IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

მე-17 საუკუნის ფერმის ახალი, გასაოცარი იერი

სახლი: მე-17 საუკუნის II კლასის მეურნეობის ფერმა შთამაგონებელ სახეს იღებს გადაკეთების შედეგად

დიზაინი

12.10.2022

768 დათვალიერება

ჯინი და როს ოლდრიჯებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ეპოვათ ყველაზე გამორჩეული და  იდეალური ძველი ეოპოქის სახლი, მაგრამ ვერც კი ოცნებობდნენ, რომ ის აღმოჩნდებოდა ის არდადერთი, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.

 

 

ჯინიმ და როსმა გადაწყვიტეს გარკვეული ხნით ქირით ცხოვრება, რათა დრო ჰქონოდათ იდეალური სახლის საპოვნელად, ამიტომ ჯინი და როსი მოემზადნენ ხანგრძლივი ლოდინისთვის. მათ იცოდნენ, რომ კოტსვოლდსში მათი ოჯახისთვის შესაფერისი სახლის პოვნას შესაძლოა თვეები ან წლები დასჭირვებოდა.

 

ბოლო წლებში, საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერიერის დიზაინერის დაქირავება, როგორც კომერციულ, ასევე ინდივიდუალურ პროექტებზე, დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

„თქვენ ბევრი პირობა და მოთხოვნა არ გაქვთ  სახლის დაქირავების დროს, რადგან ეს სამუდამო არ არის“, ამბობს ჯინი, „მაგრამ როცა დავინახე, რომ ქირავდება სასახლე, თვალებს არ ვუჯერებდი. მე ყოველთვის მინდოდა მეცხოვრა ძველი ეპოქის სახლში და ჩემთვის ეს იყო ჩემი ჰოვარდის ენდის აღმოჩენა.“

 

ორი წლის განმავლობაში უამრავი ბინის დათვალიერების მიუხედავად წყვილმა ვერ იპოვა მათთვის იდეალური სახლი, რომელიც  იმ ფერმას კონკურენციას გაუწევდა, რომელსაც საკუთარ სახლად თვლიდნენ.

 

 

ისტორია

მესაკუთრეები  ჯენი, ფოტოგრაფიის კომპანიის მმართველი დირექტორი, აქ ცხოვრობს მეუღლესთან როს ოლდრიჯთან, რომელიც იურისტია და მათ ოქროსფერ რეტრივერთან, ჰობსონთან ერთად.

საკუთრება მე-17 საუკუნის ექვსოთახიანი მეურნეობის სტილის II კლასის სახლი 1920-იანი წლების გაფართოებით, ვუდმანკოტში, გლოსტერშირში.

რა გააკეთ წყვილმა ლოფტი გადააკეთეს სტუმრების საძინებლად საკუთარი ლუქსით. მათ მოაწყვეს ახალი სამზარეულო და განაახლეს სველი წერტილები, განაახლეს ინტერიერი მთელს ტერიტორიაზე

 

„ვცდილობდით, სახლს ძალიან არ მივეჯაჭვებულიყავით, მაგრამ შეუძლებელი იყო, რადგან ის ჩვენს გულს ფლობდა და ჰქონდა ყველა ის ესთეტიკა რასაც ჩვენ ვეძებდით“, - ამბობს ჯენი.” ასე რომ, როდესაც გავიგეთ ახალი ამბავი, რომ მის გაყიდვას აპირებდნენ, ჩვენ დაუყოვნებლივ "გამოვსტაცეთ" ის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი მოწესრიგებული იყო, ჯენი შეუდგა ფერთა სქემის შეცვლას, რომელიც ასახავდა მის და როსის სტილს. „მე არ მინდოდა სრულიად ტრადიციული სივრცის შეგრძნება და შთაგონებული ვიყავი ლონგ აილენდში მეგობრებთან ვიზიტით”, - ამბობს ჯენი. „მათ სახლს საკმაოდ კოლონიური სტილი ჰქონდა, რაც მომეწონა და მე და როსს ლამაზი ავეჯი გვქონდა, რომელიც მინდოდა გამომეყენებინა იდეალური ინტერიერის შესაქმნელად.

 

 

სახლში გადასვლის პირველ წლებში, წყვილმა გადააკეთა შემოსასვლელი ოთახი უფრო პრაქტიკულ სივრცედ და ბევრ ოთახში დაამონტაჟა პლანტაციების სტილის ჟალუზები, ასევე შეკვეთით ჩაშენებული კარადები საძინებლებისთვის, პირველადი სხივების გამოსავლენად, - ამბობს ჯენი. „მისაღებში შეშის დახურული ღუმელიც დავამონტაჟეთ, რადგან ღია ცეცხლი ისეთ კვამლს გამოჰყოფდა, რომ იძულებული გვხდიდა ოთახი დაგვეტოვებინა.  

 

ფერმის სახლში შეტანილი ყველა ცვლილებადან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯენისთვის ახალი სამზარეულო იყო. „ჩვენთვის აუცილებლობას წარმოადგენდა დიდი კუნძული სამზარეულოში, რომლის ირგვლივ შეგვეძლო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შეკრება, მყარი ერთეულებით ტრადიციულ სტილში, რომელიც მსუბუქად გამოიყურებოდა ძველი ეპოქის სახლში“, - ამბობს ჯენი. „მინდოდა ხელახლა შემექმნა კომოდის სტილის ერთეული, ამიტომ კედლისა და იატაკის ერთეულების დასაკავშირებლად გამოვიყენეთ დასამაგრებელი და ღარიანი პანელები.“ სამზარეულო დავასრულეთ გრანიტისა და ტექის ხის მერქანის ზედაპირებით.

 

 

ჯენიმ ფერთა შთაგონებისთვის მიმართა თავის ინტერიერის დიზაინერ მეგობარს ჯეინს: „მან წამახალისა, რომ უფრო თავდაჯერებული ვყოფილიყავი და ჩვენ ავირჩიეთ თამამი ფერის ტონები სახლის ძირითად შეკრების სივრცეებში, რათა თითოეულ ოთახს გამორჩეული აქცენტი მივცეთ“, - ამბობს ჯენი. როსი დალტონიკია, ამიტომ მან ყველაფერი მე მანდო. მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ის აირჩევდა მონეს სტილის ინტერიერს ლურჯ, მწვანე ან ყვითელ ფერებში. მე მას ვეხუმრები ყველგან თამამი ფერების შხეფების დამატებით აქეთ-იქით.“

 

 

კიდევ ერთი საკვანძო ოთახი იყო დიდი მისაღები ოთახი, სადაც ჯენს სურდა კლასიკური ინგლისური იერსახის შექმნა, ოღონდ თანამედროვე ელფერით. „არ მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ის ოთახი, რომელსაც არასდროს გამოვიყენებდით, ამიტომ არ შეიძლება ყოფილიყო ძალიან ფორმალური და არ მინდოდა, რომ ყველა საოჯახო ნივთი მეტისმეტად შეესაბამისი ყოფილიყო“, - ამბობს ის. ”ვცდილობდი თავდაჯერებული მიდგომა მქონოდა ოთახის მიმართ, მაგრამ გავიარეთ გარკვეული ცდები და შეცდომები. მე ვაჯგუფებდი ნივთებს, გადავაადგილებდი მათ იქამდე, სანამ არ არ მიიღებდა სათანადო იერს, და დავამატებდი უცნაურ ბალიშს მოულოდნელ და ამაღელვებელ ქსოვილში. ამ სახლის ხელახალმა გაფორმებამ მე უფრო გამბედავი გამხადა ჩემი დიზაინის არჩევანში.“

 

 

მანსარდის გარდაქმნამ შექმნა სტუმრების ლუქს-ოთახი მთავარი საძინებლით და აბაზანით. ჯენიმ ნება დართო ღია კარნიზის სხივებს გაეკეთებინათ თავიანთი საქმე მათთვის ბუნებრივი ელფერის დაბრუნებით და დახრილი ჭერის თეთრად შეღებვით. „ძალიან მინდოდა, რომ სტუმრების ლუქსი მოწესრიგებულად და სუფთად გამოიყურებოდეს“, - ამბობს ის. „აბაზანა ასახავს ამ მარტივ მიდგომას და არის მიზეზი იმისა, რომ Lloyd Loom-ის სკამი გიგანტური ხელოვნური კაქტუსის გვერდით მშვენივრად გამოიყურება!“

 

 

ამხელა რემონტის დროს ჯენის არ ეშინოდა ექსპერიმენტების ან სხვადასხვა სტილის შერწყმისა და შეხამების. „სასადილო ოთახი ათჯერ შევღებე, სანამ საბოლოოდ  არ მივიღე მშვენიერი, მდიდრული, წითელი ფერი, რომელიც დღეს გვაქვს“, - ამბობს ჯენი. „არასოდეს მსურდა სტერეოტიპული აგარაკი, ან რაიმე ზედმეტად გრანდიოზული. მინდოდა, ჩემი შვილებისთვის ეს ადგილი სახლი ყოფილიყო სადაც სიხარულით მოვიდოდნენ. რვა შვილიშვილის გამო, რომლებიც ერთად ხშირად გვსტუმრობენ, სახლი არ უნდა ყოფილიყო ზედმეტად მდიდრული, აუცილებელი იყო მისი კომფორტულობა და სიმყუდროვის ესთეტიკა.“

 

 

ჯენი, რომელმაც სრულად გაარემონტა ფერმის სახლი, ამბობს: „მგონია ვერასდროს დავასრულებ ძველი ეპოქის სახლზე მუშაობას. ის მუდმივ ყურადღებას ითხოვს, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება,“ და დასძენს: „ჩვენ ხანდახან ვაქირავებთ მას, როგორც დასასვენებელ ადგილს, რათა სხვებსაც მივანიჭოთ ამ ფერმაში ცხოვრების ბედნიერება, ჩვენ კი დროებით გადავდივართ ბაღის პატარა კოტეჯში, თუმცა მთლიანი ცხოვრების სხვაგან გატარება ჩემთვის წარმოუდგენელია".

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51.თბილისი,.ყაზბეგის34/34

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

AI არ წაგართმევს სამსახურს მას წაგართმევს ადამიანი, რომელიც AI-ს იყენებს

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ ართმევს - კონკურენტულ უპირატესობას ის ადამიანები იძენენ, ვინც AI-ს ეფექტურად იყენებს. გაიგე, რატომ გახდა AI თანამედროვე პროფესიონალისთვის აუცილებელი უნარი და როგორ მოემზადო მომავლის სამუშაო ბაზრისთვის.

პრობლემა AI არ არის - პრობლემა მისი არგამოყენებაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში შევიდა. დღეს AI-ს იყენებენ მარკეტინგში, პროგრამირებაში, დიზაინში, ფინანსებში, განათლებაში, მედიცინაში და კიდევ უამრავ სფეროში. სწორედ ამიტომ გაჩნდა შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევს. თუმცა რეალობა გაცილებით გ

ШАГ логотип

5 სრულიად ახალი პროფესია, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო 2 წელიწადში გააჩინა

ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო ორ წელიწადში სრულიად ახალი პროფესიები შექმნა. გაიგე, რომელი 5 მიმართულებაა დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი და რატომ ხდება AI-ის პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე კარიერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა

ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ არსებული პროფესიები არ შეცვალა, მან სრულიად ახალი სამუშაო მიმართულებებიც შექმნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიებმა დაიწყეს ისეთი სპეციალისტების ძებნა, რომელთა საჭიროებაც მანამდე თითქმის არ არსებობდა. დღეს AI უკვე გამოიყენება მარკეტინგში, განათლებაში, ფინანსებში, კიბერუსაფრთხოებაში, დიზაინში და ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებში. სწორე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რობოტი თუ ასისტენტი? როგორ ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს პირად დამხმარედ

ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ჩატბოტი. გაიგე, რა განსხვავებაა AI რობოტსა და AI ასისტენტს შორის, როგორ შეუძლია ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება და რატომ ხდება AI-ს ეფექტურად გამოყენება თანამედროვე პროფესიონალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი.

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია კიდევ რამდენიმე წლის წინ ხელოვნური ინტელექტი ბევრისთვის მხოლოდ საინტერესო ტექნოლოგია იყო. ადამიანები მას ძირითადად კითხვებზე პასუხების მისაღებად ან ტექსტების დასაწერად იყენებდნენ. დღეს კი AI ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩატბოტი. მას შეუძლია ინფორმაციის ანალიზი, დოკუმენტების შეჯამება, იდეების გენერირება, მონაცემე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

უნივერსიტეტის გარეთაც არის ცხოვრება: სად და როგორ ვისწავლოთ მომავლის პროფესიები?

სად და როგორ ვისწავლოთ მომავლის პროფესიები უნივერსიტეტის გარეშე? გაიგე, რატომ კარგავს აქტუალობას ტრადიციული დიპლომები ციფრულ ეპოქაში, რომელი მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და როგორ გეხმარება IT აკადემია Step პრაქტიკული უნარების ათვისებასა და მაღალანაზღაურებადი კარიერის დაწყებაში, მოკლე დროში.

ტრადიციული განათლების კრიზისი და ციფრული ეპოქის გამოწვევები დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, ტრადიციული  საუნივერსიტეტო განათლება ხშირად ვეღარ ეწევა ტექნოლოგიურ პროგრესს. სანამ სტუდენტი თეორიულ პროგრამას ასრულებს, ბაზარზე მოთხოვნადი ინსტრუმენტები და პროგრამირების ენები უკვე ახლდება. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ უნივერსიტეტის კედლებ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა