IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Apple საგანგებო სიტუაციებისთვის აიფონების სატელიტურ ფუნქციებს ანვითარებს

06.09.2021

673 დათვალიერება

Apple Inc-ის აპირებს, საგანგებო სიტუაციებისთვის დაამატოს iPhone-ზე სატელიტური შესაძლებლობები, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გააგზავნონ ტექსტური შეტყობინებები სამაშველო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებში დასახმარებლად იმ ადგილებიდანაც კი, სადაც არ არის 4G ან 5G ინტერნეტი და არც ფიჭური დაფარვა

 

კომპანია ავითარებს რამოდენიმე საგანგებო ფუნქციას, რომელიც დაეყრდნობა სატელიტურ ქსელებს მომავალ iPhone-ებში, Bloomberg-ის თანახმად, Apple 2017 წლიდან ინტენსიურად იკვლევს სატელიტურ ტექნოლოგიებს, მოლოდინი რომ მომავალ iPhone-ს ექნება სატელიტური შესაძლებლობები, ერთი ორად გაიზარდა მას შემდეგ, რაც TF International Securities-ის ანალიტიკოსმა მინ-ჩი კუომ თქვა, რომ ტელეფონი  იმუშავებს Globalstar Inc-ის კუთვნილი სპექტრით, რაც ცხადყოფს, რომ უახლოეს წლებში iPhone გახდება სატელიტური სმარტფონი და მომხმარებლებს გაათავისუფლებს მობილურ ქსელებზე დაყრდნობისგან

 

მოსალოდნელია უდიდესი ცვლილებები:

  • მალე საჭირო აღარ იქნება პასპორტი და არც პლასტიკური ბარათი, ყველაფერი იქნება iPhone ში ჩატვირთული ელექტრონული ფორმით
  • აღარ იარსებებს მაღაზიაში მოლარე, მომხმარებელი მხოლოდ შეარჩევს პროდუქციას და ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება თანხა
  • თუ მობილურს დაკარგავთ მხოლოდ ერთი თითის დაჭერით და ანაბეჭდით აღადგენთ ახალ ტელეფონში თქვენს ინფორმაციას და სრულ ბაზას
  • თქვენი აიფონი სხვისთვის სრულებით გამოუყენებელი ნივთი იქნება!

 

დაიწყე სწავლა დღესვე, მიღება დაწყებულია!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

პირველი კომპონენტი, სახელწოდებით „საგანგებო შეტყობინება სატელიტის საშუალებით“, საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გაგზავნონ შეტყობინება სამაშველო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებში სატელიტური ქსელის საშუალებით, როდესაც მიუწვდომელია ფიჭური სიგნალი. ეს ფუნქცია იქნება ინტეგრირებული iMessages აპლიკაციაში, როგორც მესამე პროტოკოლი – სტანდარტულ SMS და iMessag-თან ერთად – და გამოჩნდება ნაცრისფერი შეტყობინების ბუშტებით მწვანე ან ლურჯის ნაცვლად. მეორე ფუნქცია იქნება ინსტრუმენტი საგანგებო სიტუაციების შეტყობინებისთვის, როგორიცაა თვითმფრინავის ჩამოვარდნა და გემების ჩაძირვა, ასევე სატელიტური ქსელების გამოყენებით.

 

ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა სატელიტის საშუალებით, კოდური სახელწოდებით Stewie, Apple-ის შიგნით, შეზღუდავს ტექსტურ შეტყობინებებს ცოტა ხნით. ტექსტები ავტომატურად გადადის საგანგებო კონტაქტის ტელეფონზე, მაშინაც კი, თუ ჩართულია „არ შემაწუხოთ“ პარამეტრი. ერთი დაგეგმილი დიზაინი საშუალებას მისცემს მომხმარებელს გაგზავნოს შეტყობინება აკრეფით „Emergency SOS", სადაც ისინი ჩვეულებრივ შეიყვანენ კონტაქტის სახელს. ტექსტების მიწოდების გარდა, შესაძლოა სერვისმა საბოლოოდ შეძლოს სატელეფონო ზარების განხორციელების უზრუნველყოფაც.

 

 

მეორე საგანგებო ფუნქცია ორიენტირებულია უეცრად წარმოქმნილი კრიზისის შესახებ შეტყობინების გასაგზავნად. ტელეფონი გკითხავთ, რა სახის საგანგებო მდგომარეობაში აღმოჩნდით? მაგალითად, ეს ეხება მანქანას, ნავის ჩაძირვას, ხანძარს....

 

სისტემას ასევე შეუძლია მიიღოს უფრო კონკრეტული ინფორმაცია, როგორიცაა ადამიანის ბორტს მიღმა გადავარდნა ან გემის ჩაძირვა. ის მომხმარებელს ჰკითხავს, არის თუ არა საჭირო საძიებო და სამაშველო სამსახურები, ადგილი აქვს თუ არა საეჭვო ქცევას ან გამოიყენება თუ არა იარაღი, განიცდით თუ არა ტრავმულ დაზიანებას?! ორი ან სამი შეტყობინების შემდეგ პასუხს თუ ვერ მიიღებს ავტომატურად დაუკავშირდება სამაშველო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გაუგზავნის მომხმარებლის ადგილმდებარეობას და სამედიცინო ID-ს, ასაკს, სიმაღლეს და წონას, მონაცემებს და სამედიცინო ისტორიას Health აპლიკაციიდან

 

 

ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა რომ iPhone 13-ი ნამდვილად შეძლებს დაუკავშირდეს დაბალ ორბიტაზე მყოფ თანამგზავრს (LEO)-ს. რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი სმარტფონი მალე ფიჭური კავშირის გარეშე შეძლებს ინტერნეტის მიღებასაც კი!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა