IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ბილ გეიტსის აზრით კრიპტო ვალუტებსა და NFT-ებს არანაირი ღირებულა არ გააჩნია

..

News

19.06.2022

628 დათვალიერება

ბილ გეიტსს რომ კრიპტოვალუტები არ უყვარს ეს ამბავი ახალი ნამდვილად არ არი.

Microsoft-ის დამაარსებელი მულტიმილიარდერი კრიპტოვალუტებისა და ზოგადად ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კრიტიკის შესაძლებლობას ხელიდან არასდროს უშვებს და ეს აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია. მისი მსოფლმხედველობა ბიტკოინის გამომუშავების გზებსაც სცდება. გეიტსის აზრით ბიტკოინის მაინინგი დედამიწისთვის დამანგრეველია, რადგან მას ძალიან დიდი ენერგია ჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ის აქციების ფასი უკანასკნელ 6 თვეში 25%-ით შემცირდა, ბილ გეიტსმა მაინც გამონახა დრო და კრიპტო ბაზრის ვარდნასთან ერთად NFT-ების კრიტიკა დაიწყო. მისი აზრით ციფრულ ვალუტებსა და NFT-ებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია.

TechCrunch-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი სიტყვით წარსდგა და განაცხადა, რომ "კრიპტო ვალუტები და NFT-ები 100%-ით Greater Fool Theory-ს ეფუძვნება. ამ  თეორიის თანახმად, გარკვეული აქტივებს ზედმეტი ღირებულება აქვს, თუმცა არსებობს შანსი, რომ მათი გაყიდვა კიდევ უფრო ძვირად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა მათ რეალური ღირებულება საერთოდ არ გააჩნიათ. თუმცა, ამ ლოგიკით, პრაქტიკული დანიშნულება არც რეალურ ფერწერულ ნამუშევრებს აქვთ, რადგან თუნდაც პიკასოს ნახატს, გარდა თვალით ტკბობისა, ვერაფერში გამოვიყენებთ. მეტიც, ცნობილი ფაქტია, რომ მსგავსი მხატვრების მიერ შესრულებული ტილოები, რომლებიც მილიონებათ ფასობს, ხშირად ფულის გათეთრებისთვის ან გადასახადებისგან თავის არიდებისთვის გამოიყენება.

გეიტსი ყველაზე ცნობილ NFT პროექტს, Bored Ape Yacht-ს გადაწვა და სარკასტულად აღნიშნა — "ცხადია რომ მილიონებად გაყიდულ NFT მაიმუნებს სამყაროსთვის არაფერი კარგი არ მოაქვთ". ბილ გეიტსს ბევრი ადამიანი ეთანხმება და შესაძლოა მის ნათქვამში სიმართლის მარცვალი ნამდვილად იყოს, მაგრამ ადამიანებს მსგავსი მისწრაფებები აქამდეც ამოძრავებდათ. მაგალითად, დღემდე პოპულარულია საფოსტო მარკების შეგროვება და ზოგი მათგანი ფასი ასიათასობით დოლარსაც ხდება, ეს კი მათ უნიკალურობაზეა დამოკიდებული. ამ კრიტერიუმებით კი NFT-ებს ნამდვილად არაფერი დაეწუნებათ.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა