IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

რჩევები NFT საუკეთესო შემქმნელებისგან - რენდი ცუკერბერგი

რჩევები NFT საუკეთესო შემქმნელებისგან - რენდი ცუკერბერგი

Blockchain

15.02.2022

1989 დათვალიერება

რენდი ცუკერბერგი ამერიკელი ქალი ბიზნესმენი და Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დაა. 2014 წლიდან Zuckerberg Media-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Dot Complicated-ის მთავარი რედაქტორი და Meta-ს სპიკერია

ის თავს „ანტრეპრენერების პროფესიულ დედას“ უწოდებს, რადგან არაფერი ანიჭებს მას უფრო დიდ სიხარულს, ვიდრე მჭიდრო თანამშრომლობა სტარტაპებთან, რენდი ამჟამად 20-ზე მეტ სტარტაპ კომპანიასთან მუშაობს, როგორც ინვესტორი და მრჩეველი, ის The Motley Fool-ისა და Life360-ის დირექტორთა საბჭოს მართავს

 

რენდი გატაცებულია იმით, რომ Zuckerberg Media-ს მეშვეობით, დაეხმაროს ახალგაზრდებს და მათ ოჯახებს ჩვენს ციფრულ სამყაროში ნავიგაციაში. ის ოთხი გაყიდვადი წიგნის ავტორი და მრავალი სატელევიზიო შოუს პროდიუსერია, თავადაც უძღვება ყოველკვირეულ რადიო შოუს SiriusXM-ზე

რენდი სხვადასხვა ნომინაციით აღიარებამდე, Facebook-ის უბრალო თანამშრომელი იყო, სადაც ის ცნობილი გახდა Facebook Live-ის შექმნით გახდა, რომელსაც ამჟამად აქტიურად იყენებს მილიარდზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში.

როდესაც ის არ არის დაკავებული, შეიძლება გენახათ თეატრში და გოლფის მოედანზე თავის სამ შვილთან ერთად, იქამდე სანამ სამყაროს NFT მოევლინებოდა რომელმაც რენდის მთელი ყურადღება წაიღო

 

ახლა ის პოსტავს, წერს და კითხულობს NFT-ის შესახებ, გიზიარებთ მის ბოლო პოსტს - „გასულ კვირას ვთხოვე NFT-ის შემქმნელსებს, მოეცათ გულითადი რჩევები დამწყები NFT შემქმნელებისთვის ან მათთვის, ვისაც იმაზე ნელი განვითარების ტემპი აქვს, ვიდრე ელოდა. მე მივიღე ძალიან კარგი რჩევები და მინდა გაგიზიაროთ ყველას

 

(1) ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ

თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ნაშრომი, სტრატეგია, მისია, გუნდი, საზოგადოება და ის, თუ როგორ აანალიზებთ მონაცემებს. თქვენ ვერ გააკონტროლებთ გაზის ღირებულებას, ნავთობის, სხვა ვარდნას და საერთო საბაზრო პირობებს. 100% ფოკუსირდით თქვენს სფეროზე!

 

(2) შექმენით აქტიური საზოგადოება

მსოფლიოს ულამაზესი ხელოვნებაც კი არაფერს ნიშნავს, თუ თქვენ არ დახარჯავთ დროს საზოგადოების შექმნასა და განვითარებაზე, რომელიც ამ მოგზაურობაში გამოგყვებათ. ჩაუშვით discord არხი ან საკომუნიკაციოდ სხვა გზები მონახეთ, მთავარია ფოკუსირება ჯგუფის წევრებისთვის რეალური ღირებულების მიწოდებაზე.

 

(3) იყავი საზოგადოების აქტიური წევრი 

იყავით თავმდაბალი და დაეხმარეთ სხვებს ოცნებების ასრულებაში (გააკეთეთ ეს ავთენტურად და არა ხელოვნურად) საზოგადოება ასევე დაგიდგებათ გვერდით იმ ხმაურითა და აქტივობით რომელიც თქვენს ნაშრომს ცნობადს და ღირებულს გახდის

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

(4) გადახედეთ თქვენს შეთავაზებას

თუ ვერ აღწევთ პროდუქტის ბაზრთან სათანადო შესაბამისობას, შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა შეაფასოთ შემდეგი:

  • მინტ ფასი (თუ თქვენი ნამუშევრები მეორად ბაზარზე უფრო დაბალ ფასად იყიდება, ვიდრე მინტ ნამუშევარი, ხალხს ნაკლებად მოტივირებული იქნება მინტით)
  • რაოდენობა (დამწყები შემქმნელები ხედავენ დიდ წარმატებას მცირე კოლექციებით)  
  • საკუთრების უპირატესობები/ ღირებულება (მოიფიქრეთ ზუსტად რა ხდის თქვენს საზოგადოებას ასე განსაკუთრებულს, რომ ღირდეს მისი წევრობა?)

 

 (5) კავშირები, კავშირები, კავშირები!

გაწევრიანდით და მიიღეთ მონაწილეობა Twitter-ის სივრცეებში, გამართეთ საუბრები, გაუგზავნეთ შეტყობინება ხალხს. მოუყევით ფართო მასებს თქვენი ისტორია, ამბავი და რა შთააგონებთ ქმნით. ადამიანები უკავშირდებიან ავთენტურ ადამიანებს და ნამდვილ ისტორიებს. ინფლუენსერების წინაშე წარდგომა რთულია, მაგრამ ზოგჯერ მეგა-NFT ინფლუენსერის ერთი პოსტიც კი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს თქვენი კოლექციისთვის!

 

(6) ნელა ააშენეთ თქვენი ბრენდი

მყიდველებმა უნდა გიპოვონ სოციალური მედიით, Discord-ში თქვენი ყოფნის ან Twitter Spaces-ში თქვენი ხმის მეშვეობით. ასე რომ, მაშინაც კი, თუ მორცხვი ხართ, აუცილებელია უნდადა გაიტანოთ თქვენი ამბავი. როგორც კი ხალხი გაგიცნობთ, რა თქმა უნდა, მათ მოუნდებათ თქვენი მხარდაჭერა! საკუთარი თავის მარკეტინგი არ არის სირცხვილი; ეს აუცილებელია თქვენი წარმატებისთვის!

 

მოთმინება არის გასაღები. წარმატება ერთ ღამეში არ მოდის, მაგრამ კარგი პროექტები ზედაპირზე ამოტივტივდება, თუ მოთმინებით იქნებით. არსებობს პროექტების მრავალი მაგალითი, რომლებიც ნელა დაიწყო და შემდეგ, ბუმ! მთლიანად ერთ ღამეში გაიყიდა, დაწყებიდან თვეების შემდეგ. თუ თქვენ გაქვთ კარგი მისია და გყავთ ძლიერი საზოგადოება, შეგიძლიათ გადააჭარბოთ თქვენს გარშემო არსებულ ქაოსს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის!

 

(7) დეტალები მნიშვნელოვანია!

ადამიანებს უყვართ დამატებითი განსაკუთრებული პატარა დეტალები, როგორიცაა სადღესასწაულო შეთავაზებები, წვრილმანები, რომლებიც ამბობენ, რომ აფასებთ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ თქვენი. ასე რომ, მაშინაც კი, თუ თქვენი ენერგიის უმეტეს ნაწილს მიმართავთ ახალი მყიდველების მოზიდვაზე… არ დაივიწყოთ თქვენი ამჟამინდელი კოლექციონერები და ყველა ადამიანი, ვინც აქამდე მხარს გიჭერდათ!

 

(8) ისწავლეთ სხვებისგან და დაეყრდენით რესურსებს

NFT საზოგადოებას უყვარს რესურსების გაზიარება. შეხედეთ რას აკეთებენ მსგავსი მხატვრები შთაგონებისთვის და იდეებისთვის. შეამოწმეთ, როგორ იყენებენ სხვა შემსრულებლები ალტერნატიულ ბლოკჩეინებს, ვალუტებსა და პლატფორმებს თავიანთი მიზნების მისაღწევად. აღმოაჩინეთ ფონდები, რომლებიც გაძლევენ გრანტებს, თუ არ გაქვთ სახსრები საკუთარი თავის დასაფინანსებლად.

 

  • „მხატვარი ფასდება იმით, თუ ვინ ყიდულობს მის ნამუშევრებს“ @Thao_NFT
  • "სწრაფვა, მოთმინება, გამძლეობა." @sberryspice

 

როგორც ხედავთ, როგორც კი ჩაუშვებთ თქვენს კოლექციას, მაშინ იწყება მძიმე სამუშაო. მოუთმენლად ველოდები რას შექმნით!”

ბლოგში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიეცით საკუთარ თავს ახალი ამოცანები, და გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებსაც 2022 წელი მოგცემთ!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა