IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ონლაინ გეიმინგის უპირატესობები და რისკები

.

მშობლებისთვის

08.04.2022

1254 დათვალიერება

როგორ შეიძლება ონლაინ თამაშებმა ბავშვებზე დადებითად იმოქმედოს? 

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ თამაშები გართობის ფორმას წარმოადგენს, მშობლების მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით, მათ შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს კრეატიულობის განვითარებაში, მეგობრებთან ურთიერთობასა და სტრატეგიული აზროვნების გაუმჯობესებაში.

ასევე ვიდეო თამაშები ბავშვებს ეხმარება მიზანმიმართულობის განვითარებაში, გამძლეობის ჩამოყალიბებასა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში, რათა იცოდნენ, თუ როგორ სცენ პატივი  სხვა ადამიანების შეხედულებებს.

 

→ დარეგისტრირდი 

ქვემოთ ჩამოთვლილია ის გზები, რომლებმაც ბავშვებისთვის ვიდეო თამაშების სარგებლიანობა დაამტკიცა:

  • სწავლა და განვითარება
  • შესანიშნავი წყარო მცირეწლოვან ბავშვებში სწავლის უნარების განვითარებისთვის.
  • კვლევებმა აჩვენა, რომ კონკრეტულ თამაშებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს ადრეული ასაკიდან განივითარონ კითხვის უნარი, მშობლებისა და მასწავლებლების მეთვალყურეობით.
  • აუმჯობესებს მახსოვრობას, აზროვნების სისწრაფესა და კონცენტრაციას
  • თამაშების მოსაგებად, რომლებიც მოითხოვენ სტრატეგიულ და პრობლემის გადასაჭრელ უნარებს, საჭიროა კარგი მახსოვრობა და დიდი ინფორმაციის მიღება. ასეთი თამაშების რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ბავშვებში მოკლე და გრძელვადიანი მახსოვრობის გაუმჯობესებას და ეხმარება მათ ტვინს უფრო სწრაფად დაამუშაოს ინფორმაცია.
  • მულტი-თასქინგის გაუმჯობესება
  • თამაშები, რომლებიც მოითხოვენ მოთამაშეებში ნივთების პოვნასა და ამავდროულად მოწინააღმდეგეებთან ბრძოლას, საჭიროებენ დეტალებზე დაკვირვებასა და სწრაფ რეაქციებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის თამაშები ბავშვებში მულტი-თასქინგის უნარს აუმჯობესებს.
  • უნარების შემუშავება სამომავლო კარიერისთვის
  • უფრო კომპლექსური, მულტიფლეიერ თამაშები ასწავლის ბავშვებს როგორ იყონ უფრო სტრატეგიული, ანალიტიკურად შეაფასონ რისკები და ჯილდოები და სწრაფად მოახდინონ რეაგირება თამაშის ცვლილებებზე. ყველა ეს უნარი შესაძლებელია შემდეგ გამოყენებულ იქნას რეალურ სამსახურებში, რომლებიც პრობლემის გადაჭრას, ანალიტიკურ უნარებსა და სტრატეგიულ აზროვნებას ემყარება.
  • კულტურებისა და შეხედულებების გაგების ახალი გზა
  • რადგანაც თამაში საშუალებას აძლევს ბავშვებს ჩაერთონ ვირტუალურ სამყაროში და დაეკონტაქტონ სხვა ადამიანებს მთელი მსოფლიოს ირგვლივ, იგი წარმოადგენს კარგ საშუალებას, რათა ბავშვებმა გაიცნონ სხვა კულტურა და შეხედულებები.
  • ფიზიკური და სოციალური სარგებელი
  • გუნდური თამაშები უზრუნველყოფს სოციალურ ბენეფიტებს
  • არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვები მულტიფლეიერ ონლაინ თამაშებს თამაშობენ, თუ იყენებენ ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა „Heads Up” - ასეთი ტიპის თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობების გამყარებასა და აუმჯობესებს მათ სოციალურ უნარებს. ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვისთვის, თამაში შესაძლოა აღმოჩნდეს სოციალიზაციის ის გზა, რომლის მეშვეობითაც იგი მეგობრებს შეიძენს.
  • ახალისებს გუნდურობასა და აყალიბებს თავდაჯერებულობას
  • მულტიფლეიერ თამაშები ბავშვებს საშუალებას აძლევს ისწავლონ გუნდის მართვა, თუკი ისინი ლიდერები არიან, ან მოლაპარაკებების გზები, თუ როგორ გაიმარჯვონ, როგორც ჯგუფის მონაწილეებმა. გაზიარებული გამოცდილება შესაძლოა იყოს კოლაბორაციისა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბების კარგი გზა.
  • წარმოადგენს აქტიურობის სახალისო გზას
  • Pokemon GO და Zumba წარმოადგენენ იმ წარმატებული თამაშების მაგალითებს, რომლებიც ბავშვებს აძლევენ მოტივაციას - იყვნენ აქტიურები თამაშისას.
  • წარმოადგენს გზას თანაგრძნობის განვითარებისთვის
  • წარმოადგენს უსაფრთხო სივრცეს შიშებზე სალაპარაკოდ
  • ხანდახან ისაუბრო შენს ემოციებზე ვირტუალურ კონტექსტში უფრო მარტივია. თამაშებს კი შეუძლიათ უზრუნველყონ უსაფრთხო სივრცე ბავშვებისთვის საკუთარი ემოციების გამოსახატად.
  • ახალი გზა გამოცდილების მისაღებად
  • იმერსიულ თამაშებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს აღიქვან ისტორიები უფრო საინტერესოდ და დაეხმარონ თხრობის სტილის ჩამოყალიბებაში, რაც მათ შემოქმედებით უნარებს ავითარებს.
  • ქმნის დროსა და სივრცეს სხვადასხვა საკითხებზე უფრო სიღრმისეულად დასაფიქრებლად

 

სკოლები უფრო და უფრო მეტად იყენებენ თამაშებზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა გაუმარტივონ ბავშვებს რთული და კომპლექსური საკითხების სწავლა, მათემატიკური უნარების გაძლიერება ან სამეცნიერო ცნებების ათვისება. სწავლების გამიფიკაცია და ბავშვებისთვის ნების დართვა, რომ შეხედონ სხვადასხვა საკითხებს განსხვავებული კუთხით, შესაძლოა დაეხმაროს მათ უფრო სწრაფ და სიღრმისეულ სწავლაში.

 

რატომ სიამოვნებთ ბავშვებს თამაში?

 

→ დარეგისტრირდი 

თამაში არის დროის გატარების სახალისო და კომუნიკაბელური გზა, რომელიც ხელს უწყობს გუნდურობისა და სხვა უნარების ჩამოყალიბებას. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ:

→ დარეგისტრირდი 

ზოგიერთი ადამიანი იტყუება თავისი იდენტობის შესახებ. ამიტომ ბავშვები უნდა მოერიდონ პირადი ინფორმაციის გავრცელებას, რაც მათი იდენტიფიცირებისა და ადგილმდებარეობის დადგენას გაამარტივებს.

ზოგიერთი თამაში ბავშვებს დამატებითი ელემენტების შეძენისკენ მოუწოდებს - ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები გაუაზრებლად ხარჯავენ დიდ თანხებს ამ ელემენტების შესაძენად. 

უკიდურეს სიტუაციებში ბულინგი, ასევე ცნობილი, როგორც „გრიფინგი“, წარმოადგენს გამარჯვების ერთ-ერთ ტაქტიკას. ბავშვები შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც მჩაგვრელის, ასევე მსხვერპლის როლში.

ჩაერთეთ შვილისთვის თამაშების შერჩევის პროცესში. აღმოაჩინეთ, რა ტიპის თამაშები მოსწონს და დარწმუნდით, რომ ისინი მისი ასაკის შესაბამისია.

 

→ დარეგისტრირდი 

იმერსიულია:

გაძლევს საშუალებას აღმოაჩინო, ააშენო ახალი სამყარო და შექმნა ახალი პერსონაჟები - რაც რეალურ სამყაროში არ შეგიძლია.

„ღია დასასრული“:

თამაშები გთავაზობენ ისეთი სამყაროს, რომელიც არ მიგითითებს ქცევის ტიპებზე ან თუ სად უნდა წახვიდე. ბავშვებს სიამოვნებთ ასეთი სახის თავისუფლება.

უწყვეტი:

თამაშები ხშირად გთავაზობენ გამოცდილებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. რეგულარულად თამაში და პროგრესის განცდა ერთდროულად მანუგეშებელი და დამატყვევებელია.

სოციალური:

მულტიფლეიერ თამაშების უმეტესობა საშუალებას გაძლევს დაუკავშირდე ადამიანებს მთელი მსოფლიოს ირგვლივ და მიიღო სწრაფი ფიდბექი, თუ როგორ თამაშობ. ასევე იგი ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლია გაუზიარო გამოცდილება შენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რათა გაამყარო გუნდურობა და ურთიერთობები.

ჯილდოები:

მოთამაშეებს შეუძლიათ მიიღონ ჯილდოები თამაშის განმავლობაში და ასევე სხვადასხვა ეტაპების დახურვისას.

კონკურენციული:

eSPORTS-ისა და ისეთი თამაშების პოპულარობის ზრდა, როგორიცაა Fortnite- და Rocket League, ბავშვებს საშუალებას აძლევს შეეჯიბრონ ერთმანეთს და მოიპოვონ პირველობა გამარჯვების გზით.

 

რას აკეთებენ ბავშვები ონლაინ თამაშისას?

ბავშვების დიდი ნაწილი თამაშის ნაცვლად, დროის უმეტესობას სხვების ყურებას უთმობს. მაგალითად, ნარატიულ ვიდეოები, თუ როგორ თამაშობენ სხვები, რომლებიც მოიცავენ ხუმრობებსა და იუმორს, ყველაზე ყურებადი ვიდეოებია ლაივ სტრიმ პლატფორმებზე. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ახალი უნარების შესწავლა

გართობა

სხვებთან ინტერაქცია

 

რა არის ონლაინ გეიმინგის რისკები?

 

→ დარეგისტრირდი 

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გეიმინგს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ბავშვების კეთილდღეობაზე.

თამაშები შესაძლოა ბავშვებისთვის რეალობისგან გაქცევის საშუალება იყოს. მისი სოციალური ასპექტები კი ბავშვებს საზოგადოების ნაწილად აგრძნობინებს თავს. თუმცაღა მათი მეთვალყურეობის გარეშე, თუ რას და რამდენ ხანს თამაშობენ, შესაძლოა ბავშვები ბულინგის და ონლაინ გრუმინგის მსხვერპლი ან, უკიდურეს შემთხვევაში, თამაშზე დამოკიდებული გახდნენ.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი პოტენციური რისკი და გზები, რომელთა მეშვეობითაც ამ საკითხებში ბავშვების მხარდაჭერას შეძლებთ, რაც მათ დაეხმარება იყვნენ უფრო ძლიერი და მიიღონ უფრო უსაფრთხო გადაწყვეტილებები.

ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულება

ნიშნების აღმოჩენა

ბოლო დროის განმავლობაში ხშირად შეხვდებოდით ინფორმაციას ონლაინ თამაშზე დამოკიდებულების შესახებ. ბევრი მშობელი და მეურვე ღელავს, რომ მათი შვილები შესაძლოა ვიდეო თამაშებზე დამოკიდებული იყვნენ.

ეს საერთოდ არ არის გასაოცარი. როგორც ნებისმიერი ჰობი - ფეხბურთი, ჭადრაკი, კითხვა - ისინი, ვისაც სიამოვნებთ თავისუფალ დროს ვიდეო თამაშების თამაში, მასში დიდ ენთუზიაზმს ჩადებენ. იგი ბავშვებში უფრო ხშირი და ხანგრძლივი თამაშის სურვილს აღძრავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ბავშვებს ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტი დაუწესონ, რათა მათ საკუთარი ჯანსაღი საზღვრები ჩამოაყალიბონ.

 

თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად კლასიფიცირდება

ამ საკითხთან დაკავშირებული მღელვარების გამძაფრება WHO-ს მიერ იქნა გამოწვეული მას შემდეგ, რაც ჯანმომ „თამაში“იმ კატეგორიის სიაში დაამატა, რომელიც „ადიქციური ქცევებით გამოწვეულ დარღვევებს“ (კატეგორია - 06) ებრძვის, როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკები და გემბლინგი. ვიდეო თამაშების ICD-11-ის სიაში დამატებამ ექსპერტებს შორის დიდი უთანხმოებაც გამოიწვია.

ეს კრიტერიუმი, როდესაც დამტკიცებულია, მიზნად ისახავს ქცევის უკიდურესი შემთხვევების დამოკიდებულებად იდენტიფიცირებას. ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ძალიან ბევრ ვიდეო თამაშს თამაშობს, არ არის დამოკიდებული. მხოლოდ მაშინ, როდესაც თამაში სერიოზულ ზიანს აყენებს მოზარდის ცხოვრებას და იგი მაინც აგრძელებს თამაშს 12 თვის განმავლობაში, შესაძლებელია ამ დიაგნოზის დასმა.

ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დოფამინის ის რაოდენობა, რომელსაც თამაშები ტვინში წარმოქმნის, წარმოადგენს იმ ქიმიური ნივთიერბების მხოლოდ მეათედ ნაწილს, რომლებიც ადამიანებში დამოკიდებულებას წარმოქმნის. ბავშვებში ქცევის შესაცვლელად საჭიროა დავეხმაროთ მათ ახალი ჩვევების ჩამოყალიბებაში.

 

რჩევა ბავშვების დასახმარებლად

შეაფასეთ, თუ რას და რამდენ ხანს თამაშობენ ბავშვები:მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, თუ რამდენ ხანს თამაშობს თავისი შვილი და თუ რა სახის თამაშს.

დაუწესეთ დროითი ლიმიტები:

როდესაც ბავშვები ზედმეტად დიდხანს თამაშობენ, მათთვის დროითი შეზღუდვების დაწესება წარმოადგენს კარგ საშუალებას მათი ცუდი ჩვევისგან გასათავისუფლებლად, თუმცა მას მოკლევადიანი ეფექტი აქვს.

წაახალისეთ, რომ შეისვენონ:

შემოიღეთ რეგულარული, მინიმუმ 5 წუთიანი შესვენებები ყოველ 45-60 წუთში ერთხელ, როგორც აუცილებელი წესი.

განიხილეთ თამაშები მათთან ერთად:

მოერიდეთ მხოლოდ დროითი ლიმიტების დაწესებას. ამის ნაცვლად ითამაშეთ მათთან ერთად და დაეხმარეთ მათ იპოვონ, თუ რა ტიპის აქტივობები მოსწონთ.

 

იდენტობის დაფარვა

ასეთ თამაშებში მონაწილეებმა, ძირითადად, არ იციან ვის ეთამაშებიან. ონლაინ პერსონებმა თავი შესაძლოა ბავშვებად გაასაღონ. მისი ჭეშმარიტების დადგენა კი ძალიან რთულია. ამიტომ საჭიროა, რომ მშობლებმა იცოდნენ რას თამაშობენ მათი შვილები და როგორ უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.

გონივრული მიდგომით, სხვა ბავშვებთან თამაშისას მოზარდებმა შესაძლოა გაიმდიდრონ თავიანთი გამოცდილება და გაეცნონ სხვადასხვა კულტურასა და შეხედულებას მსოფლიოს მასშტაბით.

 

რჩევები ბავშვების მხარდასაჭერად:

  • შეამოწმეთ პარამეტრები მოწყობილობებზე
  • მოათავსეთ მოწყობილობები საერთო ოთახებში
  • არ მისცეთ ყურსასმენები
  • ჩართეთ შეტყობინებები თქვენს ანგარიშებზე
  • შექმენით ბავშვებისთვის განკუთვნილი ანგარიშები
  • ითამაშეთ ერთად
  • გამოიყენეთ ისეთი პარამეტრები, რომლებიც რეალური მეგობრების ჯგუფებს შექმნის

 

დარწმუნდით, რომ ბავშვები იღებენ შესვენებებს და მოძრაობენ

არსებობს კვლევები, რომლებიც ირწმუნება, რომ დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრმა ვენური თრომბოზი. მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვა აქტივობებიც, მაგალითად, ტეველიზორის ყურება, მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა და ა.შ.

ამიტომ უმჯობესია, ბავშვებმა შეისვენონ ყოველი საათის შემდეგ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იმოძრაონ, არამედ ეს ზრდის შანს, რომ ისინი სხვა აქტივობით დაკავდებიან.

მღელვარების სხვა მიზეზს მკვეთრი ნათება წარმოადგენს. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვიდეო თამაშები არ იწვევს ეპილეფსიას (როგორც ტელევიზორი ან პოპ კონცერტები), მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვები იმ ადამიანების უკიდურესად მცირე რაოდენობაში, რომლებსაც უკვე აქვთ ფოტოსენსიტიური ეპილეფსია.

 

ხარჯები, რომელთა შესახებაც მშობლებმა უნდა იცოდნენ, თამაშის შეძენის ან ჩამოტვირთვის შემდეგ ჩნდება. თამაშების დეველოპერებისთვის ფულადი სახსრების შეგროვების ერთ-ერთი პოპულარული გზა ე.წ. freemium თამაშებია. რაც გულისხმობს, რომ თამაშის ჩამოტვირთვა არის უფასო, მაგრამ მისი კონტენტი ან გმირები - ფასიანი.

 

რა არის „სკინ გემბლინგი“?

 

→ დარეგისტრირდი 

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ტრანზაქციები გაძლევენ საშუალებს, მოიგო თამაშის ისეთი ნივთი, რომელსაც სხვადასხვა მოთამაშისთვის, სხვადასხვა ღირებულება აქვს. ეს პროცესი ძალიან ჰგავს გემბლინგს, სადაც ჩართულია იღბალი, თუ რომელი მოთამაშე რომელ ნივთს მოიგებს. ზოგიერთ თამაშს, როგორიცაა Rocket League, იგი ისტორიულ „fruit machine”-ის სტილში აქვს წარმოდგენილი - დაატრიალე, რომ მოიგო.

გემბლინგის კომისიის თანახმად, ეს არ წარმოადგენს ნამდვილ აზარტულ თამაშს, რადგან მოგებულ ნივთებს თამაშის გარეთ არანაირი მონეტარული ღირებულება არ აქვს. თუკი იგი გემბლინგად ჩაითვლებოდა, იგი ბავშვებზე არ გაიყიდებოდა.

ამიტომ ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა ბელგია, თამაშებში „loot boxes“ გამოყენება კანონით აკრძალა, რადგან ისინი ბავშვების აზარტულ თამაშად აღიქმება. მაშინ, როცა ა.შ.შ.-სა და დიდ ბრიტანეთში თამაშები In-App purchase-ების მიხედვით ხარისხდება და იგი სარეიტინგო სისტემის ნაწილს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ განსხვავებები ონლაინ გემბლინგსა და ონლაინ ვიდეო თამაშებს შორის. ონლაინ გემბლინგი გულისხმობს აზარტული თამაშების ვებსაიტებს, სადაც განთავსებულია ბანქოს, კამათლებისა და სლოტ მანქანების ტრადიციული თამაშები. ონლაინ ვიდეო თამაშებისთვის კი გამოიყენება კონსოლები და პერსონალური კომპიუტერები, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს ვირტუალურ სამყაროში ეჯიბრებიან.  

ბავშვები, რომლებსაც სურთ შეიძინონ თამაშების ნივთები, ხშირად ხდებიან არაოფიციალური აპლიკაციების მსხვერპლი, რომლებიც მათ ამ ნივთებს სხვა ინფორმაციაში უცვლიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ, როგორც მშობელმა, იცოდეთ ამის შესახებ, ასწავლოთ თქვენს შვილებსაც და დარწმუნდეთ, რომ საკრედიტო ბარათები შესაბამისად გაქვთ დაცული.

 

მეილვეირისა და უფასო თამაშების რისკები

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ უფასო თამაშებისა და აპლიკაციების ჩაწერა, რომლებიც შეიცავენ მელვეირსა და სპაივეირს, მნიშვნელოვანია, რომ:

  • შეამოწმეთ აპლიკაციები და თამაშები, რომლების ჩაწერასაც თქვენი შვილები გეგმავენ,
  • ნებისმიერი თამაში ჩამოტვირთეთ მხოლოდ ოფიციალური ვებსაიტებიდან
  • აუხსენით თქვენს შვილებს „უფასო“ თამაშების ჩაწერის რისკები და ასწავლეთ როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში,
  • დააწესეთ ონლაინ საზღვრები და შეუთანხმდით, თუ რომელი ვებსაიტები და აპლიკაციებია საუკეთესო მათთვის გამოსაყენებლად.

 

რჩევები ბავშვების მხარდასაჭერად:

  • შეამოწმეთ მიმდინარე ხარჯები თამაშებზე
  • გამოიყენეთ მშობლების კონტროლი
  • დააყენეთ იმეილი მოწყობილობებზე, რათა მონიშნოს შენაძენები
  • საკრედიტო ბარათების ნაცვლად, გამოიყენეთ სასაჩუქრე ბარათები

 

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

.

.

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა