, ფორმა, ფონი და ყველა ფსიქოლოგიური თვისება. წარმატებული დეველოპერი არ განისაზღვრება მხოლოდ ერთი სიტყვით ან ერთი ტერმინის აღქმით.

 

პროგრამისტებს განსაზღვრავს მათი მისწრაფება და სურვილი პრობლემების გადაჭრისთვის იმ საშუალებებით, რაც მათ აქვთ. თუ მათ რაიმე რესურსი არ აქვთ, ისინი ცდილობენ იპოვონ ეს მოდელების და დიზაინის ლოგიკური გაგებით. ამ ყველაფერს არაფერი საერთო არ აქვს ინტროვერტის სავარაუდო იარლიყთან.

 

მნიშვნელობა არ აქვს ინტროვერტი იქნებით თუ ექსტროვერტი. თქვენ მხოლოდ სიმტკიცე და პოზიტიური ხედვა გჭირდებათ ამ პროფესიისთვის.

 

7. სამუშაოს მომწოდებლები თავისით თქვენთან არ მოვლენ

კომპიუტერული პროგრამირება აყვავებული სფეროა და დეველოპერებზე დიდი მოთხოვნაა. ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ სამსახური თქვენთან თავისით მოვა, ამ სფეროშიც ჭარბობს კონკურენცია!

 

თქვენ უნდა იყოთ აქტიური სამუშაოს მაძიებელი, მუშაობის დასაწყებად დაგჭირდებათ ენთუზიაზმი და რეალური გამოცდილება პირადი პროექტებით

 

8.დადგენილი სტერეოტიპები არ არსებობს.

დადგენილი სტერეოტიპები ყალბია. უამრავი ასოციაცია მიეკუთვნება "ტიპიურ კომპიუტერულ პროგრამისტს". ზოგიერთ მათგანს დღესაც მრავალი ორგანიზაცია ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ამ სფეროს მიმდევრების რაოდენობა.

 

ზოგი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად უნდა იყოთ გენიოსი,  სინამდვილეში, პროგრამის ყველა შემქმნელი გენიოსი არ არის. პროგრამული უნარები ნვითარდება შრომის შედეგად, როცა დროსა და ძალისხმევას დაუთმობთ საქმეს, წარმატებაც მოვა!

 

თუ შეხვდებით არაჩვეულებრივი სამუშაო ეთიკის მქონე, წარმატებულ პროგრამისტს, გახსოვდეთ ეს წარმატება მათი შრომის შედეგია!

 

9.არა, ეს არ არის მამაკაცების სამყარო გენდერული მრავალფეროვნების გარეშე

ბევრ ფილმში მხოლოდ მამაკაცები არიან პროფესიონალი პროგრამისტები, ადამიანები თვლიან, რომ გოგონები ძალიან ნაზები არიან და მათ კომპიუტერთან მამაკაცური ძალით მუშაობა არ შეუძლიათ - სიცრუე!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში პირველი პროგრამისტი - Ada Lovelace-ი - ქალი იყო.

Grace Murray Hopper-ი (შეიმუშავა პირველი კომპილატორი), Adele Goldstine-ი (დაეხმარა მსოფლიოში პირველი ციფრული კომპიუტერის შექმნაში) და Marissa Mayor-ი (Google– ის პროგრამისტი) არიან ისეთი გავლენიანი პროგრამისტი ქალები, რომლებიც სხვა ქალებს შთააგონებდნენ ამ გზის გავლას.

 

გენდერული მრავალფეროვნება არის განუყოფელი კომპონენტი მიკერძოების შეცვლისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის გასაზრდელად განსხვავებული პერსპექტივით. სქესი გავლენას არ ახდენს თქვენს უნარებზე და რაც მთავარია იმაზე, რომ იყოთ პროგრამისტი. ამან ასევე არ უნდა იმოქმედოს თქვენს შესაძლებლობებზე პროგრამისტის სამუშაო პოზიციაზე მოხვედრის დროს.

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს უკვე ნათელია, რომ ცოდნის მიღება აღარ არის სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა