IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მოზარდთა კარიერული ამბიციები და ახალი სამყარო

28.11.2021

791 ხედი

• ახალგაზრდების კარიერული მისწრაფებები დიდწილად გაყინულია

• სქესი და სოციალური კლასი დიდ როლს თამაშობს მათი მოლოდინების ჩამოყალიბებაში.

 

საერთაშორისო კვლევა ხაზს უსვამს ახალგაზრდების კარიერულ მისწრაფებებს, სასურველ სამსახურებს შორის შეუსაბამობას და გავლენას, რომელსაც იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე. OECD-ის კვლევა „საოცნებო სამსახური? თინეიჯერების კარიერული მისწრაფებები და სამსახურების მომავალი“  ეფუძნება PISA-ს უახლეს გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეობდა 15 წლის ასაკის 500 000 მოზარდი 41 ქვეყნიდან.

 

მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის სამყარომ უზარმაზარი ცვლილებები განიცადა მას შემდეგ, რაც PISA-ს პირველი გამოკითხვა ჩატარდა 2000 წელს, შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების კარიერული მოლოდინები ამ პერიოდის განმავლობაში ცოტათი შეიცვალა. გასაკვირია, რომ ისინი რეალურად შევიწროვდა და გაუფერულდა. ახლა უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს "საოცნებო სამსახურს" ცნობილი, ტრადიციული პროფესიებიდან, როგორიცაა მასწავლებლობა, იურისტობა ან ექიმობა. და მათ არჩევანზე დიდ გავლენას ახდენს სქესი და სოციალური ფონი.

 

„ძალიან ბევრი მოზარდი უგულებელყოფს ან არ გააჩნია ინფორმაცია ახალი ტიპის სამსახურების/სამუშაოების შესახებ, ახალგაზრდების კარიერული მისწრაფებები სულ უფრო ნაკლებად უკავშირდება არსებული შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს,“ - ამბობს ანდრეას შლაიხერი, OECD-ის განათლებისა და უნარების დირექტორი.

 

დრამატულია კარიერული არჩევანის გაკეთების ტენდენციებიც

  • გოგონების პასუხებში მოხსენიერბული „ექიმი“ 35.6%-ს შეადგენს, „მასწავლებელი“ 29.4%-ი, „ბიზნესმენეჯერი“ გოგონების პასუხებში 3%-ს, მხოლოდ 2% არის ინფორმირებული თანამედროვე პროფესიების შესახებ
  • ბიჭებისთვის „ინჟინერი“ 17.7%-მდე, შემდეგია „პოლიციელი“16.9%, "ექიმი" კი 11%-ი, მხოლოდ 4.7% არის ინფორმირებული თანამედროვე პროფესიების შესახებ

 

შესამჩნევი განსხვავებებია სქესისა და საცხოვრებელი ფონის მიხედვით. მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მაღალი შესრულების მქონე, კვლევაში მონაწილე ბიჭები უფრო მეტად გამოხატავენ ინტერესს, გახდნენ მეცნიერების ან ინჟინერიის პროფესიონალები, ვიდრე გოგონები. საპირისპირო იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კარიერაზე. ყველაზე პრივილეგირებული მაღალი შესრულების მქონე სტუდენტები ორჯერ უფრო მეტად იწყობენ კარიერას პროფესიულ ან მენეჯერულ დონეზე, ვიდრე იგივე შესრულების მქონე არაპრივილეგირებული სტუდენტები. მაღალი შესრულების მქონეთა შორის, უფრო მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალი, არ ასრულებს უმაღლესი განათლების მიღებას ბოლომდე და ვერ ღებულობს პროფესიული ან მენეჯერული დონის სამუშაოს.

 

გარდა ამისა, ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით ბიჭები და თინეიჯერები ყველაზე დაუცველი სოციალური ფენის წარმომადგენლებიდან, მეტად მიმართავენ ისეთ სამუშაოებს, რომლებიც ავტომატიზაციის მაღალი რისკის ქვეშაა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ეს განსხვავდება ქვეყნის მიხედვით. ინგლისურენოვან და სკანდინავიურ ქვეყნებში ავტომატიზაციის რისკი უფრო დაბალია. სხვაგან, განსაკუთრებით იაპონიასა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სამუშაოების დაახლოებით ნახევარი, რომლებსაც ახალგაზრდები ირჩევენ, ავტომატიზაციის რისკის მქონეა.

 

ხოლო მოზარდების კარიერული მისწრაფებები დაწყებითი ასაკის ბავშვების მსგავსია. „მომავლის ხატვის“ კვლევამ სთხოვა 7-11 წლის ბავშვებს 20 ქვეყანაში, დაეხატათ სამუშაო, რომლის გაკეთებაც სურდათ, როცა გაიზრდებოდნენ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2021 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოქვეყნებულმა დასკვნებმა აჩვენა, რომ გენდერული სტერეოტიპები ბავშვობიდანვე ჩანს და ეს გლობალური პრობლემაა.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

საჭიროა გენდერულ სტერეოტიპებთან მუშაობა

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა არ გამორიცხონ ვარიანტები, რადგან მათ ირიბად მიაჩნიათ, რომ მომავალი კარიერული არჩევანი შეზღუდულია მათი სქესის, ეთნიკური ან სოციალურ-ეკონომიკური ფონით. ბავშვები ხშირად თავიანთ მისწრაფებებს აყრდნობენ იმ სამუშაოებზე, რომლებსაც მათი მშობლები, მეგობრები და მეზობლები ასრულებენ, ამიტომ, სასურველია მათ ხშირად ესაუბროთ სხვადასხვა პროფესიაზე

 

გავუსწოროთ თვალი რეალობას

დასაქმების ინდუსტრია მკვეთრად იცვლება. McKinsey -ის ბოლოდროინდელი პროგნოზებით, 2030 წლისთვის ადამიანების 12% -ს ტექნოლოგიების განვითარების გამო სამსახურის შეცვლა მოუწევს.მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა დაადგინა, რომ იმ სამუშაო ადგილების ორი მესამედი, სადაც დღეს მოზარდები საქმდებიან, რამდენიმე წლის შემდეგ აღარც იარსებებს

 

ჩვენი ვალია, დავეხმაროთ მოზარდებს არჩევანი პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად პროფესიაზე შეაჩერონ. დასაქმება ხომ ჩვენს ეპოქაში მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეუძლიათ. (მსოფლიო ხომ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა!)

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა