IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

პერსონალური ეზოს რობოტი - Super Willow!

4444

News

23.09.2022

706 დათვალიერება

მომავალი უკვე აქ არის, მიესალმეთ Willow-ს, თქვენს პერსონალურ ეზოს რობოტს და დაემშვიდობეთ შემაწუხებელ, მოსაწყენ და რუტინულ საქმიანობას! შეძენის შემდეგ ამ ინოვაციურ რობოტს მარტივად შეგიძლიათ ასწავლოთ თქვენი ბაღის პერიმეტრი, შემდეგ მისი მოვლა-დასუფთავება, სარეველების ამოძირკვა, გაზონის გაკრეჭა, ეზოს დაცვა და სხვადასხვა ნივთის ტრანსპორტირება. რობოტი აღჭურვილია მოძრავი კიდურებით, რითიც მას ასევე შეუძლია გეთამაშოთ და როგორც თქვენი პერსონალური ასისტენტი გადაგიღებთ ფოტოებს სახლის წვეულებებზე!

რობოტი შემუშავებულია კომპანია EEVE-ს მიერ. Willow იყენებს მოწინავე აპარატურის, მორგებული პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის უნიკალურ კომბინაციას, ამასთანავე იგი მუდმივად ახდენს პროგრამულ განახლებას ალგორითმების და სხვადასხვა მახასიათებლების გასაუმჯობესებლად.

რობოტის მიერ ამოცანის ერთჯერადად შესრულება უკვე გუშინდელი დღეა! თქვენ მიხვდებით, რომ ეს მულტიფუნქციური რობოტი საუკეთესო ინვესტიციაა. Willow თქვენთან ერთად გაიზრდება, რადგან ერთად ავითარებთ მის სხვადასხვა უნარს.

რობოტი აღჭურვილია Toadi ინსტრუმენტით და ოპერირებს როგორც თვითმავალი გაზონის საკრეჭი რობოტი. იგი იყენებს კამერას იმისათვის, რომ ავტონომიურად იმოძრაოს თქვენს ეზოში, ამ ეფექტურ პატარა რობოტს არ სჭირდება სადენიანი კაბელი, აქვს მაღალი ხარისხის სათიბი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია რთულად სათიბი სარეველებისა და ბალახის მოჭრა იდეალურ ზომაზე.

თქვენ შეგიძლიათ არ იდარდოთ ეზოში რობოტის თავისუფლად გაშვებაზე. Willow შეისწავლის თავის სამოქმედო საზღვრებს „Installation Walk”-ის მეშვეობით, რა დროსაც მას გაუძღვებით ეზოს არეალში, ხოლო რობოტი მოგყვებათ თქვენ. როდესაც დაასრულებთ „Installation Walk”-ს Willow-ს უკვე შეუძლია ორიენტირება და მოძრაობა თქვენს ეზოში, თქვენ კი შეგიძლიათ სხვა საქმიანობით დაკავდეთ ან ჩამოჯდეთ ჩრდილში და ცივი ლიმონათი მიირთვათ! ყოველ ჯერზე რობოტი უფრო მეტად ეცნობა თქვენს ეზოს და მთლიანად გარემოს, ამასთანავე მას შეუძლია განასხვაოს ბალახი სხვა ობიექტებისგან და გვერდი აუაროს მათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამ საყვარელ, უსადენო ეზოს რობოტს შეუძლია მოერიდოს ღობეს, ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, აუზს, გუბურასა და სათამაშოებს, რომლებიც შესაძლოა ეზოში იყოს მიმოფანტული.

 

დაიწყეთ შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით →დარეგისტრირდით ახლავე!

 

Toadi სავალ მექანიზმთან ერთად რობოტს ასევე გააჩნია Sheriff კამერის ხელსაწყო, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს რობოტს განახორციელოს ეზოს პერიმეტრის დაცვა მისი სატენი სადგურიდან, რადგან Willow აღჭურვილია ინფრაწითელი ღამის ხედვის კამერით, რითიც შეუძლია ეზოში შემოსული უცხო პირის დაფიქსირება 98 ფუტის მანძილზე. გადაღებული ფოტოები იგზავნება თქვენს ტელეფონზე, იმისათვის რომ უმალვე იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ უსაფრთხოების ზომები, ამასთანავე თუ პოტენციური ქურდი შეეცდება რობოტის გათიშვას მას ელოდება სიურპრიზი, ხმამაღალი განგაშის სიგნალის სახით.

EEVE-ის სხვა მოდელი, Willow X აღჭურვილია 4K კამერით, ბატარეით, რომელიც ძლებს 6 საათს ერთი დატენვით, ხოლო 8 საათს Willow Pro-ს შემთხვევაში. ასევე Willow Pro-ს აქვს ყველა ზემოაღნიშნული ფუნქცია/შესაძლებლობები, ასევე დამატებით წვიმის ამოცნობის შესაძლებლობა და 25%-35%-მდე ფერდობზე ასვლის უნარი.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა